15 აგვისტო 2021, 17:52 / სანდო წყარო

10 რუკა, რომლითაც მარტივად გაიცნობთ ავღანეთს

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, „თალიბანმა“ ავღანეთის 34 პროვინციის 26 ადმინისტრაციული ცენტრი აიღო. შეიარაღებული ჯგუფი ახლა ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 65%-ს აკონტროლებს.

მაისის დასაწყისიდან, მას შემდეგ, რაც „თალიბანმა“ დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი მთავრობის წინააღმდეგ, მრავალმხრივი შეტევა დაიწყო, 244 ათასამდე ადამიანს მოუწია საცხოვრებლის დატოვება.

🗺 10 რუკა, რომელიც ამ ქვეყნის უკეთ გაცნობაში დაგეხმარებათ 👇

1. 34 პროვინცია - 421 რაიონი

ავღანეთის მოსახლეობა 38 მილიონია. მოსახლეობის დაახლოებით 12% დედაქალაქ ქაბულში ცხოვრობს, რომელიც ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარეობს. სხვა დიდ პროვინციებს შორისაა ჰერათი (მოსახლეობა 1.9 მილიონი), ნანგარჰარი (1.5 მილიონი), ბალხი (1.3 მილიონი) და ყანდაარი (1.2 მილიონი).

2. რამდენად დიდია ავღანეთი?

ქვეყანა, მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, მსოფლიოში მე-40 ადგილზეა. მისი ფართობი 652,860 კვადრატული კილომეტრია და, მაგალითისთვის, საქართველოს 9.4-ჯერ აღემატება.

3. ვინ აკონტროლებს ქვეყანას?

დღეს „თალიბანმა“ ალყაში მოაქცია დედაქალაქი ქაბული. დაჯგუფების წარმომადგენლები პრეზიდენტის სასახლეში არიან და მთავრობას ხვდებიან. მათი თქმით, ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს „ქაბულის მშვიდობიანად გადასაცემად და ძალაუფლების გადასაბარებლად“ აწარმოებენ.

გასულ კვირაში, დაჯგუფებამ 26 პროვინციის დედაქალაქი დაიკავა. მათ შორისაა მაზარ-ი-შარიფი, ჯალალაბადი, ხოსტი, სარიპული, შიბარღანი, აიბეკი, ყუნდუზი, ჰერათი და ჰალათი.

მაისის შემდეგ, დაჯგუფება ელვისებური სისწრაფით იკავებს მნიშვნელოვან სასაზღვრო პოსტებსა და პროვინციების დედაქალაქებს.

4. ქვეყნის მომარაგება და საზღვრის კვეთა

ხმელეთით გარშემორტყმული ავღანეთი სავაჭროდ და მიწოდების გზების თვალსაზრისით, მეზობლების ტერიტორიებს ეყრდნობა. მაგალითისთვის, პაკისტანის საზღვაო ნავსადგურებს საერთაშორისო ვაჭრობისთვის, სახმელეთო ტერიტორიას კი, ნატოსა და აშშ-ის ძალების ლოჯისტიკისთვის.

ორ აზიურ სახელმწიფოს 2 600 კილომეტრამდე სიგრძის საზღვარი აკავშირებს. ამასთან, იზიარებენ ორ ოპერატიულ სასაზღვრო ტერიტორიას, რომელთაგანაც ერთი, სპინ-ბოლდაკი, ივლისის ბოლოდან, „თალიბანის“ კონტროლქვეშაა.

5. მთებისა და უდაბნოების ქვეყანა

ეს არის მერვე ყველაზე მთაგორიანი ქვეყანა მსოფლიოში. ქვეყნის დედაქალაქი ქაბული საშუალოდ, ზღვის დონიდან, 2 კილომეტრზე მაღლაა. ჩრდილო -აღმოსავლეთ ნაწილი ჰინდუქუშის მთათა სისტემას უკავია, ხოლო სამხრეთ -დასავლეთი, ძირითადად, უდაბნოებითაა დაფარული.

6. ოპიუმის ყაყაჩოს მოყვნა

ავღანეთი მსოფლიოში პირველ ადგილზეა ოპიუმის ყაყაჩოს კულტივაციის თვალსაზრისით. მისგან კი, ჰეროინი მზადდება. 2020 წლის მონაცემებით, ქვეყანაში 224 ათას ჰექტარზე მოჰყავთ ოპიუმის ყაყაჩო. ამ ფართობის ნახევარზე მეტი, 115 597 ჰექტარი მხოლოდ ჰელმანდის პროვინციაზე მოდის. გასულ წელს 6 300 ტონამდე ოპიუმის ყაყაჩო აწარმოეს, რომლის ღირებულებამაც $350 მილიონი შეადგინა.

7. ავღანელთა უმეტესობა სიღარიბეში ცხოვრობს

პანდემიის დაწყებამდე, ქვეყნის სულ მცირე 54.5 პროცენტი ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, ამჟამინდელი შეფასებით კი, ეს მაჩვენებელი 72%-ს აღწევს.

8. წერა-კითხვის ცოდნის ძალიან დაბალი მაჩვენებლები

ათწლეულების განმავლობაში, დამანგრეველი ომების შედეგად, ავღანეთში წიგნიერების დონე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალ მაჩვენებელზეა და 43%-ს შეადგენს. 15 წელზე უფროსი ასაკის მამაკაცების ნახევარზე მეტს შეუძლია წერა და კითხვა, ხოლო ქალებში ეს მაჩვენებელი გაცილებით დაბალი, 1/3-ზე ნაკლებია.

9. იძულებით გადაადგილებული პირები

2021 წლის 1-ლი იანვრიდან 24 ივლისამდე, საცხოვრებლის დატოვება და ქვეყნის სხვა ნაწილში გადასვლა 389 645 ადამიანს მოუწია. მათგან 59%-ს ბავშვები შეადგენენ. მხოლოდ ივნისში, საკუთარი სახლი 109 ათასმა ადამიანმა დატოვა.

10. ლტოლვილები მეზობელ ქვეყნებში

გლობალურად, ავღანელი ლტოლვილების საერთო რაოდენობამ 2.6 მილიონს მიაღწია. საერთო რაოდენობის 86% სამ მეზობელ ქვეყანაში ცხოვრობს, 12% - ევროპაში.

* მომზადებულია Al Jazeera-ს მასალაზე დაყრდნობით.
* მასალაში ასახული მიმდინარე მონაცემები ასახავს 15.08.2021-ის მდგომარეობას.

ყველა სიახლე

31 მაისი 2026, 11:40

მსოფლიო

საფრანგეთში, „პსჟ“-ს გამარჯვების შემდეგ დაკავებულთა რაოდენობამ 400-ს გადააჭარბა

ფანებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები ჯერ კიდევ მატჩის დასაწყისში დაიწყო, როდესაც, შსს-ის მტკიცებით, დაახლოებით 150 ადამიანი სტადიონ „პარკ დე პრესნზე“ შეჭრას შეეცადა, სადაც ფინალის ტრანსლაცია მიმდინარეობდა. Le Figaro-ს ცნობით, სამართალდამცველების მიმართულებით ფეიერვერკებს ისროდნენ.

31 მაისი 2026, 11:33

ჯანდაცვა

თამბაქოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ოფიციალური შეხვედრა გაიმართა

31 მაისს მსოფლიო თამბაქოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით ოფიციალური შეხვედრა გაიმართა, სადაც დარგის ექსპერტებმა და მოწვეულმა სტუმრებმა მიმდინარე გამოწვევები და მიღწევები განიხილეს.

ხვიჩა კვარაცხელია

31 მაისი 2026, 11:27

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია: ემოციებს სიტყვებით ვერ გადმოვცემ - გამარჯვება დავიმსახურეთ, რადგან ბევრი მომენტი შევქმენით

ეს უბრალოდ დაუჯერებელია, ემოციებს სიტყვებით ვერ გადმოვცემ, - განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ის მიერ ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მეორე გამარჯვების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

დონალდ ტრამპი

31 მაისი 2026, 11:27

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ირანთან ძალიან კარგი შეთანხმების მიღწევასთან ახლოს ვართ და თუ მას მივაღწევთ, შესანიშნავი იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისევ ომის დეპარტამენტს ავამოქმედებთ

„ჩვენ ნელა მივდივართ იმისკენ, რაც გვინდა. ეს განპირობებულია იმით, რომ ირანს რთული მომლაპარაკებლები წარმოადგენენ. ძალიან კარგი შეთანხმების მიღწევასთან ახლოს ვართ და თუ მას მივაღწევთ, შესანიშნავი იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისევ ომის დეპარტამენტს ავამოქმედებთ“, - განაცხადა ტრამპმა.

31 მაისი 2026, 11:20

საზოგადოება

აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატების დელეგაციისთვის პატივი იყო 27 მაისს შიო მესამესთან შეხვედრა. აშშ მოუთმენლად ელოდება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან ურთიერთობის გაღრმავებას

აშშ-ის საელჩო საპატრიარქოში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტის შესახებ პოსტს აქვეყნებს. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები მოუთმენლად ელის საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან ურთიერთობის გაღრმავებას.

გიორგი ვოლსკი

31 მაისი 2026, 11:17

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ახალი არ არის ოპოზიციაში დაპირისპირება. გახსოვთ, გიგი უგულავა ინტენსიურად იმეორებდა, რომ სააკაშვილი არის ჩამოწერილი მანქანა, პოლიტიკურ სანაგვეზე უნდა გადავაგდოთო

„ახალი არ არის დაპირისპირება. გახსოვთ, გიგი უგულავა ინტენსიურად იმეორებდა, რომ სააკაშვილი არის ჩამოწერილი მანქანა, პოლიტიკურ სანაგვეზე უნდა გადავაგდოთო. ამას ამბობდა იმის გათვალისწინებით, რომ სააკაშვილი არ იყო პოპულარული იმ ახალგაზრდებში, ვის მომხრეობასაც ისინი ლამობდნენ გარკვეული ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერით ქვეყნის გარედან. ახლაც იგივე სიტუაცია მეორდება, თუმცა დღეს უფრო ფართოა ამ დაპირისპირების დიაპაზონი და სწორედაც სააკაშვილს, მის ბანერს უკავშირდება და მიაჩნიათ, რომ ხალხის სიმცირე სწორედ იმით არის განპირობებული, რომ ხელსისხლიანი ადამიანი არ უნდა ლიდერობდეს „ნაცმოძრაობას“. არცერთი მათგანი არ არის ამ ბოროტების მანქანის მიღმა. ან პირდაპირ იყვნენ ჩართულები ამ დანაშაულებრივ საქმიანობაში - 150 კაცი არის მარტო ქუჩაში დახვრეტილი, მათ შორის უმეტესობა ახალგაზრდები“, - ამბობს ვოლსკი.

გიორგი სოსიაშვილი

31 მაისი 2026, 11:15

პოლიტიკა

გიორგი სოსიაშვილი ოპოზიციაზე: საქართველოს განიხილავდნენ როგორც თავიანთ ბიზნესპროექტს, ამ ღალატით შოულობდნენ ისინი ფულს და ცხადია, დღემდე ძალაუფლების ხელში ჩაგდების წყურვილი აქვთ

საქართველოს განიხილავდნენ როგორც თავიანთ ბიზნესპროექტს, ამ ღალატით შოულობდნენ ისინი ფულს და ცხადია, დღემდე წყურვილი აქვთ ძალაუფლების ხელში ჩაგდების, ხელისუფლების სათავეში მოსვლის, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი სოსიაშვილმა.

31 მაისი 2026, 11:07

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობასთან პოლიციის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართება

ღონისძიებაზე სამართალდამცველებს სიტყვით მიმართავენ შინაგან საქმეთა მინისტრი, პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, თბილისის მერი და ვიცე-პრემიერი, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი. სულხან თამაზაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებს დააჯილდოებს.

31 მაისი 2026, 11:05

სამართალი

ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გულბაათ რცხილაძეს და ირაკლი ჩიხლაძეს ბრალს სავარაუდოდ დღეს წარუდგენენ

ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გულბაათ რცხილაძეს ოფიციალურად დღეს უნდა წარუდგინონ ბრალი. ევრაზიის ინსტიტუტის დამფუძნებელი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ორი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებისთვის მუშაობდა და მათ გადასცემდა სადაზვერვო ინფორმაციას. უწყების ინფორმაციით, რცხილაძე უცხოური დაფინანსებით არაერთ აქტივობას გეგმავდა და ახორციელებდა საქართველოს მასშტაბით. შექმნილი ჰქონდა საინფორმაციო პლატფორმაც.

31 მაისი 2026, 11:00

მსოფლიო

როსტოვის ოლქსა და სარატოვში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები იწვის

ღამის თავდასხმის შედეგების შესახებ ინფორმაცია სარატოვის ოლქის გუბერნატორმა რომან ბუსარგინმაც გაავრცელა. „წინასწარი მონაცემებით, დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები“, - დაწერა მან თავის Telegram-არხზე.

ჯეი დი ვენსი

31 მაისი 2026, 10:48

მსოფლიო

The NYT: ტრამპი არ არის დარწმუნებული, რომ ვენსი შეძლებს გახდეს რესპუბლიკური მოძრაობის შემდეგი ლიდერი

როგორც გაზეთი წერს, პრეზიდენტმა არაერთხელ დასვა კითხვა, შეუძლია თუ არა ვენსს საერთო-ეროვნულ არჩევნებში გამარჯვება მისი მხარდაჭერის გარეშე. კერძო საუბრებში ტრამპი, წყაროების თანახმად, ვიცე-პრეზიდენტის კარიერას საკუთარს ადარებს და აღნიშნავს, რომ ვენსს დამოუკიდებლად დიდი საარჩევნო გამარჯვებებისთვის არ მიუღწევია.

31 მაისი 2026, 10:35

მსოფლიო

იაპონიის თავდაცვის მინისტრმა ჩინეთის ბრალდებებს მილიტარიზმზე „თვალთმაქცური“ უწოდა

„უცნაური არ არის, რომ ჩინეთი, რომელიც ფლობს ბირთვული იარაღისა და სტრატეგიული ბომბდამშენების უზარმაზარ არსენალს, იაპონიას, რომელსაც არცერთი მათგანი არ გააჩნია, ე.წ. „ახალ მილიტარიზმში“ ადანაშაულებს? მაგრამ ეს აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს“, - ხაზგასმით აღნიშნა კოიზუმიმ და დასძინა, რომ იაპონიის ძალისხმევა მიმართულია კონფლიქტის შეკავებისკენ და ხორციელდება გამჭვირვალე გზით.

31 მაისი 2026, 10:20

საზოგადოება

პოლიციელის დღისადმი დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, 20:00 საათიდან 23:00 საათამდე სატრანსპორტო მოძრაობა სრულად შეიზღუდება კახეთის გზატკეცილზე, ე.წ. ჯავახეთის ხიდების მიმდებარე ტერიტორიიდან ნოე რამიშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილებისთვის

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ პოლიციელის დღისადმი დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, 1 ივნისის ჩათვლით, თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში გზის ცალკეულ მონაკვეთებზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება, - აღნიშნულია საპატრულო პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

31 მაისი 2026, 10:14

მსოფლიო

აშშ-ის ავიაციამ ირანისკენ მიმავალ გამბიურ გემს რაკეტა ესროლა

„ამერიკულმა თვითმფრინავმა გემი მწყობრიდან გამოიყვანა და სამანქანო განყოფილებაში რაკეტა Hellfire ესროლა მას შემდეგ, რაც Lian Star-ის ეკიპაჟი მოთხოვნებს არ დაემორჩილა. გემი ირანის მიმართულებით აღარ გადაადგილდება“, - აღნიშნულია CENTCOM-ის განცხადებაში.

31 მაისი 2026, 10:13

რეგიონი

ანაკლია-განმუხურის საფეხმავლო ხიდზე დაზიანებული ნაწილის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელ საფეხმავლო ხიდზე დაზიანებული მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

დავით თამაზაშვილი

31 მაისი 2026, 10:12

საზოგადოება

სასაზღვრო პოლიციის უფროსს, დავით თამაზაშვილს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსს, დავით თამაზაშვილს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა.

ვაჟა სირაძე

31 მაისი 2026, 10:08

საზოგადოება

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, ვაჟა სირაძეს გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, ვაჟა სირაძეს გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა.

გიორგი გვარაკიძე

31 მაისი 2026, 10:06

საზოგადოება

საქართველოს გენერალურ პროკურორს, გიორგი გვარაკიძეს იუსტიციის სახელმწიფო მრჩევლის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა

საქართველოს გენერალურ პროკურორს, გიორგი გვარაკიძეს იუსტიციის სახელმწიფო მრჩევლის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა.

სულხან თამაზაშვილი

31 მაისი 2026, 10:03

საზოგადოება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, სულხან თამაზაშვილს პოლიციის გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, სულხან თამაზაშვილს პოლიციის გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა.

31 მაისი 2026, 09:40

მსოფლიო

Reuters: აშშ ევროპაში განთავსებული სამხედრო კონტინგენტის ნაწილის გაყვანის დაჩქარებას გეგმავს

აშშ ევროპაში განთავსებული სამხედრო კონტინგენტის ნაწილის გაყვანის დაჩქარებას გეგმავს. ცნობას Reuters-ი გერმანულ გამოცემაზე დაყრდნობით ავრცელებს.