ენტონი ბლინკენი ევროპას მოუწოდებს, რუსეთის ენერგეტიკაზე დამოკიდებულება შეწყვიტოს
ენტონი ბლინკენი
ფოტო: GettyImages
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ევროპულმა ქვეყნებმა უნდა შეწყვიტონ რუსულ ენერგეტიკაზე დაყრდნობა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, ამჟამად არა მხოლოდ მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, არამედ აუცილებლობაც არსებობს, რომ ევროპულმა ქვეყნებმა საბოლოოდ მოიშორონ რუსეთის ენერგეტიკაზე დამოკიდებულება, რადგან რუსეთი მას იარაღად იყენებს.
მანამდე ტელეკომპანია CNN-მა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი დღეს აშშ-ში რუსეთის ნავთობის, ბუნებრივი აირისა და ნახშირის იმპორტს აკრძალავს.
აშშ აღნიშნულ ნაბიჯს ცალმხრივად დგამს, ევროპელი მოკავშირეების გარეშე, ვინაიდან ევროპულ ქვეყნებს შორის უთანხმოებაა იმის თაობაზე, აიკრძალოს თუ არა რუსული ენერგომატარებლების იმპორტი.
ყველა სიახლე
25 მაისი 2026, 12:28
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: როდესაც საუბარია სანქციების გვერდის ავლაზე, მინდა, ყველას შევახსენო, რომ იმპორტ-ექსპორტის მაჩვენებლები ირანთან არის შემდეგი - ჩვენგან ექსპორტი არის 0,5 პროცენტი საერთო ექსპორტში და იმპორტი არის 1,5 პროცენტი, როდესაც ასეთ ადამიანი საუბრობს იმაზე, თითქოს საქართველო გამოიყენება ირანული სანქციების გვერდის ავლისთვის, ეს არის ჩვეულებრივი ღალატი
გიორგი კანდელაკი ვინც არის, ყველამ ძალიან კარგად იცის, ეს არის თანამედროვე სერგო ორჯონიკიძე, ეს არის ჩვეულებრივი ღალატი, რასაც ეს ადამიანი აკეთებს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე.
25 მაისი 2026, 12:27
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არის სიღარიბის შემცირების უმთავრესი მიზეზი, ეკონომიკის ზრდა განაპირობებს იმას, რომ იზრდება მოსახლეობის საშუალო ხელფასი, უმჯობესდება დასაქმების მაჩვენებლები, შედის მეტი თანხა ბიუჯეტში და თავისთავად ფართოვდება სოციალური დახმარების შესაძლებლობები
სიღარიბის შემცირების მთავარი მიზეზია ეკონომიკური ზრდა. ჩვენ ვართ პირველ ადგილზე არამხოლოდ ფართო რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
25 მაისი 2026, 12:25
ეკონომიკა
2026 წლის აპრილში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა 333.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
2026 წელს, სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაგრძო საერთაშორისო რეზერვების შევსება. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. 2026 წლის აპრილში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა დაახლოებით 333.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა - მთლიანი საერთაშორისო რეზერვების მოცულობა კი აპრილის მდგომარეობით 6.47 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს.
25 მაისი 2026, 12:24
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ოპოზიციას ადარდებს ის, რომ შეიძლება, გადაიტვირთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, ისინი აჩვენებენ, რომ მათი ე.წ. პროდასავლური არსი, პროდასავლური მისწრაფებები არის სრული ფარსი, მათ აინტერესებთ ერთადერთი რამ, ეს არის დავალების შესრულება
მას შემდეგ, რაც შედგა რამდენიმე მნიშვნელოვანი კომუნიკაცია ამერიკულ მხარესთან, ჩვენ შევინარჩუნეთ ოპტიმიზმი იმასთან დაკავშირებით, რომ თვისობრივად გადაიტვირთება ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, ოპოზიციას ეს ადარდებს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე.
25 მაისი 2026, 12:23
ეკონომიკა
26 მაისს, GITA - ს ტექნოლოგიური პავილიონი ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე იქნება წარმოდგენილი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პავილიონი 26 მაისს ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე იქნება წარმოდგენილი. სააგენტო წელსაც განსაკუთრებული, ტექნოლოგიური და ინოვაციური სტენდით დახვდება სტუმრებს. დაგეგმილი აქტივობები მრავალფეროვანია და მოიცავს 3D მოდელირების ვორქშოფს, რომლის ფარგლებშიც 26 მაისის თემატიკაზე შეიქმნება 3D მოდელები და ადგილზევე იქნება ნაჩვენები ბეჭდვის პროცესი, ჩატარდება ასევე ვორქშოფი თემაზე 3D მოდელირება და ბეჭდვა. ვორქშოფის მონაწილეები მიიღებენ 3D პრინტერზე დაბეჭდილ 26 მაისის თემატიკის სუვენირებს. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
25 მაისი 2026, 12:17
პოლიტიკა
კახა კალაძე: კომპანია „ტეზერთან“ სტრატეგიული პარტნიორობის გაფართოება არის საქართველოს, როგორც სანდო პარტნიორის და უსაფრთხო ქვეყნის აღიარება
საქართველოსა და მსოფლიოს უდიდეს ბლოკჩეინ-პლატფორმა „ტეზერს“ (Tether) შორის სტრატეგიული პარტნიორობა ფართოვდება.
25 მაისი 2026, 12:13
საზოგადოება
თამარ ზოდელავა: ზუგდიდის მთავარ მოედანზე 26 მაისის ღონისძიებების ბოლო მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს იმისთვის, რომ ხვალ 11 საათიდან განსაკუთრებულად დავხვდეთ სტუმრებს და ერთად აღვნიშნოთ ეს მნიშვნელოვანი დღე
იუსტიციის მინისტრის მოადგილემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „ახალი დღე“ 26 მაისს ზუგდიდის მთავარ მოედანზე დაგეგმილ დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებზე ისაუბრა.
25 მაისი 2026, 12:13
ეკონომიკა
პრემიერი: მაღალი ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის კლების არსებული ტენდენციის შენარჩუნების პირობებში, სიღარიბის აღმოფხვრა 2030 წლისთვის სავსებით რეალურია, ჩვენი ამოცანა ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნებაა, რაც განაპირობებს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, სიღარიბის შემცირებას
მაღალი ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის კლების არსებული ტენდენციის შენარჩუნების პირობებში, სიღარიბის აღმოფხვრა 2030 წლისთვის სავსებით რეალურია, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
25 მაისი 2026, 12:12
საზოგადოება
სტატისტიკის ეროვნული სამსახური ადგილობრივი ტურიზმის სტატისტიკას აქვეყნებს - გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მაჩვენებლები გაზრდილია
სტატისტიკის ეროვნული სამსახური ადგილობრივი ტურიზმის სტატისტიკას აქვეყნებს.
25 მაისი 2026, 12:10
ეკონომიკა
პრემიერი: სიღარიბის 2025 წლის მაჩვენებელი 7.1 პროცენტამდე შემცირდა, რაც ნიშნავს, რომ 2025 წელს, 7.5-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის ფონზე, სიღარიბე ჩვენმა 90 ათასმა თანამოქალაქემ დაძლია, 2020 წლის შემდეგ, საქართველოში სიღარიბე ზუსტად სამჯერ შემცირდა
დღეს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა სიღარიბის 2025 წლის მაჩვენებელი, რომელიც 7.1 პროცენტამდე შემცირდა. ეს ნიშნავს, რომ 2025 წელს, 7.5-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის ფონზე, სიღარიბე 90 ათასმა ჩვენმა თანამოქალაქემ დაძლია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე.
25 მაისი 2026, 12:10
საზოგადოება
საქსტატი: 2025 წელს საქართველოში საშუალო თვიური შემოსავლები, წინა წელთან შედარებით, 12.4 პროცენტით გაიზარდა და 2 131 ლარი შეადგინა
საქსტატის ინფორმაციით, 2025 წელს საქართველოში საშუალო თვიური შემოსავლები (ფულადი და არაფულადი სახსრები) ერთ შინამეურნეობაზე, წინა წელთან შედარებით, 12.4 პროცენტით გაიზარდა და 2 131 ლარი შეადგინა, ხოლო საშუალო თვიური შემოსავლები ერთ სულზე 12.5 პროცენტით გაიზარდა და 664 ლარს გაუტოლდა.
25 მაისი 2026, 12:08
ეკონომიკა
საქსტატი: 2026 წლის I კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 14.4 პროცენტი შეადგინა
2026 წლის I კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 14.4 პროცენტი შეადგინა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
25 მაისი 2026, 12:03
მსოფლიო
FT: ტრამპისა და სი ძინპინის სამიტზე ყველაზე დაძაბული თემა იაპონიის რემილიტარიზაცია გახდა. ჩინეთის ლიდერი ამ საკითხზე „ემოციურად და გაღიზიანებით“ საუბრობდა
იაპონიის თავდაცვის ხარჯების კრიტიკის საპასუხოდ ტრამპმა განაცხადა, რომ ტოკიო იძულებულია უსაფრთხოების სფეროში უფრო მკაცრი პოზიცია დაიკავოს ჩრდილოეთ კორეის მხრიდან მზარდი საფრთხის გამო. უცნობია, ახსენა თუ არა მან ამ კონტექსტში ჩინეთი, როგორც იაპონიის უსაფრთხოების მთავარი საფრთხე.
25 მაისი 2026, 11:50
საზოგადოება
ბათუმის საფეხბურთო სტადიონის სახელწოდების ხელახალი შერჩევის, რეკლამის და სხვა სახის უფლებებით სარგებლობის თაობაზე, ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა
ბათუმის საფეხბურთო სტადიონის სახელწოდების ხელახალი შერჩევის, რეკლამის და სხვა სახის უფლებებით სარგებლობის თაობაზე, ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა, - ინფორმაციას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
25 მაისი 2026, 11:45
პოლიტიკა
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: ამერიკის ადმინისტრაციის დამოკიდებულება არის ის, რომ მაინცდამაინც დემოკრატიაზე და ადამიანის უფლებებზე ისინი არ არიან ფოკუსირებულები
ამერიკელებთან რაზე უნდა დალაგდე დღეს? ყველა დელეგაციასთან გვქონდა ჩვენ შეხვედრა, შემდეგ კვირასაც ყველანი ვხვდებით ისევ, ვინც ჩამოდის. მე ეჭვი მაქვს, რომ ეს შეხვედრებიც იგივე [შედეგით] დასრულდება, რითაც წინა შეხვედრები დასრულდა. არაფერი განსაკუთრებული აქ არ ხდება. ამერიკის ადმინისტრაციის დამოკიდებულება არის ის, რომ მაინცდამაინც დემოკრატიაზე და ადამიანის უფლებებზე გასაგებია, რომ ისინი არ არიან ფოკუსირებულები, - განაცხადა პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ „კვირის ფორმულას“ ეთერში.
25 მაისი 2026, 11:43
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი კანდელაკის „კვლევაზე“: „ნაცმოძრაობა“ და მისი მხარდამჭერები, ყოფილი თუ ახლანდელი ლიდერები რა თქმა უნდა გაბრაზებულები არიან, გადაფსიხებულები არიან საქართველო-ამერიკის ურთიერთობის ნორმალიზებით
„ნაცმოძრაობა“ და მისი მხარდამჭერები, ყოფილი თუ ახლანდელი ლიდერები რა თქმა უნდა გაბრაზებულები არიან, გადაფსიხებულები არიან საქართველო-ამერიკის ურთიერთობის ნორმალიზებით, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.
25 მაისი 2026, 11:41
თავდაცვა
გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლა მასწავლებლების ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კონკურსს აცხადებს
გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლა (მისამართი: თბილისი, ქვემო ფონიჭალა, ყოფილი ზოოვეტის ინსტიტუტი) აცხადებს კონკურსს მასწავლებლების ვაკანტური ადგილის დასაკავებლად. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
25 მაისი 2026, 11:38
რეგიონი
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სოფლის განვითარების სააგენტო ქ. რუსთავში აღნიშნავს
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება. ინფორმაციას გარმოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
25 მაისი 2026, 11:36
სამართალი
2027 წელს საქართველო ინტერპოლის ევროპის რეგიონულ კონფერენციას უმასპინძლებს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ესპანეთის ქალაქ ტოლედოში მიმდინარე ინტერპოლის 53-ე ევროპის რეგიონულ კონფერენციაზე, წევრი ქვეყნების მიერ ჩატარებული არჩევნების შედეგად, ხმათა უმრავლესობით გადაწყდა, რომ მომდევნო - 54-ე რეგიონული კონფერენცია 2027 წელს საქართველოში გაიმართება.
25 მაისი 2026, 11:34
პოლიტიკა
პრემიერი: ჩვენ გვაქვს სათანადო ეკონომიკური პოლიტიკა, ეკონომიკური ხედვა, გვყავს ძალიან ძლიერი ეკონომიკური გუნდი მთავრობაში, ბიზნესი არის თავისუფალი და კორუფციისგან თავისუფლების კუთხით გვაქვს ძალიან მაღალი მაჩვენებელი, ამ კუთხით საქართველო არის რეგიონის ლიდერი, ეს ყველაფერი ქმნის ძალიან მყარ საფუძველს, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის ძალიან მაღალი ტემპი
დღეს ჩვენი საკანონმდებლო სივრცე არის სრულად თანხვედრაში საერთაშორისო სტანდარტებთან, რაც უზრუნველყოფს ჩვენს სრულფასოვან ინტეგრაციას გლობალურ ფინანსურ სისტემაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ Tether-ის საინვესტიციო პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.


