imedi /  06 თებერვალი 2018, 19:53 / სანდო წყარო

უკრაინის პროკურატურა: სააკაშვილმა ბიზნესმენ კურჩენკოსთან საუბრის ფაქტი აღიარა

მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი

ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა და ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბიზნესმენ სერგეი კურჩენკოსთან საუბრის ფაქტი უკრაინის სუს-ის მიერ დაკითხვის დროს დაადასტურა. ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე ევგენი ენინი აცხადებს. ინფორმაციას  "Украинские новости" ავრცელებს.

ენინის თქმით, დაკითხვის დროს სააკაშვილმა "ფაქტიურად არ უარყო კურჩენსკოსთან საუბარი. გამოძიება მიიჩნევს, რომ მან დანაშაული ნაწილობრივ აღიარა", - ამბობს ენინი.

თავის მხრივ მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილის განცხადება უარყო და და ცილისწამებისთვის სასამართლოში ჩივილსაც კი აპირებს.

5 დეკემბერს უკრაიანის გენერალურმა პროკურატურამ აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელშიც უწყების მტკიცებით, ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი და ბიზნესმენი სერგეი კურჩენკო საუბრობენ. მოგვიანებით, ექსპერტიზამ ამ ჩანაწერების ნამდვილობა დაადასტურა. 

პროკურატურის მტკიცებით, სწორედ მან გადაუხადა სააკაშვილს ხელისუფლების დამხობის მიზნით ქუჩის აქციების ორგანიზებისთვის 500 000 დოლარი. 

უწყების მტკიცებით, საუბარი ჩაწერილია მიმდინარე წლის 20 ნოემბერს. აუდიოჩანაწერში კურჩენკო ამბობს, რომ მას უკრაინაში ბიზნეს-ინტერესები, ხოლო რუსეთში "სხვადასხვა კაბინეტებში შესვლის" შესაძლებლობები აქვს. ამის შემდეგ ბიზესმენი ამბობს, რომ სააკაშვილმა მასთან თავისი წარმომადგენელი უნდა გააგზავნოს.

კურჩენკოსა და სააკაშვილის საუბარის 30-წუთიან ჩანაწერს წინ უძღვის სხვა საუბრების აუდიო და ვიდეოჩანაწრები. მათ შორისაა, სავარაუდოდ, სააკაშვილის მოკავშირის სევერიან დონღაძის და კურჩენკოს წარმომადგენლის საუბარი.

ვიდეოჩანაწერში კი "კურიერი" დონღაძეს ფულს გადასცემს. პროკურატურის ჩანაწერებს სააკაშვილი გავრცელებისთანავე გამოეხმაურა და ფაბრიკაცია უწოდა. მან განაცხადა, რომ კურჩენკოს საერთოდ არ იცნობს და წესიერად არც იცის ვინ არის.

ოდესის ყოფილ გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი კიევის პეჩერსკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, 11 დეკემბერს პატიმრობიდან გათავისუფლდა. მანამდე ის ორჯერ დააკავეს. 26 იანვარს კიევის სასამართლომ სააკაშვილს ღამის საათებში სახლიდან გასვლა აუკრძალა. განაჩენი 6 თებერვლამდე იყო ძალაში.

ყველა სიახლე

09 დეკემბერი 2022, 15:40

საზოგადოება

დავით ნარმანია ტექნოლოგიური ინოვაციის, პრემიუმ ქარის ელექტროსადგურების პრეზენტაციას დაესწრო

სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია ტექნოლოგიური ინოვაციის, პრემიუმ ქარის ელექტროსადგურების პრეზენტაციას დაესწრო, - ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს. დავით ნარმანიას განცხადებით, აღნიშნული ტექნოლოგიის დანერგვა ხელს შეუწყობს ელექტროენერგიის საცალო სეგმენტში განახლებადი ენერგიების გამოყენების კიდევ უფრო განვითარებას, ამასთანავე მცირე სიმძლავრის ქარის ტურბინების საქართველოში დამონტაჟება შეეძლებათ იმ პირებსაც, რომლებსაც სურთ ისარგებლონ ნეტო-აღრიცხვის სისტემით.

09 დეკემბერი 2022, 15:36

რეგიონი

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მანქანის გაქირავების სერვისი ამოქმედდება

14 დეკემბრიდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი სერვისი - ე.წ. CAR RENTAL - მანქანის გაქირავება ემატება. აეროპორტის მგზავრებს შესაბამის სერვისს საერთაშორისო კორპორაცია Enterprise გაუწევს. კომპანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 3 ქვებრენდით იქნება წარმოდგენილი.

09 დეკემბერი 2022, 15:34

პოლიტიკა

თამარ ტალიაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტ კლერ მალაურის შეხვდა

ევროპის საბჭოში საქართველოს ელჩმა, მუდმივმა წარმომადგენელმა თამარ ტალიაშვილმა შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტ კლერ მალაურისთან. თამარ ტალიაშვილმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ქართული სამართლებრივი სისტემის განვითარების კუთხით ვენეციის კომისიასთან ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობას.

09 დეკემბერი 2022, 15:24

სამართალი

საქართველოს პროკურატურამ კორუფციული დანაშაული გამოავლინა და დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე, 2 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, კორუფციული დანაშაული გამოავლინა და ჯგუფურად, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე, 2 პირს ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

09 დეკემბერი 2022, 15:16

ეკონომიკა

საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ეკონომიკური პარამეტრები ზუსტდება

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ცვლილებებით ეკონომიკური პარამეტრების ზუსტდება.

09 დეკემბერი 2022, 15:01

მსოფლიო

მოსკოვში, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში ხანძარი გაჩნდა

მოსკოვში ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრი იწვის. რუსული მედიის ინფორმაციით, ცეცხლი 18 000 კვ.მ-ზეა გავრცელებული. ადგილზე მუშაობენ მეხანძრე-მაშველები.

09 დეკემბერი 2022, 14:59

პოლიტიკა

პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის ორ კანდიდატს, გიორგი ბურჯანაძესა და გიორგი გზობავს მოუსმინეს

მოსმენაზე, კითხვები ძირითადად სასამართლო სისტემას, ასევე საბჭოში დანიშვნის შემდეგ მათ გეგმებსა და ხედვებს შეეხებოდა .

09 დეკემბერი 2022, 14:58

რეგიონი

სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები და თანხა გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, ეჭვის საფუძველზე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის, ა.ტ.-ს მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის, ეჭვის საფუძველზე დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული 900 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

09 დეკემბერი 2022, 14:51

საზოგადოება

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა

კანონპროექტი განსახილველად ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარადგინა და აღნიშნა, რომ ცვლილებებით ხდება ეკონომიკური პარამეტრების დაზუსტება.

რატი იონათამიშვილი

09 დეკემბერი 2022, 14:50

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: მხოლოდ კანონიდან ამონარიდებისა და ციტატების დასურათებით ჩანს, რომ რადიკალური ოპოზიციის ბუნება დაცლილია ყველანაირი ღირებულებებისაგან და ფაქტობრივად, სიძულვილის ტირაჟირების ამარაა დარჩენილი

„ჩვენი მხრიდან ცხადია, კანონის განმარტებასთან ერთად მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების მიმართ, რომლებიც დღეს უკრაინაში იბრძვიან რუსეთის წინააღმდეგ. რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს ამაზე აქცენტის გაკეთება არ უნდოდათ და მხოლოდ კანონიდან ამონარიდებისა და ციტატების დასურათებით, ოპონენტის სახეებით სცადეს სიძულვილის კამპანიის წარმოება. აქედანაც ჩანს, რომ მათი რეალური ბუნება დაცლილია ყველანაირი ღირებულებებისაგან და ფაქტობრივად, სიძულვილის ტირაჟირების ამარა არიან დარჩენილები“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.

09 დეკემბერი 2022, 14:48

სამართალი

პროკურატურამ უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

ანრი ოხანაშვილი

09 დეკემბერი 2022, 14:47

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს დეზინფორმაციას, როგორც ჩანს, მძიმე პროვოკაციებს ამზადებენ

ეს როგორც ჩანს წინასწარ დაგეგმილი კამპანია იყო. მე არ ვიცი ამით რისი მიღწევა სურთ, მაგრამ ფაქტია ერთია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს ტყუილებს, დეზინფორმაციას, - ამის შესახებ საპარლამენრო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძე

09 დეკემბერი 2022, 14:36

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: დიაგნოზებისა და დაავადებების სიმრავლე არ ნიშნავს, რომ ავტომატურად გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების მიზეზი არსებობს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების მოთხოვნას დიდად პერსპექტიულად არ მიიჩნევს, მაგრამ ამბობს, რომ ეს მთლიანად სასამართლოს გადასაწყვეტია.

კელი დეგნანი

09 დეკემბერი 2022, 14:29

პოლიტიკა

კელი დეგნანი: აშშ ყურადღებით ადევნებს თვალს სააკაშვილის საქმეს

მთავრობის პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს სააკაშვილის ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის დაცვა, მისი სამედიცინო საჭიროებების დაკმაყოფილება და მისი უფლებების დაცვა, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

ანრი ოხანაშვილი

09 დეკემბერი 2022, 14:24

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: მიხეილ სააკაშვილზე კითხვებს არ უნდა სვამდეთ პოლიტიკოსებთან მაშინ, როდესაც ეს საკითხი სამართლებრივადაა განსახილველი

„მიხეილ სააკაშვილის თემა არის სამართლებრივი საკითხი თავიდან ბოლომდე, ამიტომ დავასრულეთ რაიმეს კომენტირება. ეს არ არის ჩვენი საკითხი. აქ კითხვებს არ უნდა სვამდეთ პოლიტიკოსებთან მაშინ, როდესაც ეს საკითხი არის სამართლებრივადა განსახილველი და შესაბამისი სახელმწიფო უწყება და დაწესებულება, როცა ამის საჭიროება და აუცილებლობა იქნება, თვითონ გადაწყვეტს, რა განცხადება გაავრცელოს და რა - არა“,- აღნიშნა ოხანაშვილმა.

შალვა ხაჭაპურიძე

09 დეკემბერი 2022, 14:23

სამართალი

შალვა ხაჭაპურიძე: ჩვენ გვინდა სააკაშვილმა სასამართლო პროცესში მიიღოს მონაწილეობა, პროცესი ისე ვერ ჩატარდება

ფაქტობრივად, სასამართლომ ამ საკითხთან დაკავშირებით იმსჯელა, გამოთქვა მზადყოფნა და თქვა, რომ დაავალებს პენიტენციურ სამსახურს, ჩართონ მიხეილ სააკაშვილი, რადგან ტრანსპორტირება ვერ ხერხდება, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.

რატი იონათამიშვილი

09 დეკემბერი 2022, 14:21

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი სააკაშვილზე: ჩვენი ხელისუფლება არათუ მაღალი სტანდარტით იცავს თითოეული პატიმრის უფლებას, არამედ, შეიძლება ითქვას, რომ ეს ბატონი პრივილეგირებულ მდგომარეობაშიც კი არის

ჩვენი ხელისუფლება არათუ მაღალი სტანდარტით იცავს თითოეული პატიმრის უფლებას, არამედ ამ შემთხვევაში, შეიძლება ითქვას, რომ ეს ბატონი პრივილეგირებულ მდგომარეობაშიც კი არის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას.

რევაზ ჯაველიძე

09 დეკემბერი 2022, 14:15

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ჰუმანიტარული დახმარების მიზნით, საქართველო უკრაინისთვის გენერატორებს შეიძენს

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, უკრაინელი ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიზნით, ქვეყანაში გენერატორები გაიგზავნება. მთავრობის განცხადებით, აღნიშნული საკითხის უმოკლეს ვადაში შესრულება, ეკონომიკის სამინისტროს დაევალა.

09 დეკემბერი 2022, 14:04

სამართალი

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო

მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე სასამართლო პროცესი 14 დეკემბრამდე გადაიდო. სხდომა 11:00 საათზე ჩაინიშნა.

09 დეკემბერი 2022, 13:57

პოლიტიკა

ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის მსხვერპლი მხარდაჭერის სერვისებით შეუფერხებლად ისარგებლებს

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე პირველი მოსმენით იმსჯელა.