imedi /  07 სექტემბერი 2017, 15:39 / სანდო წყარო

რუსეთი ყველაზე მასშტაბურ წვრთნას ნატოს საზღვართან გამართავს

რუსი ჯარისკაცები

რუსი ჯარისკაცები

რუსეთი პოლონეთის საზღვართან ახლოს, ბელარუსსა და კალინინგრადში სამხედრო წვრთნებს სახელწოდებით "დასავლეთი 2017" გამართავს. წვრთნები 14 დან 20 სექტემბრამდე ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას "ამერიკის ხმა" ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ამ წვრთნებს ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ატარებს, კონკრეტულად ეს წვრთნები ცივი ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური იქნება.

ომის კვლევების ინსტიტუტის ექსპერტ ფრენკლინ ჰოლკომის  შეფასებით, რუსეთის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ისაა, რომ შეამოწმოს პროგრესი, რომელსაც რუსულმა ჯარმა უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში მიაღწია. 

"ამასთან ერთად, რუსები სხვადასხვა მიზეზების გამო, ნატოს საფრთხედ აღიქვამენ და სამყაროზე პარანოიდული შეხედულება აქვთ. სწორედ ამის გამო, მათ სურთ ყველას და განსაკუთრებით, შეერთებულ შტატებს დაანახონ საკუთარი შეირაღებული ძალების შესაძლებლობები", - დასძენს ფრენკლინ ჰოლკომი.

მისი თქმით, რუსეთს საკუთარ ტერიტორიაზე ბევრი ისეთი ადგილის შერჩევა შეეძლო, რომელიც ბალტიისპირეთის ქვეყნებს ესაზღვრება, თუმცა ბელარუსი იმიტომ შეარჩიეს, რომ პირველ რიგში დასავლეთს დაანახონ, რომ ბელორუსს მნიშვნელოვან ქვეყნად მიიჩნევენ და რომ ეს ქვეყანა რუსეთს ეკუთვნის. "შემდეგი სიგნალი ბელორუსისკენაა მიმართული - რუსეთი მინსკს ეუბნება, რომ რუსეთის ორბიტიდან გადახვევა არც კი იფიქროს. ასევე უდავოა ის, რომ რუსეთი ნატოს ეუბნება, რომ იცის, რომ ბალტიისპირეთი ნატოს ერთგვარი სუსტი წერტილია", - განმარტავს ექსპერტი.

წლევანდელ სამხედრო წვრთნებში 12 700-მდე სამხედრო მოსამსახურე ორივე ქვეყნიდან და 680-მდე სამხედრო ტექნიკა მიიღებს მონაწილეობას.

რუსული მედია აქტიურად წერდა საქართველოში მრავალეროვნული სწავლება "ღირსეული პარტნიორი 2017" -ის ჩატარების შესახებ, რომელშიც ნატო-ს წევრი და პარტნიორი 8 ქვეყნის - საქართველო, აშშ, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, თურქეთი, სლოვენია, უკრაინა, სომხეთი - 2 800-ზე მეტი სამხედრო მონაწილეობდა. წვრთნას აშშ-ს ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი დაესწრო.

ყველა სიახლე

26 მაისი 2026, 00:58

საზოგადოება

ბრაზილიაში საქართველოს დროშის ფერებში განათდა სატელევიზიო ანძა, ეროვნული ბიბლიოთეკის შენობა და მანე გარინჩას სახელობის ეროვნული სტადიონი

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის მიზნით, დედაქალაქ ბრაზილიაში, საქართველოს დროშის ფერებში განათდა სატელევიზიო ანძა, ასევე - ეროვნული ბიბლიოთეკის შენობა და მანე გარინჩას სახელობის ეროვნული სტადიონი.

მურიელ ბაუზერი

26 მაისი 2026, 00:44

პოლიტიკა

„საქართველო გლობალური თანამეგობრობის მნიშვნელოვანი წევრია, რომელიც მტკიცედ უჭერს მხარს ძლიერ დემოკრატიულ ფასეულობებს“ - ვაშინგტონის მერმა 26 მაისი აშშ-ის დედაქალაქში საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოაცხადა

ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქის, ვაშინგტონის მერმა მურიელ ბაუზერმა სპეციალური დეკლარაცია გამოსცა, რომლითაც 2026 წლის 26 მაისი კოლუმბიის ოლქში „საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ“ გამოცხადდა.

26 მაისი 2026, 00:00

საზოგადოება

26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს

26 მაისს, დილიდან თბილისში, თავისუფლების მოედანზე გაიმართება წვევამდელთა ფიცის დადების ტრადიციული ცერემონია. ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით, წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები ეფუძნება კონცეფციას - 1700 წელია, რწმენა გვაძლიერებს - სიყვარული გვაერთიანებს.

ჟერალდ დარმანენი

25 მაისი 2026, 23:59

მსოფლიო

საფრანგეთის იუსტიციის მინისტრი ლეგალურ მიგრაციაზე სამწლიანი მორატორიუმის დაწესების ინიციატივით გამოვიდა

საფრანგეთის იუსტიციის მინისტრი, ჟერალდ დარმანენი „ლეგალურ მიგრაციაზე სამწლიანი მორატორიუმის“ დაწესების ინიციატივით გამოვიდა, ვინაიდან მიიჩნევს, რომ „ქვეყანამ მიაღწია თავისი ინტეგრაციისა და ასიმილაციის შესაძლებლობების ზღვარს“.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

25 მაისი 2026, 23:06

მსოფლიო

ბენიამინ ნეთანიაჰუ: ისრაელი გაანადგურებს „ჰეზბოლას“

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ქვეყანა გააძლიერებს იერიშებს ლიბანში მოქმედ „ჰეზბოლაზე“, რათა ის „გაანადგუროს“.

25 მაისი 2026, 22:53

სამართალი

სამართალდამცველებმა კერძო საბავშვო ბაღის აღმზრდელი არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

25 მაისი 2026, 22:46

მსოფლიო

რუსეთის საგარეო უწყება: ლავროვმა რუბიოს კიევში სამხედრო ობიექტებზე სისტემური დარტყმების დაწყების შესახებ აცნობა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს უკრაინაში გადაწყვეტილების მიღების ცენტრებზე დარტყმების დაწყების შესახებ აცნობა.

25 მაისი 2026, 22:00

მსოფლიო

ირანული მედია: ირანის ხელისუფლებამ ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტზე წვდომის აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო

ირანის ხელისუფლებამ ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტზე წვდომის აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ირანული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო FARS-ი ავრცელებს.

25 მაისი 2026, 21:37

ეკონომიკა

შანხაიში, ITB China გამოფენის დაწყებამდე, საქართველოს სახელით საზეიმო მიღება გაიმართა

ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვიდეორგოლის „სტუმარი“ ჩვენებით გაიხსნა. გალა-მიღების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს Messe Berlin-ის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა დევიდ რუცმა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა.

შალვა პაპუაშვილი

25 მაისი 2026, 21:11

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: აზერბაიჯანელ ხალხს გულითადად ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს! - ჩვენი ურთიერთობა ყოველთვის ეფუძნებოდა ერთმანეთის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ეროვნული ინტერესების პატივისცემას და გულწრფელ დიალოგს

აზერბაიჯანელ ხალხს გულითადად ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს უკვე არაერთი წელია სიტყვით მოგმართავთ აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებაზე და ყოველ ჯერზე სიამაყით აღვნიშნავ, რომ წლიდან წლამდე ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები ყველა მიმართულებით დინამიურად ვითარდება,”- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

პროკურატურა

25 მაისი 2026, 21:02

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის, ტარების, გასაღების და საქართველოს საბაჟო საზღვარზე წესის დარღვევით შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე სასამართლომ დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის, ტარების, გასაღების და საქართველოს საბაჟო საზღვარზე წესის დარღვევით შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დამნაშავედ ცნო.

25 მაისი 2026, 20:58

ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული სტენდი ჩინეთის ტურისტულ გამოფენაზე. „ქრონიკა“ შანხაიდან

საგამოფენო სივრცეში ეროვნული სტენდი 400 კვადრატულ მეტრზე იქნება წარმოდგენილი, სადაც სამი დღის განმავლობაში მონაწილე 30-მდე ქართულ ტურისტულ კომპანიას საშუალება ექნება, გამართონ შეხვედრები პოტენციურ პარტნიორებთან.

ანდრეი სიბიგა

25 მაისი 2026, 20:52

მსოფლიო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: მოკავშირეები არ უნდა დაემორჩილონ რუსეთის შანტაჟს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა მოკავშირეებს მოუწოდებს, არ დანებდნენ მოსკოვის მუქარებს კიევზე შესაძლო თავდასხმებთან დაკავშირებით.

