imedi /  16 აგვისტო 2021, 15:47 / სანდო წყარო

ევროპარლამენტის პრეზიდენტი: თავშესაფარი უნდა მივცეთ მათ, ვისაც ავღანეთში დევნის საფრთხე ემუქრება

დავიდ სასოლი

დავიდ სასოლი

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, დავიდ სასოლიმ განაცხადა, რომ ავღანეთში შექმნილი ვითარება ევროკავშირის ერთიან პასუხს მოითხოვს.

„ქვეყანას გრძელვადიანი და ინკლუზიური პოლიტიკური გადაწყვეტილება სჭირდება, რომელიც ქალთა უფლებებს იცავს და ავღანელებს საშუალებას მისცემს, უსაფრთხოდ და ღირსეულად იცხოვრონ. თავშესაფარი უნდა მივცეთ მათ, ვისაც დევნის საფრთხე ემუქრება“, - აღნიშნა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ავღანეთში შექმნილ ვითარებას 17 აგვისტოს განიხილავენ.

15 აგვისტოს „თალიბანის“ წევრები ქაბულში შევიდნენ. ამის შემდეგ აშშ-ის საელჩოდან დიპლომატების ევაკუაცია ვერტმფრენით განხორციელდა. ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ტაჯიკეთში გაიქცა.

ავღანეთის 34 პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრებიდან 27 უკვე „თალიბების“ ხელშია. ქაბულამდე, დაჯგუფებამ ნანგარჰარის პროვინციის დედაქალაქი, ჯალალაბადი აიღო და როგორც მედია წერს, დაჯგუფებას ამ ქალაქზე კონტროლის დასამყარებლად, ბრძოლაც კი არ დასჭირვებია.

ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, ავღანეთში, დამატებით, 1 000 სამხედრო გაიგზავნება.

1-ელ მაისს შეერთებულმა შტატებმა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა ოფიციალურად დაიწყო. 14 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანა გამოაცხადა.

ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანაში უსაფრთხოების მკვეთრად გაუარესებული მდგომარეობა აშშ-ის მიერ ჯარების გაყვანის მოულოდნელ გადაწყვეტილებას დაუკავშირა.

ყველა სიახლე

26 ივნისი 2026, 10:33

სამართალი

შიდა ქართლის პოლიციამ 6 კილოგრამამდე ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისა და ნარკორეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

26 ივნისი 2026, 10:33

სამართალი

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, ხოლო მეორეს მიმართ ძებნა გამოცხადდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, ხოლო მეორეს მიმართ ძებნა გამოცხადდა.

26 ივნისი 2026, 10:32

სამართალი

სამართალდამცველებმა წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავეს.

26 ივნისი 2026, 10:25

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე ოტორინოლარინგოლოგიური საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაციის გენერალურ მდივანს შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ოტორინოლარინგოლოგიური საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაციის გენერალურ მდივანს შეხვდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

26 ივნისი 2026, 10:14

კულტურა

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში დავით მაღრაძის წიგნების ინგლისური და ინგუშური თარგმანების პრეზენტაცია გაიმართა

საზოგადოება ინგლისურ ენაზე გამოცემულ „ჰამლეტის სარკესა“ და ინგუშურ ენაზე გამოცემულ „ბარაქიან მიწას“ გაეცნო. ღონისძიება ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ გახსნა. აუდიტორიის წინაშე წარდგა თავად ავტორი.

26 ივნისი 2026, 10:13

მსოფლიო

რუსეთმა სომხეთის ყველა საწარმოდან თევზის იმპორტი აკრძალა

რუსეთის „როსსელხოზნადზორმა“ სომხეთის ყველა საწარმოდან თევზის იმპორტი აკრძალა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

26 ივნისი 2026, 10:10

საზოგადოება

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრირებულმა აპლიკანტებმა საბოლოო არჩევანი 29 ივნისის ჩათვლით უნდა დაადასტურონ

2026 წლის საგაზაფხულო მიღების ფარგლებში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის საბოლოო პროცედურები 26-დან 29 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

მარიამ ლაშხი

26 ივნისი 2026, 09:57

საზოგადოება

მარიამ ლაშხმა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ტაილანდის სამეფოში შეხვედრები გამართა

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ტაილანდის სამეფოში შეხვედრები გამართა.

26 ივნისი 2026, 09:55

მსოფლიო

ევროპაში გაუსაძლის სიცხესთან გასამკლავებლად საგანგებო ზომებს იღებენ

ევროპაში გაუსაძლის სიცხესთან გასამკლავებლად საგანგებო ზომებს იღებენ. საფრანგეთში, სადაც ტემპერატურა უკვე თითქმის ერთი კვირაა 40 გრადუს ცელსიუსს აჭარბებს, საგანგებო თავშესაფრები და დროებითი საზოგადო საშხაპეები მოაწყვეს. მოსახლეობასა და განსაკუთრებით, ღია სივრცეში მომუშავე პერსონალს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

ენდი ბერნჰემი

26 ივნისი 2026, 09:45

მსოფლიო

ენდი ბერნჰემი დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ლიდერად შესაძლოა 17 ივლისს დასახელდეს

ენდი ბერნჰემი დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ლიდერად შესაძლოა 17 ივლისს დასახელდეს. შესაბამის ცნობას ადგილობრივი მედია პარტიის ეროვნული აღმასრულებელი კომიტეტის ლიდერების შეხვედრის შემდეგ, წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

26 ივნისი 2026, 09:40

მსოფლიო

უკრაინამ ტულის ოლქში ქიმიური ქარხანა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა დაბომბა

უკრაინამ გვიან ღამით დრონებით რუსეთის ტულის ოლქში მდებარე ქიმიური ქარხანა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები დაბომბა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

რობერტ ფიცო

26 ივნისი 2026, 09:36

მსოფლიო

რობერტ ფიცო უკრაინაში მიმდინარე ომზე: ეს დამანგრეველი ომი სამხედრო გზით ვერ გადაწყდება და მისი შეჩერება მხოლოდ მოლაპარაკებების მაგიდასთან არის შესაძლებელი

სლოვაკეთის პრემიერ მინისტრი უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების პერსპექტივას მხოლოდ სამშვიდობო ინიციატივისა და მოლაპარაკებაში ხედავს. აღნიშნულ საკითხზე რობერტ ფიცომ უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

დონალდ ტუსკი

26 ივნისი 2026, 09:30

მსოფლიო

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე უსაფრთხოების რისკების გამწვავებას არ გამორიცხავს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე უსაფრთხოების რისკების გამწვავებას არ გამორიცხავს. ამის თაობაზე დონალდ ტუსკმა გდანსკში გამართულ „აღმოსავლეთ ფლანგის სამიტზე“ განაცხადა. ტუსკის თქმით, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს ევროკავშირისგან უფრო აქტიური მხარდაჭერა სჭირდებათ.

26 ივნისი 2026, 09:25

სპორტი

ეკვადორმა გერმანია სენსაციურად დაამარცხა და პლეი-ოფში გავიდა

ეკვადორის ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში E ჯგუფში გამართული შეხვედრის დროს გერმანიის ეროვნული გუნდი ანგარიშით 2:1 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გადასვლა გაინაღდა.

ესმაილ ყაანი

26 ივნისი 2026, 09:13

მსოფლიო

„ყუდსის ძალების“ მეთაური ესმაილ ყაანი: ისრაელის ძალები ლიბანიდან ნებაყოფლობით თუ არ გავლენ, იძულებული იქნებიან გაიქცნენ „დამცირებითა და დამარცხებით“

ისრაელის პრემიერის განცხადებას მუქარით უპასუხა ირანის „ყუდსის ძალების“ მეთაურმა. ესმაილ ყაანის თქმით, თუ ისრაელის ძალები ლიბანიდან ნებაყოფლობით არ გავლენ, იძულებული გახდებიან, გაიქცნენ „დამცირებითა და დამარცხებით“. ირანელი სამხედრო მაღალჩინოსნის თქმით, ლიბანი წინააღმდეგობისა და სიმტკიცის ველია და არა ოკუპანტების სათამაშო მოედანი.

26 ივნისი 2026, 09:00

მსოფლიო

რუსეთი რუმინეთის გენერალურ საკონსულოს სანკტ-პეტერბურგში ხურავს, ხოლო კონსულს პერსონა ნონ გრატად აცხადებს

რუსეთის ხელისუფლებამ ქალაქ სანკტ-პეტერბურგში მდებარე რუმინეთის გენერალური საკონსულოს დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

26 ივნისი 2026, 08:51

მსოფლიო

ბენიამინ ნეთანიაჰუ: ჩვენ ვაკონტროლებთ ლიბანის სამხრეთ ნაწილს და ე.წ. უსაფრთხოების ზონაში იმდენ ხანს დავრჩებით, რამდენიც საჭირო იქნება

ისრაელი აცხადებს, რომ მისი ჯარები ლიბანში, სირიასა და ღაზის სექტორში უვადოდ დარჩებიან. საგანგებო განცხადება პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ და თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა გააკეთეს და კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ ამ გადაწყვეტილებაში ირანის მხრიდან ნებისმიერ ჩარევას გამანადგურებელ პასუხს გასცემენ.

გიორგი ვოლსკი

26 ივნისი 2026, 08:44

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: საქართველო დგას ევროპულ გზაზე და ჩვენ ამ გზისთვის არ გადაგვიხვევია

საქართველო დგას ევროპულ გზაზე და ყველა სტანდარტით წინ არის ევროპულ ქვეყნებზეც, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ.

26 ივნისი 2026, 08:32

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

26 ივნისს ქუთაისში წვიმას ვარაუდობენ, დღისით +25 და ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღეა მოსალოდნელი ოზურგეთში. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსი იქნება.

26 ივნისი 2026, 08:20

მსოფლიო

ვენესუელაში ორი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 235-მდე გაიზარდა

ვენესუელაში ორი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 235-მდე გაიზარდა, დაშავებულია 4300-ზე მეტი ადამიანი, 40 000-მდე კი დაკარგულად მიიჩნევა. სტიქიამ, სულ მცირე, 3 000 სახლი გაანადგურა. სამაშველო სამუშაოები უწყვეტად მიმდინარეობს.