imedi /  04 ივნისი 2022, 08:26 / სანდო წყარო

გერმანიაში სარკინიგზო ავარიას მსხვერპლი მოჰყვა

გერმანია რკინგზა მატარებელი ავარია

სულ მცირე 4 ადამიან დაიღუპა და 30-მდე დაშავდა გერმანიაში მატარებლის ლიანდაგიდან გადასვლის შედეგად. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ინციდენტი ბავარიაში მოხდა. მატარებელი, რომელსაც ძირითადად სტუდენტები გადაჰყავდა, მიუნხენისკენ მიემართებოდა, როდესაც 3 ვაგონი ლიანდაგიდან გადავიდა.

გამომძიებლები ავარიის მიზეზების დადგენაზე მუშაობენ, თუმცა ბავარიის ტრანსპორტის მინისტრი ვარაუდობს, რომ ინციდენტი შესაძლოა ტექნიკურმა პრობლემამ გამოიწვია.

ყველა სიახლე

13 სექტემბერი 2024, 09:04

რეგიონი

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მასშტაბური ღონისძიებები რეგიონებში გრძელდება - დღეს ცნობილ მუსიკოსებს სენაკი და ვანი უმასპინძლებს

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მასშტაბური ღონისძიებები რეგიონებში გრძელდება. დღეს სენაკი და ვანი ცნობილ მუსიკოსებს 20:00 საათზე უმასპინძლებს.

ხვიჩა კვარაცხელია

13 სექტემბერი 2024, 08:49

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია: ვაჩვენეთ, რომ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ კვლავ ვაგრძელებთ წინსვლასა და პროგრესს - ჩვენი ქვეყანა იმსახურებს კიდევ უამრავ გამარჯვებას და სიხარულს

საქართველოს ნაკრების ერთა ლიგაზე წარმატებულ მატჩებს ხვიჩა კვარაცხელია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

მაკა ბოჭორიშვილი

13 სექტემბერი 2024, 08:40

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი „ნაცმოძრაობაზე“: ევროკავშირის ხარჯზე ცდილობენ დაპირებები მისცენ საქართველოს და ასეთი ბინძური ფორმებით აქციონ ევროკავშირი წინასაარჩევნო ბრძოლის ინსტრუმენტად

„ნაციონალური მოძრაობის“ ცრუ დაპირებასთან დაკავშირებით ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა გააკეთა კომენტარი.

ნიკოლოზ სამხარაძე

13 სექტემბერი 2024, 08:29

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: ძალიან სამწუხაროა, რომ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით იწვევს ადამიანს - ეკა გიგაურს, რომელსაც საერთოდ არ აქვს სახალხო ლეგიტიმაცია

ძალიან სამწუხაროა, რომ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით იწვევს ადამიანს, რომელსაც საერთოდ არ აქვს სახალხო ლეგიტიმაცია და პირიქით, ერთ-ერთი ყველაზე უფრო უგულებელყოფილი ადამიანია ქართული საზოგადოების მიერ, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ.

13 სექტემბერი 2024, 08:20

პოლიტიკა

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოს საკითხი განიხილეს, სადაც მოხსენებით ეკა გიგაური წარდგა

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოს საკითხი განიხილეს, სადაც მოწმის სტატუსით - მოხსენებით ეკა გიგაური წარდგა.

13 სექტემბერი 2024, 08:12

პოლიტიკა

ოპოზიციის წარმომადგენლები აშშ-ში გაემგზავრნენ - ზურაბ ჯაფარიძემ ვიზიტის შესახებ დასმულ კითხვებს არ უპასუხა

ოპოზიციის წევრები ამერიკაში გაემგზავრნენ. ვიზიტის დეტალებზე აეროპორტში ზურა გირჩი ჯაფარიძეს არ უსაუბრია. მან „ქრონიკის“ დასმულ კითხვებს არ უპასუხა.

13 სექტემბერი 2024, 08:06

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

13 სექტემბერს ქუთაისში +31 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც ნალექიანი ამინდია ნავარაუდევი. დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +23. ბათუმში დღისით ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა ელჭექით.

13 სექტემბერი 2024, 02:18

მსოფლიო

POLITICO: უნგრეთის მთავრობა მზად არის, სარჩელი შეიტანოს ევროკომისიის წინააღმდეგ

უნგრეთის მთავრობა მზად არის, სარჩელი შეიტანოს ევროკომისიის წინააღმდეგ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.

რეზო ბლიაძე

13 სექტემბერი 2024, 00:38

არჩევნები 2024

რეზო ბლიაძე: ჩემთვის, როგორც მუსიკოსისთვის ნომერ პირველი არის მშვიდობა, რადგან მე რეალიზებული ვარ მაშინ, როდესაც ქვეყანაში არის მშვიდობიანი გარემო

კულისებიდან არასოდეს არ მიყვარდა საქმის კეთება. სცენაზე ვარ, ვამბობ იმას, რაც მინდა რომ ვთქვა, ვაკეთებ იმას, რაც მინდა რომ გავაკეთო და ამას არავინ არ მკარნახობს - განაცხადა ჯგუფ „რეზო და ბავშვების“ ვოკალისტმა, რეზო ბლიაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.

