imedi /  08 აგვისტო 2017, 09:58 / სანდო წყარო

კენიაში საპრეზიდენტო არჩევნებია

კენიაში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. ქვეყნის ლიდერობისთვის კვლავ იბრძვის მისი ამჟამინდელი პრეზიდენტი, 55 წლის უჰურუ კენიატა. მის მთავარ მოწინააღმდეგეს კი ოპოზიციონერი ლიდერი, 72 წლის ექსპრემიერი რაილა ოდინგა წარმოადგენს, რომელიც 2007 და 2013 წლის არჩევნების დროს უკვე ორჯერ დამარცხდა. 

ოპოზიციონერის განცხადებით, მოქმედ პრეზიდენტს გამარჯვების შანსი მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს, თუ ის არჩევნების შედეგებს გააყალბებს. 

წინასაარჩევნო გამოკითხვის შედეგად ორივე ლიდერს ხმათა თანაბარი რაოდენობა აქვს. 2007 წლის არჩევნებს ეთნიკურ დაჯგუფებებს შორის დაპირისპირება მოჰყვა, რასაც 1400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

კომენტარები ()

არქივი

18 ოქტომბერი 2017, 03:33

თემა

ელექტრონული სიგარეტი მავნეა?

ჩვენ გარშემო, უკვე ბევრი ვეიპერია - ასე უწოდებენ მეორენაირად ელექტრო სიგარეტების მომხმარებლებს. ბევრს მიაჩნია, რომ ელექტრონული სიგარეტი მავნებელი არ არის და რაც მთავარია, მისი დახმარებით მოწევისთვის თავის დანებება შეიძლება.

18 ოქტომბერი 2017, 01:10

საქართველო

საერთაშორისო გამჭვირვალობა კორუფციის რისკებზე ანგარიშს წარადგენს

ანგარიში 2014-2017 წლის პერიოდს მოიცავს. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ანგარიშში ასახულია "ზონალურ საბჭში" დაფიქსირებული ინტერესთა კონფლიქტისა და კორუფციის რისკების მატარებელი შემთხვევები.

18 ოქტომბერი 2017, 00:59

მსოფლიო

ევროკომისია: მალტაში ჟურნალისტი შესაძლოა ქილერმა ააფეთქა

ევროკომისიაში ფიქრობენ, რომ მალტელი ჟურნალისტის და ბლოგერის, დაფნე კარუან გალიციას მკვლელობა შეკვეთილი იყო. ამასთან დაკავშირებით ევროკომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარგარიტის სხილასმა მისი გარდაცვალების მიზეზების ყურადღებით გამოძიება მოითხოვა.

18 ოქტომბერი 2017, 00:44

კულტურა

ჰარვი ვაინშტეინმა საკუთარი კომპანიის დირექტორთა საბჭო დატოვა

საბჭოს სხდომა ნიუ-იორკში გაიმართა, სადაც ვაინშტეინს თანამდებობის დასატოვებლად 5-დღიანი ვადა მისცეს. მედიის ცნობით, ვაინშტეინმა კომპანიიდან წასვლა ვადის ამოწურვამდე გადაწყვიტა. ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ ვაინშტეინის სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ.

18 ოქტომბერი 2017, 00:30

მსოფლიო

კიევში იარაღის სამალავი აღმოაჩინეს

ვიქტორ კონონენკოს განცხადებით, სამართალდამცველების მიერ ამოღებული იარაღი შესაძლოა პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე გამოეყენებინათ, ასევე სახელმწიფოში დესტაბილიზაციის მოსაწყობად და შეტაკების პროვოცირებისთვის, რაც უარყოფით შედეგებს გამოიწვევდა.

18 ოქტომბერი 2017, 00:10

კულტურა

ელვის პრესლის ნაქონი რევოლვერი აუქციონზე გაიტანეს

მომღერალმა იარაღი 1971 წლის 7 იანვარს ტენესის შტატის ქალაქ მემფისში შეიძინა, რის შემდეგაც მასზე აბრეავიატურა T.C.B. (Taking Care of Business) ამოატვიფრინა. სწორედ ასე ეძახდა ელსვის პრესლი თავის ჯგუფს.

17 ოქტომბერი 2017, 23:47

მსოფლიო

ჰავაის სასამართლომ ტრამპის განახლებული სამიგრაციო განკარგულება დაბლოკა

ამერიკის შტატ ჰავაის ფედერალურმა მოსამართლემ პრეზიდენტ ტრამპის განახლებული სამიგრაციო კანონის ამოქმედება მის ძალაში შესვლამდე რამდენიმე საათით ადრე დაბლოკა. სასამართლო მიიჩნევს, რომ სამიგრაციო ზომების გამკაცრების მიზეზები განკარგულებაში საკმარისად დასაბუთებული არ არის.

17 ოქტომბერი 2017, 23:32

ტაბლოიდი

ამერიკელმა ქალმა რონალდუსთან 1 დღის გასატარებლად 32 000 ევრო გადაიხადა

ქალმა რეალის ერთ-ერთ საშინაო მატჩზე დასასწრებად 2 VIP ბილეთი მიიღო. გარდა ამისა, ის გუნდის ვარჯიშს დაესწრება, რომლის დასრულების შემდეგაც ის საყვარელი სპორტსმენს შეხვდება და მისგან ავტოგრაფს მიიღებს.

17 ოქტომბერი 2017, 23:30

საქართველო

საკონსტიტუციო სასამართლომ, მერის არჩევისას, სამსახურის უფროსების გადადგომა არაკონსტიტუციურად ცნო

საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის ის ნორმები, რაც ახალი გამგებლის/მერის არჩევისას ავტომატურად უფლებამოსილებას უწყვეტდა გამგეობის/მერიის ყველა სამსახურის ხელმძღვანელს.

