imedi  /  14 იანვარი 2022, 12:16 / სანდო წყარო

ჯო ბაიდენი იმედგაცრუებულია იმით, რომ აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ განკარგულება დაბლოკა, რომელიც მსხვილი კომპანიების თანამშრომლების სავალდებულო ვაქცინაციას ითვალისწინებდა

ჯო ბაიდენი

ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ იმედგაცრუებულია იმით, რომ აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ განკარგულება დაბლოკა, რომელიც მსხვილი კომპანიების თანამშრომლების სავალდებულო ვაქცინაციას ითვალისწინებდა.

13 იანვარს, აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დროებით დაბლოკა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის განკარგულება, რომლის თანახმად, იმ კომპანიებს, სადაც 100-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, პერსონალის ვაქცინაციის უზრუნველყოფა ევალებოდათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ვალდებულნი იქნებოდნენ, კვირაში ერთხელ კორონავირუსზე ტესტი საკუთარი ხარჯებით ჩაეტარებინათ. ამასთან, აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ მხარი დაუჭირა სამედიცინო დაწესებულებების პერსონალისთვის ვაქცინაციის ჩატარების ვალდებულებას.

„იმედგაცრუებული ვარ, რომ უზენაესმა სასამართლომ გადაწყვიტა დაებლოკა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მოთხოვნები მსხვილი კომპანიების თანამშრომლებისთვის, რომელიც ცალსახად ეფუძნებოდა როგორც მეცნიერებას, ასევე კანონს. ეს საგანგებო სტანდარტი დამსაქმებლებს საშუალებას აძლევდა მოეთხოვათ ვაქცინაცია ან დაეშვათ ვაქცინაციაზე უარის თქმა, თუ თანამშრომლები კვირაში ერთხელ ტესტირებას გაივლიდნენ და სამსახურში პირბადეს გამოიყენებდნენ. ეს ძალიან მოკრძალებული ტვირთია“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ბიზნესის წარმომადგენლებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ აღადგინონ სამუშაო ადგილებზე ვაქცინაციის მოთხოვნა.

„სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად, ახლა შტატებმა და ცალკეულმა დამსაქმებლებმა თავად უნდა განსაზღვრონ, გახადონ თუ არა სამუშაო ადგილები მაქსიმალურად უსაფრთხო თანამშრომლებისთვის და იქნება თუ არა მათი ბიზნესი უსაფრთხო მომხმარებლებისთვის ამ პანდემიის დროს. სასამართლომ დაადგინა, რომ ჩემს ადმინისტრაციას არ შეუძლია გამოიყენოს კონგრესის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება, რათა მოითხოვოს ეს ზომა, მაგრამ ეს არ მიშლის ხელს ჩემი ხმა გამოვიყენო, როგორც პრეზიდენტმა, რათა მხარი დავუჭირო დამსაქმებლებს, რომ ამერიკელების ჯანმრთელობა და ეკონომიკა დაიცვან. ბიზნესის წარმომადგენლებს მოვუწოდებ, ვაქცინაციის მოთხოვნები დააწესონ, რათა თავიანთი თანამშრომლები და მომხმარებლები დაიცვან“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ყველა სიახლე

12 ივლისი 2026, 23:55

საზოგადოება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 13 ივლისს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს - თორმეტი მოციქულის ხსენებასთან დაკავშირებით, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღევლინება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს 12 მოციქულს იხსენებს. საეკლესიო გადმოცემის თანახმად, თორმეტი მოციქულის ხსენების დღე მეოთხე საუკუნიდან აღინიშნება. ამავე დღეს აღინიშნება სვეტიცხოვლობაც, რადგან სვეტიცხოვლის ტაძარი, სწორედ 12 მოციქულის სახელზეა აგებული. საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, ხვალვე თორმეტი მოციქულის ხსენებასთან დაკავშირებით, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღევლინება. „მღვდელმთავართა ავტომობილები, ტაძრის ეზოს ნაცვლად, გალავნის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება. ასევე, ქალაქი მცხეთა არ დაიკეტება და შესვლა თავისუფალი იქნება", - ნათვქმია საპატრიარქოს ინფორმაციაში.

ლევან მახაშვილი

12 ივლისი 2026, 23:38

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი ევროსტრუქტურების რეზოლუციებზე: ეს არის ცალსახად კოლექტიური შეტევა იმ პოლიტიკური დაჯგუფებების, თუ არაფორმალური გავლენების მხრიდან, რომლებიც არიან გაბრაზებული იმის გამო, რომ საქართველომ გადაწყვიტა, გამოსულიყო ომის მოჯადოებული წრიდან

ეს არის ცალსახად კოლექტიური შეტევა იმ პოლიტიკური დაჯგუფებების, თუ არაფორმალური გავლენების მხრიდან, რომლებიც არიან გაბრაზებული იმის გამო, რომ საქართველომ გადაწყვიტა გამოსულიყო ომის მოჯადოებული წრიდან, არ გამხდარიყო პროქსი სახელმწიფო და არ გამხდარიყო კიდევ ერთი ცხელი წერტილი ამ გეოპოლიტიკური დაპირისპირებების საჭადრაკო დაფაზე, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა ბოლო პერიოდში ევროსტრუქტურების მიერ საქართველოს საკითხზე მიღებულ რეზოლუციებზე საუბრისას.

ლევან მახაშვილი

12 ივლისი 2026, 23:35

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: იყვნენ მაშინ ამერიკაში ჯო უილსონი და ევროპაში რასა იუკნევიჩიენე და მათ გადაწყვიტონ, როგორც უმაღლესმა მსაჯულებმა, ვინ იქნება ხელისუფლებაში - არჩევნები ასე ჩატარდა თუ ისე ჩატარდა. სწორედ ეს არის, რაც ანგრევს ეუთოს შიგნიდან

იყვნენ მაშინ ამერიკაში ჯო უილსონი და ევროპაში რასა იუკნევიჩიენე და მათ გადაწყვიტონ, როგორც უმაღლესმა მსაჯულებმა, ვინ იქნება ხელისუფლებაში - არჩევნები ასე ჩატარდა თუ ისე ჩატარდა. სწორედ ეს არის, რაც ანგრევს ამ ორგანიზაციას შიგნიდან, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ეუთოზე საუბრისას.

ლევან მახაშვილი

12 ივლისი 2026, 23:30

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე: „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშიც აცდენილია რეალობას, მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი ანგარიშში ერთი წერია და ამ ასამბლეაზე სხვა რაღაცას წერენ. ამ შეუსაბამობაზე პასუხია, რომ საქართველო პატარა სახელმწიფოა, არ აქვს რაკეტები, არ აქვს ბომბები და ამიტომ უწევს ასეთ სიტუაციაში ყოფნა

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიში ისეც აცდენილია რეალობას, მაგრამ ანგარიშში ერთი წერია და ამ ასამბლეაზე სხვა რაღაცას წერენ, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა „მოსკოვის მექანიზმზე“ საუბრისას.

ლევან მახაშვილი

12 ივლისი 2026, 23:26

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: საქართველომ ნაცვლად იმისა, რომ გამხდარიყო ომების მონაწილე, თქვა, რომ ის არ აპირებს ამ ომებში ჩართვას - ამის შემხედვარე ამ ძალებს აქვთ განცდა, რომ საქართველო განერიდა ომებს და ცდილობს, დამოუკიდებელ თამაშს. ეს პოლიტიკური კოლექტიური იერიშიც ევროპარლამენტში, PACE-ში, თუ ეუთოში, სწორედ ამითაა ნაკარნახევი

გარე ძალებს აქვთ განცდა, რომ საქართველო განერიდა ომებს და ცდილობს, რაღაც დამოუკიდებელ თამაშს. ეს პოლიტიკური კოლექტიური იერიშიც - ევროპარლამენტში, PACE-ში, თუ ეუთოში, სწორედ ამითაა ნაკარნახევი, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა.

ლაშა აბაშიძე

12 ივლისი 2026, 23:24

ეკონომიკა

ლაშა აბაშიძე: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი გახდება მრავალფუნქციური პორტი, როგორც საკონტეინერო, ასევე მშრალი და ნაყარი ტვირთებისთვის

ძალიან სწორი და მიზანშეწონილი გადაწყვეტილებაა, - ასე აფასებს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე მთავრობის გადაწყვეტილებას ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ე.წ. ლენდლორდის მოდელით აშენების შესახებ.

ლევან მახაშვილი

12 ივლისი 2026, 23:23

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე: ყველაზე საშიში, რაც მოხდა ამით, იყო ის, რომ დასრულდა საერთაშორისო სამართლის მოქმედება. საერთაშორისო სამართლის რღვევის პროცესში თავად ეუთოს წევრმა სახელმწიფოებმა შეიტანეს მნიშვნელოვანი წვლილი

ნამდვილად ბევრი დასკვნის გამოტანა შეგვიძლია ამ კონკრეტული ასამბლეისდან. ყველაზე საშიში რაც მოხდა ამით [რეზოლუციით], იყო ის, რომ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დასრულდა საერთაშორისო სამართლის მოქმედება, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა საქართველოს საკითხზე კრიტიკულ რეზოლუციაზე საუბრისას, რომელიც გასულ კვირაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო.

ანდრაშ ლასლო

12 ივლისი 2026, 22:46

მსოფლიო

ანდრაშ ლასლო: ავტომწარმოებლები ამცირებენ სამუშაო ადგილებს, რიგ შემთხვევებში კი მთლიანად ხურავენ საწარმოებს - იმ საწარმოებს, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში გერმანული და ზოგადად ევროპული წარმოების ხერხემალს წარმოადგენდნენ

ევროპარლამენტარი ანდრაშ ლასო „იმედის კვირისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ევროპულ, მათ შორის გერმანულ ავტოწარმოებაში შექმნილ პრობლემებზე საუბრობს.

12 ივლისი 2026, 22:35

მსოფლიო

გერმანული ეკონომიკის კრიზისი. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

სტაგნაციის, ენერგეტიკული კრიზისისა და სამრეწველო-ფინანსური გამოწვევების გამო გერმანული ავტოგიგანტები ერთმანეთს მიყოლებით მძიმე გადაწყვეტილებებს იღებენ - „მერსედესი“ ხელფასებს ამცირებს, „ფოლკსვაგენი“ კი ათასობით თანამშრომელს ათავისუფლებს.

ტომაშ ფროელიხი

12 ივლისი 2026, 22:28

მსოფლიო

ტომაშ ფროელიხი: ამჟამად გერმანია ყველაზე მაღალ ფასს იხდის ენერგორესურსებისთვის, ეს კი გახლავთ პირდაპირი შედეგი იმ პოლიტიკისა, რომელსაც გერმანიის ხელისუფლება ატარებს ევროკავშირის მხარდამხარ - ბევრი კომპანია გერმანულ ბაზარს ტოვებს, ყოველთვიურად 12 ათას სამუშაო ადგილს ვკარგავთ წარმოებაში

მოგიყვებით ერთ მაგალითს, ერთ დროს 17 ატომური ელექტროსადგური გვქონდა გერმანიაში და ყველა მათგანი დავხურეთ. ახლა კი ელექტროენერგიის იმპორტს ვახორციელებთ საფრანგეთიდან, რომელიც მას სწორედ ატომური ელექტროსადგურით აწარმოებს. ეს ხომ სრული სიგიჟეა, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ევროპარლამენტარმა ტომაშ ფროელიხმა გერმანული ეკონომიკის პრობლემებზე საუბრისას.

თამარ იოსელიანი

12 ივლისი 2026, 22:25

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: მივიღეთ გადაწყვეტილება, გავაკეთოთ შესაბამისი ინვესტიციები იმისთვის, რომ სრულად მოეწყოს საზღვაო ნავსადგურის ის ძირითადი ფუნდამენტური ინფრასტრუქტურა, რომელიც შემდგომ უკვე მზად დახვდება ინვესტორებს და სატერმინალო ოპერატორებს

ბიუჯეტი, რა თქმა უნდა, მოიცავს როგორც ნავსადგურის ძირითადი ფუნდამენტური ინფრასტრუქტურის განვითარებას, ასევე სარკინიგზო და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას, რასაც რა თქმა უნდა სახელმწიფო აიღებს თავის თავზე, ხოლო შემდგომ დაახლოებით 400 მილიონი იქნება პროპორციულად გადანაწილებული იმ აქტორებზე, რომლებიც განახორციელებენ სატერმინალო ოპერირებას, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით, რომელიც ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით აშენდება.

12 ივლისი 2026, 22:20

პოლიტიკა

დებატების ეფექტი - ჯანსაღი დისკუსიის სატელევიზიო ოთხი თვე. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

ის, რომ დებატები და ჯანსაღი დისკუსია აუცილებელია, ეს ნათლად აჩვენა „იმედის“ ახალმა პროექტმა, რომელიც ახალი სეზონიდან კვლავ გაგრძელდება.

12 ივლისი 2026, 22:08

საზოგადოება

შსს-ს მომსახურების სააგენტო: ქალაქ თელავში 13 ივლისს ყველა სერვისი, მათ შორის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპი (მოედანი), ხელმისაწვდომი იქნება

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს.

ლევან მახაშვილი

12 ივლისი 2026, 22:02

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: დღეს ფაქტობრივად, მოშლილია წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სისტემა. იმის გამო, რომ არ არსებობს საერთაშორისო სამართალი, ნეგატიური შედეგები არის გადაღვრილი საერთაშორისო ორგანიზაციებში

პირდაპირ ბოდიშებით მოდიოდნენ, რომ რა ვქნათ, პოლიტიკაა, ჩვენ პოლიტიკური ჯგუფის წევრები ვართ, სხვა გზა არ გვაქვს, ვსაუბრობთ, პირისპირ ვუხსნით, ველაპარაკებით, მაგრამ რა ვქნათ, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა ეუთოს რეზოლუციაზე საუბრისას.

12 ივლისი 2026, 21:52

სამართალი

თანამდებობაზე ყოფნის დროს ბაჩო ახალაიას უმძიმესი საქმეები და ძალადობის ფაქტები. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

4 ოქტომბრის საქმეზე, როგორც ჩანს კიდევ ბევრ რამეს აეხდება ფარდა. სუს-მა ქვეყნის საზღვართან, ბუფერულ ზონაში გადაადგილებისას დააკავა ძებნილი ბექა ჭულუხაძე, რომელმაც გამოძიების ინფორმაციით, 4 ოქტომბრის დამხობის გეგმის სისრულეში მოსაყვანად დიდი ოდენობით იარაღი შეიძინა და თბილისთან ახლოს ტყეში დამარხა.

მარიამ ქვრივიშვილი

12 ივლისი 2026, 21:51

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: სახელმწიფო თავად განავითარებს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს, შექმნის იმ ეკოსისტემას, რომელიც გააერთიანებს არაერთი ჩვენი პარტნიორი ქვეყნის ინტერესებს

ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორს ტრადიციულად ძალიან დიდი წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში და სწორედ აქედან გამომდინარე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მომდევნო წლების განმავლობაში 7 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება ამ სექტორში“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

12 ივლისი 2026, 21:44

ეკონომიკა

შუა დერეფნის მთავარი კარიბჭე - ანაკლია „ლენდლორდის“ მოდელით. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

ანაკლიის პორტის მშენებლობა მილიარდიანი ინფრასტრუქტურული პროექტია, რომელიც წლებია, ქვეყნის ეკონომიკური მომავლის ერთ-ერთ მთავარ შესაძლებლობად განიხილება.

მარიამ ქვრივიშვილი

12 ივლისი 2026, 21:40

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი ანაკლიის პორტთან დაკავშირებით „ლელოს" განცხადებაზე: არ არის გასაკვირი ოპონენტების მსგავსი ინიციატივები, იმიტომ, რომ ისინი შეჩვეულები იყვნენ, არიან და ალბათ ყოველთვის იქნებიან, რომ გადაწყვეტილებები მიიღონ გარედან, კარნახის საფუძველზე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემა „იმედის კვირაში“ ანაკლიის ღრამწყლოვანი პორტის პროექტზე საუბრისას კომენტარი გააკეთა პარტია „ლელოს” წევრის, გრიგოლ გეგელიას განცხადებაზე, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მონაწილეობით უნდა შეიქმნას „კავკასიური კონსორციუმი“ და ანაკლიის მართვა გადაეცეს მაღალი რეპუტაციის საერთაშორისო ოპერატორს.

მარიამ ქვრივიშვილი

12 ივლისი 2026, 21:32

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: „ლენდლორდის" მოდელი შესაძლებლობას მოგვცემს, რომ სატერმინალო ოპერატორებად გვყავდეს ჩვენი პარტნიორი ქვეყნების კერძო ოპერატორები და ერთიანი ძალისხმევით ანაკლია გავხადოთ საერთაშორისო ინტერესის, საერთაშორისო კაპიტალისა და საერთაშორისო ტვირთების თავმოყრის ცენტრი

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იქნება ქართული პორტი, სახელმწიფოს მფლობელობაში, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემა „იმედის კვირაში“.

თამარ იოსელიანი

12 ივლისი 2026, 21:20

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: ინტერესი არის ძალიან მაღალი როგორც დასავლური კომპანიებიდან, ასევე ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან, ცენტრალური აზიიდან და შესაბამისად ჩინეთიდან - დარწმუნებულები ვართ, რომ ამ ყველა ინტერესის გათვალისწინებით ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იქნება წარმატებული

ინტერესი არის ძალიან მაღალი როგორც დასავლური კომპანიებიდან, ასევე ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან, ცენტრალური აზიიდან და შესაბამისად ჩინეთიდან და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ამ ყველა ინტერესის გათვალისწინებით ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იქნება წარმატებული, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა გადაცემაში „იმედის კვირა“ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით აშენდება.