www.imedi.ge /  17 იანვარი 2021, 21:15 / სანდო წყარო

ალექსეი ნავალნი ცოლთან ერთად რუსეთში დაბრუნდა

ალექსეი ნავალნი

ალექსეი ნავალნი

თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ცოლთან ერთად მგზავრობდა მოსკოვში დაჯდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია ნავალნის თანაშემწე კირა იარმიშზე დაყრდნობით იტყობინება.

ვნუკოვოს აეროპორტის ნაცვლად მისი თვითმფრინავი შერემეტიევოში დაჯდა. ამის მიზეზად ვნუკოვოს ადმინისტრაციამ აეროპორტში ტექნიკური პრობლემები დაასახელა. მგზავრები ამ დრომდე თვითმფრინავში რჩებიან. ვნუკოვიში შეკრებილ ნავალნის მომხრეებს კი აკავებენ.

ალექსეი ნავალნი რუსეთის ქალაქ ტომსკში 2020 წლის 20 აგვისტოს მოწამლეს. უგონო მდგომარეობაში მყოფი პოლიტიკოსი რამდენიმე დღეში ბერლინში გადაიყვანეს, სადაც დადგინდა, რომ ნავალნი „ნოვიჩოკის“ ტიპის ნევრულ-პარალიტიკური აგენტით იყო მოწამლული. ნავალნის მოწამვლასთან კავშირს კრემლი კატეგორიულად უარყოფს.

ყველა სიახლე

01 მარტი 2021, 13:08

საზოგადოება

როგორი ამინდია საქართველოში უახლოეს დღეებში მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1-4 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. სინოპტიკოსების პროგნოზით, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +5, +10 გრადუსია მოსალოდნელი. 3 - 4 მარტს ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

01 მარტი 2021, 12:55

პოლიტიკა

შარლ მიშელი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა. ის ევროკავშირის დამკვირვებლების თანხლებით შევიდა ხურვალეთში, სადაც ადგილზე არსებულ ვითარებას პირადად გაეცნობა.

01 მარტი 2021, 12:52

რეგიონი

კახეთის რეგიონში საავტომობილო სიჩქარის კონტროლის 4 სექცია ამოქმედდა

2021 წლის 1-ლი მარტიდან, საგზაო უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით, კახეთის რეგიონში, ახმეტის რაიონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, საავტომობილო სიჩქარის კონტროლის 4 სექცია ამოქმედდა, - ამის შესახებ ინფორმაციას 112 ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სულ საქართველოს მასშტაბით უკვე 1 213 კმ. სიგრძის საავტომობილო გზა გაკონტროლდება სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით.

01 მარტი 2021, 12:50

პოლიტიკა

პარლამენტში EPLO-ს რეგიონულ ოფისთან დადებული შეთანხმება განიხილეს

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე „საქართველოსა და ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის (EPLO) შორის სამხრეთ კავკასიაში EPLO-ს რეგიონული ოფისის სტატუსის შესახებ“ წერილების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება განიხილეს.

დავით ყაზარაშვილი

01 მარტი 2021, 12:45

სამართალი

დავით ყაზარაშვილი: სასამართლო პროცესებზე შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულთა ტყუილები უკვე გამოკვეთილია, არავინ დაიჯერებს ზღაპრებს, რასაც ადვოკატები ჰყვებიან

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულთა ტყუილები სასამართლო პროცესებზე უკვე გამოკვეთილია და არავინ დაიჯერებს იმ ზღაპრებს, რასაც ადვოკატები ჰყვებიან, – ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის პროკურორმა, დავით ყაზარაშვილმა განაცხადა. საქმის პროკურორის განცხადებით, ამ ეპიზოდში ბრალდებული ხუთივე პირი დამნაშავეა შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში. ყაზარაშვილის თქმით, სწორედ მათ სცემეს ახალგაზრდა ფეხბურთელს, რის შემდეგაც მდინარე არაგვში ჩააგდეს.

