imedi /  31 იანვარი 2021, 12:24 / სანდო წყარო

რუსეთში საპროტესტო გამოსვლები განახლდა

რუსეთში ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო გამოსვლები განახლდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მასშტაბური აქციები ხაბაროვსკში, ვლადივასტოკში, ტომსკში ირკუტსკსა და ციმბირის სხვა ქალაქებში იმართება. ყველაზე ხალხმრავალი აქცია კი ნოვოსიბირსკში ტარდება.

პოლიციამ 100-ზე მეტი აქტივისტი უკვე დააკავა. დაკავებულთა შორის ჟურნალისტებიც არიან. უსაფრთხოების ზომები მოსკოვში მაქსიმალურადაა გამკაცრებული. დედაქალაქის მერიამ მეტროს 7 სადგური დაკეტა. შეიცვალა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები. დროებით დაიკეტა სახელმწიფო დაწესებულებები და სავაჭრო ობიექტები.

28 იანვარს მოსკოვის საოლქო სასამართლომ ხიმკის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ალექსეი ნავალნის 30 დღით დაპატიმრების შესახებ ძალაში დატოვა.

ყველა სიახლე

21 აპრილი 2025, 08:35

საზოგადოება

მართლმადიდებელი ეკლესია საფლავთა კურთხევის დღეს აღნიშნავს

დღეს მორწმუნეები ოჯახის წევრებისა და ახლობლების საფლავებზე გადიან, რათა უფლის აღდგომა მათაც ახარონ. საფლავზე ჭირისუფალთ ტრადიციისამებრ, სააღდგომო პასქები და წითელი კვერცხები მიაქვთ, რაც აღდგომის დღესასწაულის სიმბოლოა.

21 აპრილი 2025, 08:00

საზოგადოება

მოქალაქეებს სასაფლაოების მიმართულებით გადაადგილება დღესაც უფასოდ შეეძლებათ

ავტობუსები მგზავრებს 08:00-დან 20:00 საათამდე მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით გადაიყვანენ.

დავით მათიკაშვილი

20 აპრილი 2025, 23:46

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი გასული წლის აქციებზე: ეს არის ის სურათი, ის ფილმი, რომელიც ჩვენ არაერთგზის გვინახავს და მაიდნის ტიპის პროექტები განხორციელებულა „დიფ სთეითის“ ხელით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

ეს არის ის სურათი, ის ფილმი, რომელიც ჩვენ არაერთგზის გვინახავს და მაიდნის ტიპის პროექტები განხორციელებულა „დიფ სთეითის“ ხელით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში., - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა აქციაზე დაშავებულ პოლიციელზე, გიორგი ზაბახიძეზე საუბრისას.

ალექსანდრე დარახველიძე

20 აპრილი 2025, 22:52

პოლიტიკა

ალექსანდრე დარახველიძე 29 ნოემბერს დაშავებულ პოლიციელზე: მას უწევს ამ მძიმე ტრავმით მუშაობა. ძალიან მძიმეა, როდესაც საუბრობენ მხოლოდ აქციის მონაწილეთა დაზიანებაზე მაშინ, როდესაც პოლიციელმა ასეთი მძიმე დაზიანება მიიღო

პირველივე დღეს, როცა დაიწყო გამოსვლები, 28 ნოემბერს ღამეს და 29 ნოემბრის დილის საათებში იმყოფებოდა ადგილზე, საპოლიციო კორდონში. სანამ პოლიცია დაიწყებდა აქციის დაშლას და შესაბამის მოქმედებებს, კორდონში დგომის დროს მას მოხვდა აქციის მოძალადე წევრის მხრიდან ნასროლი ბლაგვი საგანი თვალის არეში, წაიქცა და დასჭირდა სამედიცინო დახმარება, - განაცხადა „იმედის კვირაში“ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ აქციაზე დაშავებულ პოლიციელზე, გიორგი ზაბახიძეზე საუბრისას.

