imedi /  13 თებერვალი 2018, 11:00 / სანდო წყარო

უკრაინის შსს: სააკაშვილმა უკრაინის ტერიტორიაზე ყოფნის კანონიერი საფუძველი დაკარგა

მიხეილ სააკაშვილი

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ განცხადება გაავრცელა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს

როგორც უწყებაში განმარტავენ, უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებმა საიმიგრაციო სამსახურთან და სხვა სამართალდამცველებთან ერთად, მიხეილ სააკაშვილი არალეგალი მიგრანტების კონცენტრირების ცალკეულ ადგილებზე ჩატარებული ღონისძიებების დროს დააკავეს.

„შეთანხმებული უწყებათაშორისი სამუშაოების ჩატარებისას, საზოგადოებრივი კვების ერთ-ერთ დაწესებულებაში სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს მოქალაქეობის არმქონე პირი სააკაშვილი მ.ნ. მასთან დაკავშირებით  პოლონურმა მხარემ რეადმისიაზე თანხმობა განაცხადა. იმის გათვალისწინებით, რომ საიმიგრაციო სამსახურის ტერიტორიული ერთეულის გადაწყვეტილებით მიხეილ სააკაშვილს უარი ეთქვა ლტოლვილის სტატუსზე, შესაბამისად, აღნიშნულმა პირმა უკრაინის ტერიტორიაზე შემდგომი ყოფნის კანონიერი საფუძველი დაკარგა“- ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მიხეილ სააკაშვილი 12 თებერვალს, კიევში, რესტორან "სულგუნში" უკრაინის სასაზღვრო სამსახურის სპეცრაზმმა დააკავა და მალევე პოლონეთში გაამგზავრა ანუ ქვეყანაში, საიდანაც ოფიციალური კიევის აზრით უკრაინაში უკანონოდ შეიჭრა.

მიხეილ სააკაშვილი კიევის პეჩერსკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2017 წლის 11 დეკემბერს პატიმრობიდან გათავისუფლდა. მანამდე ის ორჯერ დააკავეს. უკრაინის პროკურატურა მას სისხლის სამართლის საქმეზე ედავება. 26 იანვარს კიევის სასამართლომ სააკაშვილს ღამის საათებში სახლიდან გასვლა აუკრძალა. განაჩენი 6 თებერვლამდე იყო ძალაში.

ოდესის ყოფილი გუბერნატორი და პოლიტიკური პარტიის "ახალი ძალების მოძრაობის" ლიდერი, რომელსაც არცერთი ქვეყნის მოქალაქეობა არ აქვს, უკრაინაში "დამატებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის" სტატუსის მოპოვებას ცდილობდა, რაზეც უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა უარი უთხრა. სააკაშვილმა საიმიგრაციო სამსახურთან ბრძოლა უკრაინულ სასამართლოში განაგრძო, მაგრამ ყველა ინსტანციაში დამარცხდა.

მიხეილ სააკაშვილს რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს პროკურატურა ედავება და მის ექსტრადიციას ითხოვს. აქედან ერთ-ერთ საქმეზე, კერძოდ, სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულთა შეწყალების საქმეზე 5 იანვარს ქართულმა სასამართლომ სააკაშვილს დაუსწრებლად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამნისტიით მას სასჯელი 1/4-ით შეუმცირა და 3 წლით პატიმრობა დარჩა.

არქივი

22 მაისი 2018, 00:57

კულტურა

ხვამლის მთაზე, არქეოლოგიური გათხრების ადგილას, მოსახლეობამ უნებართვო სამუშაოები დაიწყო

ხვამლის მთაზე თვითნებური და უნებართვო სამუშაოების ამსახველი ვიდეომასალა Facebook-ზე გავრცელდა. ვიდეოში ჩანს, რომ ეკლესიასთან მძიმე ტექნიკით (ტრაქტორით) სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ინსპექცია გაგზავნა.

22 მაისი 2018, 00:39

ტაბლოიდი

რუსეთში, მრავალსართულიანი საცხოვრებლის ფანჯარაზე ბავშვი 25 წუთის განმავლობაში ეკიდა. ვიდეო

გადაუდებელი დახმარების ადგილზე მისვლამდე ბავშვს მეზობლები ეხმარებოდნენ. როგორც ადგილობრივები ყვებიან, დედას ბავშვი არასდროს ადარდებდა. შესაბამისად არ იყო დაინტერესებული თუ სად იყო ის და რას აკეთებდა. უცნობია რა გახდა ინციდენტის მიზეზი.

22 მაისი 2018, 00:35

საქართველო

მოსწავლეთა თითქმის 10% უცხო ენის საატესტატო გამოცდაში ჩაიჭრა

მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის უცხო ენების საატესტატო გამოცდა ჩატარდა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, გამოცდის მინიმალური ზღვარი წარმატებით მოსწავლეთა 89%-ზე მეტმა გადალახა.

22 მაისი 2018, 00:25

ტექნოლოგიები

ქართული სტარტაპი Vrex-ი შშმ პირებისთვის ახალ პროექტზე მუშაობს

ეს აპლიკაცია ძირითადად, მობილურები ტელეფონებისათვის იქნება ხელმისაწვდომი. პროექტის ფარგლებში იგეგმება სპეციალური მოწყობილობების დამზადებაც, რომლებიც შშმ პირებისთვის ადვილად მისადგომ ადილებში დამონტაჟდება.

22 მაისი 2018, 00:15

ტექნოლოგიები

Engineered Arts-მა ადამიანური უნარჩვევების მსგავსი რობოტები შექმნა. ვიდეო

Mesmer-ის სერიის რობოტებს ადამიანის სხეულის ენის აღქმა და მათთან კომუნიკაცია შეუძლიათ. ისინი ადამიანის სხეულის ენის გარდა ადამიანების განწყობასაც აღიქვამენ, რის საშუალებითაც მათთან კომუნიკაცია უფრო ადვილი ხდება. რობოტის საწყისი ღირებულება 79,000 დოლარია.

22 მაისი 2018, 00:10

კულტურა

თბილისი საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალს „ოქროს პეპელა" უმასპინძლებს

29 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით, თბილისი საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალს „ოქროს პეპელა"-ს მერვედ უმასპინძლებს.ფესტივალში მონაწილეობენ 18 წლამდე მოზარდები, როგორც საქართველოდან, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

22 მაისი 2018, 00:02

სპორტი

მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინის საბოლოო შემადგენლობა დასახელდა

არგენტინის ნაკრების 23-კაციან შემადგენლობაში 20 ლეგიონერია. მეკარე ფრანკო არმანის და ნახევარმცველების, კრისტიან პავონის და მაქსი მესას სახით კი, ეროვნულ გუნდში ადგილობრივი ჩემპიონატიდან მხოლოდ სამი ფეხბურთელია გამოძახებული.

21 მაისი 2018, 23:56

ტექნოლოგიები

Apple-მა აშშ-ის სკოლებისთვის სასწავლო პროგრამა შექმნა

სასწავლო პროგრამის მთავარი მიზანია ყველა სტუდენტს ჰქონდეს საშუალება შეისწავლოს ტექნოლოგიური ენა. პროგრამას თან ახლავს ხმოვანი ასისტენტი იმ ადამიანებისთვის, ვისაც მხედველობის პრობლემა აქვს. პირველ ეტაპზე პროგრამა ამერიკის შეერთებული შტატების რვა სკოლაში ამოქმედდება.

21 მაისი 2018, 23:45

საქართველო

ავღანეთში დაჭრილი უფროსი ლეიტენანტი: ჩემი ქვეყნისთვის სიცოცხლესაც დაუფიქრებლად გავიღებ

პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ვაშინგტონში, “ვოლტერ რიდის” ეროვნულ სამედიცინო ცენტრში, ქართველი ლეიტენანტი ივერი ბუაძე მოინახულა. ბუაძე 2017 წლის სექტემბერში, ავღანეთში, "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში დაიჭრა.

21 მაისი 2018, 23:42

მსოფლიო

მეგან მარკლის ნათესავი პოლიციამ გაანეიტრალა

ინციდენტი კინგსტონის ქუჩაზე მდებარე კლუბში მოხდა. ტაილერ დული საჯარო თავშეყრის ადგილზე ცივი იარაღითა და გაზის სპრეით იმუქრებოდა. როგორც ბრიტანული მედია წერს, ის სასექსის ჰერცოგინიას ნახევარძმის (მამის მხრიდან) შვილია. როგორც ირკვევა მეგან მარკლს ტაილერ დულთან კომუნიკაცია არ აქვს.

21 მაისი 2018, 23:30

საქართველო

მეტროს პროფკავშირები გაფიცვის უფლების შეზღუდვას სააპელაციოში გაასაჩივრებენ

მეტროს პროფესიული გაერთიანება „ერთობა-2013“ მათი გაფიცვის უფლების განუსაზღვრელი ვადით შეზღუდვაზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს. ამის შესახებ პროფკავშირის წარმომადგენელმა, მემანქანე აჩიკო ლაბაძემ თქვა.

