www.imedi.ge /  04 მაისი 2021, 22:17 / სანდო წყარო

ბრაზილიაში მაჩეტეთი შეიარაღებული მოზარდი ბაგა-ბაღში შეიჭრა, არის მსხვერპლი

ბრაზილიაში ბაგა-ბაღზე თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევა ქალაქ საუდადესში მოხდა. ბაგა-ბაღში მაჩეტეთი შეიარაღებული 18 წლის მოზარდი შეიჭრა. ოფიციალური მონაცემებით, მან 2 ბავშვი მოკლა, რომელთა ასაკიც 2 წელს არ აღემატებოდა. დაჭრილია ერთი აღმზრდელი. თუმცა ადგილობრივი მედია იტყობინება, რომ დაღუპულთა რიცხვი უფრო მაღალია.

როცა შემთხვევის ადგილას მეზობლები მივიდნენ, თავდამსხმელმა მაჩეტეთი თვითდაზიანება მიიყენა.სამართალდამცველებმა მოზარდი დააკავეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას სამედიცინო დახმარებას უწევენ. შემთხვევის სხვა დეტალები და თავდამსხმელის მოტივები ამ ეტაპზე უცნობია.

ყველა სიახლე

ივანე ჩხაიძე

15 ივნისი 2021, 11:15

COVID19

ივანე ჩხაიძე: ეჭვი არ გვეპარება, რომ ქვეყანაში ვაქცინების დიდი რაოდენობა შემოვა და დიდი არჩევანი იქნება - მნიშვნელოვანია მოსახლეობის მზაობა ვაქცინაციისთვის

სპეციალისტების განმარტებით, საქართველოში არსებული ვაქცინაციის ტემპი, ზაფხულის სეზონზე, უსაფრთხო ეპიდვითარების შენარჩუნების საფუძველს ჯერ ვერ იძლევა. ივანე ჩხეიძე იმედოვნებს, რომ ივლისიდან, მასობრივი ვაქცინაციის ფონზე, ქვეყანაში ვითარება გაუმჯობესდება.

15 ივნისი 2021, 11:12

საზოგადოება

თბილისის ზოგიერთ ქუჩას 24 საათის განმავლობაში წყალმომარაგება შეეზღუდება

დღეს, 15 ივნისს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ნაძლადევის რაიონში, რჩეულიშვილის ქუჩაზე, წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაობს 24 საათიან ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

15 ივნისი 2021, 11:01

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 586 თბილისში, 131 კი იმერეთში გამოვლინდა

„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 092 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 586 შემთხვევა, აჭარა - 56, იმერეთი - 131, ქვემო ქართლი - 81, შიდა ქართლი - 58, გურია - 8, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 61, კახეთი - 53, მცხეთა-მთიანეთი - 31, სამცხე-ჯავახეთი - 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 16“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

15 ივნისი 2021, 11:00

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ყაჩაღობაში და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არაერთგზის ჩადენილი ყაჩაღობისთვის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვისთვის ბრალდებული ლ.ც. დამნაშავედ ცნო.

15 ივნისი 2021, 10:59

COVID19

ამ ეტაპზე საქართველოში 677 მძიმე კოვიდინფიცირებული პაციენტია

საქართველოში 677 მძიმე კოვიდინფიცირებული პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი 191 პირი იმყოფება. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 677 მძიმე პაციენტიდან თბილისში 308 პირი მკურნალობს, აჭარაში - 68, იმერეთში -133. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 191 პირი, მათგან თბილისში - 125, აჭარაში - 10, იმერეთში - 12.

15 ივნისი 2021, 10:55

COVID19

საქართველოში კორონავირუსის 1 092 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 092 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 775 პაციენტი.

15 ივნისი 2021, 10:53

COVID19

ბოლო 24 საათში საქართველოში 23 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 23 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

15 ივნისი 2021, 10:40

სამართალი

პოლიციამ სენაკში მომხდარ დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სენაკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული ბ. გ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

15 ივნისი 2021, 10:37

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ზედაპირული და მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლების მონიტორინგის ქსელის გაუმჯობესებაზე მუშაობს

პროექტის „ევროკავშირის წყლის ინიციატივა პლიუსი აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებისათვის (EUWI+)“ ფარგლებში, მოეწყო და თანამედროვე დანადგარებით აღიჭურვა ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების სადამკვირვებლო სადგურები, რომლებიც ძირითადი რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებელი პარამეტრების (წყლის დონე, დებიტი, ტემპერატურა, წყალში გახსნილი მყარი ნაწილაკები, ელექტროგამტარობა, წყალბად-იონთა კონცენტრაცია) შესახებ უწყვეტ მონიტორინგს და მონაცემთა ავტომატურ რეჟიმში მოწოდების საშუალებას იძლევა.

ირაკლი კობახიძე

15 ივნისი 2021, 10:36

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე გიორგი გახარიაზე: საბოლოო ჯამში, ყველაზე კრიტიკულ მომენტში მისგან მივიღეთ ძალიან მძიმე დარტყმა, რაც სამწუხაროა

„ვიდრე ის გადადგებოდა ცოტა პასიური იყო, ბოლო პერიოდის განმავლობაში, იანვარ-თებერვალში. მახსოვს, მე და კახი კალაძე რომ შევხვდით, ვუთხარით, რომ მეტი აქტიურობა იყოს მისგან საჭირო, მეტი მოტივაცია და ბოლომდე დავუდგებოდით გვერდში. ეს იყო ჩვენი გზავნილი. თუმცა, სამწუხაროდ მან ეს ყველაფერი ვერ დააფასა, არ დამიფასა მე, არც კახი კალაძეს დაუფასა, არც მთლიანად გუნდს დაუფასა და საბოლოო ჯამში მივიღეთ ძალიან მძიმე დარტყმა მისგან, ყველაზე კრიტიკულ მომენტში, ძალიან სამწუხაროა“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

15 ივნისი 2021, 10:32

სამართალი

დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი 1 548 კოლოფი სხვადასხვა დასახელების თამბაქოს ნაწარმი - სიგარეტი ქართული აქციზური მარკის გარეშე. ამოღებული საქონლის ჯამური საბაზრო ღირებულება 6 600 ლარს აღემატება.

ირაკლი კობახიძე

15 ივნისი 2021, 10:27

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე გახარიაზე: კაცმა ჩაიდინა ღალატი, ეს იყო როგორც გუნდის, ისე სახელმწიფოს ღალატი

„ჩვენ ამაზე სინანულით ვსაუბრობთ, იმიტომ რომ ეს კაცი რამდენიმე წლის განმავლობაში იყო ჩვენი გუნდის ერთ-ერთი წევრი, ერთ- ერთი ლიდერი. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ჩვენთვის დასანანია და ძალიან მტკივნეულია, განსაკუთრებით გუნდის წევრისგან არის ეს დასანანი, თორემ ვიღაცა ზურგში რომ გირტყამს დანას, ოპონენტი და მტერი, ეს ბუნებრივია სხვანაირ ემოციებს გამოიწვევს. ეს ჩვენთვის არის სინანულის მიზეზი, მაგრამ ეს არის სამწუხარო რეალობა, რაზეც საზოგადოებამ უნდა მიიღოს ინფორმაცია, მათ შორის იმ მიზეზის გამო რომ გახარიას აქვს ახლა ერთადერთი ამოცანა, რომ რაღაცნაირად 43%-ს დაგვაახლოვოს, ეს ამოცანა საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დენის შმიგალი

15 ივნისი 2021, 10:20

პოლიტიკა

დენის შმიგალი ირაკლი ღარიბაშვილს მადლობას უხდის პირადი წვლილისთვის უკრაინა-საქართველოს პარტნიორობის გაძლიერებაში და უკრაინაში იწვევს

დიდი მადლობა სტუმართმოყვარე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით სტუმრობის შესაძლებლობისთვის. ჩვენ გვქონდა ძალიან პოზიტიური მოლაპარაკებები უკრაინა-საქართველოს მიმდინარე დღის წესრიგის რიგ საკითხებზე. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მიერ დასახული მიმართულებები შემდგომი თანამშრომლობისთვის მძლავრ ბიძგს მისცემს ჩვენი ურთიერთობების მდგრად განვითარებას, ასევე ჩვენი ქვეყნების ეკონომიკებს, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი საქართველოს მთავრობის მეთაურს წერს.

15 ივნისი 2021, 10:11

საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები ქალაქ ნინოწმინდიდან აღმოსავლეთით სოფელ სამებასთან, დაფიქსირდა.

ირაკლი კობახიძე

15 ივნისი 2021, 10:06

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ირაკლი ღარიბაშვილის ფაქტორი იყო ერთ-ერთი განმსაზღვრელი იმისა, რომ მარტივად მოვახერხეთ ვითარების გარდატეხა 18 თებერვალს

„ის იდგა პირველი ბიძინა ივანიშვილის გვერდით და მას ძალიან აფასებს „ქართული ოცნების“ გუნდი და მისი აქტივი, მისი ათი ათასობით წევრი, ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, შემდეგ მას ეკავა პრემიერის თანამდებობა, რამდენიმე წლის შემდეგ დაიკავა თავდაცვის მინისტრის თანამდებობა და ის იყო გამორჩეული თავდაცვის მინისტრი“.

ირაკლი კობახიძე

15 ივნისი 2021, 10:00

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: „ქართულ ოცნებას“ ერთწლიანი მონაკვეთის განმავლობაში, რაც კი პრობლემა დაუგროვდა, ყველაფერი უკავშირდებოდა სპეცოპერაციებს, რომლებიც იყო გახარიას მიერ ორგანიზებული

„ქართულ ოცნებას“ ერთწლიანი მონაკვეთის განმავლობაში, რაც კი პრობლემა დაუგროვდა ყველაფერი უკავშირდებოდა სპეცოპერაციებს, რომლებიც იყო გახარიას მიერ ორგანიზებული, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

15 ივნისი 2021, 09:52

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: 20 ივნისს ძალიან მძიმე დანაშაული იქნა ჩადენილი, მაგრამ ამ შეტევის მოგერიება შეიძლებოდა უფრო მარტივად

როგორც კობახიძემ აღნიშნა, როდესაც მან ბაქოდან პრემიერს დაურეკა და დაინტერესდა თუ რა ხდებოდა, პასუხად მიიღო, რომ შტურმის ორგანიზატორები აუცილებლად შევიდოდნენ პარლამენტში და ვერ ახერხებდა პარლამენტის დაცვას.

15 ივნისი 2021, 09:38

საზოგადოება

სასწავლო წლის დასრულება ეკატერინე დგებუაძემ საზოგადოებას შატილის სკოლიდან მიულოცა

მთელი წლის განმავლობაში გამოჩენილი მაქსიმალური სიფრთხილისა და პროტოკოლის სრული დაცვისთვის მინისტრის პირველმა მოადგილემ საჯარო და კერძო სკოლების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ახალი სასწავლო წელი კვლავ სკოლებში განახლდება.

15 ივნისი 2021, 09:16

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

რუსთავში იწვიმებს. დღისით ჰაერი +31 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +30 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +19 გრადუსი იქნება. დედაქალაქში დროგამოშვებით ნალექია მოსალოდნელი.

15 ივნისი 2021, 08:52

ეკონომიკა

პარლამენტში ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მოსმენა საკომიტეტო ფორმატში გრძელდება

პარლამენტში ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მოსმენა საკომიტეტო ფორმატში გრძელდება. დღეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრები გასულ წელს განხორციელებული პროექტების შესახებ მიიღებენ ინფორმაციას.