01 მარტი 2021, 12:44

COVID19

ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსის 11 571 ახალი შემთხვევა დადასტურდა

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 11 571 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 333 პაციენტი გარდაიცვალა.

01 მარტი 2021, 12:43

საზოგადოება

კერძო სკოლებს მოსწავლისთვის ფინანსური დავალიანების გამო სტატუსის შეწყვეტაზე ვალდებულებები უწესდებათ - რა წერია კანონპროექტში

პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ იმსჯელეს. საკანონმდებლო ინიციატივა დეპუტატებს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ამილახვარმა გააცნო.

ლუკ კოფი

01 მარტი 2021, 12:41

პოლიტიკა

ლუკ კოფი: მე არ ვარ მზად ვთქვა, რომ საქართველო ევროატლანტიკურ გზას აღარ ადგას, ამის არ მჯერა

მე არ ვარ მზად ვთქვა, რომ საქართველო ევროატლანტიკურ გზას აღარ ადგას, ამის არ მჯერა, - ამის შესახებ „ჰერიტიჯის ფონდის“ წარმომადგენლმა ლუკ კოფიმ „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა. „ვფიქრობ, ყველა დემოკრატიას აქვს აღმასვლა და დაღმასვლა, ჩვენ ვნახეთ, რა მოხდა 6 იანვარს ამერიკაში, ჩვენ გამუდმებით ვსწავლობთ შეცდომებზე, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ეს შეცდომები ხდება, ვაღიაროთ და ვცადოთ გამოვასწოროთ ისინი. ამის ნახვას ვისურვებდი. საქართველოში განსხვავებული პოლიტიკური პარტიების ლიდერებს შორის უნდა იყოს გულწრფელი დიალოგი იმისათვის, რომ ამ ჩიხიდან გამოსვლა გახდეს შესაძლებელი“, - აღნიშნა მან.

ლუკ კოფი

01 მარტი 2021, 12:39

პოლიტიკა

ლუკ კოფი: ვისურვებდი, სახელმწიფო მდივანი წავიდეს თბილისში, რომ დაეხმაროს ჩვენს მეგობრებს, საქართველოს პოლიტიკური სპექტრის ყველა მხარეს, ერთმანეთთან გულწრფელი დიალოგისთვის

ვფიქრობ, სამხრეთ კავკასიაში ამერიკის ლიდერობის დროა და ვისურვებდი მენახა, რომ სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი თვითმფრინავში ჩაჯდეს და წავიდეს თბილისში, გამოიყენოს ის გავლენა, რაც ამერიკის სახელმწიფო მდივანს აქვს იმისთვის, რომ დაეხმაროს ჩვენს მოკავშირეებს, პარტნიორებს, მეგობრებს საქართველოს პოლიტიკური სპექტრის ყველა მხარეს ერთმანეთთან გულწრფელი დიალოგისთვის, - ამის შესახებ „ჰერიტიჯის ფონდის“ წარმომადგენლმა ლუკ კოფიმ „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ამერიკელები ვერ გადაჭრიან საქართველოს ნაცვლად მის პრობლემებს, მაგრამ შეუძლიათ მეგობარ საქართველოს დაეხმაროთ სიტუაციის გაუმჯობესებაში.

01 მარტი 2021, 12:39

COVID19

ბოლო 24 საათში აშშ-ში კორონავირუსის 51 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 51 204 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1 097 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

დიმიტრი ხუნდაძე

01 მარტი 2021, 12:39

COVID19

დიმიტრი ხუნდაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, დიმიტრი ხუნდაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც imedinews-ს პარლამენტის პრესსამსახურში განუცხადეს, დეპუტატი თავს კარგად გრძნობს და ვირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

01 მარტი 2021, 12:37

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: შარლ მიშელის ვიზიტი აშკარად ცხადყოფს, რომ ჩვენს რეგიონს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ევროკავშირისთვის

ძალიან მნიშვნელოვანი საუბარი შედგა შარლ მიშელთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. მთავრობის მეთაურის თქმით, შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საკითხთა ფართო სპექტრზე, მათ შორის - ოკუპაციასა და გლობალურ პანდემიაზე.

