კატარი არაბული ქვეყნების მიერ მისთვის საჰაერო სივრცის გახსნას არ ადასტურებს
ოფიციალური დოჰა არ ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 4-მა არაბულმა ქვეყანამ კატარის ავიახაზებს გამოუვალი მდგომარეობის შემთხვევაში მათი საჰაერო სივრცით სარგებლობის უფლება მისცა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
კატარის ტრანსპორტის სამინისტროში აცხადებენ, რომ არაბულმა ქვეყნებმა ცრუ ინფორმაცია გაავრცელეს, ამის მიზანი კი ორშაბათს მონრეალში დაგეგმილი ოფიციალური შეხვედრაა, რომელზეც ისინი საერთაშორისო სამოქალაქო საავიაციო სააგენტოს წარმომადგენლებს ხვდებიან.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საუდის არაბეთი, ბაჰრეინი, ეგვიპტე და არაბთა გაერთიანებული საამიროები თანახმანი არიან კატარის ავიახაზებს, გამოუვალი მდგომარეობის შემთხვევაში, მათი საჰაერო სივრცის გამოყენების უფლება მისცენ. ნებართვის შესახებ ოფიციალური განცხადება საუდის არაბეთის საავიაციო ორგანომ გაავრცელა.
30 ივლისს ცნობილი გახდა არაბული ქვეყნების კატართან დიალოგის მზაობის შესახებ.
23 ივნისს ქუვეითმა, შუამავლის სტატუსით, კატარს მოთხოვნების 13-პუნქტიანი სია გადასცა. ბაჰრეინი, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ეგვიპტე კატარისგან ითხოვენ, გაწყვიტოს ირანთან კონტაქტი, დახუროს თურქული სამხედრო ბაზა და ასევე, ტელეკომპანია „ალ-ჯაზირა“, რომელსაც პროპაგანდის გავრცელებაში სდებენ ბრალს. ამ მოთხოვნების შესასრულებლად კატარს დრო 2 ივლისამდე მისცეს. თუმცა მოგვიანებით, კატარისთვის გაგზავნილ მოთხოვნათა 13-პუნქტიანი სიიდან, ხუთმა არაბულმა ქვეყანამ მოთხოვნები 6-მდე შეამცირა.
კატარის ხელისუფლებამ, სპარსეთის ყურის ქვეყნების მხრიდან წაყენებულ ულტიმატუმს არარეალური უწოდა.
კატარის კრიზისი 5 ივნისს დაიწყო, როდესაც 6-მა არაბულმა ქვეყანამ (საუდის არაბეთი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები, ბაჰრეინი, ეგვიპტე, იემენი, ლიბია), მალდივის, მავრიკისა და მავრიტანიის რესპუბლიკამ, ტერორიზმის დაფინანსებისა და რეგიონში დესტაბილიზაციის მხარდაჭერის ბრალდებით, კატართან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა.
ყველა სიახლე
30 აპრილი 2026, 11:05
ტაბლოიდი
ინდოელმა ბანკში გარდაცვლილი დის ჩონჩხი მიიტანა, რათა მისი კუთვნილი თანხა მიეღო
59 წლის ჯიტუ მუნდამ, დის გარდაცვალებიდან 2 თვის შემდეგ, მისი ანგარიშიდან 19 300 რუპიის (დაახლოებით 630 ლარი) გატანა სცადა. ქალმა ეს თანხა საქონლის გაყიდვით დააგროვა. მას პირდაპირი მემკვიდრეები არ ჰყავდა - ძმა მისი ერთადერთი ცოცხალი ნათესავი იყო. მუნდამ ბანკის განყოფილებას რამდენჯერმე მიმართა, თუმცა თანამშრომლები გარდაცვალების დამადასტურებელ საბუთს ან ანგარიშის მფლობელის პირად გამოცხადებას სთხოვდნენ.
