imedi /  25 თებერვალი 2021, 17:24 / სანდო წყარო

სომხური მედიის ცნობით, ერევნის თავზე სამხედრო თვითმფრინავები გამოჩნდნენ

სომხეთის დედაქალაქის თავზე სამხედრო თვითმფრინავები გამოჩნდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ვიდეომასალაში ჩანს, რომ „სუ 30“-ის ტიპის ავიაგამანადგურებელი ერევნის თავისუფლების მოედნის მახლობლად ოპოზიციის საპროტესტო აქციის დროს გამოჩნდა.

სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა მოითხოვა. ნიკოლ ფაშინიანმა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მოთხოვნას, მისი გადადგომის შესახებ, სამხედრო გადატრიალების მცდელობა უწოდა.

ყველა სიახლე

მამუკა მდინარაძე

19 აპრილი 2021, 21:35

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: სააკაშვილი დღევანდელი დღით გამოწვეულ აგონიაშია

„სააკაშვილი გამოდის ერთ-ერთ არხზე. ცხრა წელია პარლამენტში ვიღაცები მუშაობენო, რას მიაღწიეს ერთი მითხარითო, პაუზა... ჟურნალისტი დუმს... ცოტა ხანში აგრძელებს, „...საქართველოში ერთადერთი, რითაც ხელისუფლება ფუნქციონირებს, არის დაჭერა, ცემა, პროვოკაცია, ეს ხო არ არის ხელისუფლება...“ რა ჰქვია ამას? არაადეკვატურობა? - ცოტაა. გაუკუღმართებული აზროვნება? - სხვა რამესაც ნიშნავს და კარგი, არც ეს. აგონია? - უფრო კი, დღევანდელი დღით გამოწვეული აგონია უფროა“, - წერს მამუკა მდინარაძე.

ირაკლი კობახიძე

19 აპრილი 2021, 21:34

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის ნაწილმა უნდა აჩვენოს, რომ მათთვის ევროპული ღირებულებები ძვირფასია

ვფიქრობ, რომ სათანადო რაოდენობა იქნება უზრუნველყოფილი იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში შეთანხმება გაფორმდეს. ყველაფერი დამოკიდებულია ოპოზიციის კონსტრუქციულ მიდგომაზე. ოპოზიციის ნაწილმა მაინც უნდა აჩვენოს, რომ მათთვის ევროპული ღირებულებები ძვირფასია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

19 აპრილი 2021, 21:30

პოლიტიკა

შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტს დღეს მოეწერება ხელი

შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტზე „საქართველოს წინსვლის გზა“ ორბელიანების სასახლეში ხელმოწერა დღეს გაიმართება. ამ დროისთვის უცნობია, რამდენი პარტია მოაწერს ხელს.

19 აპრილი 2021, 21:27

COVID19

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 562 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 562 978 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 8 448 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

19 აპრილი 2021, 21:19

COVID19

ჯანმო: მსოფლიოში ზედიზედ მერვე კვირაა კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი იზრდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ მსოფლიოში ზედიზედ მერვე კვირაა კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი იზრდება.

ვახტანგ ძაბირაძე

19 აპრილი 2021, 21:00

პოლიტიკა

ვახტანგ ძაბირაძე: არ ვფიქრობ, რომ მმართველ ძალას ადგილობრივ არჩევნებზე 43% აღება გაუჭირდება

არ მიკვირს, „ქართულმა ოცნებამ“ დანიელსონის დოკუმენტსაც მოაწერა ხელი და შარლ მიშელის დოკუმენტსაც მოაწერს, მათ შორის დიდი სხვაობა არ არის, - ამის შესახებ ექსპერტმა ვახტან ძაბირაძემ ONGO-სთან საუბარში განაცხადა. „არ ვფიქრობ, რომ მმართველ ძალას ადგილობრივ არჩევნებზე 43% აღება გაუჭირდეს. ამ ეტაპზე ჯერჯერობით ასე ჩანს, არანაირი პრობლემა არ ექნება“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.

ნიკოლოზ სამხარაძე

19 აპრილი 2021, 20:58

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: შარლ მიშელმა აღნიშნა, რომ ხელოვნური კრიზისის დასრულება საქართველოს გზას გაუხსნის ევროპისკენ და ის ამ საქმეში პირადად იქნება ჩართული

ჩვენ შევხდით ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, რომელიც აღტაცებით შეხვდა იმ ამბავს, რომ„ ქართული ოცნება“ ამ შეთანხმებას ხელს აწერს, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ბრიუსელში ვიზიტის დროს „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

19 აპრილი 2021, 20:55

COVID19

ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსის 55 149 ახალი შემთხვევა დადასტურდა

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 55 149 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 341 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

19 აპრილი 2021, 20:50

COVID19

ბოლო 72 საათში ესპანეთში კორონავირუსის 21 071 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში ბოლო 72 საათის განმავლობაში კორონავირუსის 21 071 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 121 ადამიანი გარდაიცვალა.

რატი იონათამიშვილი

19 აპრილი 2021, 20:47

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ქართულმა ოცნებამ“, ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, პოლიტიკურ შუღლზე გაიმარჯვა

ჩვენ უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ქართულმა ოცნებამ“, ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, გაიმარჯვა პოლიტიკურ შუღლზე, რადიკალიზმზე და პოლარიზაციაზე. ჩვენ მთელი პროცესის მანძილზე ვასრულებდით ყველაზე კონსტრუქციულ როლს, რამაც საერთო წარმატება შესაძლებელი გახადა.

ალუდა ღუდუშაური

19 აპრილი 2021, 20:40

პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ყოველთვის ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს

დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ყოველთვის მოქმედებს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ალუდა ღუდუშაური სოციალურ ქსელში წერს.

ნიკოლოზ სამხარაძე

19 აპრილი 2021, 20:36

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: მესმის პრეზიდენტის, ხელოვნური კრიზისის დასასრულებლად საჭიროა საკმაოდ არაორდინალური ნაბიჯების გადადგმა

მესმის პრეზიდენტის. პიროვნულად მძიმე იქნება მისთვის ასეთი გადაწყვეტილების მიღება, თუმცა ამ ხელოვნური კრიზისის დასასრულებლად საჭიროა საკმაოდ არაორდინალური ნაბიჯების გადადგმა, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

ნიკოლოზ სამხარაძე

19 აპრილი 2021, 20:34

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: იმისდა მიუხედავად რას გადაწყვეტს „ნაციონალური მოძრაობა“, როდესაც ოპოზიცია დოკუმენტს ხელს მოაწერს, ჩავთვალოთ რომ შეთანხმება შედგა

„ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციის შესახებ ვიცით, თუმცა დანარჩენმა პარტიებმა როგორც ნახეთ მზადყოფნა გამოთქვეს. მას შემდეგ, რაც ოპოზიციის ნაწილი ხელს მოაწერს დოკუმენტს, პრინციპში ჩვენ შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ შეთანხმება შედგა, იმისდა მიუხედავად რას გადაწყვეტს „ნაციონალური მოძრაობა“. ბრიუსელში ამას კარგად ხედავენ და იციან“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

19 აპრილი 2021, 20:30

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 8 864 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 8 864 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 316 ადამიანი გარდაიცვალა.

19 აპრილი 2021, 20:27

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 2 963 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2 963 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 4 ადამიანი გარდაიცვალა.

თორნიკე შარაშენიძე

19 აპრილი 2021, 20:18

პოლიტიკა

თორნიკე შარაშენიძე: „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიცია გახლიჩა

თორნიკე შარაშენიძე არ გამორიცხავს, პარლამენტში სხვებთან ერთად, „ნაციონალური მოძრაობის“ ცალკეული წევრებიც შევიდნენ. მისივე თქმით, აჯობებდა მმართველ პარტიას, ხელი შეთანხმების დოკუმენტისთვის ორი კვირის წინ მოეწერა.

19 აპრილი 2021, 20:16

COVID19

ჯანმოს რეკომენდაცია: საერთაშორისო მოგზაურობისას ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთის წარდგენა აუცილებელი პირობა არ უნდა იყოს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების კომიტეტმა რეკომენდაცია გასცა, რომ საერთაშორისო მოგზაურობისას ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთის წარდგენა აუცილებელი პირობა არ უნდა იყოს.

ანრი ოხანაშვილი

19 აპრილი 2021, 20:01

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნების" ყველა მხარდამჭერს ეამაყება ჩვენი ღირსეული ნაბიჯები ჩვენი ქვეყნის ინტერესებისათვის

„ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი გუნდის სწრაფვა ევროატლანტიკური სივრცისკენ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

მიხეილ სააკაშვილი

19 აპრილი 2021, 19:45

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი: დოკუმენტზე ხელის მოწერამდე მნიშვნელოვანია დეტალებზე ორიენტირება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ აღიარა, რომ შესაძლებელია ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა დოკუმენტზე ხელის მოწერამდე მნიშვნელოვანია დეტალებზე ორიენტირება.

19 აპრილი 2021, 19:38

პოლიტიკა

„ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის შეხვედრა ჩაინიშნა

საქართველოში ევროკროგორც ცნობილია, შეხვედრა 20:30 საათზე დაიწყება. პარტიები, სავარაუდოდ, შარლ მიშელის მიერ წარდგენილ ახალ წინადადებასთან დაკავშირებით იმსჯელებენ.ავშირის წარმომადგენლობის ოფისში ხელისუფლებისა და ოპოზიციას შორის შეხვედრა გაიმართება.