BBC: რუსეთში, სამხედრო პოლიგონზე სროლას 11 ადამიანი ემსხვერპლა
ფოტო: TASS
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ბელგოროდის ოლქში, პოლიგონზე სროლას, სადაც ჯარისკაცები უკრაინაში გასამგზავრებლად ემზადებოდნენ, 11 ადამიანი ემსხვერპლა. 15 კი დაიჭრა. ამის შესახებ BBC წერს.
უწყების მტკიცებით, ცეცხლი დსთ-ის ქვეყნების ორმა მოქალაქემ გახსნა. მათივე ცნობით, ორივე მათგანი ლიკვიდირებულია.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მომხდარს ტერაქტს უწოდებს, თუმცა ჯერჯერობით არ განმარტავს, როგორ აღმოჩნდნენ სამხედრო პოლიგონზე უცხოეთის მოქალაქეები.
ყველა სიახლე
21 ივლისი 2026, 14:25
მსოფლიო
ირანის იერიშების შედეგად 100-მდე ამერიკელი სამხედრო დაშავდა
ბოლო ორი კვირის განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ესკალაციის შედეგად 100-მდე ამერიკელი სამხედროა დაშავებული. ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს.
21 ივლისი 2026, 14:23
მსოფლიო
Telegraph: ბრიტანეთი და გერმანია თავდაცვითი თანამშრომლობის „ოქროს ეპოქაში“ შეაბიჯებენ
გამოცემის ინფორმაციით, გერმანია და გაერთიანებული სამეფო იმედოვნებენ, რომ 2034 წლისთვის ექნებათ მაღალი სიზუსტის რაკეტა, რომლითაც რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში ვლადიმერ პუტინის სამხედრო მარაგების განადგურებას შეძლებენ.
21 ივლისი 2026, 14:21
სამართალი
პროკურორი კახეთის სასტუმროში მომხდარ ინციდენტზე: ყველა მიმართულებით ამომწურავად ვაწარმოებთ საგამოძიებო მოქმედებებს. როგორც კი გამოიკვეთება დანაშაულის ნიშნები და გვექნება შესაბამისი მტკიცებულებები, მოხდება დამნაშავის პასუხისგებაში მიცემა
ყველა გამოკითხული პირის მოწოდებული ინფორმაციით, დასტურდება ის ფაქტობრივი გარემოებები, რაზე ბრალდების მხარემ ისაუბრა სასამართლო პროცესზე და ბრალად აქვს წარდგენილი ბრალდებულს, - განაცხადა ჟურნალისტებთან პროკურორმა ბექა ნათელაურმა კახეთის ერთ-ერთ სასტუმროში მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით დაკავებული გიორგი ჭიღლაძის სასამართლო პროცესის შემდეგ.
21 ივლისი 2026, 14:20
საზოგადოება
გიორგი ჯინჭარაძe: აფხაზეთის თემატიკის გაძლიერების მიზნით, ამოქმედდა აკაკი ჩხენკელის სახელობის სტიპენდია
აფხაზეთის თემატიკის გაძლიერების მიზნით, ამოქმედდა აკაკი ჩხენკელის სახელობის სტიპენდია, აღნიშნული ინიციატივის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
21 ივლისი 2026, 14:18
მსოფლიო
რუსეთის იერიშის შედეგად უკრაინაში კიდევ 4 ბავშვი დაშავდა
უკრაინის ქალაქ სუმში რუსულმა დრონებმა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი და სავაჭრო ცენტრი დააზიანა. დაშავდა 6 ადამიანი მათ შორის 4 ბავშვია. რუსული თავდასხმის გამო, სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი სამშენებლო მასალებს გაუჩნდა.
21 ივლისი 2026, 13:45
საზოგადოება
გიორგი ჯინჭარაძე: აფხაზეთიდან დევნილთა სამოქალაქო ინტეგრაციისა და სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელების მიზნით კონკურსი „სამოქალაქო ინტეგრაციის მხარდაჭერა“ დაიწყო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სამოქალაქო ინტეგრაციისა და სამშვიდობო ინიციატივების ხელშეწყობის მიზნით ახალი პროგრამის დაწყების შესახებ განაცხადა.
