10 იანვარი 2021, 15:39 / სანდო წყარო

11 იანვარს მოსკოვში ვლადიმერ პუტინის, ილჰამ ალიევისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა გაიმართება

ილჰამ ალიევი, ვლადიმერ პუტინი და ნიკოლ ფაშინიანი

ილჰამ ალიევი, ვლადიმერ პუტინი და ნიკოლ ფაშინიანი

11 იანვარს კრემლში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევისა და სომხეთის პრემიერის, ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა გაიმართება, - ინფორმაცია კრემლის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეხვედრა პუტინის ინიციატივით იმართება.

„დაგეგმილია აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ლიდერების მიერ მთიანი ყარაბაღის შესახებ 2020 წლის 9 ნოემბერს გაფორმებული შეთანხმების შესრულებისა და რეგიონში არსებული პრობლემების გადაჭრის შემდგომი ნაბიჯების განხილვა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების, აგრეთვე სავაჭრო, ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების განვითარების საკითხებს“ - წერია განცხადებაში.

ყველა სიახლე

08 დეკემბერი 2022, 18:01

პოლიტიკა

პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების მოსმენის პროცესი დაიწყო

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებთან დაკავშირებით წარმოდგენილი დოკუმენტების კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხის განხილვა და აღნიშნული კანდიდატების კომიტეტის სხდომაზე მოსმენა დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

08 დეკემბერი 2022, 17:53

საზოგადოება

ვაკის რაიონის გამგეობის 2022 წლის პროექტების ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა

ვაკის რაიონის გამგებელმა, დავით კვინიკაძემ საზოგადოებას 2022 წლის განმავლობაში შესრულებული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. გამგებელმა ყველა იმ პროექტზე ისაუბრა, რაც მიმდინარე წელს სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში და მოსახლეობის ჩართულობით განხორციელდა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ინფრასტრუქტურულ მიმართულებაზე 2022 წელს 11 335 700 ლარი იყო გათვალისწინებული. მოეწყო და გამწვანდა 11 დასასვენებელი სივრცე (მათ შორის 8 სრულიად ახალი), 3 მისამართზე კი, სკვერები რეაბილიტირდა.

მაკა ბოჭორიშვილი

08 დეკემბერი 2022, 17:52

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე განვიხილეთ საკითხები, რაც საქართველომ ინტეგრაციის პროცესში შეიძლება გამოიყენოს

ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე განვიხილეთ სხვადასხვა საკითხები რაც ევროკავშირთან ინსტიტუციურ თანამშრომლობას და იმ პერსპექტივებს უკავშირდება რაც საქართველომ ინტეგრაციის პროცესში შეიძლება გამოიყენოს,- ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდგომ განაცხადა.

ელენე ხოშტარია

08 დეკემბერი 2022, 17:50

პოლიტიკა

ელენე ხოშტარია: სააკაშვილის საკითხზე იქნება ერთობა და ამაში ჩვენ აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას, გავაკეთებთ ყველაფერს, რომ გადავარჩინოთ და ქვეყნიდან გავიდეს

სააკაშვილის საკითხზე იქნება ერთობა და ამაში ჩვენ აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას, გავაკეთებთ ყველაფერს, რომ გადავარჩინოთ და ქვეყნიდან გავიდეს, - ამის შესახებ, პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

რატი იონათამიშვილი

08 დეკემბერი 2022, 17:49

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: კანონის თანახმად, მოქალაქეობის დაკარგვის პროცედურების დაწყებისთვის ერთ-ერთ მიზეზს და საფუძველს წარმოადგენს, როდესაც მოქალაქე სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში დგება

„მოქალაქეობის შესახებ“ კანონის თანახმად, მოქალაქეობის დაკარგვის პროცედურების დაწყებისთვის ერთ-ერთ მიზეზს და საფუძველს წარმოადგენს, როდესაც მოქალაქე სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში დგება. ეს კანონი ჩვენი ხელისუფლების დროს არაა მიღებული, ადრინდელი ჩანაწერია. ეს არის ერთ-ერთი საფუძველი იმისა, რომ ადამიანს მოქალაქეობა შეუწყდეს და შესაბამისი პროცედურები არსებობს, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

ალექსანდრე რაქვიაშვილი

08 დეკემბერი 2022, 17:48

პოლიტიკა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ქმედებები კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ მათი პოზიცია არაგულწრფელია

„ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ქმედებები კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ მათი პოზიცია არაგულწრფელია,- ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

ანრი ოხანაშვილი

08 დეკემბერი 2022, 17:45

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: თუკი ვინმე დღეს ყველაზე მეტად არის ორიენტირებული და მოწოდებული, რომ დაცული იყოს პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობა, მისი უსაფრთხოება, ეს არის სახელმწიფო