შოთა ბერეკაშვილი

13 სექტემბერი 2024, 00:35

პოლიტიკა

შოთა ბერეკაშვილი: ვერ წარმომიდგენია გამჭვირვალობამ ხელი როგორ შეიძლება შეუშალოს არასამთავრობო ორგანიზაციებს. ამ ნაწილში კონფლიქტს ვერ ვხედავ

„ვერ წარმომიდგენია გამჭვირვალობამ ხელი როგორ შეიძლება შეუშალოს არასამთავრობო ორგანიზაციებს. რატომ უნდა შეუშალოს, ვინმემ ამიხსნას, რა კონფლიქტშია ერთი მეორესთან. პირიქით, რაც უფრო ბევრ ადამიანს ეცოდინება, რას აკეთებს კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაცია, უფრო კარგია ყველასთვის და უფრო მეტი ნდობა ექნება. ამ ნაწილში კონფლიქტს ვერ ვხედავ“, - აღნიშნა ბერეკაშვილმა.

შოთა ბერეკაშვილი

13 სექტემბერი 2024, 00:28

არჩევნები 2024

შოთა ბერეკაშვილი: „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი არის ერთადერთი ძალა, რომელსაც შეუძლია, რომ შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში ქვეყანაში უზრუნველყოს მშვიდობა, სტაბილურობა და ეკონომიკური განვითარება

„ქართული ოცნება“ და მისი ლიდერი ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის ერთადერთი ძალა, რომელსაც შეუძლია, რომ შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში ქვეყანაში უზრუნველყოს მშვიდობა, სტაბილურობა და ეკონომიკური განვითარება. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული და ეს ჩემი ნაბიჯის [„ქართულ ოცნების“ სიით არჩევნებში მონაწილეობა] გადადგმაც ამან განაპირობა“, - განაცხადა გადაცემა „იმედი LIVE“-ში „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მე-16 ნომერმა, შოთა ბერეკაშვილმა.

შოთა ბერეკაშვილი

13 სექტემბერი 2024, 00:22

არჩევნები 2024

შოთა ბერეკაშვილი: „ქართული ოცნების“ პოლიტიკამ განაპირობა, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში, 30%-იანი ეკონომიკური ზრდა გვქონდა. მშვიდობა ასე ჰაერიდან არ ვარდება, ამას ბრძოლა უნდა და დიდი თავდადება. სწორედ ამას აკეთებს „ქართული ოცნება“

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკამ განაპირობა ეს, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში, საშუალოდ ჯამურად რომ ავიღოთ, 30%-იანი ეკონომიკური ზრდა გვქონდა. მშვიდობა ასე ჰაერიდან არ ვარდება, ამას ბრძოლა უნდა და დიდი თავდადება. სწორედ ამას აკეთებს დღეს „ქართული ოცნება“, - განაცხადა გადაცემა „იმედი LIVE“-ში „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მე-16 ნომერმა, შოთა ბერეკაშვილმა.

შოთა ბერეკაშვილი

13 სექტემბერი 2024, 00:13

არჩევნები 2024

შოთა ბერეკაშვილი საარჩევნო სიაში მოხვედრაზე: მშვიდობა, სტაბილურობა და ეკონომიკური ზრდა - ეს არის ის მიზეზები, რატომ გადავდგი ეს ნაბიჯი

„დღეს, საქართველოში ისეთი ბიზნესგარემოა, რომ თუკი გაქვს წარმატებული ბიზნესი, გაქვს ბევრი თავისუფლება, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია. მიმაჩნია, რომ ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი არჩევნები ქვეყნისთვის, რომ შენარჩუნდეს სტაბილურობა, მშვიდობა და გაგრძელდეს ის ეკონომიკური ზრდა, რაც გაგვაჩნია“.

ნიკოლოზ სამხარაძე

13 სექტემბერი 2024, 00:09

არჩევნები 2024

ნიკოლოზ სამხარაძე: ეუთო/ოდირს ამ არჩევნებზე უარყოფითი დასკვნის დაწერის საბაბი არ ექნება

იმ შემთხვევაში თუ რომელიმე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია, კონკრეტულად ეუთო ოდირი იტყვის, რომ ეს არჩევნები არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, ამისთვის მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს საფუძველი. თუმცა ეს საფუძველი მას არ ექნება, რადგან საქართველოში ყველა ასპექტის გათვალისწინებით კონკურენტუნარიანი წინასაარჩევნო გარემოა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ.

დონალდ ტრამპი კამალა ჰარისი

13 სექტემბერი 2024, 00:07

არჩევნები აშშ

ტრამპი: გამოკითხვები ცხადყოფს, რომ მე მოვიგე დებატები ამხანაგ კამალა ჰარისის წინააღმდეგ - მესამე დებატები არ იქნება

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის არ მიიღებს მონაწილეობას ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან კიდევ ერთ დებატებში.

ნიკოლოზ სამხარაძე

12 სექტემბერი 2024, 23:59

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: არჩევნები არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ცხრა რეკომენდაციიდან. ევროკომისიამ ამ ცხრა რეკომენდაციის შესრულების პროცესი უნდა ასახოს ანგარიშში და სანამ არჩევნები არ ჩატარდება, მანამდე ვერ აისახება

წამყვანმა მას ჰკითხა, შეიძლება თუ არა ერთგვარ ინსტრუმენტად იყოს გამოყენებული ის ანგარიში, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, არჩევნებამდე, ოქტომბრის შუა რიცხვებში იქნება მზად უკვე და რომელიც ერთგვარი რეკომენდაციაა ევროკომისიის მიმართ, გახსნას თუ არა მოლაპარაკებები საქართველოსთან.

ნიკოლოზ სამხარაძე

12 სექტემბერი 2024, 23:53

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე გამჭვირვალობის შესახებ კანონზე: ევროკომისიამ და ევროკავშირმა მიგვითითონ, რომელ კონკრეტულ ევროპულ ნორმას ეწინააღმდეგება ჩვენი კანონი და მზად ვართ განვიხილოთ

ჩვენ შესასრულებელი გვქონდა ე.წ. 9 ნაბიჯი და აქედან ერთ-ერთი ყველაზე მთავარი საკითხი იყო თავისუფალ გარემოში კარგი არჩევნების ჩატარება. არჩევნები ტარდება 26 ოქტომბერს, შესაბამისად გადაწყვეტილება ვერ იქნებოდა მიღებული მოლაპარაკების გახსნაზე ან თუნდაც ინტეგრაციის პროცესის გაგრძელებაზე მანამ, სანამ არ ჩატარდება არჩევნები, - განაცხადა გადაცემა „იმედი LIVE“-ში პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ

ჯეიმს კომერი ტიმ უოლცი

12 სექტემბერი 2024, 23:48

არჩევნები აშშ

კონგრესის კომიტეტის თავმჯდომარე: FBI მალავს ინფორმაციას „დემოკრატების“ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის, ტიმ უოლცის ჩინეთში ვიზიტების შესახებ

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯეიმს კომერმა განაცხადა, რომ გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) მალავს ინფორმაციას, რომელიც მან მოითხოვა მინესოტის გუბერნატორისა და „დემოკრატების“ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის, ტიმ უოლცის ჩინეთში ვიზიტების შესახებ და ჰქონდა თუ არა მას ურთიერთობა ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან დაკავშირებულ ორგანიზაციებთან.

ნიკოლოზ სამხარაძე

12 სექტემბერი 2024, 23:41

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: ეკა გიგაურის გამოსვლა აჩვენებს რამდენად აცდენილნი არიან კონგრესში იმ რეალობას, რომელიც საქართველოშია

ეკა გიგაურის გამოსვლა აჩვენებს რამდენად აცდენილნი არიან კონგრესში იმ რეალობას, რომელიც საქართველოშია. როდესაც შენ მიიწვევ მომხსენებლად ეკა გიგაურს ნეიტრალურ დამკვირვებლად, რომ ილაპარაკოს საქართველოში არსებულ ვითარებაზე, ეს დაახლოებით იგივეა, რომ მე საგარეო კომიტეტზე მოვიწვიო მენსონის სექტის წარმომადგენელი და ვასაუბრო აშშ-ში ადამიანის უფლებებზე და დემოკრატიაზე.- ასე გამოეხმაურა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ეკა გიგაურის სენატში გამოსვლას გადაცემაში „იმედი LIVE“.

ნიკოლოზ სამხარაძე

12 სექტემბერი 2024, 23:39

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: თუ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონმა შეიძლება საქართველო საგარეო კუთხით რუსეთისკენ მოატრიალოს, გამოდის, რომ საფრანგეთი და კანადაც, რომლებმაც ჩვენს შემდეგ მიიღეს კანონი, რუსეთთან ინტეგრაციისკენ მიისწრაფვიან

წამყვანმა ჰკითხა, რას უპასუხებს ოპოზიციის ბრალდებას, რომ ხელისუფლებამ შეიცვალა კურსი, რაზეც ისინი მთელს საარჩევნო კამპანიას აგებენ. მუშაობს თუ არა ამომრჩეველზე ის განცხადებები, რომ „ქართული ოცნება“ მიდის რუსეთისკენ.