28 ივნისი 2022, 15:52 / სანდო წყარო

ნაცისტური ბანაკის მცველს, 101 წლის კაცს, ხუთი წლით პატიმრობა მიუსაჯეს

ნაცისტური გერმანიის დროს, ბერლინთან ახლოს მდებარე მდებარე ბანაკის ყოფილ მცველს, რომელიც ახლა 101 წლისაა, 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, - ამის შესახებ BBC წერს.

კაცი ყველაზე მოხუცი ყოფილი ნაცისტია, რომელიც გერმანიის სასამართლომ გაასამართლა. სასამართლოს მიმდინარეობის დროს, ის ყოველთვის უარყოფდა, რომ შუცშტაფელის (SS) მცველი იყო.

ის 3 518 ადამიანის მკვლელობის ხელშეწყობაში სცნეს დამნაშავედ. სასამართლომ დაადგინა, რომ ის თანამონაწილეობდა საბჭოთა სამხედრო ტყვეების დახვრეტასა და სხვა პირთა Zyklon B-ის გაზის გამოყენებით დახოცვაში.

ყველა სიახლე

გივი მიქანაძე

18 აგვისტო 2022, 14:00

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის სამუშაო ჯგუფის მიზანია მოხდეს საქართველოს საარჩევნო კოდექსის რევიზია ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიას რეკომენდაციების საფუძველზე

დღეს ჩვენ ვიწყებთ კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ჯგუფის საქმიანობას. ეს არის საარჩევნო კოდექსის გადასინჯვასთან დაკავშირებული ჯგუფის პირველი სხდომა. ამ ჯგუფის მიზანია, რაც პირდაპირ გაწერილია ევროკომისიის მიერ წარმოდგენილ რეკომენდაციებში, რომ მოხდეს საქართველოს საარჩევნო კოდექსის რევიზია ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიას რეკომენდაციების საფუძველზე, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, გივი მიქანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

18 აგვისტო 2022, 13:49

პოლიტიკა

ევროკავშირისა და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებს შეხვდნენ

„გვქონდა კითხვები ევროკავშირის პოზიციაზე, ევროინტეგრაციის პროცესზე. განვიხილეთ ყველა ის საკითხი, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. გავაცანით ჩვენი პოლიტიკური ჯგუფის ხედვები კონკრეტულ პრობლემებზე, ვისაუბრეთ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესზე“, - განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

18 აგვისტო 2022, 13:47

რეგიონი

საჩხერის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებისათვის სემეკმა განსახორციელებელი ინვესტიციები შეითანხმა

საინვესტიციო პროექტების ფარგლებში დაგეგმილია სასმელი წყლის ხარისხისა და მიწოდების მაჩვენებლების გაუმჯობესება. ჩატარდება სამუშაოები სასმელი წყლისა და წყალარინების მილსადენებზე ავარიების შემცირების მიზნით. რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყალარინების გამწმენდ ნაგებობას, დამონტაჟდება სახანძრო ჰიდრანტები.

გია აბაშიძე

18 აგვისტო 2022, 13:31

პოლიტიკა

გია აბაშიძე თამარ ჩერგოლეიშვილზე: „ლიბერალმა“ ფაშისტებმა ნამდვილ ფაშისტებსაც გადაასწრეს. ისინი შვილებს ეხებოდნენ და შემდეგ თაობაზე აღარ ვრცელდებოდა მათი ტერორი

ექსპერტი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში „ტაბულას“ დამფუძნებელ თამარ ჩერგოლეიშვილის facebook-სტატუსს ეხმიანება, სადაც ჩერგოლეიშვილი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრის, მიხეილ ყაველაშვილის გაკეთებულ განცხადებას კელი დეგნანის მიმართ, კრიტიკულად აფასებს.