17 ოქტომბერი 2017, 23:23

კულტურა

"ჯიბის კაცი" საამიროების ფესტივალზე საუკეთესო ანიმაციურ ფილმად აღიარეს

ანა ჩუბინიძის ანიმაციური ფილმი „ჯიბის კაცი“ არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში გამართულ ფესტივალზე Sharjah International Children's Film Festival 2017 წლის საუკეთესო ფილმად აღიარეს. ის უკვე 88 საერთაშორისო კინოფესტივალზე იყო წარდგენილი.

17 ოქტომბერი 2017, 23:07

ძალოვნები

ნანა კაკაბაძე დეკანოზის საქმეზე გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით გამოკითხეს

უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე დეკანოზის საქმეზე სოსო ოხანაშვილის მიერ მიცემულ ჩვენებაზე გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით გამოკითხეს. კაკაბაძის თქმით, გამომძიებლებს კითხვები ძირითადად მის განცხადებასთან დაკავშირებით ჰქონდათ და აინტერესებდათ თუ რა იყო მისი საჩივრის საგანი.

17 ოქტომბერი 2017, 22:50

მსოფლიო

პორტუგალიაში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხმა 40-ს გადააჭარბა

შაბათის შემდეგ ქვეყანაში ხანძრის 500 კერა დაფიქსირდა. მათგან 50 ამ დრომდე აქტიურია. სტიქიამ ასობით სახლი გაანადგურა. უსაფრთხოების მიზნით გადაკეტილია 12 საავტომობილო გზა. ხანძართან საბრძოლველად მობილიზებულია 4 000 მეხანძრე და სამხედროები.

17 ოქტომბერი 2017, 22:30

კულტურა

ჯენიფერ ლოურენსმა პროდიუსერი ქალის მხრიდან სექსუალურ დამცირებაზე ისაუბრა

"როდესაც მე გაცილებით ახალგზარდა ვიყავი და კარიერას ვიწყებდი, ერთ-ერთი ფილმის პროდიუსრებმა მითხრეს, რომ 2 კვირაში 7 კილოგრმი უნდა დამეკლო"- ამბობს 27 წლის მსახიობი. მისი თქმით, მანამდე სხვა გოგო, რომელმაც გახდომაზე უარი თქვა, გაათავისუფლეს.

17 ოქტომბერი 2017, 22:21

ვიდეო

ეს არის დიდი აღიარება იმისა, რომ საქართველო სწორ გზაზეა რეფორმების კუთხით

17 ოქტომბერი 2017, 22:09

მსოფლიო

მარია შარაპოვა კრემლის თასს გამოეთიშა

მარია შარაპოვა კრემლის თასს გამოეთიშა. რუსი ჩოგბურთელი პირველ წრეში სლოვაკ მაგდალენა რიბარიკოვასთან - 6:7(3), 4:6 დამარცხდა. შარაპოვას სამშობლოში 10 წელზე მეტია არ უასპარეზია. 15 ოქტომბერს ჩოგბურთელმა დისკვალიფიკაციის შემდეგ პირველი ტიტული მოიპოვა.

17 ოქტომბერი 2017, 21:56

არჩევნები 2017

წინასაარჩევნოდ პარტიებმა 13 მილიონ ლარამდე შემოწირულობა მიიღეს

1 ივლისიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით, საარჩევნო სუბიექტებმა ჯამში 12,998,651.16 ლარის შემოწირულება მიიღეს, - ამის შესახებ ნათქვამია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შუალედურ ანგარიშში, რომელიც სახელმწიფო აუდიტმა გამოაქვეყნა.

17 ოქტომბერი 2017, 21:44

ვიდეო

ქრონიკა 20:00 საათზე - 17 ოქტომბერი, 2017 წელი

17 ოქტომბერი 2017, 21:43

საქართველო

ზეკარის უღელტეხილზე გერმანელი ტურისტები გადაარჩინეს

სამაშველო ჯგუფმა, ინტენსიური სამძებო სამუშაოების შედეგად, საქართველოსა და გერმანიის მოქალაქეების ადგილსამყოფლის დადგენა შეძლო. ტურისტების დასახმარებლად ჩატარებულ გზის გაწმენით სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები და მძიმე ტექნიკა აწარმოებდა.

17 ოქტომბერი 2017, 21:37

ეკონომიკა

სექტემბერში საქართველოდან 33 ქვეყანაში 1000 დოლარზე ნაკლები გადაირიცხა

ეროვნული ბანკის მონაცემებით, სექტემბერში საქართველოდან სხვა ქვეყნებში თითქმის 19 მილიონი დოლარი გადაირიცხა. ფულადი გზავნილების მოცულობით (7,8 მილიონი დოლარი) რუსეთი ლიდერობს. თუმცა, 33 ქვეყანაა ისეთი, სადაც საქართველოდან გაგზავნილი თანხის ოდენობა 1000 დოლარს არ აღემატება.

17 ოქტომბერი 2017, 21:26

ტექნოლოგიები

უახლოეს 15 წელიწადში დიდ ბრიტანეთში ყოველ მეხუთე მუშას რობოტი შეცვლის

კვლევის ავტორების თქმით, დასავლეთის ქვეყნებში ეკონომიკური პირობების შეცვლის მიზეზი სამუშაო ადგილების ავტომატიზაცია და არა გლობალიზაცია გახდა, რასაც შედეგად მოჰყვა ელექტორატის უკმაყოფილება, ტრამპის გამარჯვება ბრექსიტი დიდი ბრიტანეთში.