imedi /  12 სექტემბერი 2017, 00:25 / სანდო წყარო

ავღანეთში წითელი ჯვრის ექიმი პაციენტმა მოკლა

ჩრდილოეთ ავღანეთში, წითელი ჯვრის დანაყოფში მომუშავე ესპანელ ფიზიოთერაპევტს თავისივე პაციეტნმა ესროლა. 38 წლის ლორენა პერესი ქალაქ მაზარი-შარიფში რეაბილიტაციის ცენტრში მოკლეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

ორი ადამიანი დააკავეს, მათ შორის 21 წლის ავღანელი, რომელიც პოლიციის თქმით "ჩვეულებრივი პაციენტი" იყო. 

თავდასხმის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. წითელ ჯვარში აცხადებენ, რომ პერესი მუშაობდა კაცებთან, ქალებთან და ბავშვებთან, რომლებსაც ამპუტირებული ჰქოდნათ კიდურები. 21 წლის ეჭვმიტანილს იარაღი თაბაშირში ჰქონდა გახვეული.
 

კომენტარები ()