07 აგვისტო 2022, 19:16 / სანდო წყარო

ჩინეთი ყვითელ და ბოჰაის ზღვებში წვრთნებს განაახლებს

ოფიციალური პეკინის ცნობით, ყვითელ და ბოჰაის (იგივე ბოხაივანი) ზღვებში ახალ სამხედრო წვრთნებს ჩაატარებენ, - ამის შესახებ BBC წერს.

გადაწყვეტილებას წინ უძღოდა არაერთი ოფიციალური პირის განცხადება იმის შესახებ, რომ „ტაივანთან ახლოს რეგულარული სამხედრო წვრთნები დაიწყება“.

ჩინეთსა და ტაივანს შორის, ამ დრომდეც დაძაბული ურთიერთობა ბოლო დროს კიდევ უფრო დაიძაბა. როგორც BBC წერს, ოფიციალური პეკინის გაღიზიანება აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტს მოჰყვა.

1-ელ აგვისტოს, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჩჟაო ლიცზიანმა განაცხადა, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტი ჩინეთის შიდა საქმეებში უხეში ჩარევა იქნებოდა. პეკინის პოზიციის მიუხედავად, პელოსი ტაივანში ჩავიდა, რის გამოც ჩინეთის ხელისუფლებამ პელოსისა და მისი ოჯახის წევრებს სანქციები დაუწესა.

ჩინეთმა, რომელიც ტაივანს საკუთარ ტერიტორიად განიხილავს, ბოლო ორი წლის განმავლობაში, ტაივანის მიმართულებით სამხედრო აქტივობა გააძლიერა. ოფიციალური პეკინი დიდი ხანია ცდილობს ტაივანი „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკის ნაწილად აქციოს, ხოლო ტაივანი აცხადებს, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფოა.

გასული წლის 16 ნოემბერს, ჩინეთის კომუნისტური პარტიის გენერალურმა მდივანმა, სი ძინპინმა განაცხადა, რომ „მსოფლიოში მხოლოდ ერთი ჩინეთია, ტაივანი ჩინეთის ნაწილია, ხოლო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა ერთადერთი კანონიერი მთავრობაა, რომელიც ჩინეთს წარმოადგენს“.

ყველა სიახლე

05 დეკემბერი 2022, 10:53

მსოფლიო

მედიის ცნობით, ირანის ხელისუფლება ჰიჯაბის სავალდებულო ტარების წესის შეცვლაზე მსჯელობს

ირანის ხელისუფლება ჰიჯაბის სავალდებულო ტარების წესის შეცვლაზე მსჯელობს - ამის შესახებ ირანულ ოპოზიციურ მედიაზე დაყრდნობით CNN-ი იტყობინება.

სალომე ზურაბიშვილი

05 დეკემბერი 2022, 10:35

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთში სამუშაო ვიზიტი დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტი დღეს პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ანჟეი დუდას პირისპირ შეხვდება. ქალაქ ვარშავაში, პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრის შემდეგ მედიისათვის განცხადებები გაკეთდება.

ანა ბიერდე

05 დეკემბერი 2022, 10:20

მსოფლიო

მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი: ომის შემდეგად დაზარალებული უკრაინის აღსადგენად, 500-600 მილიარდი ევრო იქნება საჭირო

ომის შემდეგად დაზარალებული უკრაინის აღსადგენად, 500-600 მილიარდი ევრო იქნება საჭირო, - ამის შესახებ მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ანა ბიერდემ განაცხადა. მისივე თქმით, ევროკომისიისა და უკრაინის მთავრობის დაანგარიშებით, ეს ციფრი ივნისისთვის 350 მილიარდ ევროს შეადგენდა, თუმცა ბოლო თვეებში უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად, ზარალი მნიშვნელოვნად გაიზარდა. როგორც მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, უკრაინის აღსადგენად „მარშალის გეგმის“ მსგავსი გეგმა უნდა შემუშავდეს, რომელშიც როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორიც იქნება ჩართული

შალვა პაპუაშვილი

05 დეკემბერი 2022, 10:07

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლთა ოჯახებს, ახლობლებსა და მთლიანად საქართველოს უსამძიმრებს

მინდა მივუსამძიმრო დაღუპულების ოჯახებს, მათ ახლობლებს და მთლიანად საქართველოს,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ნიდერლანდებში ვიზიტისას განაცხადა.

05 დეკემბერი 2022, 10:06

პოლიტიკა

გერმანიის ბუნდესთაგის კულტურისა და მედიის კომიტეტის ხუთი დეპუტატი საქართველოს ეწვევა

გერმანიის ბუნდესთაგის კულტურისა და მედიის კომიტეტის ხუთი დეპუტატი 5-დან 9 დეკემბრამდე საქართველოს ეწვევიან. დელეგაციის წევრები არიან დეპუტატები კატრინ ბუდე (სოციალ-დემოკრატიული პარტია), მაქსიმილიან მიორზებურგი (ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი), მიხაელ ზახერი (კავშირი 90/მწვანეები), თომას ჰაკერი (თავისუფალი დემოკრატიული პარტია) და მარკ იონგენი (ალტერნატივა გერმანიისთვის).

ოლაფ შოლცი

05 დეკემბერი 2022, 09:55

მსოფლიო

ოლაფ შოლცი: ვლადიმერ პუტინთან საუბრის სრულად შეწყვეტა სერიოზული შეცდომა იქნებოდა

რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან საუბრის სრულად შეწყვეტა სერიოზული შეცდომა იქნებოდა, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა. მისი განცხადებით, ეს ომი დიდი რუსული ექსპანსიონიზმის გამარჯვებით არ დასრულდება და პუტინის დიდი რუსული მისია ჩაიშლება.

ენტონი ბლინკენი

05 დეკემბერი 2022, 09:36

პოლიტიკა

ენტონი ბლინკენი: რუსეთის ხელისუფლება უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყებით არ არის დაინტერესებული

რუსეთის ხელისუფლება უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყებით არ არის დაინტერესებული, - ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა „სიბიეს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა. ენტონი ბლინკენის თქმით, კიევთან მოლაპარაკების ნაცვლად, პუტინი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას აძლიერებს და უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურას ბომბავს, რაც დიალოგის დაწყებას შეუძლებელს ხდის.

05 დეკემბერი 2022, 09:13

საზოგადოება

უამინდობის გამო, დედაქალაქის შემოერთებულ ტერიტორიებზე: ტაბახმელაში, კოჯორში, შინდისში, კიკეთში, სამადლოში, წყნეთში, წავკისსა და ბეთანიაში 25 ტონა ტექნიკური მარილი დაიყარა

თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქში მოსული ნალექისა და დაბალი ტემპერატურის გამო, „თბილსერვის ჯგუფი“ გზის გაწმენდის სამუშაოებს ახორციელებს.

05 დეკემბერი 2022, 08:50

მსოფლიო

რა ხდება უკრაინაში ომის 285-ე დღეს

ომის 285-ე დღე. საოკუპაციო ძალა აღმოსავლეთის ფრონტზე, უკრაინულ მხარეს უტევს. ყველაზე ცხელ წერტილად, კვლავ ბახმუტისა და ავდეევკის მიმართულება რჩება, სადაც უკრაინელი მებრძოლები ოკუპანტთა მასირებულ იერიშებს იგერიებენ. ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსებმა უკრაინულ პოზიციებზე 2 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. 10-მდე თავდასხმა განხორციელდა ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებითაც. როგორც უკრაინული მხარე აცხადებს, ვითარება რთული, თუმცა კონტროლირებადია.

05 დეკემბერი 2022, 08:42

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

5 დეკემბერს ქუთაისში +10 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები უნალექო დღეს ვარაუდობენ, ღამით ტემპერატურა +5 გრადუსამდე დაიწევს. ოზურგეთშიც უნალექო დღე იქნება, დღისით +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

ვოლოდიმირ ზელენსკი

05 დეკემბერი 2022, 08:15

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: ზამთარი რთული იქნება, მაგრამ მაინც ღირს ამ ზამთრის აღქმა არა გამოცდად, არამედ დროდ, რომელიც გვაახლოებს გამარჯვებასთან

ზამთარი რთული იქნება, მაგრამ მაინც ღირს ამ ზამთრის აღქმა არა გამოცდად, არამედ დროდ, რომელიც გვაახლოებს მთავართან, გამარჯვებასთან, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთს დიდი იმედი აქვს, რომ ზამთარს უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენებს, რათა ზამთარი, სიცივე და გაჭირვება მისი ტერორის ნაწილად აქციოს.

05 დეკემბერი 2022, 07:59

რეგიონი

გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

თოვისა და ლიპყინულის გამო საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ჰარი კეინი

05 დეკემბერი 2022, 00:53

სპორტი

ინგლისმა სენეგალი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალში გავიდა⚽

ანგარიში 38-ე წუთზე ჯორდან ჰენდერსონმა გახსნა. პირველი ტაიმის მიწურულს ინგლისელთა უპირატესობა ჰარი კეინმა გაზარდა. შემხვედრის მეორე ნახევარში, კიდევ ერთი გოლი ბუკაიო საკამ გაიტანა.

05 დეკემბერი 2022, 00:46

კულტურა

„მანდალორელის“ მესამე სეზონის პრემიერის თარიღი ცნობილია

სერიალის „მანდალორელი“ მესამე სეზონის პრემიერა სტრიმინგ-სერვისზე Disney+ 2023 წლის 1-ელ მარტს შედგება. ინფორმაცია ამის შესახებ სერიალის Twitter-ანგარიშზე გავრცელდა. მანამდე Lucasfilm-მა სეზონის თიზერ-თრეილერი გამოაქვეყნა.

05 დეკემბერი 2022, 00:31

კულტურა

სერიალის „უკანასკნელი ჩვენგანი“ პირველი თრეილერი გამოქვეყნდა

მთავარ როლებს სერიალში „სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავები - პედრო პასკალი და ბელა რამსი ასრულებენ. პროექტის სცენარისტები და აღმასრულებელი პროდიუსერები კრეიგ მეიზინი და ნილ დრაკმანი არიან. თამაშის სიუჟეტი პოსტაპოკალიფსურ მომავალში ვითარდება. კონტრაბანდისტი ჯოელი (პასკალი) დანგრეულ ამერიკაში მოზარდ ელისთან (რემსი) ერთად მოგზაურობს.

მაია ნიკოლეიშვილი

05 დეკემბერი 2022, 00:30

სამართალი

მაია ნიკოლეიშვილი სააკაშვილის ადვოკატზე: შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოში რა უნდა გააკეთოს, არ ვიცი - თუ დასკვნაში დოკუმენტი არ დევს მოწამვლის და შედეგებში ამაზეა ნამსჯელი, მაშინ ეს ყალბი დასკვნაა

არსებული დასკვნით შალვა ხაჭაპურიძემ რა უნდა გააკეთოს, მე არ ვიცი. უბრალოდ, ამ დასკვნით შალვა მენანება. სასამართლოში ვერ გამოიყენებს, არ შეიძლება. დასკვნაში არის ისეთი პასაჟები, თუნდაც მოწამვლაზე, თუ დოკუმენტი არ დევს მოწამვლის და შედეგებში ამაზეა ნამსჯელი, მაშინ ეს ყალბი დასკვნაა, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა ექსპერტმა, მაია ნიკოლეიშვილმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას „იმედი LIVE“ განაცხადა.

გიორგი ვოლსკი

05 დეკემბერი 2022, 00:15

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკის განცხადებით, არსებულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში საქართველოს სახელისუფლებო რგოლი ვალდებულია, აირჩიოს ისეთი პოზიცია, რომელიც ქვეყნის გადარჩენაზეა ორიენტირებული

„ევროატლანტიკური ინტეგრაცია საკეკლუცოდ კი არ გვინდა, ჩვენთვის გვინდა, მომავლისთვის და ახალგაზრდებისთვის. არ მინდა, ეს ხმამაღალი პათეტიკური განცხადებების გაკეთება. ამ ვითარებაში ვის რა ინტერესი აქვს - დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში, საღი აზრი გაიმარჯვებს და გეტყვით, რაში მდგომარეობს ეს საღი აზრი. მომავალ არქიტექტურაში, რომლის მშენებლობა აუცილებლად დაიწყება, საქართველო აუცილებლად მოხვდება იმ ინტერესის ფოკუსში, რომელსაც სტაბილურობა ჰქვია. დღეს ასეთი არეული სიტუაციაა, დღეს ეს პრაგმატული ინტერესები ერთმანეთ უპირისპირდება, მაგრამ აგერ, წამყვანმა ქვეყანამ საფრანგეთმა, ევროკავშირში დაიწყო საუბარი სამშვიდობო მოლაპარაკებებზე“, - განაცხადა ვოლსკიმ.

გიორგი ვოლსკი

05 დეკემბერი 2022, 00:07

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ვინც ამბობს, რომ „ოცნება“ ლოიალურად არის განწყობილი რუსეთისადმი, რბილად რომ ვთქვათ, არაგულწრფელია, იმიტომ რომ თვალწინ აქვთ ჩვენი მოგებული სასამართლო რუსეთთან

„ვინც ამბობს, რომ „ოცნება“ ლოიალურად არის განწყობილი რუსეთისადმი, ის არის არაგულწრფელი, რბილად რომ ვთქვათ. იმიტომ რომ თვალწინ აქვთ ჩვენი მოგებული სასამართლო რუსეთთან, ჩვენ მიერ პოლიტიკური პოზიცია, რომელიც არ არის მხოლოდ განცხადებები - თუნდაც ჰააგის ტრიბუნალისადმი მიმართვა რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების მოთხოვნით. ამას უკვე ახალგაზრდები იგებენ, რომელთა გონების დაბინდვაზე მიმდინარეობს მთელი მუშაობა, რომ როგორმე გარეთ გამოიყვანონ“, - განაცხადა ვოლსკიმ.

გიორგი ვოლსკი

04 დეკემბერი 2022, 23:53

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: კანდიდატის სტატუსის მინიჭება საქართველოსთვის კიდევ უფრო დააკნინებს რადიკალურ ოპოზიციას - საერთოდ გააქრობს პოლიტიკური სივრციდან

„კანდიდატობა სერიოზულ დარტყმას მიაყენებს იმ საპირწონე პოლიტიკურ ძალას, რომელიც გვიპირისპირდება. კანდიდატობის სტატუსი მოცემა საქართველოსთვის ხომ ფაქტობრივად დაამთავრებს ყველანაირ სპეკულაციას და კიდევ უფრო დააკნინებს რადიკალურ ოპოზიციას. საერთოდ გააქრობს პოლიტიკური სივრციდან“, - განაცხადა ვოლსკიმ.

გიორგი ვოლსკი

04 დეკემბერი 2022, 23:50

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი გარკვეულ პოლიტიკოსებზე: პრაგმატული გათვლა აქვთ. რაც უფრო ცუდად იქნება სააკაშვილი, ეს მეტ საშუალებას მისცემთ, რომ პროპაგანდა იყოს ეფექტური

„ყველაფრის მიუხედავად, სააკაშვილი მთავარი თემა ვერ გახდა. ამის გარშემო იქმნება ერთი სერიოზული დაჯგუფება, როგორც ფრონტზე ხდება სამხედრო ძალების მობილიზება, ზუსტად ასე, მთელი პროპაგანდისტული და პარტიული ლიდერშიპია ამაში ჩარეული, როგორმე ეს აამუშაონ საზღვარგარეთისთვის საყურადღებოდ. იქაც, დამერწმუნეთ, ადამიანთა საკმაოდ დიდი ჯგუფი არსებობს, რომელიც რეზოლუციებზე ისე აწერს ხელს, თუნდაც, ევროპარლამენტის რეზოლუცია ავიღოთ. რომ მისი ემოციური დამოკიდებულებაა მთავარი და ამ ემოციურ დამოკიდებულებას შემდეგ მართავენ საკმაოდ სოლიდური და საკმაოდ გონებაგახსნილი და ჩვენს წინააღმდეგ მომართული პოლიტიკოსები. გვარები შეგვიძლია ჩამოვთვალოთ, მასხრად ნუ ავიგდებთ. თუნდაც, კუბილიუსი, მისი ყოფილი თავდაცვის მინისტრი, იუკნევიჩიანე. გვარების ჩამოთვლა შეგვიძლია, ყველამ ვიცით. ამის გარშემო ხდება მობილიზება. ვინაიდან სხვა თემამ არ გაამართლა. პრაგმატული გათვლა აქვთ. რაც უფრო ცუდად იქნება სააკაშვილი, ეს მეტ საშუალებას მისცემს, რომ პროპაგანდა იყოს ეფექტური“, - განაცხადა ვოლსკიმ.