imedi /  25 დეკემბერი 2020, 21:24 / სანდო წყარო

დონალდ ტრამპი ქალაქ ნეშვილში მომხდარი აფეთქების შესახებ ინფორმირებულია

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ქალაქ ნეშვილში მომხდარი აფეთქების შესახებ ინფორმირებულია. ამის შესახებ თეთრი სახლის წარმომადგენელმა, ჯად დირმა განაცხადა.

დღეს დილით, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე ნეშვილის ცენტრში ავტომობილი აფეთქდა. პოლიციაში მიიჩნევენ, რომ აფეთქება წინასწარგანზრახული ქმედება იყო.

„პრეზიდენტი ტრამპი ინფორმირებულია ნეშვილში მომხდარი აფეთქების შესახებ. ის რეგულარულად მიიღებს ინფორმაციას. პრეზიდენტი მადლობას უხდის საგანგებო სამსახურის წარმომადგენლებსა და დაშავებულებისთვის ლოცულობს“, - აღნიშნა ჯად დირმა.

წინასწარი მონაცემებით, აფეთქების შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაშავდა. ინციდენტის გამოძიებას გამოძიების ფედერალური ბიუროც შეუერთდა.

ყველა სიახლე

08 მარტი 2021, 14:41

საზოგადოება

USAID: მხარს ვუჭერთ ისეთი საზოგადოების შექმნას, რომელიც ქალებს სრულ და თანაბარ შესაძლებლობებს ანიჭებს

USAID საქართველოში მხარს უჭერს ისეთი საზოგადოების შექმნას, რომელიც უზრუნველყოფს თანაბარი უფლებების დაცვას და ქალებს სრულ და თანაბარ შესაძლებლობებს ანიჭებს, - აღნიშნულია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საბა ბუაძე

08 მარტი 2021, 14:38

პოლიტიკა

„ლელო“ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ აპირებს

„ლელო“ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ აპირებს. ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ განუცხადა.

08 მარტი 2021, 14:32

საზოგადოება

რიმა ბერაძემ დამსახურებულ პედაგოგებსა და პროფესორებს 8 მარტი მიულოცა

საქართველოს პარლამენტის წევრი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორისა და დამსახურებული პედაგოგის ოჯახებში იმყოფებოდა. საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილემ როზეტა გუჯეჯიანსა და ლია ლეჟავას ქალთა დღესასწაულები მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

ხათუნა სამნიძე

08 მარტი 2021, 14:26

პოლიტიკა

ხათუნა სამნიძე: არავინ აპირებს, ხელისუფლებას საბაბი მისცეს, რათა მოლაპარაკებები ჩაიშალოს

„ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ ვითარება ძალიან დამძიმდა. ეს დარტყმა „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენგან დამოუკიდებლად მიიღო. „ქართული ოცნება“ ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. პირადად, მიმაჩნია, რომ ამ მოლაპარაკებებზე ღარიბაშვილი და მთლიანად „ქართული ოცნება“ ძალიან დაზიანებულია. ასეთ ვითარებაში მათ მოუწევთ, უფრო მეტად დაფიქრდნენ და გაიაზრონ, რა ვითარებაშია დღეს ხელისუფლება, რამდენად მნიშვნელოვანია რიგგარეშე არჩევნები და ამ კრიზისის გადალახვა. კარგი იქნებოდა, ამ მოლაპარაკებებზე ისეთი ადამიანი იჯდეს „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომელიც რაიმე ტიპის კითხვებს არ გამოიწვევს. ღარიბაშვილის ჩანაწერების შემდეგ ჩანს, რომ ის პირადად იყო დანაშაულის ორგანიზებაში ჩართული“, - განაცხადა სამნიძემ.

08 მარტი 2021, 14:24

COVID19

EMA ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ Sputnik V-ის დამტკიცებისგან მანამ, სანამ სააგენტო ვაქცინის უსაფრთხოებასა და ეფექტურობას განიხილავს

ევროპის წამლის სააგენტო ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ რუსული ვაქცინის Sputnik V-ის ეროვნულ დონეზე დამტკიცებისგან მანამ, სანამ სააგენტო ვაქცინის უსაფრთხოებასა და ეფექტურობას განიხილავს.

08 მარტი 2021, 14:24

სამართალი

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება

გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე მოსამართლე განაჩენს 9 მარტს 15:00 საათზე გამოაცხადებს. მცხეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე და მოსამართლე ბიძინა სტურუა განაჩენს 5 დაკავებულის მიმართ გამოაცხადებს, მათგან ორზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი მოქმედებს და განაჩენი დახურულ კარს მიღმა გამოცხადდება.

გიგი უგულავა

08 მარტი 2021, 14:12

პოლიტიკა

გიგი უგულავა მოლაპარაკებებში ხელისუფლების მხრიდან ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობის წინააღმდეგია

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების პროცესში ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობა კრიზისს ვერ განმუხტავს და მოლაპარაკებების შედეგს დააზიანებს. ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განუცხადა.

08 მარტი 2021, 14:08

საზოგადოება

ჭყონდიდის ახალმა მიტროპოლიტმა ეპარქიის ორ დიაკონს მღვდელმოქმედებებში მონაწილეობა აუკრძალა

2021 წლის 7 მარტს ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) მღვდელმოქმედებებში მონაწილეობა აუკრძალა ეპარქიის ორ დიაკონს - კონსტანტინე გაბისონიასა და პეტრე ღუდუშაურს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ბრძანება მღვდელმთავარმა მას შემდეგ გამოსცა, რაც დიაკვნებმა, წერილობითი თუ პირადი გაფრთხილებების მიუხედავად, უარი განაცხადეს ეპარქიის ახალ მმართველ მიტროპოლიტთან ერთად მსახურებაზე.

 მიხეილ ყაველაშვილი

08 მარტი 2021, 14:00

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: საზოგადოებას ნუ გაახსენებენ, რაც დავიწყებული იყო, ამომიტივტივდა ყველა ის საზიზღრობა, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ხდებოდა

ყაველაშვილმა საუბრისას გაკვირვება გამოხატა მამუკა ხაზარაძის განცხადების გამო, რომ დიალოგში მონაწილეობას არ მიიღებს. „ყოველ კვირას, ყველა ადამიანზე, ვისზეც სჭირდებოდათ, ჩანაწერები ქვეყნდებოდა. გვეგონა, ეს საშინელება დავამთავრეთ. მამუკა ხაზარაძისგან ძალიან გამიკვირდა, რომელმაც საკითხი დააყენა, რომ დიალოგში მონაწილეობას არ მიიღებენ. თუ ამაზე აქვს აქცენტი გაკეთებული, ხომ არ იცის, რა არის, როგორ არის? როგორ შეიძლება პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ყაველაშვილმა.

08 მარტი 2021, 13:57

მსოფლიო

აშშ-მა რუსეთის სპეცსამსახურების მიერ მხარდაჭერილი სამი ონლაინგამოცემა გამოავლინა, რომლებიც ვაქცინების შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებენ

აშშ-მა რუსეთის სპეცსამსახურების მიერ მხარდაჭერილი სამი ონლაინგამოცემა გამოავლინა, რომლებიც Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინების შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებენ. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.

თამარ ტალიაშვილი

08 მარტი 2021, 13:56

პოლიტიკა

თამარ ტალიაშვილი: ოპოზიციიდანაც გაკეთდა განცხადებები დიალოგისთვის მზადყოფნის შესახებ, სწორედ ამ დროს, სააკაშვილის გუნდმა მოლაპარაკებებში დისონანსის შეტანა გადაწყვიტა

დავინახეთ, რომ სერიოზული ნაბიჯები იყო გადადგმული პოლიტიკოსების მხრიდან, მათ შორის, ოპოზიციიდან გაკეთდა განცხადებები, რომ მზად არიან დიალოგისთვის და პარლამენტში შემოსასვლელად. სწორედ ამ დროს, მიხეილ სააკაშვილის გუნდმა გადაწყვიტა, ამ მოლაპარაკებებში კვლავ გარკვეული დისონანსი შეიტანოს, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თამარ ტალიაშვილი.

ავთანდილ ცინცაძე

08 მარტი 2021, 13:41

საზოგადოება

ავთანდილ ცინცაძემ სამაჟორიტარო ოლქში მცხოვრებ უხუცეს ქალბატონს 8 მარტი მიულოცა

„მინდა, ყველა ქალბატონს ქალთა საერთაშორისო დღე მივულოცო და ჯანმრთელობა ვუსურვო. ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ სამაჟორიტარო რაიონში გვყავს 100 წლის ქალბატონი ანნა. დღეს გვერგო პატივი მისთვის ქალთა საერთაშორისო დღე მიგველოცა. ქალბატონი ანნა მედიცინის ყოფილი მუშაკია და მას 55-წლიანი სამუშაო სტაჟი აქვს. მინდა, მას ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე ვუსურვო“, - განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ.

08 მარტი 2021, 13:34

ტაბლოიდი

საყვარელმა კაცმა ქალი ღალატში დაადანაშაულა, როცა ის სინამდვილეში „მაკდონალდსში“ იპარებოდა

კაცი ქალს ღალატში ადანაშაულებდა, რადგან ის ხშირად იპარებოდა სახლიდან. ქალი ყვება, რომ მისი ხანმოკლე გაუჩინარების მიზეზი არა ღალატი, არამედ McDonalds-ში სიარული იყო. მისივე განცხადებით, როცა წყვილმა ერთად ცხოვრება გადაწყვიტა, კაცს დაჰპირდა, რომ მასავით ვეგანი გახდებოდა და ცხოველური წარმოშობის პროდუქტებს ისიც აღარ მიეკარებოდა. დაპირების მიუხედავად, ქალი ამბობს, რომ ცდუნებას ვერ უძლებდა, როცა McDonalds-ის ქათმის ნაგეტსები ახსენდებოდა.

08 მარტი 2021, 13:31

საზოგადოება

რამდენი პილოტი ქალია საქართველოში

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ქალბატონებს ქალთა საერთაშორისო დღეს ულოცავს და საქართველოში ავიაციაში დასაქმებული ქალების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაცემულ ავიასპეციალისტის მოქმედ მოწმობას 100 ქალი ფლობს.

არჩილ თალაკვაძე

08 მარტი 2021, 13:28

საზოგადოება

არჩილ თალაკვაძე: ყველა ქალს ვუსურვებ, დასახულ მიზნებს მიაღწიოს

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ქალებს 8 მარტი მიულოცა.

ელენე ხოშტარია

08 მარტი 2021, 13:20

პოლიტიკა

ელენე ხოშტარიამ პოლიტიკური მოძრაობა დააფუძნა

ელენე ხოშტარიამ პოლიტიკური მოძრაობა „დროა“ დააფუძნა. როგორც ის გავრცელებულ მიმართვაში აცხადებს, ამხელს კორუმპირებულ ჩინოვნიკებს, მოძალადეებს, გამყალბებლებს, ქურდებს, ნეპოტიზმს, რუსეთთან კავშირებს და არ შეეგუება უსამართლობას.

08 მარტი 2021, 13:12

საზოგადოება

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ქალებს 8 მარტი მიულოცეს. ვიდეო

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ქალბატონებს 8 მარტი მიულოცეს და ყვავილების თაიგულები მიართვეს. ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქცია მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართა.

08 მარტი 2021, 13:11

რეგიონი

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

გზის გაწმენდის შემდეგ, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, - ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

გიგა ბოკერია

08 მარტი 2021, 13:09

პოლიტიკა

გიგა ბოკერია: არ ვიზიარებ ემოციურ დამოკიდებულებას, რომ ღარიბაშვილი მოლაპარაკებებიდან უნდა გავიდეს, ჩვენ თავის დროზე შევარდნაძეს და ასლან აბაშიძეს ვესაუბრებოდით

ადამიანების უფრო დიდმა რაოდენობამ დაინახა, რამდენად საშიშია ეს ხალხი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის და თითოეული მოქალაქისთვის. ეს ზვავი, რომელიც ახლა გრძელდება, არის ამის მტკიცებულება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა. ამასთან, ბოკერია არ იზიარებს ცალკეული ოპოზიციონერის პოზიციას, რომ მომხდარის გამო, ირაკლი ღარიბაშვილი მოლაპარაკებებიდან უნდა გავიდეს.

08 მარტი 2021, 13:01

მსოფლიო

ერაყში რომის პაპის ვიზიტი დასრულდა

ერაყში პაპი ფრანცისკეს ვიზიტი დასრულდა. კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალაქების მონახულების შემდეგ, ის ბაღდადიდან თვითმფრინავით უკვე გაემგზავრა ვატიკანში. ვიზიტის ფარგლებში, პაპმა ერაყის ოთხი ქალაქი მოინახულა, მათ შორის - მოსული. „მშვიდობა უფრო ძლიერია, ვიდრე - ომი“ - თქვა რომის პაპმა ისლამური სახელმწიფოს მიერ განადგურებულ ქალაქში ვიზიტისას.