თუკი ვინმე დღეს ყველაზე მეტად არის ორიენტირებული და მოწოდებული, რომ დაცული იყოს პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობა, მისი უსაფრთხოება, ეს არის სახელმწიფო, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ვლადიმერ ბოჟაძე

08 დეკემბერი 2022, 17:44

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: მოძალადე და სისხლიანი რეჟიმი, ,,ნაციონალური მოძრაობა" საერთოდ არ უნდა ახსენებდეს სიტყვებს: ციხე, წამება, მაგრამ ბედავენ და თან ამ სიტყვებს ახლა უკრაინის მოქალაქე, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში იყენებენ

თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში „არქივის“ ვიდეოს აზიარებს, რომლის მიხედვითაც ჩანს, რა მდგომარეობაში დატოვა ციხე 2010 წელს მაგნიტოფონის ქურდობისთვის დაკავებულმა, ცეზარ მოსახლიშვილმა 2 წლიანი პატიმრობის შემდეგ.

მამუკა მდინარაძე

08 დეკემბერი 2022, 17:39

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: კაცს რომ ეტყვი, მდინარაძემ განაცხადა, მოქალაქეობას გართმევენო, ეს არის ბინძური ტყუილი და პროვოკაცია

ცნობა იმის შესახებ, რომ საქართველოს რომელიმე მოქალაქე ოფიციალურად ირიცხება უცხო ქვეყნის სამხედრო სამსახურში, ეს შეიძლება გახდეს საფუძველი, მაგრამ ამის შესახებ არ მისაუბრია, ბინძური სპეკულაცია რასაც ვუწოდე... ჯერ ერთი, აბრაზებენ იმ ხალხს, ატყუებენ და შესაძლოა, ვიღაცას გულწრფელი ემოციაც ჰქონდეს. კაცს რომ ეტყვი, მდინარაძემ განაცხადა, მოქალაქეობას გართმევენო, ეს არის ბინძური ტყუილი, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

08 დეკემბერი 2022, 17:32

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: როცა საქართველო ყველა პოლიტიკურ პლატფორმაზე მხარს უჭერს უკრაინას, 400-ზე მეტი მხარდამჭერი დოკუმენტის თანაავტორია, ამაზრზენია იმის კითხვა, თუ ვის უჭერს მხარს საქართველო

იმ ფონზე, რომ საქართველო ყველა პოლიტიკურ პლატფორმაზე მხარს უჭერს უკრაინას და 400-ზე მეტ მხარდამჭერ დოკუმენტს უერთდება ისე, რომ თანაავტორია, თქვენ კი სპეკულაციას მიმართავთ, კითხულობთ თუ ვის უჭერს საქართველო მხარს, ეს არის ამაზრზენი და შეურაცხმყოფელი ნებისმიერი ქართველისათვის,- ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ჟურნალისტის კითხვას - არის თუ არა რუსეთი, საქართველოსა და უკრაინის საერთო მტერი.

ნიკა მელია

08 დეკემბერი 2022, 17:31

პოლიტიკა

ნიკა მელია: მოხარული ვარ, რომ როგორც პარტიაში, ასევე მთლიანად ოპოზიციაში, მიხეილ სააკაშვილის საკითხზე სრული ერთობა არსებობს

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ განსხვავებული პოზიციების მიუხედავად როგორც საკუთრივ „ნაცმოძრაობაში“, ისე მთლიანად ოპოზიციაში, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხთან დაკავშირებით სრული ერთობა არსებობს.

მამუკა მდინარაძე

08 დეკემბერი 2022, 17:23

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: მოქალაქეობის ავტომატურად დაკარგვა არ ხდება, ამას აქვს თავისი პროცედურები

მოქალაქეობის ავტომატური დაკარგვა, როგორც ასეთი, არ არსებობს. ეს შეიძლება ტერმინად გამოიყენო, მაგრამ არც ავტომატური დაკარგვა არსებობს და არც ჩამორთმევა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

პაატა მანჯგალაძე

08 დეკემბერი 2022, 17:23

პოლიტიკა

პაატა მანჯგალაძე: „სტრატეგია აღმაშენებელი“ არანაირ შემთანხმებელ სამუშაო ფორმატებში „ქართულ ოცნებას“ არ შეხვედრია

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ არანაირ შემთანხმებელ სამუშაო ფორმატებში „ქართულ ოცნებას“ არ შეხვედრია. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელებთან ტექნიკურ საკითხებზე ესაუბრეს, რომ ვენეციის კომისიის ჩამოსვლამდე არ ჩაეგოთ ოპოზიციის ვერსია.

ანა ნაცვლიშვილი

08 დეკემბერი 2022, 17:18

პოლიტიკა

ანა ნაცვლიშვილი: ვერ გეტყვით, რამ გამოიწვია ასეთი გაღიზიანება კოლეგების მხრიდან - ვაჭრობის სურვილი რომ იყოს, ამას როგორმე მოახერხებდნენ ადამიანები

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს მეორე მოსმენით საარჩევნო რეფორმას განიხილავს. საარჩევნო კოდექსისა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონპროექტებში ცვლილებები შევიდა. სამუშაო ჯგუფმა ვენეციის კომისიისა და ეუთო ოდირის რეკომენდაციები გაითვალისწინა. კრიტიკის მიუხედავად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ლელომ„ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ სამუშაო ჯგუფს ბოიკოტი მაინც გამოუცხადეს, თუმცა სამმა ოპოზიციურმა პარტიამ საარჩევნო რეფორმაზე ინდივიდუალურ შეხვედრები მმართველ გუნდთან გამართა, რაც ჯგუფში ჩართული სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის არასწორი და უცნაური საქციელია.

08 დეკემბერი 2022, 17:12

რეგიონი

იმერეთის გუბერნატორი და ქუთაისის მერი აშშ-ის ელჩს შეხვდნენ

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს რეგიონის ეკონომიკურ პოტენციალზე, განათლების მიმართულებით განხორციელებულ და განსახორციელებელ პროექტებზე, ტურისტულ შესაძლებლობებსა და არსებულ გამოწვევებზე. ასევე, მხარის გუბერნატორმა იმერეთის რეგიონში, აშშ-ს საელჩოს მიერ განხორციელებული პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ელჩს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მამუკა მდინარაძე

08 დეკემბერი 2022, 17:06

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: როდესაც 30%-დან, ჩვენი მმართველობის დასაწყისში რაც იყო, სიღარიბის მაჩვენებელი ჩამოსულია 17-18%-მდე, ეს არის სოციალური მდგომარეობის მთავარი ინდიკატორი

როდესაც 30%-დან, ჩვენი მმართველობის დასაწყისში რაც იყო, სიღარიბის მაჩვენებელი ჩამოსულია 17-18 პროცენტამდე, ეს არის სიღარიბის და სოციალური მდგომარეობის მთავარი ინდიკატორი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

08 დეკემბერი 2022, 17:02

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: 2008 წლის ომში საქართველოს არანაირი სამხედრო დახმარება არ მიუღია უკრაინისგან და ამას მათ არც არავინ საყვედურობს

საომარ სიტუაციაშია დღეს უკრაინა . მისი თანამდებობის პირები რა განცხადებებსაც არ უნდა აკეთებდნენ, როგორც არ უნდა ცდილობდნენ საქართველოს ომში ჩართვას, მაგალითად უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი გამოდიოდა ასეთი პირდაპირი მოწოდებით, მაინც მგონია, რომ ერთმანეთისთვის რაღაცების დაყვედრების დრო არ არის, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

08 დეკემბერი 2022, 16:49

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ომში წასვლის მსურველებს სთავაზობენ ანაზღაურებას და არ უხსნიან, რომ თუ საქართველოს მოქალაქე სხვა ქვეყნის სამხედრო ძალებში ჩაირიცხება, კარგავს საქართველოს მოქალაქეობას

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ომში წასვლის მსურველებს სთავაზობენ ანაზღაურებას, ახდენენ მათ რეკრუტირებას და არ უხსნიან კანონის ნორმას, რომლის თანახმადაც, თუ საქართველოს მოქალაქე სხვა ქვეყნის სამხედრო ძალებში ჩაირიცხება, კარგავს საქართველოს მოქალაქეობას, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მე სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ 83 წლის რედაქციაშიც კი, კანონის ეს ნორმა უცვლელი და ანალოგიური შინაარსით იყო.

ანდრი ოხანაშვილი

08 დეკემბერი 2022, 16:41

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ჩვენი ქვეყნის მოქალაქე უცხო ქვეყნის სამხედრო სამსახურში თუ შევა, ეს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველია, ჩვენ ვსაუბრობთ კანონმდებლობით

ჩვენი ქვეყნის მოქალაქე უცხო ქვეყნის სამხედრო სამსახურში თუ შევა, ეს არის მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი. ამას ჩვენ კი არ ვამბობთ, ამას კანონი ამბობს, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მოქალაქეობის ჩამორთმევა არ ხდება, არსებობს საფუძველი, რა შემთხვევებში შეიძლება, არსებობდეს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი.

08 დეკემბერი 2022, 16:25

ეკონომიკა

საპენსიო ფონდის წმინდა ამონაგებმა ფონდის გაშვებიდან ნოემბრის ჩათვლით 39.9%, ხოლო რეალურმა ამონაგებმა იმავე პერიოდში 1.71% შეადგინა

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო პორტფელის 2022 წლის ნოემბრის ანგარიშის მიხედვით, საპენსიო ფონდის წმინდა ამონაგებმა ფონდის გაშვებიდან (2019 წლის 1-ლი იანვარი) 2022 წლის ნოემბრის ჩათვლით 39.9%, ხოლო რეალურმა ამონაგებმა (ინფლაციის გათვალისწინებით) იმავე პერიოდში 1.71% შეადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს.