imedi  /  22 სექტემბერი 2022, 19:10 / სანდო წყარო

მედვედევმა სტრატეგიული ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობა დაუშვა

დიმიტრი მედვედევი

დიმიტრი მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ მოსკოვის არსენალში არსებული ნებისმიერი იარაღი, მათ შორის სტრატეგიული ბირთვული იარაღი, შეიძლება გამოყენებულ იქნას რუსეთის მიერ ანექსირებული ტერიტორიების დასაცავად.

მედვედევმა აღნიშნა, რომ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეფერენდუმები გაიმართება და რომ „უკან დასახევი გზა არ არის“.

„დონბასის (დონეცკი და ლუგანსკი) რესპუბლიკებსა და სხვა ტერიტორიებს რუსეთის შემადგენლობაში მივიღებთ. რუსეთმა გამოაცხადა, რომ არა მხოლოდ სამობილიზაციო შესაძლებლობები, არამედ ნებისმიერი რუსული იარაღი, მათ შორის სტრატეგიული ბირთვული იარაღი, შეიძლება გამოყენებულ იქნას ასეთი დაცვისთვის“, - აღნიშნა მან.

ყველა სიახლე

28 სექტემბერი 2022, 16:31

საზოგადოება

თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გლდანის რაიონის გამგეობა სკვერების მოწყობა-რეაბილიტაციას აგრძელებს. ამჯერად, სკვერის რეაბილიტაცია ანდრონიკაშვილის ქუჩაზე N93-95-თან მიმდინარეობს.

28 სექტემბერი 2022, 16:27

საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტო ცოფის საწინააღმდეგოდ უფასო ვაქცინაციას ატარებს

ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო შინაური და მიკედლებული ცხოველების (ძაღლი, კატა) უფასო ვაქცინაციას ატარებს, - ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აცრის ღონისძიებები 28-30 სექტემბერს მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება (ლოკაციების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

ხათუნა ბურკაძე

28 სექტემბერი 2022, 16:21

პოლიტიკა

ხათუნა ბურკაძე: აუცილებელია უსაფრთხოების საბჭოს სხდომის მოწვევა და რუსეთიდან წამოსული მოქალაქეთა ნაკადების თანმდევ საფრთხეებთან გამკლავების გეგმის შემუშავება

მისი თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა უწყებებმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროპულ სახელმწიფოებთან, გაეროსა და ევროკავშირის შესაბამის წარმომადგენლებთან მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე უნდა განსაზღვრონ რუსეთიდან წამოსული მოქალაქეების ნაკადების მართვის საკითხები.

28 სექტემბერი 2022, 16:20

პოლიტიკა

ლაშა დარსალია და ხავიერ კოლომინა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელ ერგნეთს ეწვივნენ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ლაშა დარსალია და ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელ ერგნეთს ეწვივნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

28 სექტემბერი 2022, 16:17

პოლიტიკა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „პატიმრობის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები განიხილა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა „პატიმრობის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები. კანონპროექტის თანახმად, პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ბრალდებულებს/მსჯავრდადებულებს შესაძლებლობა მიეცემათ გაგზავნონ და მიიღონ წერილები, ასევე განახორციელონ სატელეფონო საუბარი და ვიდეოპაემანი პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ოჯახის წევრ ბრალდებულთან/ მსჯავრდადებულთან.

28 სექტემბერი 2022, 16:13

პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი სომხეთის ელჩს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საქართველოში ახალდანიშნულ სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, აშოტ სმბატიანთან შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მინისტრმა წარმატებები უსურვა სომეხ დიპლომატს მომავალ საქმიანობაში და ხაზი გაუსვა საქართველოსა და სომხეთს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების მნიშვნელობას.

28 სექტემბერი 2022, 16:09

პოლიტიკა

პარტია „დროას“ და სამოქალაქო აქტივისტებს პოლიციამ ლარსის პუნქტთან აქციის ჩატარების უფლება არ მისცა - შსს მათ აქციის გამართვის ადგილად გველეთს სთავაზობს

პარტიას „დროა“ და სამოქალაქო აქტივისტებს, პოლიციამ ლარსის პუნქტთან აქციის ჩატარების უფლება არ მისცა.

ზურაბ ქადაგიძე

28 სექტემბერი 2022, 16:08

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე ელენე ხოშტარიას: ოგბუნუჯუს, რომ მეტი პოლიტიკური წონა აღმოაჩნდება და შენ რეიტინგს მიღმა დარჩები, მერე ერთადერთი გამოსავალი გრჩება-პროვოკაციებითა და იაფი, პოლიტიკური პროსტიტუციით დაკავდე

ოგბუნუჯუს, რომ მეტი პოლიტიკური წონა აღმოაჩნდება და შენ რეიტინგს მიღმა დარჩები, მერე ერთადერთი გამოსავალი გრჩება-პროვოკაციებითა და იაფი, პოლიტიკური-პროსტიტუციით დაკავდე, რომ იქნებ ერთი ორი გრამი მიამატო შენ წონას- წერს ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე, რითაც „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას მიერ დაგეგმილ ლარსის გამშვებ პუნქტთან მიმდინარე აქციას ეხმიანება.

28 სექტემბერი 2022, 15:55

კულტურა

რუსლან აბაშიძე ფილმის „თავისუფლების ფასი“ პრემიერას დაესწრო

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოში ფილმის „თავისუფლების ფასი“ პრემიერა გაიმართა. ჩვენებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დაესწრო.