21 ივლისი 2026, 13:14
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: ვიმედოვნებთ, გერმანიის ხელისუფლება მიხვდება, რომ საქართველოსთან ურთიერთობები მეგობრული სჯობს, ვიდრე მტრული
მაჭარაშვილი გამოეხმაურა ალექსანდრე კარტოზიას მიერ გერმანიის პრეზიდენტისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის ჩანიშვნას და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდიდან იმ გვერდის წაშლას, სადაც სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოქმედ პრეზიდენტად იყო მოხსენიებული.
21 ივლისი 2026, 13:01
მსოფლიო
ლიეტუვის პრეზიდენტის მრჩეველი: ევროკავშირის ენთუზიაზმი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მიმართ სუსტდება
„რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მიმართ ენთუზიაზმი თანდათან იკლებს, თუმცა ეს შეცდომაა, რადგან სწორედ ახლაა საჭირო სანქციების როგორც შენარჩუნება, ისე გაძლიერება. ნამდვილად ჩანს, რომ თვითონ რუსეთის პოზიციაში გარკვეული მერყეობა შეინიშნება“, - განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტის მრჩეველმა.
21 ივლისი 2026, 12:57
სამართალი
სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით 9 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე უცხო ქვეყნის 9 მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.
21 ივლისი 2026, 12:56
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: საგულისხმოა, რომ ელჩის წასვლა და შედარებით საღი მიდგომა გერმანიის მხრიდან ერთმანეთს დაემთხვა
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი „ქრონიკასთან“ ეხმაურება ალექსანდრე კარტოზიას მიერ გერმანიის პრეზიდენტისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის ჩანიშვნას და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდიდან იმ გვერდის წაშლას, სადაც სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოქმედ პრეზიდენტად იყო მოხსენიებული.
21 ივლისი 2026, 12:53
რეგიონი
სოფელ ერისიმედში ინფრასტრუქტურული პროექტები იწყება
სტიქიით დაზარალებული სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედში აღდგენითი და ინფრასტრუქტურული პროექტები ეტაპობრივად განხორციელდება. ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია ბეგიაშვილი, მელიორაციის გენერალური დირექტორი გიგლა თამაზაშვილი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე დავით კვინიკაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოფლის მოსახლეობას შეხვდნენ, მათი საჭიროებები მოისმინეს და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
21 ივლისი 2026, 12:53
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: გერმანიის წინა ელჩის წასვლასთან ერთად გადაიდგა ძალიან პოზიტიური ნაბიჯები იმისკენ, რომ ჩვენ აღვადგინოთ ორმხრივი ურთიერთობები და დავაბრუნოთ ცივილური დიალოგის ფარგლებში
„იმედია ეს ნაბიჯები გაგრძელდება, ჩვენი მხრიდანაც თუ რაიმე იქნება საჭირო, რომ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ დინამიკას ხელს შევუწყობთ მაქსიმალურად. დანარჩენი საზოგადოებამ შეაფასოს ვისი ბრალეულობა იყო, ის რომ დღეს ურთიერთობები ჩიხურ მდგომარეობაშია, ფაქტი ერთია, წინა ელჩის წასვლასთან ერთად, რამდენიმე დღეში ვხედავთ პოზიტიურ ნაბიჯებს“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
21 ივლისი 2026, 12:50
საზოგადოება
სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა თურქეთის რესპუბლიკაში კვალიფიკაციის ამაღლების კურსები გაიარეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ანტალიაში, თურქეთის სანაპირო დაცვის საგანმანათლებლო-სასწავლო ცენტრში გამართულ „ოფიცრის/მიჩმანის მორიგეობის საკვალიფიკაციო“ და „სწრაფმავალი კატარღის მართვის“ სასწავლო კურსებში მიიღეს მონაწილეობა.
21 ივლისი 2026, 12:48
საზოგადოება
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მწნილის მწარმოებელს საწარმოო პროცესი შეუჩერა
ინსპექტირების შედეგად ობიექტზე დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები: ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა, არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია და ინფრასტრუქტურის გაუმართაობა. ამავდროულად, აღმოჩნდა, რომ ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა.
21 ივლისი 2026, 12:41
პოლიტიკა
თამთა მეგრელიშვილი: ოპოზიციის აქტივისტების მხრიდან ნოდარ დუმბაძის მიმართ სიძულვილის ენის გამოიყენება თავისუფლება კი არა, ის ბნელი მეთოდია, რომელსაც ისტორიულად ძირითადად საოკუპაციო რეჟიმები იყენებდნენ
ნოდარ დუმბაძე გურიის სული და სიმბოლოა. მან თავისი უნიკალური ნიჭით, იუმორითა და სიკეთით გურული ხასიათი მთელ მსოფლიოს დაანახა და შეაყვარა. მისი შემოქმედება არის მარადიული მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა, ქვეყანაში შენი კუთხე და ხალხი, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი და ოპოზიციის აქტივისტების მხრიდან ნოდარ დუმბაძის მიმართ სიძულვილის ენის კახა ბენდუქიძის შვილის, ანასტასია ბენდუქიძის პოდკასტში გამოიყენებას ეხმიანება.
21 ივლისი 2026, 12:35
საზოგადოება
სემეკისა და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში მელიორაციის ახალი სერვისები ამოქმედდა
დღეიდან, სემეკისა და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში მელიორაციის სექტორის სამი ახალი სერვისი იუსტიციის სახლის ყველა ფილიალშია ხელმისაწვდომი. ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.
21 ივლისი 2026, 12:30
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: სანამ ზოგიერთი კვლავ სოციალურ ქსელებსა და ტელესტუდიებში ყოველ ცალკეულ კრიმინალურ ეპიზოდს აგემოვნებს და ქართულ ეკონომიკას „ასაფლავებს“, თავად ეკონომიკა მშვიდად ზრდის ექსპორტს, იზიდავს ტურისტებს, იძენს ახალ ფინანსურ ფუნქციებს
„ძალიანაც რომ მოინდომო, ქვეყანაზე ნეგატივის ტირაჟირებით დაკავდე - ხელში შეგრჩება ან „სვანეთის ქეისი", ან „თელავის ეპიზოდი". გაცილებით ხელმისაწვდომია პოზიტიური „ნიუსების" დინამიკა, რომელიც ფსიქოლოგიურად დაზიანებული ცნობიერებისთვის გაუსაძლისად გამაღიზიანებელია. მაგრამ, კლინიკაშიც კი, სწორება არა პროზექტურის, არამედ საავადმყოფოდან გამოჯანმრთელებულების გამოწერაზე უნდა კეთდებოდეს. ნორმალურების რაოდენობა ქვეყანაში ჯერ კიდევ დამაიმედებელია, ამიტომაც, ჩვენ გავაგრძელოთ“.
21 ივლისი 2026, 12:29
ტაბლოიდი
ჩინეთის ერთ-ერთ აეროპორტში მიუსაფარი კატებისთვის „თაგვებთან ბრძოლის დეპარტამენტი“ შექმნეს
ადგილობრივი მედიის ცნობით, ახლა აეროპორტში ცხოვრობენ ხვადი კატა სანბაო, ძუ კატა ცუიჰუა და მათი შვილი ცუიგო. ფუმფულა მამა „თაგვებთან ბრძოლის დეპარტამენტის“ დირექტორად დაინიშნა, ხოლო დედა-კატა დირექტორის მოადგილედ.
21 ივლისი 2026, 12:14
სამართალი
თელავში, ერთ-ერთ სასტუმროში მომხდარი ინციდენტის საქმეზე დაკავებული გიორგი ჭიღლაძე 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოს გათავისუფლდა
თელავში, ერთ-ერთ სასტუმროში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებული გიორგი ჭიღლაძე 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოს გათავისუფლდა. გიორგი ჭიღლაძე სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა.
21 ივლისი 2026, 12:12
სპორტი
FIFA-მ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის შემდეგ მოთამაშეების ჩხუბის გამო გამოძიება დაიწყო
„ესპანეთსა და არგენტინას შორის FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩის შესაბამისი ანგარიშების შეფასების შემდეგ და FIFA-ს დისციპლინური კოდექსის 36-ე მუხლის შესაბამისად, FIFA-ს დისციპლინურმა კომიტეტმა დანიშნა დისციპლინური პროკურორი და ეთიკის პროკურორი მატჩისშემდგომ ინციდენტებთან დაკავშირებით კოდექსის შესაძლო დარღვევების გამოსაძიებლად“, - ნათქვამია FIFA-ს განცხადებაში.


