imedi /  27 აგვისტო 2017, 11:01 / სანდო წყარო

ვენესუელას პრეზიდენტის კრიტიკის გამო ქვეყანაში ორი რადიოსადგური დახურეს

ვენესუელის ტელეკომუნიკაციების ნაციონალურმა ასამბლეამ ორ რადიოსადგურს, რომლებიც ქვეყნის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს კრიტიკით გამოირჩეოდნენ, ლიცენზია აღარ გაუგრძელა. ინფორმაციას The Washingon Post-ი ავრცელებს.

რადიოსადგურებმა მუშაობა მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც კომისიამ საკაბელო ოპერატორებისთვის გასცა განკარგულება, ორი რადიოსადგური Caracol-ი  და RCN-ი ქსელიდან გაეთიშათ.

ვენესუელას ლიდერი ხშირად აკრიტიკებს უცხოურ მედიას ქვეყანაში კრიზისული სიტუაციის გაშუქების გამო. ჟურნალისტების ნაციონალურმა პროფკავშირებმა ხელისუფლება მედიის მიმართ თვითნებური ქმედების გამო გააკრიტიკეს.

ვენესუელაში ანტისამთავრობო დემონსტრაციები 2017 წლის აპრილში დაიწყო. არეულობებს 120-ზე მეტი ადამიანი უკვე ემსხვერპლა. ვაშინგტონმა კარაკასს სანქციები დაუწესა, ნიკოლას მადუროს აშშ-ში ყველა საბანკო ანგარიში გაუყინა და აშშ-ს მოქალაქეებს მასთან საქმიანი ურთიერთობა აუკრძალა.

კომენტარები ()