www.imedi.ge /  31 იანვარი 2021, 18:45 / სანდო წყარო

დიდი ბრიტანეთის დედოფალი G7-ის ლიდერებს შეხვდება

ელიზაბეტ მეორე

ელიზაბეტ მეორე

ელიზაბეტ მეორე „დიდი შვიდეულის“ სამიტის დაწყებამდე მსოფლიო ლიდერებს უმასპინძლებს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მიღება ბუკინგემის სასახლეში ჩატარდება და მას დიდი ბრიტანეთის დედოფალთან ერთად უელსის პრინცი ჩარლზი, მისი მეუღლე კამილა და კემბრიჯის ჰერცოგი და ჰერცოგინია დაესწრებიან. დედოფლის ადმინისტრაციაში მიღების ჩატარებას ოფიციალურად არ ადასტურებენ.

ონისძიება 11-13 ივნისს, ინგლისში, ქალაქ კარბის-ბეიში ჩატარდება. სტუმრების სტატუსით „შვიდეულის“ ლიდერებს ავსტრალიის, ინდოეთის და სამხრეთ კორეის ხელმძღვანელები შეუერთდებიან. ეს პირველი შემთხვევა იქნება თითქმის 2 წლის განმავლობაში, როდესაც G7-ის ლიდერები ერთმანეთს პირისპირ და არა ვირტუალურ ფორმატში შეხვდებიან.

ყველა სიახლე

04 მარტი 2021, 13:17

საზოგადოება

პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები განსაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების სამინისტრო ავრცელებს. რეგისტრაციის ვადებისა და ეტაპების შესახებ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

არჩილ თალაკვაძე

04 მარტი 2021, 13:13

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: რეფორმებთან დაკავშირებით ჩვენს პირობას ვასრულებთ, საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პაკეტი ინიცირდება

საარჩევნო რეფორმის ახალი პაკეტი არის ეუთოს რეკომენდაციების მიხედვით შემუშავებული, სადაც მთელი რიგი მნიშვნელოვანი ცვლილებები არის გათვალისწინებული - რეფორმებთან დაკავშირებით, ჩვენს პირობას ვასრულებთ და ეს პაკეტი ინიცირდება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა. არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციას სამუშაო პროცესში ჩართვისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ოპონენტებს განხილვებში მონაწილეობის მიღება სურთ, პროცესი სამი განხილვის ფარგლებში, ამისათვის ღია იქნება.

04 მარტი 2021, 13:13

COVID19

ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსის 11 385 ახალი შემთხვევა დადასტურდა

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 11 385 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 475 პაციენტი გარდაიცვალა.

04 მარტი 2021, 13:13

სამართალი

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ბადრი ესებუას საქმის არსებითი განხილვა გაიმართა

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში „საქართველოს ბანკზე“ შეიარაღებულ თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუას საქმის არსებითი განხილვა გაიმართა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ბადრი ესებუას უფლებადამცველმა იოსებ ჯანაშიამ განაცხადა, სხდომაზე მხარეებმა მხოლოდ შესავალი სიტყვა თქვეს. მისივე თქმით, სხდომაზე არ იყო წარმოდგენილი ბრალდების მხარის მხრიდან მტკიცებულებები, რის გამოც საქმის განხილვა გაურკვეველი ვადით გადაიდო.

არჩილ თალაკვაძე

04 მარტი 2021, 13:10

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: მოლაპარაკებების დღის წესრიგში, ოპოზიციის მიერ დაყენებული საკითხებიდან მინიმუმ 2, მოითხოვს მათ ჩართვას საპარლამენტო საქმიანობაში

მოლაპარაკებების დღის წესრიგში, ოპოზიციის მიერ დაყენებული საკითხებიდან მინიმუმ 2, მოითხოვს მათ ჩართვას საპარლამენტო საქმიანობაში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

04 მარტი 2021, 13:05

COVID19

გერმანიის მთავრობამ ლოკდაუნის რეჟიმი 28 მარტამდე გაახანგრძლივა

გერმანიის მთავრობამ ქვეყანაში მოქმედი ლოკდაუნის რეჟიმი 28 მარტამდე გაახანგრძლივა. გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა აღნიშნა, რომ ფედერალური ხელისუფლება რეგიონების ხელმძღვანელებს უფლებას აძლევს, შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღონ.

