CNN: ირანი სამხედრო მრეწველობას მოსალოდნელზე სწრაფად აღადგენს და დრონების წარმოებაც დაიწყო
ფოტო: Getty Images
ირანმა აპრილში გამოცხადებული ექვსკვირიანი ზავის განმავლობაში უპილოტო საფრენი აპარატების წარმოება ნაწილობრივ აღადგინა, რაც მისი სამხედრო შესაძლებლობების აღდგენის ერთ-ერთი ნიშანია. ინფორმაციას CNN-ი ამერიკულ დაზვერვაზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ტელეარხი იუწყება, ამერიკული დაზვერვა ფიქრობს, რომ ირანი სამხედრო მრეწველობას მოსალოდნელზე სწრაფად აღადგენს.
სამხედრო პოტენციალის აღდგენა, კონფლიქტის დროს განადგურებული სარაკეტო კომპლექსების ჩანაცვლების ჩათვლით, მიუთითებს იმაზე, რომ ირანი რეგიონული მოკავშირეებისთვის სერიოზულ საფრთხედ რჩება, თუ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მის დაბომბვას კვლავ დაიწყებს.
აღნიშნული ცნობები აგრეთვე ეჭვქვეშ აყენებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აშშ-ისრაელის თავდასხმამ ირანული არმია გრძელვადიან პერსპექტივაში დაასუსტა.
მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა სამხედრო კომპონენტების აღდგენის განსხვავებული ვადები სახელდება, ამერიკული დაზვერვა ვარაუდობს, რომ ირანი უპილოტო საფრენი აპარატებით იერიშების მიყენების პოტენციალს ექვს თვეში მთლიანად აღადგენს.
ყველა სიახლე
21 მაისი 2026, 13:20
სამართალი
გეკა გელაძე საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს შორის არსებული თანამშრომლობა. ხაზგასმით აღინიშნა ორგანიზაციის მიერ საქართველოში გაწეული ჰუმანიტარული ძალისხმევა, განსაკუთრებით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისა და რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დაზარალებულ პირთა მხარდაჭერის კუთხით.
21 მაისი 2026, 13:10
საზოგადოება
ლევან ჟორჟოლიანი: პრემიერის ინიციატივით, კონკურენციისა და მომხმარებლის სააგენტომ დააინიცირა ახალი ელექტრონული პლატფორმის პროექტი, სადაც განთავსდება საუკეთესო შეთავაზებები და ფასები, მომხმარებელი მაქსიმალურად იქნება ინფორმირებული
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ასევე საპარლამენტო კომისიის ჩართულობით, კონკურენციისა და მომხმარებლის სააგენტომ დააინიცირა ახალი პროექტი, რომელიც გულისხმობს ელექტრონული პლატფორმის შექმნას, სადაც განთავსდება საუკეთესო შეთავაზებები და ფასები, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა.
21 მაისი 2026, 13:09
პოლიტიკა
მეტრეველი: ფიშერი ცდილობს საქართველოს მოქალაქეებს დააჯეროს, რომ უკრაინისა და მოლდოვის გზა ერთადერთი სწორი არჩევანია, მაშინ როცა მთელი მსოფლიო ხედავს, რა მძიმე შედეგები მოიტანა ამ პოლიტიკურმა ნაბიჯებმა
პეტერ ფიშერის მუდმივი მენტორული ტონი და ჩარევის მცდელობა საქართველოს შიდა პოლიტიკაში უკვე ძალიან მომაბეზრებელი გახდა. ქართველი ხალხი თავად გადაწყვეტს, ვისთან ითანამშრომლებს, რა გზას აირჩევს და როგორ დაიცავს საკუთარ ეროვნულ ინტერესებს, - წერს ანალიტიკოსი, ნიკოლოზ მეტრეველი, გერმანიის ელჩ, პეტერ ფიშერის, მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომლის თქმითაც „ საქართველომ თავისი თავი უკრაინისგან და მოლდოვისგან მოწყვიტა ევროკავშირისკენ მიმავალი საერთო გზიდან“.
21 მაისი 2026, 13:08
პოლიტიკა
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
21 მაისი 2026, 13:05
საზოგადოება
ლევან ჟორჟოლიანი: 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება, დამოუკიდებლობის დღის კონცეფცია წელს ეფუძნება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლის იუბილეს
საქართველოს მთავრობის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება, დამოუკიდებლობის დღის კონცეფცია წელს ეფუძნება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლის იუბილეს, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა.
21 მაისი 2026, 13:03
საზოგადოება
საქართველოს კულტურულ მრავალფეროვნებას ITB China-ზე ანსამბლი „რუსთავი“ წარმოადგენს
საქართველო ITB China-ს ტურისტულ გამოფენაზე პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას. ანსამბლი „რუსთავი“ შანხაიში, გამოფენის გახსნის დღეს, სტუმრებს ქართულ ფოლკლორულ ცეკვებსა და სიმღერებს წარუდგენს.
21 მაისი 2026, 12:51
პოლიტიკა
ამირან სალუქვაძე: ჩემი ინფორმაციით მშენებლობა ნანუკა ჟორჟოლიანის ოჯახს ეკუთვნის - როცა საჯარო პირი არეკლამებ მშენებლობას და მაყურებელს ეუბნები, ჩემი ბინა უკვე აშენდა შანსი არ გაუშვაო, მაყურებელმა უნდა იცოდეს, რომ ეს ოჯახის ბიზნესია
ეს ვიდეო ნანახი გექნებათ. ამიტომ ტექსტს გადახედეთ. დამაინტერესა რატომ არეკლამებს ასე მონდომებით ასეთი ცნობილი ჟურნალისტი, პოლიტიკაში მყოფი და ფონდის მმართველი რუსთავში მშენებარე 5-სართულიან სახლს?! მართლა ჩვენზე ზრუნავს, რათა არ გავმაზოთ მომგებიანი შანსი?!- ასე ეხმიანება სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე ნანუკა ჟორჟოლიანის მიერ გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც რუსთავში არსებულ სამშენებლო კომპანიას არეკლამებს.
21 მაისი 2026, 12:44
სამართალი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყაზახეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ეწვია
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი, ყაზახეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს - ერჟან სადენოვს მასპინძლობს. ორი ქვეყნის მინისტრებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიაზე მდებარე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.
21 მაისი 2026, 12:30
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი ყაზახეთის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე. ამ კუთხით ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ ყაზახეთის პრეზიდენტის, კასიმ-ჟომარტ ტოკაევის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი კიდევ უფრო გაამყარებს ორ ქვეყანას შორის პარტნიორობას.
21 მაისი 2026, 12:29
მსოფლიო
იენს სტოლტენბერგი: დღევანდელი ნატო აშშ-ის გარეშე ვერ გადარჩება. არ მჯერა, რომ ევროკავშირს ნატოს ჩანაცვლება შეუძლია
„ვერ გადარჩება ის ნატო, რომელსაც ჩვენ თითქმის 80 წელია ვიცნობთ, რადგან მისი არსი სწორედ ევროპისა და შეერთებული შტატების ერთობლიობაში და ყველა საფრთხის წინაშე ერთად დგომაშია. სწორედ ამიტომ არის ასეთი მნიშვნელოვანი, რომ ყველაფერი გავაკეთოთ ევროპისა და შეერთებული შტატების დაშორების თავიდან ასაცილებლად“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
21 მაისი 2026, 12:23
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: გვაგუებენ, განვიხილოთ ტერიტორიები, როგორც ტვირთი და დამოუკიდებლობა, როგორც ზედმეტი პასუხისმგებლობა, რომლის მოცილებისთანავე გაგვეხსნება ევროკავშირის კარიბჭე - ეს არის 21-ე საუკუნის დანაელების ძღვენი
ამ ადამიანს, კიდევ ერთხელ უნდა აუხსნას ვინმემ, რომ საქართველო არ აპირებს დაადგეს არც უკრაინის და არც მოლდოვის მიერ არჩეულ ევროკავშირისკენ მიმავალ გზას, რომელზე შეყენებასაც ასე ცივსისხლიანად გვიპირებდნენ 2022 წელს, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გერმანიის ელჩის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ „საქართველომ თავისი თავი უკრაინისგან და მოლდოვისგან მოწყვიტა ევროკავშირისკენ მიმავალ საერთო გზიდან“.
21 მაისი 2026, 12:23
პოლიტიკა
ბაჩო ახალაია: ყველაფერს გავაკეთებ, რომ ივანიშვილი დავამხოთ, არჩევნებით ეს გამორიცხულია
„ხელისუფლება, რომელიც დღეს ჩვენ გვყავს უნდა დავამხოთ, ეს არის ერთადერთი გზა. როდესაც დიქტატურა აწვება, საზოგადოების გზა არის დამხობა. არცერთი ტირანია მთელ ერს არ დაუმხია, მთელი ერი არც მონაწილეობს ხოლმე ამ პროცესში. რეჟიმს მხარდამჭერებიც ჰყავს ხოლმე. რა ძალა, რა ფორმაც არ უნდა გახდეს საჭირო, უნდა მივაღწიოთ რეჟიმის დამხობას და ამ სასამართლო დარბაზებში უნდა გავასამართლოთ. იმ სასამართლოთი უნდა გასამართლდნენ, რომელიც იარსებებს. თქვენ მოგიწევთ „ქოცების“, მოსამართლეების, პროკურორების გასამართლება.
21 მაისი 2026, 12:22
სამართალი
პოლიციის აკადემიამ საბაკალავრო პროგრამის ავტორიზაციის პროცესი დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საბაკალავრო პროგრამა წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული ფართომასშტაბიანი საკანონმდებლო ცვლილებების ნაწილს, რომლის შესაბამისადაც პოლიციის აკადემიას მიენიჭება უფლებამოსილება, სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებთან ერთად, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის სამწლიანი საბაკალავრო პროგრამაც განახორციელოს.
21 მაისი 2026, 12:14
რეგიონი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს შეხვდა
„ჩვენ რეგიონში მცხოვრები დევნილი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის მიზნით ერთობლივი პროგრამების განხორციელება, უკვე არსებული გამოცდილების გაძლიერება და მისი მისადაგება დევნილი მოსახლეობის სპეციფიკურ საჭიროებებზე, არის ჩვენი ხელისუფლების საერთო მიზანი. ერთობლივი ძალისხმევით და მჭიდრო კოორდინაციით ვფიქრობ, ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო ეფექტიანი გახდება, რასაც ჩვენი დღევანდელი შეხვედრის დროს განხილული საკითხებიც მოწმობს“ - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.
21 მაისი 2026, 12:02
მსოფლიო
ილონ მასკი შესაძლოა მსოფლიოში პირველი ტრილიონერი გახდეს
კომპანიის IPO-ს წამყვანი ორგანიზატორი ბანკი Goldman Sachs იქნება. 2026 წლის თებერვალში, xAI-სთან (ილონ მასკის ხელოვნური ინტელექტის სტარტაპთან) შერწყმის შემდეგ, SpaceX-ი 1,25 ტრილიონ დოლარად შეფასდა.
21 მაისი 2026, 11:49
საზოგადოება
კონკურენციის სააგენტო საოჯახო კალათის პროგრამის მონიტორინგისთვის ერთიან საინფორმაციო პლატფორმას ქმნის
სააგენტოს ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის ინიციატივის ფარგლებში და პარლამენტის სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის დასკვნის საფუძველზე, სააგენტოს დაევალა, მომხმარებლებს ქსელურ მარკეტებში საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალ საბაზისო პროდუქტებზე არსებული საუკეთესო შეთავაზებებისა და ფასების შესახებ ინფორმაცია ერთ სივრცეში, ელექტრონული კალათის ფორმატში შესთავაზოს.
21 მაისი 2026, 11:45
მსოფლიო
მედია: თურქეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 14 ცნობილი მსახიობი და მომღერალი დააკავეს
თურქმა სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულთან ბრძოლის ფარგლებში ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 14 ადამიანი დააკავეს, რომელთა შორის არიან ცნობილი მსახიობები, ჟურნალისტები და შოუბიზნესის სხვა წარმომადგენლები. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
21 მაისი 2026, 11:37
სამართალი
„ქრონიკამ“ მოიპოვა კადრები, სადაც საპატრიარქოსთან მომხდარი ინციდენტია ასახული
საპატრიარქოს ეზოში 20 მაისს შევარდა ავტომობილი, რომელმაც შლაგბაუმი დააზიანა და ჭიშკარი შეანგრია. თვითმხილველების თქმით, მძღოლი ეკლესიისა და პატრიარქის მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდა.
21 მაისი 2026, 11:35
საზოგადოება
დავით ნარმანია: „Aqualia“-ს სტრატეგიული მიდგომები იძლევა იმის გარანტიას, რომ თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ წამყვანი საერთაშორისო წყლის კომპანიის, „Aqualia“-ს მიწვევით, მონაწილეობა მიიღო „გლობალური წყლის სამიტი 2026“-ში (Global Water Summit 2026), რომელიც 18-20 მაისს ესპანეთში, ქ. მადრიდში გაიმართა, - ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.


