IMEDI /  21 სექტემბერი 2021, 10:48 / სანდო წყარო

კანადაში ჯასტინ ტრიუდოს ლიბერალური პარტია არჩევნებს იგებს

ჯასტინ ტრიუდო

ჯასტინ ტრიუდო

კანადის მოქმედი პრემიერ-მინისტრის ჯასტინ ტრიუდოს ლიბერალური პარტია პირველადი მონაცემებით, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში იმარჯვებს. ამის შესახებ CBC საარჩევნო კომისიის წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება.

21 სექტემბრის დილის მონაცემებით, ლიბერალურმა პარტიამ 338-დან 138 მანდატი მიიღო. კონსერვატიულმა პარტიამ 94 მანდატი, კვებეკის ბლოკმა -26, ახალმა დემოკრატიულმა პარტიამ - 20, მწვანეთა პარტიამ - 1. ამ დროისთვის 279 ოლქის შედეგია ცნობილი.

კანადაში სულ 338 საარჩევნო ოლქია. იმისთვის, რომ ლიბერალური პარტია მმართველი გახდეს, პარლამენტის 170 მანდატი უნდა მიიღოს.

ჯასტინ ტრიუდო კანადის პრემიერის თანამდებობას 2015 წლიდან იკავებს. რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები კანადაში 20 სექტემბერს გაიმართა.

ყველა სიახლე

ბექა დავითულიანი

22 თებერვალი 2024, 12:16

პოლიტიკა

ბექა დავითულიანი გახარიას შესახებ ბარამიძის განცხადებაზე: რა თქმა უნდა, თანამშრომლობენ, საკრებულოებში უმრავლესობა აქვთ შეკრული

ეს არის ის იშვიათი შემთხვევა, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ ვინმესთან მართალია, რა თქმა უნდა, თანამშრომლობენ, იმიტომ რომ საკრებულოებში უმრავლესობა აქვთ შეკრული, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ბექა დავითულიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ბარამიძის განცხადებაზე იმის შესახებ, რომ „ნაცმოძრაობა“ გახარიას პარტიასთან სამომავლოდ კი არა, დღესაც თანამშრომლობს.

შალვა პაპუაშვილი

22 თებერვალი 2024, 12:12

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წლიური ანგარიშით გამოდის

პარლამენტის თავმჯდომარე პლენარულ სხდომაზე წლიურ ანგარიშს წარადგენს. შალვა პაპუაშვილის მიერ ყოველწლიური ანგარიშისა და სამოქმედო გეგმის წარდგენის შემდეგ რეგლამენტი პოლიტიკური გამოსვლების გამართვას ითვალისწინებს.

გია აბაშიძე

22 თებერვალი 2024, 12:12

პოლიტიკა

გია აბაშიძე: ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნულ სამსახურს, თურმე აქვს პოტენციალი, მარაზმატიკულად განაცხადოს, ტრანსგენდერების მიერ გამომუშავებული რძე ისეთივე კარგია ჩვილებისთვის, როგორც დედის რძე

პოლიტიკური ორიენტაციის აღრევა, საზოგადოების უმრავლესობის ინტერესების უგულებელყოფა უცხო არ არის გაერთიანებული სამეფოს პოლიტიკურ წრეებში. ბრიტანეთის მმართველი კონსერვატიული პარტია ფსევდოლიბერალიზმის და ვოუქიზმის ისეთ მახინჯ დინებაში დრეიფობს, რომ ფეხქვეშ გათელა კონსერვატიზმის არსი, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე, ბრიტანული გამოცემა „The Telegraph“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახური, ტრანსგენდერების მიერ გამომუშავებულ რძეს, დედის რძის მსგავსად სასარგებლოდ მიიჩნევს.

ბექა დავითულიანი

22 თებერვალი 2024, 12:11

პოლიტიკა

ბექა დავითულიანი მამუკა ხაზარაძეს: თქვენი მუსტანგი ცეცხლოვანი კი არ არის, უბრალოდ დამწვარი ძველი მანქანაა

„მამუკა ხაზარაძე საერთოდ აჭრილია თავია წარმოდგენებში. ბატონო მამუკა, თქვენი მუსტანგი ცეცხლოვანი კი არ არის, უბრალოდ დამწვარი ძველი მანქანაა“, - აცხადებს ბექა დავითულიანი

22 თებერვალი 2024, 12:06

საზოგადოება

დაცული ტერიტორიების სააგენტოში ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მენეჯმენტის გეგმის მიზანია ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიებისთვის განისაზღვროს გრძელვადიანი მიზნები და მის მისაღწევად აუცილებელი მართვის შესაბამისი მიდგომები და კონკრეტული ღონისძიებები, რომლებიც აღნიშნული დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციამ და დაცული ტერიტორიების სააგენტომ მოცემული მენეჯმენტის გეგმის მოქმედების ვადაში უნდა განახორციელონ.

ჯო ბაიდენი

22 თებერვალი 2024, 12:03

მსოფლიო

ჯო ბაიდენმა ვლადიმირ პუტინს გიჟი უწოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუს კოლეგას ვლადიმირ პუტინს გიჟი უწოდა. თეთრი სახლის ლიდერმა ეს განცხადება კლიმატურ ცვლილებებზე საუბრისას გააკეთა.

მარკ რუტე

22 თებერვალი 2024, 11:52

მსოფლიო

Politico: ნატოს წევრი 20-ზე მეტი ქვეყანა თანახმაა, რომ იენს სტოლტენბერგი მარკ რუტემ შეცვალოს

ნატოს წევრი 20-ზე მეტი ქვეყანა თანახმაა, რომ ალიანსის გენერალური მდივნის თანამდებობაზე იენს სტოლტენბერგი ნიდერლანდების მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ შეცვალოს. ამის შესახებ ნატოში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Politico წერს.

ნიკოლოზ სამხარაძე

22 თებერვალი 2024, 11:37

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთოში 9 ქვეყნის მუდმივ წარმომადგენელთან საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე ისაუბრა

ნიკოლოზ სამხარაძესთან ერთად შეხვედრაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ეუთოსა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში ქეთევან ციხელაშვილი მონაწილეობდა

22 თებერვალი 2024, 11:37

რეგიონი

ჯვარი-ხაიშის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ70 (ჯვარი-ხაიში) მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

22 თებერვალი 2024, 11:35

მსოფლიო

რუსეთში ალექსეი ნავალნის მემორიალთან დაკავებულებს პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ სამხედრო სამსახურში იწვევენ

ალექსეი ნავალნის მემორიალთან დაკავებულებს პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ სამხედრო სამსახურში იწვევენ. უკრაინული მედიის ცნობით, 6 მოქალაქეს, რომლებიც სანკტ-პეტერბურგში დააკავეს, შეტყობინება მიუვიდათ, კომისარიატში გამოცხადდნენ და სამხედრო სამსახურში დარეგისტრირდნენ.

22 თებერვალი 2024, 11:31

მსოფლიო

ესპანელი ფერმერები პროტესტის ნიშნად ტრაქტორებით მადრიდის ცენტრში მივიდნენ

ფერმერთა საპროტესტო აქციები გრძელდება ესპანეთის დედაქალაქშიც. ფერმერები მადრიდის ცენტრში ტრაქტორებით მივიდნენ.

გურამ მაჭარაშვილი

22 თებერვალი 2024, 11:30

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: იქიდან გამომდინარე, რომ ხალხისგან მათ უკვე ხმა აღარ ესმით, ახლა ესმით და ელანდებათ რევოლუციის გუგუნი

იქიდან გამომდინარე, რომ მათ ხალხისგან უკვე ხმა აღარ ესმით, ახლა ესმით და ელანდებათ რევოლუციის გუგუნი. ხაზარაძეს რაც შეეხება, ისიც კი ცდილობს დემოკრატიის ქურქი მოისხას, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

22 თებერვალი 2024, 11:27

პოლიტიკა

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ფერმერების აქციებში რუსეთის აგენტების შესაძლო მონაწილეობაზე საუბრობს

„ეს არის მცდელობა, გავლენა მოახდინონ საპროტესტო მოძრაობაზე იმ ჯგუფებმა, რომლებიც რუსეთის სადაზვერვო სამსახურის გავლენის ქვეშ არიან“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში. მთავრობა ღრმა შეშფოთებას გამოხატავს იმის გამოც, რომ ფერმერთა საპროტესტო აქციებზე პუტინის ბანერები გამოჩნდა.

ბექა დავითულიანი

22 თებერვალი 2024, 11:24

პოლიტიკა

ბექა დავითულიანი: იმის ნაცვლად, ბატონი ჯანაშია სააკაშვილის ოჯახის სწავლის დაფინანსების და ბიუჯეტიდან ხარჯების გაღებისთვის ციხეში იჯდეს, სამწუხაროდ, გარეთაა და თავის ამომრჩეველს რევოლუციისკენ მოუწოდებს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, „მიხეილ სააკაშვილს უნდა მიეცეს უფლება მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკურ წინარევოლუციურ პროცესში“.

მიხეილ სარჯველაძე

22 თებერვალი 2024, 11:19

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: შალვა პაპუაშვილმა ძალიან ბევრი სერიოზული სიახლე შემოიტანა, განსაკუთრებულად დაეტყო პარლამენტს მისი პოზიტიური დამოკიდებულებები

პირადად შალვამ ძალიან ბევრი სერიოზული სიახლე შემოიტანა, განსაკუთრებულად დაეტყო პარლამენტს მისი პოზიტიური დამოკიდებულებები და ამან მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი პარლამენტის ბევრად უფრო ქმედითუნარიანობას, - ამის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ შალვა პაპუაშვილზე საუბრისას განაცხადა. ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ პარლამენტის წლიური ანგარიში საინტერესო იქნება.

ირაკლი ქადაგიშვილი

22 თებერვალი 2024, 11:13

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის შეფასება, რომ საქართველო არის ნატოს ერთგული პარტნიორი და ნატო გააგრძელებს ყველა შესაძლო მექანიზმით საქართველოს გაძლიერებასა და მის უსაფრთხოებაზე ზრუნვას

ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის შეფასება, რომ საქართველო არის ნატოს ერთგული პარტნიორი და ნატო გააგრძელებს ყველა შესაძლო მექანიზმით საქართველოს გაძლიერებასა და მის უსაფრთხოებაზე ზრუნვას, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.

რატი იონათამიშვილი

22 თებერვალი 2024, 11:12

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი პრემიერის ბრიუსელში ვიზიტზე: დარწმუნებული ვარ, რომ ამ ვიზიტის შედეგებს თითოეული ჩვენი მოქალაქე მალე საკუთარ თავზე იგრძნობს

„დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში იყო ისტორიული მნიშვნელობის და საქართველო იყო მთელი ამ ხნის განმავლობაში ევროკავშირის დედაქალაქის ყურადღების ცენტრში“

22 თებერვალი 2024, 11:12

მსოფლიო

The Times: ომის დაწყების მეორე წლისთავზე უკრაინა იმაზე უფრო სახიფათო მდგომარეობაშია, ვიდრე ერთი წლის წინ იყო

ომის დაწყების მეორე წლისთავზე უკრაინა იმაზე უფრო სახიფათო მდგომარეობაშია, ვიდრე ერთი წლის წინ იყო - ამის შესახებ გამოცემა The Times-ი წერს. როგორც სტატიაშია აღნიშნული, იმისათვის, რომ ომში გაიმარჯვოს, უკრაინას ჯარის რაოდენობის გაზრდა სჭირდება, იმიტომ რომ ომში შეიარაღებული ადამიანები იმარჯვებენ.

ვასილ მაღლაფერიძე

22 თებერვალი 2024, 10:57

საზოგადოება

ვასილ მაღლაფერიძე: „საქართველოში, ჯერ კიდევ გუშინწინ ვინმეს რომ წამოსცდენოდა, ამერიკაში „მამის“ და „დედის“ თქმას უშლიანო, საბრალოს სასაცილოდ აგდებას არ აკმარებდნენ - იმდენად გაღმა ნაპირზე გასულად გამოიყურება ეს ამბავი

მზე დედაა ჩემი, მთვარე - მამაჩემი… აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა დოკუმენტი, რომლითაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი თანამშრომლებს ურჩევს, შეძლებისდაგვარად მოერიდონ ისეთ ტერმინებს, როგორებიც არის „მამა“, „დედა“, „ქალიშვილი“, „ვაჟი“, „ცოლი“, „ქმარი“, „ქალბატონებო და ბატონებო“ და მათ ნაცვლად გამოიყენონ ტერმინები „მშობელი“, „პარტნიორი“, „შვილი“, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში წერს.

22 თებერვალი 2024, 10:54

ეკონომიკა

ივნისიდან Jazeera Airways ელ-ქუვეითიდან ბათუმის მიმართულებით ოპერირებას იწყებს

,,Jazeera Airways-მა საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება 2018 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაიწყო. მას შემდეგ რაც ორწლიანი მოლაპარაკებები ავიაკომპანიასთან საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ წარმატებით დაასრულა. ჩვენ მუდმივად ვაგრძელებთ ავიაკომპანიებთან კომუნიკაციას და თანამშრომლობას, რათა მეტი მიმართულება და მეტი სიხშირე შევთავაზოთ ჩვენს მგზავრებს. შედეგად, ავიაკომპანია 14 ივნისიდან 16 სექტემბრის ჩათვლით ელ-ქუვეითი-ბათუმი-ელ-ქუვეითის საჰაერო ხაზზე ფრენებს ყოველდღიურად შეასრულებს“, - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.