imedi /  22 სექტემბერი 2022, 23:10 / სანდო წყარო

ნატო უკრაინის რეგიონებში რუსეთთან შეერთების შესახებ ე.წ. „რეფერენდუმების“ ჩატარებას უმკაცრესად გმობს

ნატო უმკაცრესად გმობს რუსეთთან შეერთების შესახებ ე.წ. „რეფერენდუმების“ ჩატარებას უკრაინის რეგიონებში, რომელსაც რუსი სამხედროები ნაწილობრივ აკონტროლებენ.

„მოკავშირეები არ აღიარებენ და არც არასდროს აღიარებენ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას. უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში რეფერენდუმებს არ აქვთ ლეგიტიმაცია და გაეროს წესდების აშკარა დარღვევა იქნება. ნატოს მოკავშირეები არ აღიარებენ უკანონო ანექსიას. ეს მიწები უკრაინას ეკუთვნის“, - ნათქვამია განცხადებაში.

ნატოში აღნიშნავენ, რომ ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის შესახებ რუსეთის გადაწყვეტილება ესკალაციას წარმოადგენს.

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და უკრაინის თავდაცვის უფლებას. ნატოს მოკავშირეები მტკიცედ უჭერენ მხარს უკრაინას პოლიტიკური და პრაქტიკული თვალსაზრისით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

23 სექტემბერი 2026, 11:07

მსოფლიო

ტრამპმა უიტკოფის, კუშნერისა და ირანის ოფიციალური პირების შეხვედრა დადებითად შეაფასა -„ბევრი კარგი იდეა გაჟღერდა“

„მედიატორები აქ იმყოფებოდნენ. არა ყველაზე მაღალი დონის წარმომადგენლები, თუმცა ესეც უკვე რაღაცას ნიშნავს. გაჟღერდა ბევრი კარგი იდეა და ბევრი რამ ძალიან კარგად ვითარდება. მათ ძალიან კარგი შეხვედრა ჰქონდათ და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“, - დასძინა ტრამპმა.

23 სექტემბერი 2026, 11:06

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებს - სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსთან ბექა ფერაძესთან ერთად, ბათუმის შემდეგ, დედაქალაქში გამართა მორიგი სამუშაო შეხვედრა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებთან. მხარეებმა სამშენებლო სექტორში არსებული რისკების ეფექტიან მართვასა და უბედური შემთხვევების პრევენციის მექანიზმებზე იმსჯელეს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

23 სექტემბერი 2026, 10:53

ტექნოლოგიები

​ტროაში 2800 წლის აგორა აღმოაჩინეს, რაც იმის ნიშანია, რომ ომის შემდეგ ქალაქში არ დაცარიელებულა

აქამდე მიჩნეული იყო, რომ ტროას დაცემის შემდეგ (ძვ. წ. 1184 წ.) ქალაქი საუკუნეების განმავლობაში სრულიად მიტოვებული იყო, სანამ ძვ. წ. VIII საუკუნეში იქ ეოლიელი ბერძნები არ დასახლდნენ და მას „ილიონი“ არ უწოდეს. თუმცა, ახალმა აღმოჩენამ - აგორამ, სამხრეთ ჭიშკრისკენ მიმავალმა მოკირწყლულმა გზამ და რკინის ხანის კერამიკამ ეს ჰიპოთეზა უარყო. გათხრების ხელმძღვანელის მოადგილის, რეიჰან ქორფეს განმარტებით, ახალი მოსახლეები ტროას დაცემიდან სულ რაღაც 80-90 წელიწადში გამოჩნდნენ და სახლების ასაშენებლად ქალაქის ძველი გალავანი გამოიყენეს.

23 სექტემბერი 2026, 10:43

სამართალი

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტზე - ,,წითელი ხიდი“, სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 6 ფაქტი აღიკვეთა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

იასმინა სელიმოვიჩი
ნათია თურნავა

23 სექტემბერი 2026, 10:43

ეკონომიკა

ნათია თურნავა ბოსნია და ჰერცეგოვინას ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს იასმინა სელიმოვიჩს შეხვდა

შეხვედრა რეგიონის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტების მრგვალი მაგიდის შეხვედრის ფარგლებში ჩატარდა. მხარეებმა ორ ცენტრალურ ბანკს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საგადახდო სისტემების განვითარებასა და ამ მიმართულებით ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობებს. აღინიშნა, რომ დიალოგი და ინფორმაციის გაცვლა ხელს შეუწყობს თანამედროვე, ეფექტიანი და უსაფრთხო საგადახდო სისტემებისა და ფინანსური სერვისების განვითარებას. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების თაობაზე.

