აშშ-ის კონგრესმა კრემლთან ტრამპის გუნდის პირდაპირი კონტაქტები დაადგინა
ტრამპ თაუერი,
ნიუ-იორკი,
აშშ
აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის კომისიამ, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის რუსეთის ხელისუფლებასთან კავშირებს იძიებს, მხარეებს შორის პირდაპირი კონტაქტის ფაქტი დაადგინა.
გაირკვა, რომ Trump Organization-ის ვიცეპრეზიდენტ მაიკლ კოენს პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანთან, დიმიტრი პესკოვთან მიმოწერა ჰქონდა იმ იმედით, რომ Moscow City-ში Trump Tower-ის მშენებლობაზე თანხმობას მიიღებდა, - წერს Washington Post.
Trump Organization-ი დეველოპერული ბიზნესით დაკავებული საერთაშორისო კონგლომერატია, რომელსაც ეკუთვნის უძრავი ქონება და გოლფის მოედნები აშშ-ში და კიდევ 10 ქვეყანაში, მათ შორის თურქეთში, ინდოეთში და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. 2015 წელს კომპანიამ, ბიზნესის გეოგრაფიის გაფართოება და მოსკოვში Trump Tower-ის აშენება გადაწყვიტა. სწორედ ამ ეპიზოდით დაინტერესდა ამერიკის კონგრესი და კითხვებზე პასუხების მისაღებად ორგანიზაციის ვიცპრეზიდენტი მაიკლ კოენი კომისიაში დაიბარა.
კოენის თქმით, კოშკის რუსეთში აშენების თემა მან ტრამპთან სამჯერ განიხილა. 2015 წლის ოქტომბერში, რამდენიმე თვით ადრე, ვიდრე ტრამპი პრეზიდენტად საკუთარ კანდიდატურას წამოაყენებდა, კოენმა კოშკის არქიტექტურის და დიზაინის შემუშავებაზე წინადადება რუსული დეველოპერისგან ("ექსპერტი") მიიღო. შემდეგ მან პროექტის განხილვა დაიწყო ბიზნესმენ ფელიქს სატერთან რომელიც გარიგების შუამავლი უნდა გამხდარიყო. სატერი ამტკიცებდა, რომ მშენებლობაზე თანხმობის მიღება რუსეთის ხელისუფლებისგან იყო საჭირო.
"მე ჩავრთავ ამ საქმეში პუტინს, და ასე დავეხმარებით დონალდს გაპრეზიდენტებაში", - წერდა სატერი კოენს, მიუხედავად იმისა, რომ ის არ მონაწილეობდა ტრამპის კამპანიაში და მხოლოდ ბიზნესით იყო დაკავებული. "ჩვენი ბიჭი შეიძლება გახდეს აშშ-ის პრეზიდენტი, ჩვენ შევძლებთ ამის გაკეთებას. მე მივაღწევ იმას, რომ პუტინის მთელი გუნდი ჩვენ მხარეს დადგება", - აღნიშნავდა სატერი, რომელსაც ტრამპის გაპრეზიდენტების შემთხვევაში ბაჰამის კუნძულებზე აშშ-ის ელჩობა უნდოდა, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს თანამდებობა ვერ მიიღო.
იმავდროულად, სატერი ტრაბახობდა იმით, რომ 2006 წელს ტრამპის შვილ ივანკას კრელში ტური მოუწყო და მილიარდერის ქალიშვილი პუტინის პირად სავარძელშიც კი იჯდა. ივანკა ტრამპმა ჟურნალისტებს კრემლში ექსკურსიის ფაქტი დაუდასტურა, მაგრამ აღნიშნა, რომ ტურისტის რანგში მოგზაურობდა და პუტინის სავარძელში იჯდა თუ არა, არ ახსოვს.
რას პასუხობდა კოენი სატერს, კონრეტულად პუტინის შესაძლო მხარდაჭერაზე, ამის შესახებ პასუხები არც Post-ის და არც New york Times-ის სტატიებში არ არის. გაზეთებმა მიმოწერის ფრაგმენტები გამოაქვეყნეს. თუმცა აღნიშნავენ, რომ კოენი 2007 წლიდან ტრამპთან ძალიან დაახლოებული პირი იყო, მას დღევანდელი პრეზიდენტი ოჯახის წევრად განიხილავდა.
