ჯო ბაიდენი: აშშ-ის სამხედრო ძალების გაყვანა ავღანეთიდან, იყო ლოგიკური, რაციონალური და სწორი

ჯო ბაიდენი
ივლისის შემდეგ აშშ-მა ავღანეთიდან 33 000 ადამიანი გაიყვანა, – ამის შესახებ განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, მხოლოდ ბოლო 36 საათში აშშ-მა და მოკავშირე ქვეყნებმა ავღანეთიდან 11 000 ადამიანის ევაკუაცია შეძლეს.
მისი თქმით, ასეთი მასშტაბური ევაკუაცია წამოუდგენელია ტრაგიკული სცენების გარეშე, რაც ქაბული აეროპორტში ხდება.
ბრიფინგზე ბაიდენმა ასევე თქვა, რომ ევაკუაციის ოპერაცია სახიფათოა და ადგილზე სიტუაცია სწრაფად იცვლება. ერთ-ერთ საფრთხედ მან ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მხრიდან შესაძლო თავდასხმები დაასახელა, რომელთა სამიზნე შეიძლება, გახდნენ როგორც ავღანელები, ისე ამერიკელი სამხედროები, რომლებიც ქაბულის აეროპორტში იმყოფებიან.
მისივე თქმით, ავღანეთიდან ევაკუაცისას ადამიანები პირადაპირ აშშ-ში არ გადაჰყავთ. ბაიდენის განმარტებით, ისინი თავდაპირველად სატრანზიტო ქვეყნებში ხვდებიამ. მათ შორის ყატარში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, გერმანიასა და ესპანეთში, სადაც ლტოლვილებს სპეცსამსახურები ამოწმებენ, შემდეგ კი ისინი აშშ-ში ვიზიტის მისაღებად განაცხადს ავსებენ.
ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აშშ-ის პრიორიტეტი არის ავღანეთიდან ამერიკელების, პარტნიორი ქვეყნების მოქალაქეებისა და იმ ავღანელების ევაკუაცია, რომლებიც წლების განმავლობაში თანამშრომლობდნენ აშშ-თან, ასევე ქალი ლიდერებისა და ჟურნალისტების, რომლებსაც შესაძლოა, საფრთხეემუქრებოდეთ. მისივე თქმით, დღეს არსებული გეგმით ევაკუაცია 31 აგვისტოს უნდა დასრულდეს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ოპერაციის ვადა გახანგრძლივდეს.
ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას ბაიდენმა თქვა, რომ მისი გადაწყვეტილება, გაეყვანა აშშ-ის სამხედრო ძალები ავღანეთიდან, იყო „ლოგიკური, რაციონალური და სწორი“.
„თალიბანზე“ საუბრისას ბაიდენმა აღნიშნა, რომ ამ დრომდე მოძრაობის წევრები ასრულებენ დაპირებას და ქაბულის აეროპორტამდე მისვლაში არ უშლიან ხელს იმ ადამიანებს, რომლებსაც ავღანეთის დატოვება სურთ. თუმცა, აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, თალიბების სხვა განცხადებები ამ ეტაპზე მხოლოდ სიტყვებია და აშშ, ისევე, როგორც მთელი საერთაშორისო საზოგადოება, დააკვირდება, როგორი იქნება თალიბების მიერ გადადგმული ნაბიჯები.
ყველა სიახლე

28 მარტი 2023, 23:47
მსოფლიო
ლოიდ ოსტინი: უკრაინას ძალიან კარგი შანსი აქვს იმისთვის, რომ გაზაფხულზე წარმატებული კონტრშეტევა დაიწყოს
აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი მიიჩნევს, რომ უკრაინას ძალიან კარგი შანსი აქვს იმისთვის, რომ გაზაფხულზე წარმატებული კონტრშეტევა დაიწყოს.

28 მარტი 2023, 23:41
ტაბლოიდი
ბრიტანეთში „ჰარი პოტერის“ იუბილეს აღსანიშნავად გამოუშვეს მონეტა ჰოგვორტსის გამოსახულებით⚡👓
ჰოგვორტსის მონეტა ასრულებს „ჰარი პოტერის“ მოტივებზე შექმნილ კოლექციას, რომლის გამოშვებაც 2022 წელს, ჯოან როულინგის წიგნის „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“ პირველი გამოცემის 25-წლის იუბილეს აღსანიშნავად დაიწყო. კოლექციის პირველ სამ მონეტაზე ჰარი პოტერი, პროფესორი დამბლდორი და მატარებელი „კინგს-გროსია“ გამოსახული.

28 მარტი 2023, 23:16
რეგიონი
ძლიერი ქარის გამო ჩაქვში სახლი ჩამოინგრა
უამინდობამ პრობლემები ჩაქვშიც შექმნა. ძლიერი ქარის გამო საცხოვრებელი სახლი დაინგრა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს სახლში ორი ადამიანი იმყოფებოდა.

28 მარტი 2023, 23:01
საზოგადოება
„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა იმსჯელა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები განიხილა და მხარი დაუჭირა. საკომიტეტო განხილვის დაწყებამდე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე, პაატა კვიჟინაძემ, კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს ირაკლი კოვზანაძეს პარლამენტში გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

28 მარტი 2023, 22:30
საზოგადოება
აგრარულ საკითხთა კომიტეტმა „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი
აგრარულ საკითხთა კომიტეტმა კანონპროექტი „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა. საკითხი მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას წარმოადგენს და იგი კომიტეტის წევრებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა წარუდგინა.

28 მარტი 2023, 22:04
მსოფლიო
კულება: არცერთ სხვა ქვეყანას არ სურს მშვიდობა ისე, როგორც უკრაინას, თუმცა მშვიდობა ნებისმიერ ფასად ილუზიაა
დემოკრატიის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ არცერთ სხვა ქვეყანას არ სურს მშვიდობა ისე, როგორც უკრაინას, თუმცა მშვიდობა ნებისმიერ ფასად ილუზიაა.

28 მარტი 2023, 22:01
რეგიონი
ქობულეთში ძლიერ ქარს ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა
ქობულეთში ძლიერ ქარს ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა. ავტომობილი, რომელსაც ახალგაზრდა მამაკაცი მართავდა, აღმაშენებლის ქუჩაზე გადაადგილდებოდა, როდესაც ქარმა წააქცია ხე, რომელიც მანქანას დაეცა.

28 მარტი 2023, 21:59
სპორტი
საქართველო-ნორვეგიის მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ფრით დაიწყო. ბათუმში „აჭარაბეთ არენაზე“ გამართულ მატჩში ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი ნორვეგიის ნაკრებს დაუზავდა.

28 მარტი 2023, 21:54
პოლიტიკა
ხვალ საქართველოს შვედეთის პრინცესა ვიქტორია ეწვევა
„საქართველოში ვიზიტით, გვირგვინოსან პრინცესას, ასევე სურს ხაზი გაუსვას ჩვენს ქვეყნებსა და ხალხს შორის არსებულ მრავალწლიან მეგობრობასა და პარტნიორობას“, - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

28 მარტი 2023, 21:31
მსოფლიო
შარლ მიშელი: რუსეთი სულ უფრო მეტად ცდილობს მოლდოვის დესტაბილიზაციას
მაია სანდუსთან შეხვედრაზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ რუსეთი და მისი მარიონეტები სულ უფრო მეტად ცდილობენ მოლდოვის დესტაბილიზაციას.

28 მარტი 2023, 21:03
პოლიტიკა
თამთა მეგრელიშვილი: სალომე ზურაბიშვილი საკითხების შეფასებისას ორმაგ სტანდარტს იყენებს - არაფერს ამბობს ნათია ბერიძეზე, რომელიც კეზერაშვილის ცოლის ძმის მსხვერპლი გახდა, თუმცა ჟურნალისტების მიერ პროფესიული მოვალეობის შესრულებას გმობს
სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილიც საკითხების შეფასებისას ორმაგ სტანდარტს იყენებს. თუ დავაკვირდებით, ყველა პოლიტიკურ მოვლენას მყისიერად ეხმაურება ხოლმე, მით უფრო, თუ ეს ოპოზიციური სპექტრისთვის სახარბიელო და საჭირო თემებია, რომლებზეც პოლიტიკურად მიკერძოებული რეაგირება აქვს, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, თამთა მეგრელიშვილმა, „პოსტივის“ ეთერში განაცხადა.

28 მარტი 2023, 21:02
ეკონომიკა
პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების კლება გრძელდება
პრემიერ-მინისტრის ინიციატივა პირველადი მოხმარების პროდუქტების ფასებზე უკვე აისახა. კლების ტენდენცია გრძელდება. ფართოვდება გაიაფებული პროდუქციის ასორტიმენტიც. ეკონომიკური გუნდი ასევე მუშაობს კანონპროექტზე, რომელიც ბაზარს დაარეგულირებს.

28 მარტი 2023, 20:56
სამართალი
ლელა ჯუღელი: ჩემი თვალით ვნახე, რაც მოხდა ჟურნალისტი გოგოს მიმართ და ალბათ, კიდევ მოხდება, თუ ეს ძალადობა სამაგალითოდ არ დაისჯება
ჟურნალისტ ნათია ბერიძეზე ძალადობას გამოეხმაურა მოქალაქე, რომელიც ძალადობას მომღერალ არჩილ მეფარიძეს ედავება.

28 მარტი 2023, 20:44
საზოგადოება
სახალხო დამცველი: სოლიდარობა გამოვხატეთ მსხვერპლი ქალების მიმართ. ჟურნალისტების საქმიანობა კანონით არის დაცული და მათთვის ხელის შეშლა არის სისხლის სამართლის დანაშაული
„სოლიდარობა გამოვხატეთ მსხვერპლი ქალების მიმართ. ინტერპრეტაცია, თითქოს ჩვენ ვიღაცის მომართვას ველოდებით, მცდარია. როგორც კი ეს საჯაროდ გახდა ცნობილი, ჩვენ დავიწყეთ ამის შესწავლა. ჟურნალისტების საქმიანობა კანონით არის დაცული და მათთვის ხელის შეშლა არის სისხლის სამართლის დანაშაული, - განაცხადა იოსელიანმა.

28 მარტი 2023, 20:25
სამართალი
მალხაზ ურთქმელიძე: სააკაშვილის მკურნალობის პროცესში პოლონელი ექიმების ჩართვის საკითხზე, ამ დრომდე სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში სრულყოფილი, გამართული მოთხოვნა წარმოდგენილი არ არის
მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესში პოლონელი ექიმების ჩართვის საკითხს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი მალხაზ ურთქმელიძე გამოეხმაურა.

28 მარტი 2023, 20:24
მსოფლიო
პარიზში, სადავო საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ გამართული აქცია პოლიციასა და მანიფესტანტებს შორის შეტაკებაში გადაიზარდა
პარიზში, სადავო საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ გამართული აქცია პოლიციასა და მანიფესტანტებს შორის შეტაკებაში გადაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.

28 მარტი 2023, 20:19
სამართალი
მალხაზ ურთქმელიძე: მიხეილ სააკაშვილი დღემდე არ ასრულებს ექიმების მიერ გაცემულ სამკურნალო რეკომენდაციებს, მოვუწოდებ სააკაშვილს, მისივე ინტერესებიდან გამომდინარე, გაითვალისწინოს ექიმების მოთხოვნა
მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი დღემდე არ ასრულებს ექიმების მიერ გაცემულ სამკურნალო რეკომენდაციებს. უარს აცხადებს მედიკამენტების მიღებაზე, პარენტერალურ კვებაზე და სამედიცინო მანიპულაციებზე, - ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მალხაზ ურთმელიძემ განაცხადა.

28 მარტი 2023, 20:00
პოლიტიკა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საქართველოს საბაჟო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საქართველოს საბაჟო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა. „საქართველოს საბაჟო კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მამუკა ბარათაშვილმა ისაუბრა.

28 მარტი 2023, 19:40
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: პროდუქტიული შეხვედრა მქონდა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წარმომადგენლებთან
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საქართველოს მიერ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროგრესი მიმოვიხილეთ

28 მარტი 2023, 19:23
ტექნოლოგიები
ვერიფიკაციის ლურჯი ნიშანი Twitter-ზე ყველასთვის ფასიანი გახდება
მანამდე ლურჯი ნიშანი ანგარიშის ავთენტურობას აღნიშნავდა. Twitter-ი მას უფასოდ ანიჭებდა მომხმარებლებს, თუმცა თავად ირჩევდა ვინ ისარგებლებდა ამ სტატუსით. ახლა კი ვერიფიცირებული ანგარიშების მფლობელებს სტატუსის შესანარჩუნებლად საფასურის გადახდა მოუწევთ.