30 აპრილი 2026, 11:05
რეგიონი
რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის სამსახურის თანამშრომლებს ჯანმრთელობის დაცვის პაკეტს მერია დაუფინანსებს
რუსთავის მერია მუნიციპალური ტრანსპორტის სამსახურის რეფორმას აგრძელებს. დასაქმებულთა შრომითი პირობების გაუმჯობესების მიზნით, მუნიციპალური ავტოტრანსპორტის სამსახურის თანამშრომლებს ჯანმრთელობის დაცვის პაკეტს მერია დაუფინანსებს.
30 აპრილი 2026, 10:59
თავდაცვა
ვაზიანში თავდაცვის ძალების დაარსების დღე საზეიმო ღონისძიებით აღინიშნება. LIVE
საქართველოს თავდაცვის ძალები 35 წლისაა. ვაზიანში, მეოთხე ქვეითი ბრიგადის სამხედრო ბაზაზე, ეს დღე საზეიმო ღონისძიებით აღინიშნება.
30 აპრილი 2026, 10:55
სამართალი
ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, სგპ „სარფსა“ და „ბათუმის პორტში“ საბრძოლო ვაზნებისა და 2 ცალი ასაფეთქებელი ხელყუმბარის შემოტანის ორი ფაქტი აღიკვეთა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებში - ,,სარფი“ და ,,ბათუმის პორტი“ მებაჟე ოფიცრებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლების მიერ, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, 149 ცალი საბრძოლო ვაზნისა და 2 ცალი ასაფეთქებელი ხელყუმბარის შემოტანის ორი ფაქტი აღიკვეთა.
30 აპრილი 2026, 10:43
ტაბლოიდი
ჰარი სტაილსი და ზოი კრავიცი ქორწინდებიან💍
გამოცემა PEOPLE-ის წყარო ადასტურებს, რომ 32 წლის სტაილსმა და 37 წლის კრავიცმა ნიშნობის შესახებ ინფორმაცია „ვიწრო წრეს“ უკვე გაუზიარეს. გავრცელებული ცნობით, მსახიობს თავისი ნიშნობის ბეჭედი ძალიან მოსწონს.
30 აპრილი 2026, 10:36
კულტურა
ლედი გაგამ და Doechii-მ ახალი ვიდეორგოლი წარადგინეს
ლედი გაგამ და Doechii-მ გამოუშვეს ვიდეორგოლი სიმღერაზე Runway, რომელიც ფილმის „ეშმაკი ატარებს პრადას 2“ საუნდტრეკი გახდება. მიუხედავად იმისა, რომ სიმღერა ფილმისთვისაა შექმნილი, რეჟისორ პერის გობელის ვიდეორგოლში ფილმიდან კადრები გამოყენებული არ არის.
30 აპრილი 2026, 10:29
რეგიონი
გარდაბანში ფერმერებთან საირიგაციო მომსახურების ახალი ტარიფისა და სუბსიდირების მექანიზმების შესახებ შეხვედრა გაიმართა
შპს „საქართველოს მელიორაციის“ კომერციული დირექტორი, მამელი ქობალია, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ფერმერებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში წყალმომხმარებლებს ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდათ საირიგაციო მომსახურების განახლებული ტარიფისა და სახელმწიფო სუბსიდირების მექანიზმების შესახებ, რომლებიც ფერმერთა მხარდაჭერას ისახავს მიზნად.
30 აპრილი 2026, 10:29
სამართალი
სამართალდამცველებმა თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს - დაკავებულია 14 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, მცხეთა-მთიანეთის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით 14 პირი დააკავეს, ხოლო 2 კი მხილებულია.
30 აპრილი 2026, 10:27
სამართალი
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 103 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქმენეთის, რუსეთის, ინდოეთის, უზბეკეთის, პაკისტანის, ჩინეთის, ბელარუსის, ნეპალის, ტაილანდის, ბანგლადეშის, ეთიოპიის, იემენის, ერაყის, იორდანიის, ნიგერიის, სუდანის, ფილიპინების და სხვა სახელმწიფოების - ჯამში 103 მოქალაქე.
30 აპრილი 2026, 10:26
მსოფლიო
The Guardian: მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი 126 დოლარამდე ავარდა
Brent-ის მარკის ერთი ბარელი ნავთობის ფასი მსოფლიო ბაზარზე 126 დოლარამდე ავარდა. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
30 აპრილი 2026, 10:25
საზოგადოება
WOAH-ის გენერალური მდივანი სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის საქმიანობას გაეცნო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანმა ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) გენერალურ მდივან ემანუელ სუბეირანს და ორგანიზაციის დელეგატებს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის საქმიანობა გააცნო.
30 აპრილი 2026, 10:21
თავდაცვა
30 აპრილი საქართველოს თავდაცვის ძალების დღეა
დღეს ქართული არმია დაარსებიდან 35-ე წლისთავს აღნიშნავს. 1990 წლის დეკემბერში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შინაგანი ჯარები - ეროვნული გვარდია შეიქმნა. ქართული არმიის შემდგომი განვითარება ეროვნული გვარდიის საფუძველზე მოხდა.
30 აპრილი 2026, 10:14
პოლიტიკა
თავდაცვის ძალების დაარსებიდან 35 წელი გავიდა - ხელისუფლების წარმომადგენლებმა გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს
თავდაცვის ძალების დაარსებიდან 35 წელი გავიდა - თარიღთან დაკავშირებით გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ, თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა. მათ დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.
30 აპრილი 2026, 09:51
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: შეერთებული შტატები სწავლობს და განიხილავს გერმანიაში განთავსებული სამხედრო ძალების შესაძლო შემცირებას
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ შეერთებული შტატები გერმანიაში არსებული ამერიკული სამხედრო კონტინგენტის შემცირებას განიხილავს.
30 აპრილი 2026, 09:40
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: მაისში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პირველად ამერიკული მხრიდან გაჟღერდა, რომ საქართველო დაბრუნდა ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის დღის წესრიგში. ჩვენ მას შემდგომ უკვე კონკრეტული ნაბიჯებიც ვიხილეთ. შედგა არაერთი კონსულტაცია, მათ შორის შედგა ზარი პრემიერ-მინისტრთან, ვიზიტები როგორც ვაშინგტონში, ისე თბილისში სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას.
30 აპრილი 2026, 09:26
პოლიტიკა
ნინო წილოსანი: სააკაშვილი და მისი განდგომილი წევრები - ჩერგო-ბოკერია-გვარამიას სახით თავისი დაპირისპირების სხვადასხვა, მაღალ ხარისხს აღწევენ. თუმცა, მათ თავს ყველაზე დიდი უბედურება არის დაპირისპირება საკუთარ ამომრჩეველთან
საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერი ნინო წილოსანი ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებას აფასებს.
30 აპრილი 2026, 09:19
საზოგადოება
უნდა დასრულდეს სპეკულაციები, თითქოს საქართველოს პატრიარქს შეხვედრა ჰქონდა სტუმართან და თითქოს მოსაყდრის გამორჩევა რაიმე კავშირში იყოს ამ დღესთან - ანდრია ჯაღმაიძე ილარიონ ალფეევისა და ილია II შეხვედრის კადრებს ავრცელებს
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში ვიდეოკადრებს ავრცელებს, რომელზეც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტ ილარიონისა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის შეხვედრაა ასახული.
30 აპრილი 2026, 08:55
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: სახელმწიფო მინისტრის კოორდინაციით და ზოგადად, ძალოვნების ერთმანეთში კოორდინაციით, უსაფრთხოების ხარისხი უფრო მაღალ დონეზე იქნება დაცული
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მუშაობის მიმართ არსებულ მოლოდინზე საუბრობს.
30 აპრილი 2026, 08:49
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციაზე: გარკვეული თემების დაგეგმვისას, პრევენციული მექანიზმების შემუშავებისას ეს შეკრება, რომელიც ვიცე პრემიერის დონეზე გახდება შესაძლებელი, არის საჭირო და აუცილებელი
საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერი გიორგი ვოლსკი სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ფუნქციის მნიშვნელობას აფასებს.
30 აპრილი 2026, 08:34
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 30 აპრილს საქართველოში
30 აპრილს ქუთაისში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +21 და ღამით +8 გრადუსია მოსალოდნელი. მზიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსი იქნება.