თორნიკე რიჟვაძე

04 მარტი 2021, 13:04

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძემ სამინისტროებისა და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სამინისტროებში სამუშაო შეხვედრები გამართა. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში შეხვედრისას, საუბარი შეეხო ისეთ მთავარ საკითხებს, როგორიცაა ეკონომიკის სწრაფი აღდგენა და საპრივატიზაციო პოლიტიკის გააქტიურება. თორნიკე რიჟვაძის თქმით, საჭიროა უფრო გაბედული და ეფექტიანი ნაბიჯები ეკონომიკის აღდგენისთვის.

ნათია თურნავა

04 მარტი 2021, 13:00

COVID19

ნათია თურნავა: გამოჩნდა პირველი ვაქცინირებული ტურისტების ნაკადები

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საქართველოში პირველი ვაქცინირებული ტურისტების ნაკადები გამოჩნდა. როგორც ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა ისრაელის ავიაკომპანია „არკია“ მარტის ბოლოს 3 ტურისტულ ჩარტერულ რეისს შეასრულებს.

არჩილ თალაკვაძე

04 მარტი 2021, 13:00

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ვფიქრობ, ემოციები და ულტიმატუმები გვერდით უნდა გადავდოთ და სამართლიან საფუძვლებზე შევთანხმდეთ, როგორ ვაგრძელებთ თანამშრომლობას

„ოპოზიცია ამბობს, რომ მათ სურთ საგამოძიებო კომისიაში თანაბარი პასუხისმგებლობების აღება. დიახ, სწორედ ეს გახლდათ ჩვენი შეთავაზებაც, რომ ორი თანათავმჯდომარის პირობებში მომხდარიყო ამ საგამოძიებო კომისიის ოპერირება, სადაც ოპოზიცია და უმრავლესობა თანაბრად გაუძღვებოდნენ პროცესს. ამიტომ ვფიქრობ, დიალოგისთვის არსებობს სივრცე, მაგრამ დიალოგი ასევე მოითხოვს სამართლიან პირობებზე შეთანხმებას. ვფიქრობ, ემოციები და ულტიმატუმები გვერდით უნდა გადავდოთ და სამართლიან საფუძვლებზე შევთანხმდეთ, თუ როგორ ვაგრძელებთ მომავალ პოლიტიკურ თანამშრომლობას. ეს არის დღეს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეების ინტერესებში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

04 მარტი 2021, 12:50

ეკონომიკა

ზაფხულში ყოველკვირეული ფრენების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 7-ჯერ გაიზრდება

ზაფხულში ყოველკვირეული ფრენების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 7-ჯერ გაიზრდება, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ზაფხულში 1 კვირის განმავლობაში სხვადასხვა ავიაკომპანიის მიერ 200-მდე ფრენა განხორციელდება.

გიორგი ხელაშვილი

04 მარტი 2021, 12:43

პოლიტიკა

გიორგი ხელაშვილი: როგორც ამბობენ, ტანგოსთვის ორი ადამიანია საჭირო, შესაბამისი პროგრესისთვის კი საჭიროა არა მარტო მთავრობის, არამედ ოპოზიციის კონსტრუქციულობა

„პარტიის შიგნით საუბარი სხვადასხვა ფორმატით მუდმივად მიმდინარეობს. ჩვენ ერთიანი პოზიცია გვაქვს. ამ მხრივ ძალიან უხერხული იყო, რაც ოპოზიციამ გააკეთა, როდესაც შეხვედრების დამთავრებისთანავე არასწორი ინტერპრეტაცია მოაწოდა მოსახლეობას და საერთაშორისო თანამეგობრობას, იმის შესახებ თუ საუბარი რაზე იყო“.

ლევან დავითაშვილი

04 მარტი 2021, 12:40

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი „ნამახვანჰესზე“: კიდევ მეტია გასაკეთებელი მოსახლეობის ფართო ფენებთან შეხვედრების კუთხით, რისთვისაც ჩვენ მზად ვართ

ალპებში მსგავსი რელიეფი, გარემო პირობებია და იქ არის განვითარებული ყველაზე მეტად ჰიდროელექტროენერგიის გენერაცია, მათ შორის ასეთი ტიპის კაშხალები, რომელიც აქ არის მოცემული. იქ დაშვებული და შესწავლილია, რომ ფაქტობრივად, თეორიული შანსიც კი არ არსებობს იმისა, რომ იგივე მიწისძვრის შედეგად, მოხდეს ასეთი დამბის გარღვევა, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა „ნამახვანჰესზე“ საუბრისას, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

04 მარტი 2021, 12:37

ეკონომიკა

არჩილ თალაკვაძე: პარლამენტი, ისევე როგორც საკონსტიტუციო რეფორმის დროს, დღესაც მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის პორტის პროექტს

მინდა ძალიან მკაფიოდ განვაცხადო, რომ პარლამენტი, ისევე როგორც საკონსტიტუციო რეფორმის დროს, დღესაც მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის პორტის პროექტს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

04 მარტი 2021, 12:37

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: პარლამენტი ნამახვანის ჰესის პროექტთან დაკავშირებით ამომწურავ მოსმენას გამართავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პარლამენტი ნამახვანის ჰესის პროექტთან დაკავშირებით ამომწურავ მოსმენას გამართავს. როგორც თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, მთავრობის მხრიდან აბსოლუტურად შემხვედრი პოზიციაა, რასაც ის მიესალმება.

04 მარტი 2021, 12:33

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 115 მილიონს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 115 მილიონს გადააჭარბა.

ნათია თურნავა

04 მარტი 2021, 12:33

საზოგადოება

ნათია თურნავამ ფრენებთან დაკავშირებული ანგარიში წარადგინა

თებერვლიდან საქართველოს მიმართულებით ფრენები უკვე განაახლეს: „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებმა“ კვირაში 2 სიხშირით, „ფლაი დუბაიმ“ კვირაში 4 სიხშირით, „ეარარაბიამ“ კვირაში 2 სიხშირით, ხოლო მარტის შუა რიცხვებიდან დაემატება „ბუტა ეარვეისი“, ეს არის ბაქო-თბილისი-ბაქო კვირაში 3 სიხშირე, რაც არის lowcoster-ი და ასევე „ეარ ასტანა“ და „ფლაი არისტანი“, ასევე ყაზახეთის lowcoster-ი, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

04 მარტი 2021, 12:32

ეკონომიკა

არჩილ თალაკვაძე: პრემიერ-მინისტრის გზავნილი მთავარ გამოწვევებთან მიმართებაში სწორია - პარლამენტი სექტორული განვითარების და აღდგენის პროცესში აქტიურად ჩაერთვება

„მივმართავ საპარლამენტო კომიტეტებს, კომიტეტების თავმჯდომარეებს, რომ სექტორულ გეგმაზე მთავრობასთან აქტიურად ითანამშრომლოთ, რათა საზოგადოებას გავაცნოთ კონკრეტული ნაბიჯები და პოზიტიური დღის წესრიგი, სამოქმედო გეგმა თუ რის გაკეთებას ვაპირებთ მომდევნო თვეებში“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

04 მარტი 2021, 12:26

საზოგადოება

Wizz Air-ი ფრენებს ანახლებს

„Wizz Air-ი, რომელიც ყოველთვის ძალიან დიდ ინტერესს იწვევს, ფრენებს მარტის ბოლოდან განახლებულ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში აახლებს და ამ მომენტისთვის არსებული ინფორმაციით, ფრენებს 20 მიმართულებით შეასრულებს, კვირაში 45 ფრენა“, - აღნიშნა ნათია თურნავამ. მისივე ინფორმაციით, მარტის ბოლოდან საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას ახალი ავიაკომპანია Wizz Air Abu Dhabi დაიწყებს, რომელიც ფრენებს აბუ დაბი-ქუთაისი-აბუ დაბის მიმართულებით კვირაში 2 სიხშირით შეასრულებს.

ნათია თურნავა

04 მარტი 2021, 12:26

ეკონომიკა

ნათია თურნავა: უახლოეს პერიოდში ანაკლიასთან დაკავშირებით ინვესტორების შერჩევის ტენდერი მომზადდება

წინასწარ ვიცით, რომ შეიძლება გამოხატული იყოს ინტერესი, განსაკუთრებით ჩვენი დასავლელი პოტენციური ინვესტორების მხრიდან და ვიმუშავებთ შესაბამის კვალიფიციურ კონსულტატთან ერთად, იმისთვის რომ ეს პროცესი ძალიან სწრაფად განახლდეს“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ლევან დავითაშვილი

04 მარტი 2021, 12:25

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი „ნამახვანჰესზე“: დარწმუნებული ვარ, რომ პროექტი წარმატებით განხორციელდება

​„ამ ჯგუფების გავლენა მოსახლეობაზე, სამწუხაროდ, არის ძალიან ნეგატიური. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ხელში გვაქვს ყველაფერი, იმისთვის რომ მოსახლეობას მივუტანოთ ობიექტური ინფორმაცია და დარწმუნებული ვარ, რომ პროექტი წარმატებით განხორციელდება“, - განაცხადა დავითაშვილმა.