25 მაისი 2026, 20:50

საზოგადოება

მზადება დამოუკიდებლობის დღისთვის. „ქრონიკის“ სიუჟეტი

წლევანდელი 26 მაისი გამორჩეულად მასშტაბური იქნება. წვევამდელები ფიცს, დედაქალაქთან ერთად, ქვეყნის 12 ისტორიულ ადგილას დადებენ. მოქალაქეებს ასევე შესაძლებლობა ექნებათ თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერონ.

25 მაისი 2026, 20:42

რეგიონი

26 მაისს, ხულოს მუნიციპალიტეტში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები გაიმართება

ღონისძიების პროგრამა ასეთია: 12:00 - სახალხო მსვლელობა, მემედ აბაშიძის ქუჩიდან, რუსთაველის ქუჩის მიმართულებით; 12:00 – 15:00 - სპორტული ღონისძიებები. სპორტულ შეჯიბრებებში გამარჯვებულთა დაჯილდოება; 12:00 - 17:00 - ნახატების, ხელნაკეთი ნივთების, ნაქარგი და ნაქსოვი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა; 15:30 - საზეიმო კონცერტი - დაბა ხულოს ცენტრალური სკვერი; 17:10 საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.

25 მაისი 2026, 20:38

მსოფლიო

CNN: აშშ და ირანი მუშაობენ ბირთვულ საკითხებსა და სანქციებთან დაკავშირებული ფორმულირებების ირგვლივ არსებული უთანხმოებების მოსაგვარებლად

აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული ფორმულირებებისა და სანქციების გაუქმების თაობაზე არსებულმა უთანხმოებებმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმების საბოლოო სახით ჩამოყალიბება შეაფერხა, თუმცა არსებობს ოპტიმიზმი, რომ აზრთა სხვადასხვაობა შედარებით მალე მოგვარდება, - წერს ტელეკომპანია CNN-ი.

გიორგი კანდელაკი

25 მაისი 2026, 20:33

პოლიტიკა

შეფასებები გიორგი კანდელაკის სტატიაზე, სადაც ავტორი საქართველოს მძიმე ბრალდებებს უყენებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქართულ-ამერიკული ურთიერთობის დაზიანების მორიგი მცდელობა „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი მოკავშირეებისგან. დეზინფორმაციული კამპანიის ავტორები გიორგი კანდელაკი და „ნაციონალების“ ლობისტი კონგრესმენი, ჯო უილსონი არიან.

ლადო სადღობელაშვილი

25 მაისი 2026, 20:30

პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი გიორგი კანდელაკის კვლევაზე: არახალია რომ საქართველოს ბევრი საგარეო მტერი ჰყავს, მაგრამ ყველაზე საშიში ის ხალხია ვინც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლას უცხოეთიდან ცდილობს და საკუთარ ანგაჟირებულ ამბიციებს სამშობლოზე მაღლა აყენებს

„ჰადსონის ინსტიტუტის” ტრიბუნიდან საკუთარი ქვეყნის ტერორიზმში დადანაშაულება, ეს არის დარტყმა საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე და ეროვნული ინტერესების მიზანმიმართული დაკნინება! სხვაგვარად ამას ღალატი ჰქვია!- წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი გიორგი კანდელაკის კვლევაზე, რომელშიც წერია, რომ თბილისი ირანის მიერ აგენტების გადაბირებისა და ტერორისტული ოპერაციების ნაყოფიერ ნიადაგად იქცა.

25 მაისი 2026, 20:27

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2025 წლის 30 აგვისტოს, თბილისში, ბრალდებულმა წარსულში არსებული უთანხმოების გამო, ავტომობილი შეაჯახა ქვეითად მოძრავ ორ პირს, რის შემდეგაც ავტომობილიდან გადმოვიდა და ჯანმრთელობის დაზიანებები მიაყენა მათ. მიღებული დაზიანებების შედეგად ერთ-ერთი საავადმყოფოში გარდაიცვალა, ხოლო დროული სამედიცინო დახმარების შედეგად მეორე პირის გადარჩენა მოხერხდა.

ირაკლი კირცხალია

25 მაისი 2026, 20:26

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: ზურა გირჩი ჯაფარიძე და ამგვარი წარმონაქმნები ქართულ პოლიტიკაში არ მოქმედებენ თავიანთი დღის წესრიგით

ზურა გირჩი ჯაფარიძე და ამგვარი წარმონაქმნები ქართულ პოლიტიკაში, აგენტურული ქსელი, დამერწმუნეთ, არ მოქმედებენ თავიანთი დღის წესრიგით, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ.