ჯაბა ხუბუა: არ არის გასაკვირი, რომ იქ, სადაც 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ანტიქართველისა და ქართველთმოძულის, კახა ბენდუქიძის შვილია, ნოდარ დუმბაძესაც შეაგინებენ და შებილწავენ ყველაფერს, რაც ქართული სულიერებისა და კულტურისათვის ფასეულია
ჯაბა ხუბუა
ფოტო: Facebook
ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა, კახა ბენდუქიძის შვილის, ანასტასია ბენდუქიძის პოდკასტში ოპოზიციონერი აქტივისტების მიერ ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფას ეხმიანება და აცხადებს, რომ 21-ე საუკუნის ყველაზე დიდი ანტიქართველისა და ქართველთმოძულე შვილის ვიდეოდან ქართველი მწერლის შეგინება და ქართული სულიერებისა თუ კულტურისათვის ფასეული საკითხების შებილწვა, გასაკვირი საერთოდ არ არის.
ხუბუას თქმით, ადვილი წარმოსადგენია, თუ როგორ ინდოქტრინაციას ახდენენ და რა „შხამით ჭყიპავენ“ ქართველ ახალგაზრდებს ბენდუქიძის შვილის უნივერსიტეტებში.
„საერთოდ არ არის გასაკვირი, რომ იქ, სადაც 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ანტიქართველისა და ქართველთმოძულის - კახა ბენდუქიძის შვილია, ნოდარ დუმბაძესაც შეაგინებენ და შერყვნიან და შებილწავენ საერთოდ ყველაფერს, რაც ქართული სულიერებისა და კულტურისათვის ფასეულია, რაც ქართველი კაცის ეროვნულ დვრიტას ქმნის და მისი იდენტობის ნაწილს წარმოადგენს.
ამ ყველაფრის ფონზე კიდევ უფრო ადვილი წარმოსადგენია, რა იდეოლოგიას კულტივირებენ, როგორ ინდოქტრინაციას ახდენენ და რა შხამითა და ბალღამით ჭყიპავენ ქართველი ახალგაზრდების სულსა და გონებას თავის დროზე - კახა ბენდუქიძის, ახლა კი მისი რუსეთში დაბადებული და გაზრდილი ქალიშვილის მფლობელობაში არსებულ უნივერსიტეტებში.
ქართული უმაღლესი განათლების სისტემაში დღემდე ანასტასია ბენდუქიძის მამის აჩრდილი რომ დაძრწის, სწორედ ეს არის დიდი უბედურება“, - წერს ჯაბა ხუბუა X-ზე.
ყველა სიახლე
20 ივლისი 2026, 09:46
რეგიონი
საჩხერის მუნიციპალიტეტი საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ოპერირების არეალში გადავიდა
საჩხერის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მართვას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია უზრუნველყოფს. აღნიშნულ მომსახურებას მუნიციპალიტეტში აქამდე შპს „საჩხერის წყალკანალი“ ახორციელებდა.
20 ივლისი 2026, 09:41
მსოფლიო
უკრაინამ მოსკოვს ასობით დრონით შეუტია
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ოდინცოვოში დაზიანდა ავტომობილი და კერძო სახლი. პოდოლსკში უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოვარდნის შედეგად ხანძრები გაჩნდა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის რამდენიმე ობიექტი დაზიანდა. კერძო სახლი დაზიანდა სოფელ მალოე ტოლბინოშიც.
20 ივლისი 2026, 09:36
მსოფლიო
ერაყში ირანის თავდასხმის შემდეგ ერთი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (Centcom) ცნობით, სამხედრო პირი ჩამოგდებული ირანული მოიერიშე დრონის აუფეთქებელი მასალის „კონტროლირებადი აფეთქების“ დროს დაიღუპა. ინციდენტის შედეგად კიდევ ერთი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა.
20 ივლისი 2026, 09:27
სპორტი
მსოფლიო ჩემპიონატის ინდივიდუალური ჯილდოების მფლობელები დასახელდნენ
საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელი, კილიან მბაპე კი „ოქროს ბუცის“ მფლობელი გახდა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირს გადაეცემა. წელს მან 10 გოლის გატანა მოახერხა. ამასთან, ის 22 გოლით ტურნირის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირიც გახდა.
20 ივლისი 2026, 09:14
მსოფლიო
ერაყი და სირია ნედლი ნავთობის უმოქმედო საექსპორტო მილსადენის აღდგენაზე შეთანხმდნენ
ერაყმა და სირიამ სირიის ხმელთაშუა ზღვის სანაპირომდე მიმავალი, დიდი ხნის განმავლობაში უმოქმედო, ნედლი ნავთობის საექსპორტო მილსადენის აღდგენის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
20 ივლისი 2026, 09:11
მსოფლიო
ენდი ბერნემი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შესრულებას დღეიდან შეუდგება
დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ენდი ბერნემი დღეიდან მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგება. ბერნემი, რომელსაც მანჩესტერის მერის თანამდებობაზე მუშაობის გამო „ჩრდილოეთის მეფეს“ უწოდებენ, კირ სტარმერს შეცვლის.
20 ივლისი 2026, 09:05
მსოფლიო
აბას არაღჩი: ალი ხამენეის რეზიდენციაზე თავდასხმა უსაფრთხოების სისტემის გარღვევის გამო მოხდა - მოჯთაბა ხამენეისთან წვდომა უკიდურესად შეზღუდულია, ხოლო წრე, რომელსაც მასთან პირისპირ შეხვედრის შესაძლებლობა აქვს, მეტად მცირეა
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ აღიარა, რომ ომის დასაწყისში უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის რეზიდენციაზე თავდასხმა „უსაფრთხოების სისტემის გარღვევის“ შედეგი იყო. მისივე თქმით, ეს ხარვეზი ირანის სპეცსამსახურებში დღემდე არსებობს. სპარსულენოვან ტელეარხთან ინტერვიუში არაღჩიმ განმარტა, რომ 28 თებერვლის დარტყმა იმის გამო გახდა შესაძლებელი, რომ თავდამსხმელებს ზუსტი ინფორმაცია ჰქონდათ ხამენეის განრიგისა და კომპლექსში მიმდინარე მაღალი დონის შეხვედრების შესახებ.
20 ივლისი 2026, 08:55
მსოფლიო
ტრამპი: ირანი ძალიან სერიოზულად დაზარალდა. სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შეერთებულმა შტატებმა ირანს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა და აღნიშნა, რომ დარტყმები გაგრძელდება. მედიასთან საუბრისას შტატების პრეზიდენტმა ახლო აღმოსავლეთში ამერიკელი სამხედროების დაღუპვის გამო მწუხარება კიდევ ერთხელ გამოთქვა.
20 ივლისი 2026, 08:52
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: თბილისსა და შანხაის შორის ავიამიმოსვლა ძალიან დადებითად აისახება საქართველოს ეკონომიკის, ტურიზმის სექტორის გაძლიერებაზე
თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი ავიამიმოსლის გადაწყვეტილება და ეს მიღწეული შედეგი ძალიან დადებითად აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაზე, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემა „იმედის კვირაში“ გასულ რეპორტაჟში.
20 ივლისი 2026, 08:50
მსოფლიო
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ირანში, „დარხოვინის“ მშენებარე ატომურ ელექტროსადგურზე იერიშების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის კვლევას იწყებს
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ირანში, „დარხოვინის“ მშენებარე ატომურ ელექტროსადგურზე იერიშების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის კვლევას იწყებს. სააგენტოს ცნობით, ობიექტი მშენებლობის ადრეულ ეტაპზე იყო და ბოლო შემოწმების დროს ბირთვულ მასალას არ შეიცავდა.
20 ივლისი 2026, 08:48
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი შანხაი-თბილისის ავიარეისზე: პირდაპირი ფრენები, გაზრდილი ეკონომიკური კავშირები, გაზრდილი სავაჭრო ბრუნვა, ისევე როგორც აქტიური მიმოსვლა სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სექტორში - ეს არის ნამდვილად მკაფიო დემონსტრირება იმისა, თუ რას ნიშნავს სტრატეგიული თანამშრომლობა ქვეყნებს შორის
პირდაპირი ფრენები, გაზრდილი ეკონომიკური კავშირები, გაზრდილი სავაჭრო ბრუნვა, ისევე როგორც აქტიური მიმოსვლა სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სექტორში - ეს არის ნამდვილად მკაფიო დემონსტრირება იმისა, თუ რას ნიშნავს სტრატეგიული თანამშრომლობა ქვეყნებს შორის, - ეს განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა შანხაი- თბილისის პირველი ავიარეისის განხორციელების შემდეგ გააკეთა, რომელსაც 15 ივლისიდან ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანია China Eastern Airlines-ი ასრულებს.
20 ივლისი 2026, 08:45
მსოფლიო
უკრაინის საზღვაო ძალების ცნობით, რუსეთმა გვინეა-ბისაუს დროშით მცურავ მარცვლეულით დატვირთულ სამოქალაქო გემზე სარაკეტო დარტყმა მიიტანა
უკრაინის საზღვაო ძალების ცნობით, რუსეთმა გვინეა-ბისაუს დროშით მცურავ, მარცვლეულით დატვირთულ სამოქალაქო გემზე სარაკეტო დარტყმა მიიტანა. ხუთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ეკიპაჟის ხუთი წევრის ბედი უცნობია. ეკიპაჟის რვა წევრი ევაკუირებულია. ისინი ოდესის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს. გემის ტექნიკური მდგომარეობა ზუსტდება.
20 ივლისი 2026, 08:40
მსოფლიო
რუსეთმა ზაპოროჟიეზე იერიში მიიტანა, არის მსხვერპლი
რუსეთმა ზაპოროჟიეზე იერიში მიიტანა. საოკუპაციო ძალებმა მართვადი საჰაერო ბომბები გამოიყენეს და კერძო სექტორიც დააზიანეს. ერთ-ერთ ლოგისტიკურ ტერმინალში ხანძარი გაჩნდა. თავდასხმას სამი ადამიანი ემსხვერპლა, 33 დაშავდა, მათ შორის ხუთი ბავშვი.
20 ივლისი 2026, 08:33
რეგიონი
სოფელ შენაქოს საავტომობილო ხიდის მისასვლელ მონაკვეთზე გაწმენდითი და სარეაბილიტაციო სამუშაოები, მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, დღეს დაიწყება
თუშეთში, სოფელ შენაქოს საავტომობილო ხიდის მისასვლელ მონაკვეთზე გაწმენდითი და სარეაბილიტაციო სამუშაოები, მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, დღეს დაიწყება.
20 ივლისი 2026, 08:28
მსოფლიო
ფრიდრიხ მერცის განცხადებით, მმართველი კონსერვატიული ბლოკის ფრაქციის თავმჯდომარის გადადგომა, შესაძლოა, კაბინეტის განახლების მიზეზი გახდეს
ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ მმართველი კონსერვატიული ბლოკის ფრაქციის თავმჯდომარის, იენს შპანის გადადგომა, შესაძლოა კაბინეტის განახლების მიზეზი გახდეს. მერცმა შპანის თანამდებობიდან წასვლის მიზეზების განმარტებისგან თავი შეიკავა, თუმცა უკმაყოფილება გამოქვა, რომ გადაწყვეტილება მან პარტიას ძალიან გვიან შეატყობინა.
20 ივლისი 2026, 08:24
რეგიონი
თელავში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა
თელავში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. ღვარცოფის ნარჩენებისგან სრულად გაწმენდილია კავკასიონის, სეხნიაშვილისა და ალაზნის ქუჩები.
20 ივლისი 2026, 08:18
საზოგადოება
ბაღებში აღსაზრდელების რეგისტრაციის მესამე ეტაპი დღეს, 10:00 საათზე დაიწყება
ბაღებში აღსაზრდელების რეგისტრაციის მესამე ეტაპი დღეს, 10:00 საათზე დაიწყება და ითვალისწინებს საყოველთაო რეგისტრაციას, რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისის საჯარო ბაღებში რეგისტრაციას შეძლებს 2-დან 6 წლამდე ასაკის ყველა ბავშვი, რეგისტრაციის ადგილის განურჩევლად.
20 ივლისი 2026, 08:12
რეგიონი
ქუთაისი–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კილომეტრზე (საყდრის ხიდის მიმდებარედ) გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად გრძელდება
ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კილომეტრზე (საყდრის ხიდის მიმდებარედ) გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად გრძელდება. ადგილზე მობილიზებულია ყველა საჭირო მძიმე სპეციალური ტექნიკა.
20 ივლისი 2026, 08:03
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
20 ივლისს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +31 და ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთშიც. დღისით +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.
20 ივლისი 2026, 02:04
სპორტი
ფეხბურთში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონი ესპანეთი გახდა⚽🏆
ფეხბურთში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონი ესპანეთი გახდა - ესპენათის ნაკრებმა არგენტინის ნაკრები 1:0 დაამარცხა.