23 სექტემბერი 2026, 10:42

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე მომუშავე საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

შინაგან საქმეთა სამინისტროში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე მომუშავე საკონსულტაციო ჯგუფის წევრებმა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად შშმ პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობა და სამომავლო პრიორიტეტები განიხილეს.

ზაალ ანჯაფარიძე

23 სექტემბერი 2026, 10:40

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: ერთი „ნაცის“ გია ბარამიძის პროვოკაციის გაგრძელება არის მეორე „ნაცის“ ნიკა გვარამიას განცხადება, რომ აფხაზებს და ქართველებს ერთმანეთი არ უყვართ და ამიტომ თურმე, აფხაზეთი უნდა დავთმოთო. ალბათ, იგივეს ფიქრობს ცხინვალზეც, თან დააყოლა „წყალგაუ,მტარი არგუმენტი,“ ასე უფრო მარტივად მიგვიღებენ ევროკავშირშიო

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ნიკა გვარამიას განცხადებას, რომ „აფხაზებსა და ქართველებს ერთმანეთი არ უყვართ, ისინი ამჟამად მტრები არიან და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება კონფლიქტის მოგვარებასაც შეუწყობს ხელს“, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

23 სექტემბერი 2026, 10:38

სამართალი

პოლიციამ ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 5 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

23 სექტემბერი 2026, 10:36

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ახალ დირექტორ ჟოაო ბრედას შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) საქართველოს წარმომადგენლობის ახალ დირექტორს შეხვდა. მიხეილ სარჯველაძემ და ჟოაო ბრედამ ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემის განვითარება და მიღწეული პროგრესი განიხილეს. ისაუბრეს არსებულ გამოწვევებზეც.

23 სექტემბერი 2026, 10:34

სამართალი

სამართალდამცველებმა აჭარაში ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით დანაშაულებრივი ჯგუფის 1 წევრი დააკავეს, ხოლო 3 პირს ბრალი წარედგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს, სამ პირს კი ბრალი წარედგინა, მათ შორის ერთი საზღვარგარეთ მიმალვაში მყოფი კრიმინალური ავტორიტეტია. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

23 სექტემბერი 2026, 10:32

საზოგადოება

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ რუსთავში ახალგაზრდებთან საგანმანათლებლო შეხვედრა გამართა

შეხვედრის ფარგლებში, სააგენტოს თავმჯდომარემ ახალგაზრდებს მიაწოდა ინფორმაცია ჯანსაღი კონკურენციის მნიშვნელობისა და მომხმარებელთა ინტერესებზე მისი გავლენის შესახებ - როგორ უწყობს ხელს კონკურენტული გარემო უკეთესი ფასისა და ხარისხის შეთავაზებას. მან ასევე გააცნო კონკურენციის შემზღუდველი პრაქტიკების გამოვლენისა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმები.

გურამ მაჭარაშვილი

23 სექტემბერი 2026, 10:09

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტების ფარგლებში გაჟღერდება, თუ რა არის ქართული საზოგადოების ნება - პარტნიორული ურთიერთობები გვექნება ყველასთან, ვინც პატივს სცემს საქართველოს სუვერენიტეტს

საქართველოს მიმართ საერთაშორისო ინტერესის ზრდაზე და ქვეყნის სუვერენიტეტის მნიშვნელობაზე „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ისაუბრა.

ტეილორ სვიფტი

23 სექტემბერი 2026, 10:02

კულტურა

ტეილორ სვიფტმა ახალი სიმღერა დააანონსა

„სულმოუთქმელად ველოდებოდი შესაძლებლობას, თქვენთვის მეთქვა: ჩემი ახალი სინგლი Patient Zero 25 სექტემბერს გამოვა“, - დაწერა სვიფტმა სოციალურ ქსელში.

23 სექტემბერი 2026, 09:55

ეკონომიკა

საქართველოს ჩინეთიდან ტურისტული სექტორისა და შოუბიზნესის წარმომადგენლები ეწვივნენ

ინფოტურის პარალელურად, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით, საქართველოს ცნობილი ჩინელი მსახიობი და ინფლუენსერი სუნ ი (Sun Yi) ეწვია. მოგზაურობისას მან თბილისი, მცხეთა, ანანური, გუდაური, ყაზბეგი და გერგეტის სამება მოინახულა.

23 სექტემბერი 2026, 09:39

მსოფლიო

რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში

უკრაინის დედაქალაქში დარტყმები რამდენიმე რაიონში დაფიქსირდა. სოლომენსკის რაიონში ხანძარი სატრანსპორტო საწარმოს ტერიტორიაზე გაჩნდა. გოლოსეევსკის რაიონში ცეცხლი სასაწყობო ფართობს გაუჩნდა, რუსული დრონების დარტყმის ქვეშ მოჰყვა ავტოგასამართი სადგურიც.

23 სექტემბერი 2026, 09:27

მსოფლიო

ზელენსკიმ და სიბიგამ ევროკავშირი ​უსმანოვისა და ფრიდმანისთვის სანქციების მოხსნის გამო გააკრიტიკეს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის მიერ რუსი ოლიგარქებისთვის სანქციების მოხსნას „თვითმკვლელური“ უწოდა. მისი თქმით, იმ ფონზე, როდესაც რუსეთი უკრაინის დაბომბვას გაეროს გენერალური ასამბლეის პარალელურადაც აგრძელებს, „ცალკეული რუსი ოლიგარქების სანქციების სიიდან ამოღების სიგნალები კონტრპროდუქტიულია“. ზელენსკიმ დასძინა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა მზაობა გამოთქვა, იმუშაოს სანქციების სიაში დამატებითი გვარების შეყვანაზე.

23 სექტემბერი 2026, 09:24

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრს, ლიუ ვეის შეხვდა

შეხვედრას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის რკინიგზის და საავიაციო ადმინისტრაციების ხელმძღვანელი პირები, COSCO SHIPPING Holdings -ის გენერალური მენეჯერი ლი ძი, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები - თამარ იოსელიანი, ირაკლი ნადარეიშვილი და გენადი არველაძე ესწრებოდნენ.

მარკო რუბიო

23 სექტემბერი 2026, 09:13

მსოფლიო

მარკო რუბიო: რუსეთ-უკრაინის ომი არ დასრულდება რომელიმე მხარის დამაჯერებელი სამხედრო გამარჯვებით. ის შეთანხმებით დასრულდება და რაც უფრო სწრაფად მოხდება ეს, მით ნაკლები ადამიანი დაიღუპება

„ამ ეტაპზე ენერგეტიკული შეთანხმება არ არსებობს, თუმცა ეს ომი არცერთ მხარეს არ აწყობს, ამიტომ მისი შეჩერება სრულიად ლოგიკურია. სამწუხაროდ, საგარეო პოლიტიკაში ის, რაც ლოგიკურია, ყოველთვის არ ხდება,“ - აღნიშნა რუბიომ.

23 სექტემბერი 2026, 08:35

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 23 სექტემბერს საქართველოში

23 სექტემბერს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +31 და ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება.

გურამ მაჭარაშვილი

23 სექტემბერი 2026, 08:33

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი „კორძის“ კონცერტზე: დღეს ევროკავშირი აფინანსებს იმას, რისგან დასაცავადაც შეიქმნა თავის დროზე. აფინანსებს „მოლოტოვის კოქტეილებს“, რომ ცოცხლად დაწვან პოლიციელები, მილიონობით ადამიანის შეურაცხმყოფელი ადამიანების კონცერტებს

დღეს ევროკავშირი აფინანსებს იმას, რისგან დასაცავადაც შეიქმნა თავის დროზე. აფინანსებს „მოლოტოვის კოქტეილებს“, რომ ცოცხლად დაწვან პოლიციელები, მილიონობით ადამიანის შეურაცხმყოფელი ადამიანების კონცერტებს, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.