ოლაფ შოლცი: ევროკავშირის გაფართოება საბოლოოდ უნდა მოიცავდეს უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს
ოლაფ შოლცი
ფოტო: Reuters
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ევროკავშირის გაფართოება საბოლოოდ უნდა მოიცავდეს უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს.
ოლაფ შოლცმა შოლცმა ხაზი გაუსვა გერმანიის ერთგულებას ევროკავშირის გაფართოებისადმი და აღნიშნა, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, უკრაინა, მოლდოვა და საქართველო ბლოკში უნდა გაერთიანდნენ.
„თუმცა,ამ გაფართოებულ კავშირში წევრ ქვეყნებს შორის განსხვავებები გაიზრდება პოლიტიკური ინტერესების, ეკონომიკური გავლენისა და სოციალური უსაფრთხოების სისტემების თვალსაზრისით. იქ, სადაც დღეს ერთსულოვნებაა საჭირო, ცალკეული ქვეყნის მხრიდან ვეტოს უფლების გამოყენების და დანარჩენი წევრი ქვეყნების წინსვლისთვის ხელის შეშლის რისკი იზრდება ყოველი დამატებითი წევრი ქვეყნის მიღებისას. ამიტომ შევთავაზე საერთო საგარეო პოლიტიკაში უმრავლესობის კენჭისყრაზე ეტაპობრივი გადასვლა, ისევე როგორც სხვა სფეროებში, როგორიცაა გადასახადების პოლიტიკა“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.
ყველა სიახლე
29 სექტემბერი 2026, 18:32
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი მსოფლიო ბანკის კვლევაზე: ჩვენ დერეფანს განვიხილავთ როგორც ერთიან სისტემას, რომელიც უნდა გავხადოთ კონკურენტუნარიანი, საიმედო, სწრაფი და შესაბამისად ამ მიმართულებით ეფექტიანი
მსოფლიო ბანკის ახალი კვლევა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს შუა დერეფნის მზარდ როლს და მის ეკონომიკურ პოტენციალს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, თამარ იოსელიანმა მსოფლიო ბანკის ანგარიშთან დაკავშირებით.
29 სექტემბერი 2026, 18:31
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი ჩეხეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი, საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, პეტრ კუბერნატს შეხვდა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
29 სექტემბერი 2026, 18:29
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: ჩვენ გვაქვს 10-წლიანი ძალიან მკაფიო ხედვა და გეგმა, თუ როგორ უნდა განვითარდეს სატრანსპორტო სისტემა და აქ ერთ-ერთი მთავარი ადგილი უკავია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს
ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ის შესაძლებლობები, რომელსაც ზოგადად დაკავშირებადობა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი და შესაბამისი მიმართულებები ქმნის. ეს ნიშნავს უფრო მეტ ბიზნესს, მეტ ტურისტს, განვითარებულ ეკონომიკას, უფრო მეტ აქტივობას რეგიონში და, შესაბამისად, უფრო მჭიდრო კავშირებს როგორც ევროპასთან, ასევე მთელ მსოფლიოსთან, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.
29 სექტემბერი 2026, 18:28
საზოგადოება
სურსათის ეროვნული სააგენტო: საბავშვო ბაღებიდან აღებული სურსათის 370 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
სურსათის ეროვნული სააგენტო საბავშვო ბაგა-ბაღებში სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლს აქტიურად განაგრძობს, - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
29 სექტემბერი 2026, 18:26
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: წლების განმავლობაში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მთავარ პარტნიორს - „ვიზეარს“ ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი მის განვითარებაში, რაც ნამდვილად ჩანს რიცხვებში და შედეგიც ნათელია
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 14 წლისაა, ასევე დღეს Wizz Air-ის ბაზის დაარსებიდან 10 წლის იუბილეს აღვნიშნავთ. ეს ორი თარიღი ერთმანეთთან განსაკუთრებულად და მჭიდროდ არის დაკავშირებული, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა ქუთაისში გამართულ საიუბილეო ღონისძიებაზე.
29 სექტემბერი 2026, 18:26
პოლიტიკა
აკაკი ალადაშვილი: როდესაც საზოგადოება გახლეჩილია, ერთმანეთს ლანძღავს, აგინებს, შეურაცხყოფს, არ ჰყავს ადამიანები, რომლებიც მისთვის მისაბაძია, ასეთი საზოგადოება არის ძალიან ადვილი სამართავი. ეს არის ამ სიძულვილის კამპანიის მიზანიც
როდესაც საზოგადოება გახლეჩილია, ერთმანეთს ლანძღავენ, აგინებენ, შეურაცხყოფენ, არ ჰყავს ადამიანები, რომლებიც მათთვის მისაბაძები არიან, ასეთი საზოგადოება არის ძალიან ადვილი სამართავი, რადგან ეს არის ორად გახლეჩილი საზოგადოება. ეს არის ამ სიძულვილის კამპანიის მიზანიც, - განაცხადა პარლამენტის უმრავლესობის წევრმა, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, აკაკი ალადაშვილმა.
