06 მარტი 2022, 09:15 / სანდო წყარო

უკრაინის შსს: საზღვარგარეთ მყოფი მრავალი ქალი და კაცი ბრუნდება უკრაინაში, მათი უმეტესობა წვევამდელი ასაკისაა - მათ ნათლად ესმით თავიანთი მოვალეობა, დაიცვან ყველაზე მნიშვნელოვანი: საკუთარი ოჯახი, სახლი და სახელმწიფო

„რუს დამპყრობლებთან ბრძოლაში, უკრაინელების სახალხო ომის დევიზი გახდა „არავინ ჩვენ გარდა!“. უკრაინელ ხალხს ესმის, რომ ჩვენ გარდა არავინ დაიცავს სამშობლოს და ეს გვმატებს მოტივაციასა და გამბედაობას. უკან დასახევი არსად გვაქვს, რადგან საკუთარ მიწაზე ვართ!“, - აღნიშნულია უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, საომარი დღეების განმავლობაში, უკრაინაში 100 ათასზე მეტი ადამიანი დაბრუნდა.

„ჩვენს მიწაზე რუსეთის აგრესიული თავდასხმის შემდეგ, ბევრი უკრაინელი გახდა იძულებული, ქვეყანა დაეტოვებინა და ეპოვა მშვიდი ადგილი საკუთარი შვილებისა და მშობლების უსაფრთხოებისთვის, თუმცა, საზღვარზე უკრაინელები ორი მიმართულებით მოძრაობენ - როცა მათ ნაწილს ბავშვები და მოხუცი ახლობლები გაჰყავს საზღვარგარეთ, საზღვარგარეთ მყოფი მრავალი ქალი და კაცი ბრუნდება უკრაინაში, ბრუნდებიან, რათა შეუერთდნენ სახალხო წინააღმდეგობას, როგორც ჯარისკაცები ან მოხალისეები. 25 თებერვლიდან 5 მარტამდე, 100 ათასზე მეტი ადამიანი დაბრუნდა. მათი უმეტესობა წვევამდელი ასაკის ბიჭია. ისინი ნებაყოფლობით ბრუნდებიან და ნათლად ესმით მათი მოვალეობა დაიცვან ყველაზე მნიშვნელოვანი: საკუთარი ოჯახი, სახლი და სახელმწიფო“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

ყველა სიახლე

27 აგვისტო 2026, 10:38

მსოფლიო

Reuters: ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაახლოებით 1 500 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება

ნეპალსა და ჩინეთის ტიბეტის რეგიონში მომხდარი წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად თითქმის 1 500 ადამიანი, მათ შორის დაახლოებით 800 უცხოელი, დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ლევან ჟორჟოლიანი

27 აგვისტო 2026, 10:35

პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი: სტაჟირების პროგრამაში მონაწილე სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს საშუალება ექნებათ, გაიღრმაონ როგორც თეორიული ცოდნა, ასევე მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება, რაც მნიშვნელოვანია მათ შემდგომ პროფესიულ განვითარებაში

სტაჟირების პროგრამაში მონაწილე სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს საშუალება ექნებათ, გაიღრმაონ როგორც თეორიული ცოდნა, ასევე მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება, რაც მნიშვნელოვანია მათ შემდგომ პროფესიულ განვითარებაში, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა.

27 აგვისტო 2026, 10:25

ტაბლოიდი

მედია: ჯორჯინა როდირგესმა კრიშტიანუ რონალდუს უფროსი ბავშვები იშვილა

საუბარია 16 წლის კრიშტიანუ-უმცროსსა და 9 წლის ტყუპებზე - ევასა და მათეოზე, რომლებიც პორტუგალიელ ფეხბურთელს სუროგაციის გზით გაუჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, საბუთების გაფორმების შემდეგ ჯორჯინა იურიდიულად მათ დედად ითვლება. აქამდე სამივე ბავშვზე მშობლის პასუხისმგებლობა ოფიციალურად მხოლოდ რონალდუს ეკისრებოდა.

რობერტ ქოჩარიანი

27 აგვისტო 2026, 10:15

მსოფლიო

სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს რობერტ ქოჩარიანს პატიმრობა შეეფარდა

ერევნის სასამართლომ სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს რობერტ ქოჩარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

27 აგვისტო 2026, 10:14

სპორტი

„იბერია“ ევროპალიგის პლეიოფის საპასუხო მატჩში დღეს „იაგელონიას“ უმასპინძლებს⚽

საქართველოს ჩემპიონი, თბილისის „იბერია“ დღეს „მიხეილ მესხზე“ ევროპალიგის პლეიოფის საპასუხო მატჩს გამართავს. ქართული გუნდი „იაგელონიას“ უმასპინძლებს, რომელთანაც გასვლაზე ანგარიშით 0:4 წააგო.

27 აგვისტო 2026, 10:11

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ორი პირის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულებს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ორი პირის განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

წვიმიანი ამინდი

27 აგვისტო 2026, 10:10

საზოგადოება

საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე 27-28 აგვისტოს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი ინტენსივობის, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება

„27-28 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, 27 აგვისტოს დილის საათებიდან აფხაზეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში, 28 აგვისტოს ასევე კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, მათ შორის დედაქალაქში და შემოგარენ ტერიტორიაზე, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

27 აგვისტო 2026, 10:07

რეგიონი

დავით სონღულაშვილი გურჯაანში ატმისა და ვაშლატამას მოსავლის დაბინავების პროცესს გაეცნო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ პლატონ კალმახელიძესთან ერთად, გურჯაანის მუნიციპალიტეტში ატმისა და ვაშლატამას მოსავლის დაბინავების პროცესს გაეცნო და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა, - ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

27 აგვისტო 2026, 10:01

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 27 აგვისტოს საქართველოში

27 აგვისტოს ბათუმში მზეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +24 გრადუსი დაფიქსირდება.

27 აგვისტო 2026, 09:46

საზოგადოება

ახალციხეში რეკრეაციული სივრცეების მოწყობა გრძელდება

ქალაქ ახალციხეში რეკრეაციული სივრცეების მოწყობა გრძელდება.

27 აგვისტო 2026, 09:37

საზოგადოება

რუსთავში, შიდასაუბნო საზოგადოებრივი და სპორტული სივრცეების მოწყობა რამდენიმე ქუჩაზე ერთდროულად მიმდინარეობს

რუსთავში, შიდასაუბნო საზოგადოებრივი და სპორტული სივრცეების მოწყობა რამდენიმე ქუჩაზე ერთდროულად მიმდინარეობს.

27 აგვისტო 2026, 09:31

საზოგადოება

დიღმის მასივის მე-2 კვარტალის N8 კორპუსთან სპორტული მოედნის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

დიღმის მასივის მე-2 კვარტალის N8 კორპუსთან სპორტული მოედნის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

27 აგვისტო 2026, 09:19

საზოგადოება

„საქართველოს მელიორაციამ“ ინსპექტირების სამსახურის განახლებული შესაძლებლობებისა და თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობის პრეზენტაცია გამართა

„საქართველოს მელიორაციამ“ ინსპექტირების სამსახურის განახლებული შესაძლებლობებისა და თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობის პრეზენტაცია გამართა.

27 აგვისტო 2026, 09:16

პოლიტიკა

„ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ“ მცხეთაში რეგიონული წარმომადგენლობა გახსნა

„ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ“ რეგიონული წარმომადგენლობების გახსნის კამპანიის დასკვნით ღონისძიება მცხეთაში გამართა.

ზურაბ დარჩიაშვილი ბარბარა ფოსი

27 აგვისტო 2026, 09:08

პოლიტიკა

გერმანიის ახლად დანიშნულმა ელჩმა რწმუნებათა სიგელების ასლები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დირექტორატის დირექტორს გადასცა

საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ახლად დანიშნულმა ელჩმა ბარბარა ფოსმა რწმუნებათა სიგელების ასლები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დირექტორატის დირექტორს ზურაბ დარჩიაშვილს გადასცა.

27 აგვისტო 2026, 09:00

სამართალი

სასამართლომ ზურაბ გირჩი ჯაფარიძის შეურაცხყოფისთვის მოქალაქე 1 500 ლარით დააჯარიმა

საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი სიტყვების გამოყენებისთვის სასამართლომ ლევან დავითულიანი სამართალდამრღვევად ცნო, რომელმაც ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს შეურაცხყოფა მიაყენა.

ჯონ რეტკლიფი

27 აგვისტო 2026, 02:46

მსოფლიო

The Wall Street Journal: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოულოდნელი ვიზიტი მოსკოვში მიზნად ისახავდა რუსეთის გაფრთხილებას, არ დაესხას თავს ნატოს წევრ ქვეყნებს

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოულოდნელი ვიზიტი მოსკოვში მიზნად ისახავდა რუსეთის გაფრთხილებას, არ დაესხას თავს ნატოს წევრ ქვეყნებს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 23:13

მსოფლიო

ირანმა გაეროს აშშ-ის სანქციების ჰუმანიტარული შედეგების შესწავლა მოსთხოვა

ირანმა გაეროს მოუწოდა, შეისწავლოს აშშ-ის სანქციების ჰუმანიტარული შედეგები. თეირანის განცხადებით, ვაშინგტონის ზეწოლის კამპანია რიგით ირანელებს აზარალებს და საერთაშორისო სამართალს არღვევს.

26 აგვისტო 2026, 22:35

მსოფლიო

El Pais: ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 160 ადამიანი ემსხვერპლა - დაკარგულად მიიჩნევა 900-მდე პირი

ნეპალისა და ჩინეთის სასაზღვრო ზონაში, გირონგის მთიან დერეფანში, მძლავრ წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 160 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური გამოცემა El Pais-ი ავრცელებს.

ვლადიმირ პუტინი

26 აგვისტო 2026, 22:27

მსოფლიო

Bloomberg: სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე რუსეთი უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, ბალისტიკური რაკეტებით შეტევების გაძლიერებას გეგმავს

სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე რუსეთი უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, ბალისტიკური რაკეტებით შეტევების გაძლიერებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.