Credit Suisse-ის აქციების ღირებულება საფონდო ბირჟაზე რეკორდულად დაეცა
ფოტო: GETTY IMAGES
გახმაურებული საერთაშორისო სკანდალების, სასამართლო დავებისა და წარუმატებელი კვარტალური შედეგების ფონზე, უმსხვილესი შვეიცარიული ბანკის საბაზრო კაპიტალიზაცია რეკორდულად მცირდება.
საფონდო ბირჟის გახსნიდან რამდენიმე საათში Credit Suisse-ის აქციების ღირებულება თითქმის 7%-ით დაეცა და ამჟამად, ერთი აქციის სავაჭრო ფასი 4.3 შვეიცარიულ ფრანკს შეადგენს, რაც რეკორდულად დაბალი მაჩვენებელია.
ერთწლიან ჭრილში ბანკის საბაზრო ღირებულება 52%-ითაა შემცირებული, საფონდო ბირჟაზე კომპანიის აქციების განთავსებიდან დღემდე კი ვარდნის მაჩვენებელი 80%-ს აღწევს. ამჟამად Credit Suisse-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 11.5 მილიარდ ფრანკს შეადგენს, რაც აგრეთვე ისტორიული მინიმუმია.
ყველა სიახლე
12 მარტი 2026, 17:33
სამართალი
გივი თარგამაძე სუს-ში გამოკითხვაზე: ძირითადი არსი იყო, რომ ასეთ ვითარებაში ჩემი განცხადება ვნებდა თუ არა ქვეყანას. რა თქმა უნდა, პასუხი იყო - არა
დაახლოებით ოთხ საათს გაგრძელდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გივი თარგამაძის გამოკითხვა. სუს-ს კითხვები თარგამაძესთან, მის მიერ, ერთ - ერთი ტელევიზიის ეთერში გაკეთებულ განცხადებაზე ჰქონდა.
12 მარტი 2026, 17:32
სამართალი
საქალაქო სასამართლოში ჯუანშერ ბურჭულაძის და თავდაცვის სამინისტრო ყოფილი მაღალჩინოსნების პროცესი გაიმართა
თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის, მისი მოადგილის, გიორგი ხაინდრავას, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, ვლადიმერ ღუდუშაურისა და ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის სასამართლო პროცესი გაიმართა.
12 მარტი 2026, 17:30
პოლიტიკა
ვაკო თურნავა: PACE-ს დოკუმენტში ის დათქმა, რაც ჰქონდათ ჩადებული, აბსოლუტურად არასწორია. მოლოდინი პოზიტიურია, უკვე ხვდებიან, რომ ის პოლიტიკა, რაც ჩვენ გვაქვს ქვეყანაში, არის სწორი
PACE-ს დოკუმენტში ის დათქმა, რაც ჰქონდათ ჩადებული, აბსოლუტურად არასწორია. მოლოდინი პოზიტიურია, უკვე ხვდებიან, რომ ის პოლიტიკა, რაც ჩვენ გვაქვს ქვეყანაში, არის სწორი
12 მარტი 2026, 17:21
პოლიტიკა
გიორგი ჩაკვეტაძე: დავაფიქსირეთ მკაფიო პოზიცია, რომ თუკი გადაიხედება ის სამარცხვინო დათქმები, რომელიც შესწორებების სახით შევიდა პროექტში, გვაქვს სრული მზაობა, რომ გავაგრძელოთ ჩვენი საქმიანობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში
გვქონდა ორი შეხვედრა, ერთ-ერთი იყო ფრანგ ევროპარლამენტარ ტიერი მარინათან, რომელიც არის საქართველოს და ქართველი ხალხის გამორჩეული მხარდამჭერი, - განუცხადა სტრასბურგში ქართველ ჟურნალისტებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძემ.
12 მარტი 2026, 17:07
საზოგადოება
საქართველოს მთავრობამ განიხილა და მოიწონა „2026 წლის რთვლის ორგანიზებულად ჩატარებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ განკარგულების პროექტი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, „2026 წლის რთვლის ორგანიზებულად ჩატარებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტის მიზანია 2026 წლის რთვლის პროცესში მევენახეების მიერ მიღებული ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობა და რთვლის ორგანიზებულად წარმართვა.
12 მარტი 2026, 17:07
ეკონომიკა
შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა
შემოსავლების სამსახურში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი, არჩილ დარახველიძე, ასევე მისი მოადგილე მინდია გრძელიძე და საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ეკონომიკური სამსახურის უფროსი, ჰუგო დებრუა.
12 მარტი 2026, 17:03
მსოფლიო
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, აშშ-ს რედზიკოვოს ბაზის გამოყენება მხოლოდ ევროპის ან ამერიკის ტერიტორიაზე ირანის პირდაპირი სარაკეტო თავდასხმის საფრთხის შემთხვევაში შეუძლია
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადებით, აშშ-ს პოლონეთის ჩრდილოეთით მდებარე რედზიკოვოს სამხედრო ბაზის გამოყენება მხოლოდ ევროპის ან ამერიკის ტერიტორიაზე ირანის პირდაპირი სარაკეტო თავდასხმის საფრთხის შემთხვევაში შეუძლია.
12 მარტი 2026, 17:01
პოლიტიკა
გოგა ხაინდრავა ევროპარლამენტის რეზოლუციას ეხმაურება
კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ევროპარლამენტის რეზოლუციას ეხმაურება, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს გაათავისუფლოს პოლიციელზე თავდასხმაში მსჯავრდებული მზია ამაღლობელი და სახელმწიფოს წინააღმდეგ მტრულ საქმიანობასა და საბოტაჟში ბრალდებული ელენე ხოშტარია.
12 მარტი 2026, 16:42
მსოფლიო
Euronews: რუსეთმა ირანის ომის მიმდინარეობის პერიოდში საწვავის ექსპორტიდან თითქმის 7 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა
რუსეთმა ირანის ომის მიმდინარეობის პერიოდში საწვავის ექსპორტიდან თითქმის, 7 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა. ინფორმაციას Euronews ავრცელებს.
12 მარტი 2026, 16:39
კულტურა
კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ივანე მაჩაბლის სახელობის ახლად რეაბილიტირებული დარბაზი დაათვალიერა
კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ივანე მაჩაბლის სახელობის ახლად რეაბილიტირებული დარბაზი დაათვალიერა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
12 მარტი 2026, 16:39
საზოგადოება
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ საწარმოს საქმიანობა შეუჩერა
სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმური ინსპექტირებისას თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინეს.
12 მარტი 2026, 16:34
პოლიტიკა
მთავრობამ სურსათთან კონტაქტში მყოფი პლასტმასის გარკვეული პროდუქციის ეტაპობრივი აკრძალვის შესახებ დადგენილება მიიღო
დადგენილება პლასტმასის ბოთლებით სასმელების წარმოების (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტისა და ბაზარზე განთავსების ეტაპობრივ აკრძალვას ითვალისწინებს. 2026 წლის 1 ივლისიდან აიკრძალება საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის პლასტმასის ბოთლებით სასმელის მიწოდება, ხოლო 2027 წლის 1 თებერვლიდან აიკრძალება პლასტმასის ბოთლებში სასმელების წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტი და ბაზარზე განთავსება. დადგენილებით გათვალისწინებულია გამონაკლისებიც. კერძოდ, აკრძალვა არ გავრცელდება 3 ლიტრი და მეტი მოცულობის სასმელ წყალზე, ასევე 20 ლიტრი და მეტი მოცულობის სასმელებზე (არაალკოჰოლური და ალკოჰოლური, გამაგრილებელი და სხვა).
12 მარტი 2026, 16:31
პოლიტიკა
ფაშინიანის განცხადებით, როდესაც მან ევროპარლამენტში ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობების გამო შეშფოთება გამოხატა, მისთვის ეს ქართულ მხარეს არ უთხოვია
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ჟურნალისტებთან განმარტა, თუ რატომ ისაუბრა ევროპარლამენტის ტრიბუნიდან ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების შესახებ და აღნიშნა, რომ მას ამისთვის ქართულ მხარეს არ უთხოვია.
12 მარტი 2026, 16:12
მსოფლიო
ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს გაათავისუფლოს პოლიციელზე თავდასხმაში მსჯავრდებული მზია ამაღლობელი და სახელმწიფოს წინააღმდეგ მტრულ საქმიანობასა და საბოტაჟში ბრალდებული ელენე ხოშტარია
ევროპარლამენტმა დღეს ხმათა უმრავლესობით მიიღო რეზოლუცია, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს გაათავისუფლოს პოლიციელზე თავდასხმის გამო მსჯავრდებული მზია ამაღლობელი და სახელმწიფოს წინააღმდეგ მტრულ საქმიანობასა და საბოტაჟში ბრალდებული ელენე ხოშტარია.
12 მარტი 2026, 16:09
კულტურა
ჯგუფი The Pussycat Dolls სცენაზე ბრუნდება
The Pussycat Dolls-ის ყველაზე ცნობილი ჰიტებია: Buttons, Don't Cha და I Don't Need A Man, პოპულარობა მათ 2005 წელს გამოსული ალბომით PCD მოიპოვეს. ჯგუფის თავდაპირველ შემადგენლობაში 6 წევრი იყო, თუმცა ჯესიკა სუტი, კარმიტ ბაჩარი და მელოდი თორნტონი ამ ტურნეში მონაწილეობას არ იღებენ.
12 მარტი 2026, 16:02
ეკონომიკა
Bybit-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი: საქართველოს ეროვნული ბანკი რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული და ინოვაციაზე ორიენტირებული რეგულატორია
საქართველოს ეროვნული ბანკი რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული და ინოვაციაზე ორიენტირებული რეგულატორია, - განაცხადა Bybit-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ბენ ჟოუმ Bybit Georgia-ს ოფიციალური გახსნის ღონისძიებაზე.
12 მარტი 2026, 16:01
მსოფლიო
Euronews: BMW-ის ოპერაციული მოგება 2025 წელს 11.5%-ით შემცირდა და 10.2 მილიარდი ევრო შეადგინა - ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, რაც კი COVID-19 პანდემიის შემდეგ დაფიქსირდა
BMW-ის ოპერაციული მოგება 2025 წელს 11.5%-ით შემცირდა და 10.2 მილიარდი ევრო შეადგინა - ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, რაც კი COVID-19 პანდემიის შემდეგ დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews ავრცელებს.
12 მარტი 2026, 15:50
პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე: გაუქმდა გადაწყვეტილება, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების ქვეყანაში შემოყვანის აკრძალვას გულისხმობდა. სანაცვლოდ მსგავს ავტომანქანებზე განბაჟების თანხა გაიზრდება
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე სოციალური ქსელით გამოეხმაურა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად ქვეყანაში 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანა აღარ აიკრძალება და სანაცვლოდ, ავტომობილის შემოყვანის აქციზი კონკრეტული თანხით, ანუ ერთ კუბზე 4,5 ლარით განისაზღვრება.
12 მარტი 2026, 15:49
მსოფლიო
ევროკავშირის სასამართლომ დაადგინა, რომ წევრი სახელმწიფოების ნორმები, რომლებიც სქესის შესახებ მონაცემების განახლებას კრძალავს, ევროკავშირის კანონმდებლობას ეწინააღდეგება
ევროკავშირის სასამართლომ გამოიტანა განაჩენი, რომლის თანახმადაც, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეებს, რომლებმაც სქესი სხვა ქვეყანაში შეიცვალეს, უნდა ჰქონდეთ საშუალება განაახლონ თავისი მონაცემები სქესის შესახებ, ხოლო, თუ ეროვნული კანონმდებლობა ამის უფლებას მათ არ აძლევს, ეს ევროკავშირის სამართლის დარღვევაა.
12 მარტი 2026, 15:49
პოლიტიკა
თბილისის საკრებულოში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
თბილისის საკრებულოში ქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თინათინ ნიბლოშვილმა და სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, ხათუნა ცერცვაძემ გახსნეს. შეხვედრაში მონაწილეობდნენ როგორც მაჟორიტარები, ასევე კომისიების თავმჯდომარეები და საკრებულოს უმრავლესობის წევრები.