კოენმა კომისიაში მოყვა, რომ სატერი მას მუდმივად სთავაზობდა მოსკოვში ჩასვლას, მაგრამ ის უარს ეუბნებოდა. მისი თქმით, მოსკოვის Trump Tower-ის საქმე წინ არ მიიწევდა და საბოლოო ჯამში, 2016 წელს, მან დიმიტრი პესკოვს წერილი მისწერა, რომელიც კრემლის საერთო საფოსტო მისამართზე გააგზავნა და მას დახმარება სთხოვა. პესკოვს აღნიშნულ წერილზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
კოენი ამბობს, რომ არ ახსოვს მიიღო თუ არა პასუხი კრემლიდან და შეხვდა თუ არა რუს ჩინოსნებს. მისი თქმით, წერილის გაგზავნიდან რამდენიმე კვირაში პროექტი "ეკონომიკური მიზეზების გამო" დახურეს. კოენის სიტყვებზე Trump Organization-ში კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ ორგანიზაციას რუსეთში ბიზნესინტერესები არასდროს გააჩნდა.
10 ივლისს დადასტურდა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპის შვილი, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, შეხვდა რუს იურისტს, რომელიც დემოკრატ კანდიდატზე, ჰილარი კლინტონზე კომპრომატების გადაცემას დაჰპირდა. თუმცა, საგამოძიებო კომისიას ვერც ამ ფაქტმა მისცა უფრო სერიოზული ბრალდებების წაყენების საფუძველი მოქმედი პრეზიდენტის მიმართ.
ყველა სიახლე
01 ივნისი 2026, 01:30
სპორტი
გულშემატკივრის მხურვალე შეხვედრა ხვიჩა კვარაცხელიასთან Parc Des Princes-ს სტადიონზე. ვიდეო
გულშემატკივრის მხურვალე შეხვედრა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულ ხვიჩა კვარაცხელიასთან Parc Des Princes-ს სტადიონზე.
01 ივნისი 2026, 00:01
საზოგადოება
1 ივნისი საქართველოში წმინდა ნინოს შემოსვლის დღეა
დღეს ნინოობაა. მართლმადიდებლები პირველ ივნისს წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავენ.
31 მაისი 2026, 23:47
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: სამწუხაროდ, არა ფაქტების, არამედ აღქმების შექმნა წარმოადგენს იმ ძირითად მიზანს, რასაც ჩვენ ვაკვირდებით ევრობიუროკრატიის მხრიდან და ეს მიზანი განპირობებულია იმ პოლიტიკური საჭიროებებით, რაც არაჯანსაღი დამოკიდებულების თვალსაზრისით გააჩნიათ საქართველოსთან მიმართებით
სამწუხაროდ, არა ფაქტების, არამედ აღქმების შექმნა წარმოადგენს იმ ძირითად მიზანს, რასაც ჩვენ ვაკვირდებით ევრობიუროკრატიის მხრიდან და ეს მიზანი განპირობებულია იმ პოლიტიკური საჭიროებებით, რაც არაჯანსაღი დამოკიდებულების თვალსაზრისით გააჩნიათ საქართველოსთან მიმართებით, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.
31 მაისი 2026, 23:34
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: ის რთული ვითარება, რომელიც ევრობიუროკრატიამ თვითონ შექმნა საქართველოსთან მიმართებით, არის მარტივი განსამუხტი, ამას სჭირდება ობიექტური მიდგომა მათი მხრიდან. საქართველო პატარა ქვეყანაა, ჩვენ ვართ ღია და გახსნილი ურთიერთობებისთვის, ჩვენ გვინდა სამართლიანი მიდგომები და ობიექტური დამოკიდებულება
ჩვენ როდესაც კონსტიტუციურ რეფორმას ვახორციელებდით და 78-ე მუხლს ვწერდით, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდით, რომ არაობიექტურობის ეს მორევი იქნებოდა ჩვენს წინააღმდეგ მომართული ევრო ბიუროკრატიიდან. ეს ყველაფერი ევრო სკეპტიციზმს ძალიან აღრმავებს ჩვენს საზოგადოებაში, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.
31 მაისი 2026, 23:28
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: ევრობიუროკრატებს არ აინტერესებთ, რეალურად სად დგას ქართული დემოკრატია, არ აინტერესებთ, რომ უკრაინასთან და მოლდოვასთან შედარებით ჩვენ ბევრი საფეხურით წინ ვართ - როგორც კი აქაურ მეხუთე კოლონას სჭირდება მაშველი რგოლი, მაშინვე ხდება ევროპარლამენტის რაიმე რეზოლუციის გამოცხობა
ეს ყველაფერი ადასტურებს იმ არაჯანსაღ ინტერესს, რაც სამწუხაროდ საქართველოსთან მიმართებით გააჩნიათ ევრობიუროკრატებს, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა ევროპელი ბიუროკრატების საქართველოსადმი დამოკიდებულებაზე საუბრისას.
31 მაისი 2026, 23:25
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან წარგზავნილი სარჩელების რაოდენობა ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ საქართველოს ავტოქთონური სასამართლო სისტემა მოქმედებს გამართულად
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან წარგზავნილი სარჩელების რაოდენობა ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ საქართველოს ავტოქთონური სასამართლო სისტემა მოქმედებს გამართულად, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.
31 მაისი 2026, 23:22
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: ევროპის პოლიტიკის ინსტიტუტმა ევროკავშირის წევრობის 10 კანდიდატს შორის ჩაატარა კვლევა სამართლის უზენაესობის და ინსტიტუტების მდგრადობაზე. აღმოჩნდა, რომ საქართველო მონტენეგროსთან ერთად პირველ-მეორე ადგილებს ინაწილებს. უსწრებს უკრაინას, მოლდოვას და ყველა დანარჩენ კანდიდატებს
ევროპის პოლიტიკის ინსტიტუტმა ევროკავშირის წევრობის 10 კანდიდატს შორის ჩაატარა კვლევა, სამართლის უზენაესობის და ინსტიტუტების მდგრადობაზე და აღმოჩნდა, რომ საქართველო მონტენეგროსთან ერთად პირველ-მეორე ადგილებს ინაწილებს. უსწრებს უკრაინას, მოლდოვას და ყველა დანარჩენ კანდიდატებს, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.
31 მაისი 2026, 23:10
ეკონომიკა
გიორგი აბაშიშვილი: დაბალი საგადასახადო გარემო, ბიზნესისთვის მეგობრული გარემო, რა თქმა უნდა, გრძელვადიანი მშვიდობა, რომელიც აჩენს სტაბილურობის განცდას, იძლევა საშუალებას, რომ აქ, ამ ქვეყანაში განხორციელდეს ყველა მასშტაბის პროექტი
დაბალი საგადასახადო გარემო, ბიზნესისთვის მეგობრული გარემო, რა თქმა უნდა, გრძელვადიანი მშვიდობა, რომელიც აჩენს სტაბილურობის განცდას, იძლევა საშუალებას, რომ აქ, ამ ქვეყანაში განხორციელდეს ყველა მასშტაბის პროექტი, - განუცხადა „იმედის კვირას“ ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს“ დამფუძნებელმა, გიორგი აბაშიშვილმა.
31 მაისი 2026, 22:40
პოლიტიკა
სულხან თამაზაშვილი სამართალდამცველებს: გპირდებით, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რათა თითოეულ პოლიციელს ჰქონდეს ღირსეული სამუშაო პირობები, მხარდაჭერა და დაფასება
შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სამართალდამცველებს სიტყვით მიმართა, მათ პროფესიული დღე მიულოცა და საპასუხისმგებლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.
31 მაისი 2026, 22:40
პოლიტიკა
სულხან თამაზაშვილი: პოლიციელობა არ არის მხოლოდ პროფესია, ეს არის არჩევანი ემსახურო სახელმწიფოს და ყველაზე რთულ დროსაც იდგე იქ, სადაც სამშობლოს ყველაზე მეტად სჭირდები
შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სამართალდამცველებს სიტყვით მიმართა. სულხან თამაზაშვილმა მიმართვაში პოლიციელის პროფესიის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ საქართველოს უსაფრთხოება ყოველდღიურად სწორედ სამართალდამცველების თავდადებით შენდება და ძლიერდება.
31 მაისი 2026, 22:27
ეკონომიკა
მიხეილ დუნდუა: წელს, როგორც მსოფლიო ბანკის წინასწარი შეფასება მოწმობს, 2020 წელთან შედარებით ერთ მილიონ ადამიანზე მეტი იქნება მაღალი, საშუალო შემოსავლის კლასის კატეგორიაში, ეს მოსახლეობის 60% უნდა იყოს და ბუნებრივია ეს პროცესი ასახავს იმას, რომ ეკონომიკური ზრდა ინკლუზიურია
წელს, როგორც მსოფლიო ბანკის წინასწარი შეფასება მოწმობს, 2020 წელთან შედარებით ერთ მილიონ ადამიანზე მეტი იქნება მაღალი, საშუალო შემოსავლის კლასის კატეგორიაში, ეს მოსახლეობის 60% უნდა იყოს და ბუნებრივია ეს პროცესი ასახავს იმას, რომ ეკონომიკური ზრდა ინკლუზიურია, მოსახლეობის შემოსავლის დონის გაუმჯობესებას ხმარდება და შესაბამისად საშუალო ფენა ყალიბდება, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ.