ირაკლი კოვზანაძე

28 სექტემბერი 2022, 15:53

ეკონომიკა

ირაკლი კოვზანაძე: 2022 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი ფისკალურ და მონეტარულ გამოწვევებს პასუხობს

ბიუჯეტის დეფიციტისა და მთავრობის ვალის პარამეტრების გაუმჯობესება მნიშვნელოვანია როგორც ფისკალური ასევე მონეტარული სტაბილურობის თვალსაზრისით. 2022 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი ფისკალურ და მონეტარულ გამოწვევებს პასუხობს, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები განიხილეს.

ანკა ფელდჰუზენი

28 სექტემბერი 2022, 15:52

მსოფლიო

უკრაინაში გერმანიის ელჩი: ნატოში ყოველდღე მსჯელობენ იმაზე, როგორ უპასუხონ რუსეთს ბირთვული დარტყმის შემთხვევაში

უკრაინაში გერმანიის ელჩის, ანკა ფელდჰუზენის განცხადებით, ნატოში ყოველდღე მსჯელობენ იმაზე, როგორ უპასუხონ რუსეთს ბირთვული დარტყმის შემთხვევაში. ამის შესახებ გერმანიის ელჩმა უკრაინულ გამოცემა „ევროპეისკა პრავდასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ალექსანდრე რაქვიაშვილი

28 სექტემბერი 2022, 15:50

პოლიტიკა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: ხოშტარიასა და ოპოზიციის ნაწილის პოზიცია სუფთა პრორუსული პოზიციაა - ლარსთან აქციის გამართვას პოლიტიკურად არ ვეთანხმები

„ხოშტარიასა და ოპოზიციის ნაწილის პოზიცია სუფთა პრორუსული პოზიციაა, რომელიც ეწინააღმდეგება არა მარტო ამერიკელების და ევროპის ზოგიერთი ქვეყნის პოზიციას, არამედ თავად უკრაინის პრეზიდენტის პოზიციას“, - განაცხადა „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა „დროას“ მიერ ლარსთან აქციის გამართვაზე საუბრისას.

28 სექტემბერი 2022, 15:47

სამართალი

საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შევა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ცვლილებების ნაწილი სიჩქარის გადაჭარბებისთვის გათვალისწინებული ჯარიმის ზრდას შეეხება. კერძოდ, სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, ნაცვლად 150 ლარისა.

28 სექტემბერი 2022, 15:39

მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკელ მოქალაქეებს რუსეთის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკელ მოქალაქეებს რუსეთის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს. შესაბამის განცხადებას რუსეთში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

28 სექტემბერი 2022, 15:30

პოლიტიკა

ადამიანის უფლებათა ცენტრის სამართლებრივი დახმარებით, ე. წ. ყინწვისის საქმეზე გასამართლებული ყველა ყოფილი პოლიტპატიმარი გამართლდა

ადამიანის უფლებათა ცენტრის სამართლებრივი დახმარების შედეგად, თბილისის სააპელაციო სასამართლომ გაამართლა ე.წ. ყინწვისის საქმეზე 2011 წელს გასამართლებული 12 პირი, რომლებიც საქართველოს პარლამენტის მიერ პოლიტპატიმრებად არიან აღიარებული. სააპელაციო სასამართლომ განაჩენი 2022 წლის 23 სექტემბერს გამოაცხადა.

28 სექტემბერი 2022, 15:21

ტაბლოიდი

ჯენიფერ ლოპესმა და ბენ აფლეკმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ოჯახური ღალატის შემთხვევაში $5-მილიონიან კომპენსაციას ითვალისწინებს

მომღერალმა და მსახიობმა ჯენიფერ ლოპესმა და მისმა მეუღლემ, მსახიობმა ბენ აფლეკმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ოჯახური ღალატის შემთხვევაში $5-მილიონიან კომპენსაციას ითვალისწინებს. ამის შესახებ გამოცემა Marca წერს.

28 სექტემბერი 2022, 15:19

მსოფლიო

უკრაინის პორტები მარცვლეულით დატვირთულმა კიდევ ოთხმა გემმა დატოვა

უკრაინაში, „ჩერნომორსკისა“ და „პივდენეს“ (ე.წ. სამხრეთის პორტი) პორტები მარცვლეულით დატვირთულმა კიდევ ოთხმა გემმა დატოვა. ისინი სასოფლო-სამეურნეო კულტურას აზიის, აფრიკისა და ევროპის ქვეყნებში გაიტანენ, - წერს უკრაინული მედია ინფრასტრუქტურის სამინისტროზე დაყრდნობით.

28 სექტემბერი 2022, 15:06

სამართალი

არასრულწლოვანი შვილის ინტერესებიდან გამომდინარე, ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესი დაიხურა

ამ ჩვენებას ეჭვქვეშ აყენებს დაცვის მხარე. ადვოკატებს აინტერესებდათ, რატომ ვერ მოახერხა ნელი დოროყაშვილმა ფაქტობრივი გარემოებებისა და სავარაუდო ძალადობის ფაქტის ვიდეოჩანაწერში სრულად ან უწყვეტ რეჟიმში ასახვა.

28 სექტემბერი 2022, 15:02

მსოფლიო

პოლონეთისა და ბულგარეთის მთავრობებით რუსეთში მყოფ თავიანთ მოქალაქეებს ქვეყნის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებენ

პოლონეთისა და ბულგარეთის მთავრობები რუსეთში მყოფ თავიანთ მოქალაქეებს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ დატოვონ ქვეყანა.

28 სექტემბერი 2022, 14:58

პოლიტიკა

ელისო ბოლქვაძე უნგრეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ანა მარია სიკოს შეხვდა

„აღსანიშნავია, რომ შეხვედრისას უნგრეთის ელჩმა მომავალ წელს ბათუმის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალში ჩართვის სურვილი გამოთქვა. შეხვედრის დასასრულს შევთანხმდით თანამშრომლობასა და ერთობლივი კულტურული პროექტების განხორციელებაზე“, - აღნიშნა ელისო ბოლქვაძემ.