01 მარტი 2021, 12:34

COVID19

ნორვეგიის დედაქალაქში კორონავირუსის საწინააღმდეგო შეზღუდვები მკაცრდება

კორონავირუსის ახალი ვარიანტის შემთხვევების მკვეთრი მატების გამო, ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში კორონავირუსის საწინააღმდეგო შეზღუდვები მკაცრდება. ამის შესახებ ოსლოს მერმა, რაიმონ იოჰანსენმა განაცხადა.

01 მარტი 2021, 12:31

კულტურა

დღეს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი იწყება

დღეს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი იხსნება. კინოფესტივალის საზეიმოდ გახსნის პარალელურად, ეროვნული კინოცენტრი მაყურებელს შესთავაზებს ბერლინალეს მონაწილე ქართული ფილმების ონლაინ რეტროსპექტივას. კინოფესტივალის მსგავსად, რესტოსპექტივაც ორ ნაწილად, მარტისა და ივნისის თვეებში გაიმართება.

01 მარტი 2021, 12:31

COVID19

ჯანმო: მსოფლიოს მოსახლეობის 10%-ს კორონავირუსზე ანტისხეულები აქვს

მისივე თქმით, მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებსა და რაიონებში ანტისხეულები მოსახლეობის ნახევარს აქვს, თუმცა ე.წ. კოლექტიური იმუნიტეტის ჩამოყალიბებაზე საუბარი ნაადრევია. სვამინატანის მტკიცებით, კოლექტიური იმუნიტეტის შესაქმნელად მასობრივი ვაქცინაციაა აუცილებელი.

01 მარტი 2021, 12:22

რეგიონი

ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა დამწყები და მოქმედი ბიზნესების წარმომადგენლებს საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევენ

ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) დამწყები და მოქმედი ბიზნესების წარმომადგენლებს, სოფლად არასასოფლო-სამეურნეო საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევენ, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრელებს.

ლევან სილაგავა

01 მარტი 2021, 12:19

ეკონომიკა

ლევან სილაგავა: რუსული ხორბალი, ნაწილობრივ, ყაზახურით ჩანაცვლდება

რუსული ხორბალი, გარკვეული რაოდენობით, ყაზახური ხორბლით ჩანაცვლდება, – ამის შესახებ „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

არმენ სარგსიანი

01 მარტი 2021, 12:17

მსოფლიო

სომხეთის პრეზიდენტი მოსახლეობას ერთიანობისა და სოლიდარობისკენ მოუწოდებს

პოლიტური კრიზისის ფონზე, სომხეთის პრეზიდენტი, არმენ სარგსიანი მოსახლეობას ერთიანობისა და სოლიდარობისკენ მოუწოდებს.

01 მარტი 2021, 12:17

რეგიონი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში 110 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი გაიხსნა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში 110 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი გაიხსნა. ახალი ბაღი თანამედროვე სტანდარტების მიხედვით აშენდა და ადაპტირებულია შშმ პირთათვის. პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა და მისი ღირებულება 1.9 მილიონი ლარია.

შარლ მიშელი

01 მარტი 2021, 12:11

პოლიტიკა

შარლ მიშელი: ყველა პარტიამ უნდა გააძლიეროს ვითარების დეესკალაციის მცდელობები

„თბილისში გავიმეორე, რომ ევროკავშირი აღმოსავლეთ პარნიორებისა და საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს. სალომე ზურაბიშვილთან პოლიტიკური კრიზისი განვიხილეთ: ყველა პარტიამ უნდა აჩვენოს ლიდერობა, გააძლიეროს ვითარების დეესკალაციის მცდელობები და გაერთიანდეს“, - წერს მიშელი.