31 მაისი 2026, 22:06
პოლიტიკა
კახა კალაძე: ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერებაში განსაკუთრებულია ქართული პოლიციის როლი - ძლიერი სახელმწიფოს საფუძველი სწორედ კანონის დაცვა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაა
ძვირფასო პოლიციელებო, თქვენი სტატუსი სცდება პროფესიულ ჩარჩოებს. დღეს ჩვენ აღვნიშნავთ არა მხოლოდ პროფესიულ დღეს, არამედ სამშობლოს მსახურების, ერთგულებისა და თავდადების სიმბოლოდ ქცეულ თარიღს, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ პოლიციელის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
31 მაისი 2026, 21:51
მსოფლიო
იარაღი დიპლომატიის ნაცვლად. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
რუსეთ-უკრაინის ომი ახალ ეტაპზე გადავიდა - მაშინ, როცა უკრაინა რუსეთის სამხედრო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებს აძლიერებს, კრემლი ახალი შეტევებისთვის ემზადება და ბირთვული რიტორიკაც სულ უფრო ხშირად ისმის.
31 მაისი 2026, 21:46
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე პოლიციელებს: თუ ჩვენ დღეს ძალიან თამამად ვამბობთ: საქართველო არასდროს ყოფილა ასეთი დამოუკიდებელი, თავისუფალი და რომ დღეს ჩვენი სამშობლოს და ხალხის შესახებ გადაწყვეტილებები ჩვენივე ქვეყანაში მიიღება, ეს ძალიან მნიშვნელოვანწილად, თქვენი დამსახურებაა
მინდა, გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ თითოეული დღისთვის, რომელიც საქმეს და საქმისათვის თავგანწირვას დაუთმეთ, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში მამუკა მდინარაძემ პოლიციელის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
31 მაისი 2026, 21:40
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: სახელმწიფოს სიმტკიცე იწყება კანონის პატივისცემით. იქ, სადაც ძლიერია სამართალი, ძლიერია სახელმწიფოც. თქვენი საქმიანობა სწორედ ამ პრინციპს ემსახურება
პოლიციელზე გადის ის უხილავი ზღვარი, რომელიც წესრიგს ქაოსისგან, სიმშვიდეს ძალადობისგან და კანონს თვითნებობისგან იცავს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
31 მაისი 2026, 21:36
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: პოლიციელობა ყოველთვის იყო, არის და იქნება ერთ-ერთი ყველაზე საპატიო და ღირსეული პროფესია
პოლიციელობა ყოველთვის იყო, არის და იქნება ერთ-ერთი ყველაზე საპატიო და ღირსეული პროფესია, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში მამუკა მდინარაძემ პოლიციელის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
31 მაისი 2026, 21:33
ეკონომიკა
სიღარიბიდან კეთილდღეობისკენ. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
სახელმწიფო ვითარდება, ძლიერდება და სიღარიბიდან კეთილდღეობისკენ უფრო სწრაფი ნაბიჯებით მიიწევს წინ. როცა ბიზნესი არ განიცდის ტერორს, არ არეკეტებს სახელმწიფო, გარემო არის ინვესტორზე მორგებული, სოციალური პროექტებისთვის ბიუჯეტიდან თანხა წლიდან წლამდე იზრდება და ადამიანებს აქვთ ცხოვრების უკეთესი პირობები, ვიდრე გუშინ ან გუშინწინ ჰქონდათ.
31 მაისი 2026, 21:32
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: სახელმწიფო სამ უმთავრეს საყრდენს ეფუძნება - თავისუფლებას, სამართლიანობას და მართლწესრიგს. ამ სამიდან ვერც ერთი ვერ იარსებებს პროფესიონალი და საზოგადოების ნდობით აღჭურვილი პოლიციის გარეშე
პოლიციელზე გადის ის უხილავი ზღვარი, რომელიც წესრიგს ქაოსისგან, სიმშვიდეს ძალადობისგან და კანონს თვითნებობისგან იცავს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
31 მაისი 2026, 21:30
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი: მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს იმ ფასდაუდებელი წვლილისთვის, რომელიც საქართველოს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის განმტკიცებაში შეგაქვთ
თქვენ არაერთხელ დაამტკიცეთ, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მზად ხართ, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვათ და გადაარჩინოთ სხვისი სიცოცხლე,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
31 მაისი 2026, 21:29
პოლიტიკა
პრემიერი: გასული რამდენიმე წელიწადი იყო გამოწვევებით სავსე ქართული სახელმწიფოსთვის, უპირველეს ყოვლისა, სწორედ პოლიციის დამსახურებაა, რომ ამ წლების განმავლობაში სახელმწიფომ წარმატებით აღკვეთა ხელისუფლების გადატრიალების რამდენიმე ძალადობრივი მცდელობა, თითოეულ პოლიციელს განსაკუთრებული მადლობა ამისათვის
გილოცავთ პოლიციელის დღეს. ჩვენ აღვნიშნავთ იმ ადამიანების პროფესიულ დღეს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში, ხშირად საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად, იცავენ მართლწესრიგს და თითოეული ადამიანის უსაფრთხოებას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პოლიციელის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.