ცესკო

18 აგვისტო 2022, 13:31

პოლიტიკა

არჩევნებში ჩართულ მხარეებს ცესკო 1 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის აკრედიტაცია/რეგისტრაციის ვადებს შეახსენებს

მოგმართავთ საარჩევნო პროცესებში ჩართულ ყველა მხარეს, როგორც მედიას, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ არასამთავრობო სექტორს, დროულად გაიაროთ კანონმდებლობით გაწერილი პროცედურები ცენტრალურ ან შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციისა და აკრედიტაციის მისაღებად, - ამის შესახებ აღნიშნულია ცესკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

18 აგვისტო 2022, 13:26

პოლიტიკა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოზურგეთში სახელმწიფო თანადაფინანსებით შექმნილი ჩაის გადამმუშავებელი საწარმო დაათვალიერა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ და გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ურუშაძემ, ქალაქ ოზურგეთში, „ლაითურის ჩაის საექსპერიმენტო კომპანიის“ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ჩაის გადამმუშავებელი საწარმო დაათვალიერეს და წარმოების პროცესს გაეცნენ.

თორნიკე რიჟვაძე

18 აგვისტო 2022, 13:26

რეგიონი

აჭარაში ტურიზმის აღდგენის უპრეცედენტო მაჩვენებელი ფიქსირდება

აჭარაში ტურიზმის აღდგენის უპრეცედენტო მაჩვენებელი დაფიქსირდა. სწრაფი ტემპით ხდება რეგიონში ეკონომიკური მაჩვენებლების აღდგენა. აღნიშნულ საკითხზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. როგორც თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, სტატისტიკური მონაცემით აჭარაში ტურიზმის აღდგენის მაჩვენებლები უსწრებს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მოლოდინებს და პროგნოზებს.

თორნიკე რიჟვაძე

18 აგვისტო 2022, 12:53

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძე: სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს რომ პროგრამა „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე” განხორციელდეს კეთილსინდისიერად და 2025 წლისთვის ყველა ოჯახი დაკმაყოფილდება

„სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს რომ ეს პროგრამა განხორციელდეს კეთილსინდისიერად და ის გეგმა რომელიც გვაქვს,რომ 2025 წლისთვის განხორციელდეს ყველა ოჯახის დაკმაყოფილება, უნდა იქნას მიღწეული, როგორც მთავრობის ასევე კერძო სექტორის და მერიის აქტიური ჩართულობით“, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

კახა კალაძე

18 აგვისტო 2022, 12:37

საზოგადოება

კახა კალაძე: გიორგი ანწუხელიძე - ბიჭი, რომელმაც დაგვანახა, რომ გმირობა მხოლოდ ისტორიის სახელმძღვანელოებში არ გვხვდება, გმირები ისევ იბადებიან საქართველოს ერთიანობისთვის

არსებობენ გმირები, რომელთა სახელები უმაღლეს ღირებულებასთან - სამშობლოს თავისუფლებასთან ასოცირდება. ასეთია გიორგი ანწუხელიძე, რომლის გმირობა სამუდამოდ დარჩა სამშობლოს სიყვარულის, მისთვის თავდადების უდიდეს მაგალითად, - ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.

18 აგვისტო 2022, 12:27

პოლიტიკა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები როდოსის მერს შეხვდნენ

საბერძნეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია საბერძნეთის ქალაქ როდოსის მერ ანტონის კამბურაკისს შეხვდნენ.

18 აგვისტო 2022, 12:19

რეგიონი

ოთარ შამუგიამ ოზურგეთში სოფელ ქვემო ბახვში ექსპერიმენტული წესით გაშენებული ჩაის პლანტაცია დაათვალიერა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ და სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში გიორგი ურუშაძემ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბახვში ექსპერიმენტული წესით გაშენებული ჩაის პლანტაცია დაათვალიერეს.

გია გაბრიჭიძე

18 აგვისტო 2022, 12:10

პოლიტიკა

გია გაბრიჭიძე ზურაბ ჯაფარიძეს: ხალხს არ აინტერესებს "მასობრივი პროტესტი", თავის გამოჩენა გინდა შენნაირების წინაშე. თორემ, შენი "კამუფლაჟისა და ავტომატის" ყველა ნაოჭი რუსმა ჯარისკაცებმა სულ ზეპირად იციან

როცა ხედავ, რომ ხალხი კონცერტებზე, რესტორნებში, პლაჟზე დადის ხომ უნდა მიხვდე, რომ სულ შენზე ჰკიდიათ "მასობრივი პროტესტი და შენობების აღება"? იცი, როგორ არ იცი, მაგრამ ბოღმა ხარ და თავის გამოჩენა გინდა შენნაირების წინაშე,- ასე ეხმიანება ექსპერტი გია გაბრიჭიძე ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას, რომელიც აცხადებს, რომ მასობრივი პროტესტის შემთხვევაში ბევრი ნაბიჯის გადადგმა შეიძლება, მათ შორის შენობების აღება, ეს დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ აღვიქვამთ სიტუაციას.