29 სექტემბერი 2026, 18:22
ეკონომიკა
ივანე აბაშიძე: მსოფლიო ბანკის უახლესი ანგარიში ნათლად ადასტურებს, რომ საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის როლი ფაქტობრივად სტრატეგიულად შეუცვლელია შუა დერეფნის სახელმწიფოებისთვის და იმ სავაჭრო ინტერესებისთვის, რომლებიც ცენტრალურ აზიას, აზიასა და ევროპას შორის ვაჭრობისთვის არსებობს
მსოფლიო ბანკის უახლესი ანგარიში ნათლად ადასტურებს, რომ საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის როლი ფაქტობრივად სტრატეგიულად შეუცვლელია შუა დერეფნის სახელმწიფოებისთვის და იმ სავაჭრო ინტერესებისთვის, რომლებიც ცენტრალურ აზიას, აზიასა და ევროპას შორის ვაჭრობისთვის არსებობს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა, ივანე აბაშიძემ მსოფლიო ბანკის ახლად გამოქვეყნებული ანგარიშის შეფასებისას.
29 სექტემბერი 2026, 18:22
პოლიტიკა
დავით ჩიხელიძე ოპოზიციაზე: დღევანდელი მოცემულობით სახეზე გვაქვს ერთი შეხედვით აშკარა დანაშაული და დანაშაულის ნიშნებს შეიცავს მათი ქმედებები. ეს ძალები არა თუ პოლიტიკაში უნდა იყვნენ, არამედ უნდა იყვნენ იზოლირებული, მათ შორის შესაძლოა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში
დღევანდელი მოცემულობით სახეზე გვაქვს ერთი შეხედვით აშკარა დანაშაული და დანაშაულის ნიშნებს შეიცავს მათი ქმედებები. ეს ძალები არა თუ პოლიტიკაში უნდა იყვნენ, არამედ უნდა იყვნენ იზოლირებული, მათ შორის შესაძლოა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ექსპერტმა დავით ჩიხელიძემ ოპოზიციური პარტიების მიმართ შეტანილ საკონსტიტუციო სარჩელზე საუბრისას.
29 სექტემბერი 2026, 18:19
ეკონომიკა
ლევან მოსეშვილი: ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა ჩვენი რეგიონი მსოფლიოსთან კიდევ უფრო დააახლოვა და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა იმერეთის ტურისტული პოტენციალის განვითარებაში
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის 14 წლისთავისა და Wizz Air-ის ბაზის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ლევან მოსეშვილმა, აეროპორტის როლზე ქუთაისისა და იმერეთის რეგიონის განვითარებაში ისაუბრა.
29 სექტემბერი 2026, 18:15
პოლიტიკა
დავით ჩიხელიძე ოპოზიციაზე: შექმნიან რაღაც გაერთიანებას, არის გარკვეული ხმაურიანი განცხადებები, მაგრამ როცა სამუშაო პროცესი იწყება, სკამის გამო ბრძოლა წინა პლანზე გადმოიწევს ხოლმე და მათ შორის შეუთანხმებლობა იზრდება, რის შედეგადაც მათი გაერთიანება თუ შეიქმნა წინასაარჩევნოდ, არჩევნების შემდგომ იშლება, ხოლო თუ შეიქმნა არასაარჩევნო პერიოდში, რამდენიმე თვეში იშლებიან ისე, რომ მხოლოდ ერთი-ორ შეხვედრას მართავენ
შექმნიან რაღაც გაერთიანებას, არის გარკვეული ხმაურიანი განცხადებები, მაგრამ როცა სამუშაო პროცესი იწყება, როგორც ჩანს, სკამის გამო ბრძოლა წინა პლანზე გადმოიწევს ხოლმე და მათ შორის შეუთანხმებლობა იზრდება, - განაცხადა ოპოზიციაზე საუბრისას გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ექსპერტმა დავით ჩიხელიძემ.
29 სექტემბერი 2026, 18:02
პოლიტიკა
დავით ჩიხელიძე: ოპოზიციის რეიტინგი ისტორიულად დაბალ ნიშნულზეა და არ აქვთ საშუალება რეიტინგი გაზარდონ. ერთის მხრივ ეს არის მთავრობის პოლიტიკის დამსახურება, რომელიც მყარად მიჰყვება თავის კურსს და მეორეს მხრივ, ოპოზიცია ერთმანეთში ვერ გარკვეულა
ოპოზიციის რეიტინგი ისტორიულად დაბალ ნიშნულზეა და არ აქვთ საშუალება რეიტინგი გაზარდონ. ერთი მხრივ, ეს არის მთავრობის პოლიტიკის დამსახურება, რომელიც მყარად მიჰყვება თავის კურსს და მეორეს მხრივ, ოპოზიცია ერთმანეთში ვერ გარკვეულა, - განაცხადა ექსპერტმა დავით ჩიხელიძემ „დღის ქრონიკაში“.
29 სექტემბერი 2026, 18:00
პოლიტიკა
აკაკი ალადაშვილი: ეს კვლევა თუ სურათი, რომელიც 8 ოპოზიციური სუბიექტის 16 პროცენტიან მხარდაჭერას აჩვენებს, კიდევ კარგად არ ასახავს მათ მდგომარეობას, სინამდვილეში ბევრად უფრო ნაკლები აქვთ
ეს კვლევა თუ სურათი, რომელიც 8 ოპოზიციური სუბიექტის 16 პროცენტიან მხარდაჭერას აჩვენებს, კიდევ კარგად არ ასახავს მათ მდგომარეობას, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, აკაკი ალადაშვილმა.
29 სექტემბერი 2026, 17:56
პოლიტიკა
აკაკი ალადაშვილი რადიკალებზე: ისინი არ წარმოადგენენ ჩემთვის ოპოზიციას, ისინი არიან რადიკალური დაჯგუფებები. როდესაც პოლიტიკური ველიდან გაქრებიან, გაჩნდება მეტი სივრცე ახალი და ჯანსაღი მართლა ოპოზიციური პარტიებისთვის, რომლებსაც ექნებათ სახელმწიფო ინტერესები პირველ პლანზე დაყენებული
საკონსტიტუციო სარჩელის შეტანა და რადიკალური დაჯგუფებების საკონსტიტუციო სარჩელით მოთხოვნით, რომ ისინი აიკრძალონ, ეს არის ჩვენი საკონსტიტუციო უფლება. ისინი არ წარმოადგენენ ჩემთვის ოპოზიციას, ისინი არიან რადიკალური დაჯგუფება, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აკაკი ალადაშვილმა.
29 სექტემბერი 2026, 17:49
მსოფლიო
უკრაინული მედია: უნგრეთი კვლავ აფერხებს ევროკავშირში უკრაინის ინტეგრაციის პროცესს და უარს ამბობს მე-2 და მე-3 კლასტერების სკრინინგის შედეგების დამტკიცებაზე
უნგრეთი კვლავ აფერხებს ევროკავშირში უკრაინის ინტეგრაციის პროცესს და უარს ამბობს მე-2 და მე-3 კლასტერების სკრინინგის შედეგების დამტკიცებაზე. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
29 სექტემბერი 2026, 17:48
პოლიტიკა
აკაკი ალადაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: არ ესმით, რომ როდესაც მოინდომეს ქართული ტრადიციების, ოჯახური ღირებულებების შეცვლა, ისინი დაუპირისპირდნენ ისტორიას, ღირებულებებს, რომელიც ამდენი საუკუნის განმავლობაში შევინახეთ
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აკაკი ალადაშვილი „დღის ქრონიკაში“ IRI-ის კვლევის შედეგებს გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციის არჩეულმა სტრატეგიამ ისინი მხარდამჭერების შემცირებამდე მიიყვანა.
29 სექტემბერი 2026, 17:45
პოლიტიკა
მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის მრჩეველთა ახალგაზრდული საბჭოს წევრებს შეხვდა
შეხვედრაზე დიმიტრი ხუნდაძემ ახალგაზრდებს საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის პრინციპები და პარლამენტის წევრის, როგორც მუნიციპალიტეტების დელეგატის, საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო. ყურადღება გამახვილდა ახალგაზრდული საბჭოს საქმიანობასა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საჭიროებებთან დაკავშირებულ საკითხებზე.
29 სექტემბერი 2026, 17:40
მსოფლიო
აშშ-ში, 71 წლის დუგლას სტიუარტ კარტერი, რომელიც 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში სიკვდილმისჯილთა საკანში იმყოფებოდა, პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
აშშ-ში, იუტას შტატში, 71 წლის დუგლას სტიუარტ კარტერი, რომელიც 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში სიკვდილმისჯილთა საკანში იმყოფებოდა, პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
29 სექტემბერი 2026, 17:38
სამართალი
აღსრულების ეროვნული ბიუროს ჩართულობით, ე.მ-ის საქმე მორიგებით დასრულდა
საზოგადოების ინფორმირების მიზნით გაცნობებთ, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს აქტიური ჩართულობით, მოვალე ე.მ.-ის მიმართ მიმდინარე აღსრულების პროცესი მხარეებს შორის მორიგებით დასრულდა.
29 სექტემბერი 2026, 17:38
სამართალი
პროკურატურამ კახეთში, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თაღლითური გზით დაბალშაქრიანი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ჯგუფურად, წინასწარი შეთანხმებით სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, რქაწითელის ჯიშის ყურძნის ადგილწარმოშობის შესახებ ყალბი ცნობები მოიპოვეს და შეეცადნენ, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდარში მდებარე ღვინის ქარხანაში 20 600 კილოგრამი დაბალი შაქრიანობის მქონე ყურძნის ჩაბარებას, რაც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ დროულად გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების გამო ვერ მოახერხეს.
29 სექტემბერი 2026, 17:34
სამართალი
აქტივისტ თორნიკე რაზმაძის ადმინისტრაციულ საქმეზე სასამართლო პროცესი გადაიდო - მან ადვოკატი მოითხოვა
აქტივისტ თორნიკე რაზმაძის ადმინისტრაციულ საქმეზე სასამართლო პროცესი გადაიდო, მან ადვოკატი მოითხოვა. თორნიკე რაზმაძეს სიძულვილის ენის გამოყენებას ედავებიან.