ლევან მაჭავარიანი

20 აპრილი 2025, 22:18

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: როდესაც ჩვენ „ნაცმოძრაობის“ რეჟიმზე ვსაუბრობთ, გარდა იმ სისტემური წამება-გაუპატიურებისა, ოჯახის საძინებლებში თვალთვალისა და ა.შ. ჩვენ არ შეგვიძლია, გამოგვრჩეს, რა ფორმა მისცეს მათ კორუფციას

როდესაც ჩვენ ამ რეჟიმზე ვსაუბრობთ, გარდა იმ სისტემური წამება - გაუპატიურებისა, ოჯახის საძინებლებში თვალთვალისა, ახალგაზრდების ქუჩაში ხოცვისა, ტელევიზიების მითვისებისა და ა.შ. ჩვენ არ შეგვიძლია გამოგვრჩეს რა ფორმა მისცეს კორუფციას, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას.

20 აპრილი 2025, 21:48

საზოგადოება

„ეთამაშე შაზამს“ - „იმედის“ ეთერში 25 აპრილიდან

კიდევ ერთი ახალი პროექტი - ყველაზე აზარტული, ყველაზე სახალხო ამერიკული შოუს ქართული ანალოგის ტელეპრემიერა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში 25 აპრილს შედგება.

შალვა პაპუაშვილი

20 აპრილი 2025, 21:45

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: გრანტების კანონით ითქვა მარტივი ჭეშმარიტება, რომ ვისაც სურს საქართველოში გრანტის სახით ფული დახარჯოს, ეს უნდა მოხდეს საქართველოს მოსახლეობის ინტერესებში

ამ კანონით ითქვა მარტივი ჭეშმარიტება, რომ ვისაც სურს საქართველოში გრანტის სახით ფული დახარჯოს, განსაკუთრებით ეს ეხება სფეროებს, როდესაც საზოგადოებრივ ცხოვრებაზე ხდება ზემოქმედება, ეს უნდა მოხდეს საქართველოს მოსახლეობის ინტერესებში. საქართველოს მოსახლეობის ინტერესებში რა არის, ამას ამბობს ხელისუფლება, ასე ფუნქციონირებს დემოკრატია, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გრანტების კანონზე საუბრისას.

20 აპრილი 2025, 21:23

პოლიტიკა

რადიკალიზმის მძიმე შედეგი - პოლიციელმა აქციის მონაწილეთა მხრიდან ნასროლი ბლაგვის საგნის მოხვედრის შედეგად მარჯვენა თვალში მხედველობა დაკარგა. „იმედის კვირის“ რეპორტაჟი

აქციის მონაწილეთა მხრიდან ნასროლი ბლაგვის საგნის მოხვედრის შედეგად, 29 ნოემბერს, პოლიციელმა მარჯვენა თვალში მხედველობა დაკარგა. ექიმების დასკვნით მხედველობის აღდგენა შეუძლებელია.

20 აპრილი 2025, 21:16

პოლიტიკა

გამჭვირვალობის მტკივნეული ეფექტი რადიკალებისთვის. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

გამჭვირვალობა გამჭვირვალობის წინააღმდეგ - ასეთ აბსურდს სთავაზობს ეკა გიგაური საზოგადოებას, პოლიტიკოსი „ენჯეოს“ მანტიით.

20 აპრილი 2025, 20:56

პოლიტიკა

კორუფციული რვაფეხა - საგამოძიებო კომისიის სხდომებზე მოსმენილი ინფორმაცია სააკაშვილის ოჯახის გამდიდრების შესახებ. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

გასულ კვირას პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე საზოგადოებამ მოისმინა ჩვენებები, რომლის მიხედვითაც სააკაშვილის ოჯახი არა წინაპრების მემკვიდრეობით, არამედ სხვისი საკუთრების მიტაცებით გამდიდრდა.

გიორგი გახარია

20 აპრილი 2025, 20:42

პოლიტიკა

გახარიას „ერორი“. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

გასულ კვირას პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე მისული გიორგი გახარიას პასუხებით ღიად გამოიკვეთა, რომ პოლიტიკური ამნეზიით იგი თვით მოგერიების რეჟიმში გადავიდა.

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე

20 აპრილი 2025, 20:26

საზოგადოება

პატრიარქის სააღდგომო ქადაგების გზავნილები „იმედის კვირაში“

აღდგომის ღამეს მორწმუნეები პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეს განსაკუთრებულად ელოდებიან - აინტერესებთ, რას იტყვის უწმინდესი.

20 აპრილი 2025, 20:15

საზოგადოება

სამი რელიგიის წმინდა ქალაქი. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი იერუსალიმიდან

უკვე მეათე წელია, ვნების კვირაში გოლგოთის გზას ქართველ პილიგრიმებთან ერთად ვარლამ წიკლაური და გიორგი ძოწენიძე გადიან.

20 აპრილი 2025, 15:17

მსოფლიო

კიტ კელოგი: მომავალ კვირას აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გუნდი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებისთვის ლონდონში გაემგზავრება

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა განაცხადა, რომ მომავალ კვირას აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გუნდი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებისთვის ლონდონში გაემგზავრება. აღნიშნულ საკითხზე მან Fox News-თან ინტერვიუში ისაუბრა.

20 აპრილი 2025, 14:09

საზოგადოება

კახა კალაძე: ქრისტე აღდგა! დაე, ამ დღის ნათელი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ოჯახებს, ათბობდეს ჩვენს გულებს სიხარულით და ბედნიერებით!

თბილისის მერი კახა კალაძე მოსახლეობას აღდგომის დღესასწაულს ულოცავს.

20 აპრილი 2025, 13:39

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო

საზეიმო წირვა, სამების საკათედრო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოსთან, მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად აღავლინა.

20 აპრილი 2025, 12:57

საზოგადოება

ლევან მგალობლიშვილი: დარწმუნებული ვარ, ქართველები და აფხაზები იპოვიან ძალას საერთო ინტერესების გარშემო გაერთიანებისთვის და ძალიან მალე აღდგომის დღესასწაულს აფხაზეთში ერთად აღვნიშნავთ

საქართველოს მომავალი დამოკიდებულია ურთიერთპატივისცემასა და საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ შერიგებაზე. დარწმუნებული ვარ, ქართველები და აფხაზები იპოვიან ძალას საერთო ინტერესების გარშემო გაერთიანებისთვის და ძალიან მალე აღდგომის დღესასწაულს აფხაზეთში ერთად აღვნიშნავთ.

20 აპრილი 2025, 12:50

საზოგადოება

20-21 აპრილს ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება, აღნიშნული ავტობუსებით მოქალაქეები ორი დღის განმავლობაში უფასოდ ისარგებლებენ

თბილისის მერიის ინფორმაციით, 20-21 აპრილს ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი დაწესდება. ავტობუსები მგზავრებს 08:00-დან 20:00 საათამდე მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით გადაიყვანენ.

20 აპრილი 2025, 12:43

რეგიონი

ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო

საზეიმო წირვის დაწყებამდე, ტაძარში შეკრებილმა მრევლმა სააღდგომო ეპისტოლე მოისმინა. ლიტურგიაზე ჯამბულატ მელაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.

20 აპრილი 2025, 11:09

პოლიტიკა

დავით შერაზადიშვილი: აღდგომა იმედის, სიკეთის, ბოროტების დამარცხების და სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების სიმბოლოა. მშვიდობას, ბედნიერებას, ჯანმრთელობას და სულიერ სიძლიერეს გისურვებთ

საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი სააღდგომო ლიტურგიას ბოლნისის სიონის საკათედრო ტაძარში დაესწრო.