21 მაისი 2018, 23:14

ინტერვიუ

როგორ გააკონტროლებენ შვეიცარიელები რუსეთ-საქართველოს საზღვარს

ინტერვიუ პრემიერმინისტრის წარმომადგენელთან

21 მაისი 2018, 23:08

საქართველო

თეთრი ხმაური ნარკოდანაშაულისთვის გასამართლებული 3000-მდე პატიმრის საქმის გადახედვას ითხოვს

გაგრძელდება თუ არა “თეთრი ხმაურის მოძრაობის” საპროტესტო აქციები, ხვალ, 22 მაისს გახდება ცნობილი. როგორც მოძრაობის წევრები აცხადებენ, ნარკოპოლიტიკის საკითხის განხილვა ჩიხშია შესული და ისინი მთავრობას მოუწოდებენ დროულად გადადგან ქმედითი ნაბიჯები.

21 მაისი 2018, 22:55

საქართველო

ცხინვალი: რუსეთ-საქართველოს საბაჟო დერეფანი მხოლოდ ჩვენი ინტერესების გათვალისწინების შემდეგ ამოქმედდება

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დეფაქტო საგარეო უწყება, საბაჟო ადმინისტრირების მექანიზმებსა და საქართველოსთან ვაჭრობის მონიტორინგის განხორციელების შესახებ, რუსეთსა და შვეიცარიას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ეხმიანება.

21 მაისი 2018, 22:33

სპორტი

კახა კალაძის Facebook Live ანდრეა პირლოს გამოსამშვიდობებელი მატჩიდან

თბილისის მერი კახა კალაძე ანდრეა პირლოს გამოსამშვიდობებელი მატჩიდან Facebook-ზე Live-ით ჩაერთო და მატჩში მონაწილე ფეხბურთელებს მიესალმა. მან სტადიონიდან კადრები უჩვენა სოციალური ქსელის მომხმარებლებს.

21 მაისი 2018, 22:33

მსოფლიო

აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტები სამთავრობო არმიას თავს დაესხნენ

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა დივერსიული ჯგუფის განეიტრალება შეძლეს. ინციდენტი დასახლებულ პუნქტთან მოხდა. თავდამსხმელებმა დაახლოებით 10 კაცი დაკარგეს. ის ვინც ცოცხალი გადარჩა ტყვედ ჩავარდა. დაპირისპირებას ორი უკრაინელი სამხედრო ემსხვერპლა. არიან დაჭრილებიც.

21 მაისი 2018, 22:23

კულტურა

თბილისის წიგნის ფესტივალს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტი დაესწრება

ფესტივალი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ორგანიზატორებს, გერმანელ გამომცემლებსა და სამ თანამედროვე ავტორს - ულა ლენცეს, ოლგა გრიაზნოვას და კატია პეტროვსკაიას უმასპინძლებს, რომლებიც ფესტივალის ფარგლებში გამართავენ ღონისძებებს და შეხვდებიან მკითხველებს.

21 მაისი 2018, 22:12

საქართველო

საკონსტიტუციო სასამართლო მარიხუანის მოხმარებისთვის ჯარიმის გაუქმებაზე სარჩელს განიხილავს

30 მაისს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს პარტია "გირჩის" დამფუძნებლების ზურაბ ჯაფარიძისა და ვახტანგ მეგრელიშვილის სარჩელს, რომელიც მარიხუანის მოხმარებისთვის ადმინისტრაციული ჯარიმის გაუქმებას შეეხება.

21 მაისი 2018, 21:55

ძალოვნები

პროკურატურა: ზოგიერთი პოლიტიკოსი მოზარდების მკვლელობის საქმეს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს

უწყების განცხადებით, ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი "ცდილობს საქართველოს პროკურატურის დისკრედიტაციას, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და სისხლის სამართლის საქმის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას, რაც ცალსახად დაუშვებელია."

21 მაისი 2018, 21:47

საქართველო

სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ 700-ზე მეტ ახალ მტკიცებულებას წარადგენენ

საქართველო სტრასბურგის სასამართლოში, აგვისტოს ომის გამოძიებაზე, რუსეთის წინააღმდეგ 700-მდე ახალ მტკიცებულებას წარადგენს. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა. ის ფიქრობს, რომ დავა საქართველოს წარმატებით უნდა დასრულდეს.