18 აგვისტო 2022, 12:08

სამართალი

ყოფილ ტელეწამყვანს, ლაშა ნაკაიძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში „მთავარი არხის“ ყოფილი წამყვანის, ლაშა ნაკაიძის სასამართლო პროცესი დასრულდა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

რიში სუნაკი
ლიზ ტრასი

18 აგვისტო 2022, 12:07

მსოფლიო

Sky News-ის გამოკითხვით, ლიზ ტრასი რიში სუნაკზე დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს და ბრიტანეთის პრემიერი გახდება

ტელეკომპანია Sky News-ის მიერ „კონსერვატიული პარტიის“ წევრებს შორის ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, პარტიის ლიდერის თანამდებობისთვის ბრძოლაში ლიზ ტრასი რიში სუნაკზე დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს და დიდი ბრიტანეთის პრემიერი გახდება.

თორნიკე რიჟვაძე

18 აგვისტო 2022, 12:04

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძე: ბათუმის განვითარებასთან ერთად, ძველი ბათუმის იერსახის შენარჩუნება უაღრესად მნიშვნელოვანია

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ ბათუმის განვითარებასთან ერთად, ძველი ბათუმის იერსახის შენარჩუნება უაღრესად მნიშვნელოვანია. მისი თქმით, ძველ ბათუმში განხორციელდება მხოლოდ არსებული სახლების, ურბანული ძეგლების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია. ძველ ბათუმს შეუნარჩუნდება ძველი იერსახე და არ გაიზრდება კოეფიციენტი. „გარკვეული სპეკულაციები გამოიწვია ძველი ბათუმის კონტექსტში ამ ცვლილებებმა, ამიტომ საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ მსურს განვმარტო, რომ ძველ ბათუმთან დაკავშირებით, ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია იერსახის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნება, მათი მოვლა. ამიტომ, კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ ეს ცვლილებები არ ეხება ძველ ბათუმს. შენარჩუნდება მორატორიუმის რეჟიმი, მოხდება მხოლოდ ძეგლების რეაბილიტაცია კანონმდებლობით დასაშვებ ნორმებსა და ფარგლებში. მინდა ვთხოვო ბათუმის მუნიციპალიტეტს და მერიას, ასევე ეკონომიკის სამინისტროს, რომ პირველი სექტემბრიდან მოვახდინოთ ძველი ბათუმის რეაბილიტაციისთვის ფინანსური რესურსის გამოძებნა, რათა მაქსიმალურად მალე შევძლოთ კონკრეტული კვარტლების რეაბილიტაცია და მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ის იერსახე, რომელიც არ გვხვდება. 12 მეტრიანი შეზღუდვა, რომელიც მოქმედებდა აქამდე, რჩება ძალაში და ძველ ბათუმთან მიმართებით კოეფიციენტი არ გაიზრდება. ამიტომ, იმედი მაქვს, რომ ძველ ბათუმთან მიმართებით ეს სპეკულაციები დასრულდება და ყველა შეკითხვას გაეცემა პასუხი” - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

ვლადიმერ ბოჟაძე

18 აგვისტო 2022, 12:03

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: როგორც ჩანს, რადიკალური ოპოზიცია, მისი დანაყოფები პოლარიზაციის დასრულებას შენობებში შევარდნით და იქიდან ხალხის წიხლებით გამოყრით აპირებენ

„ამ რადიკალებს და რევოლუციონერებს რომ ჰკითხოთ პროდასავლურები არიან, ხალხის ნება და კანონის უზენაესობა მათთვის უმთავრესი პრინციპი და ღირებულებაა, თუმცა პოლიტიკური ბრძოლის იარაღად მხოლოდ კონსტიტუციის, კანონის და ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლას, ქაოსს და არეულობას აანონსებენ! არასდროს მოხდება საქართველოში არეულობა, ქაოსი, დესტაბილიზაცია და რევოლუცია, არასდროს! ვერასდროს დაბრუნდებით ხელისუფლებაში ავტოკრატიული და დიქტატორული რეჟიმი, ომისა და ღალატის პარტია „ნაციონალური მოძრაობა“, ვერასდროს! „ქართული ოცნება“ უზრუნველყოფს ქვეყანაში მშვიდობას, სტაბილურობას და განვითარებას!“ - წერს ბოჟაძე facebook-ზე.

ედიშერ გვენეტაძე

18 აგვისტო 2022, 11:30

პოლიტიკა

ედიშერ გვენეტაძე ზურაბ ჯაფარიძეზე: უეჭველია, შენობების აღებას მისი შარვალჩახდილი, უნიფხვო „ბოევიკებით“ გეგმავს

„ღალატისა და ომის პარტიის“ სატელიტი! ეს კრემლის ხვანჯარგაწყვეტილი ნომრიანი აგენტი! შენობების აღებას უეჭველია მისი შარვალჩახდილი უნიფხვო „ბოევიკებით“ გეგმავს! ეს რომ დამუქრებებს იწყებს, ეს ზონარებჩაწყვეტილი?! თუმცა, ამნაირებს იცავენ, დამცველები ჩვენზე ზედმეტად თავგადამკვდარი ნეოლიბერასტი მეგობრებიდან! ისე სიმართლე უნდა ითქვას! ამ ტვინნაღრძობზე მეტი ტვინჩახდილი ის სუბიექტებია, ვინც ამას და მის ხროვას არჩევნებზე ხმა მისცა! ეს, შარვალჩახდილი, შიშველი უკანალით პროვოკაციაზე წამოსვლას ფიქრობს! და საზოგადოების მხრიდანაც პასუხიც უნდა იყოს სიტუაციის შესაბამისი, შესაფერისი და ადეკვატური! სახელდობრ, კარგი ბროწეულის წკეპლები (იგივე ოყნების შემცვლელი)! დიდხანს არ ტყდება! და ისე აწითლება შიშველი ადგილების, რომ მერე მოსაშუშებლად თვეობით დამხობილი იწვნენ და დამწვარი მალამოს უსვამდნენ ერთ ადგილას ლომჯარია და მისი უსაქმურთა „კამანდა“!, - წერს გვენეტაძე.

18 აგვისტო 2022, 11:28

საზოგადოება

ქვემო სამგორში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე სკვერის რეაბილიტაცია სრულდება

სამგორის რაიონში, 31-ე ქარხანასთან, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი N162-ის მიმდებარედ, სკვერის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები სრულდება. პროექტის ფარგლებში, დაახლოებით, 12 800 კვ. მ ფართობი ტერიტორია კეთილმოეწყო.

ნინო ფოჩხუა

18 აგვისტო 2022, 11:24

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა ზურაბ ჯაფარიძის განცხადებაზე: ტელევიზიაში, საიდანაც ეს მოწოდებები ისმის, შეიძლება შენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორი მივიდეს და ინტერვიუ მისცეს, ეს ხომ ქვეყანაში რევოლუციური განწყობების პირდაპირი მხარდაჭერაა?

პრეტენზია რომ გაქვს „მედასავლეთე" ოპოზიციონერობაზე და ქვეყნის დახსნასა, გადარჩენაზე რუსი ოლიგარქისგან, მერე სათავეში მოსვლასა და ქვეყნის მართვაზე, ამ დესტრუქციული მოწოდებებით გინდათ ხალხის მხარდაჭერა, მაშინ როცა იცით, რომ განულებულები ხართ? - ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერის ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გაკეთებულ განცხადებას.

18 აგვისტო 2022, 11:21

პოლიტიკა

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრებმა, საქართველოს გენერალური პროკურატურის, იუსტიციის სამინისტროსა და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლების მონაწილეობით, ერთობლივად მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს.