24 ივლისი 2026, 12:51 / სანდო წყარო

Reuters: საფრანგეთის ტურისტულ ნახევარკუნძულზე ტყის ხანძრების გამო ადამიანების ევაკუაცია გამოცხადდა

საფრანგეთის ხელისუფლებამ ტყის მასშტაბური ხანძრების გამო ატლანტის სანაპიროზე მდებარე კაპ-ფერეს ნახევარკუნძულიდან ადამიანების ევაკუაცია დაიწყო. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მოსახლეობისა და დამსვენებლების გასაყვანად რეგიონში გემები გააგზავნეს, რადგან ტერიტორია მასშტაბური ტყის ხანძრის საფრთხის წინაშეა, წერს სააგენტო.

ტერიტორიის სრული ევაკუაციის გადაწყვეტილება, სადაც მრავალი ფეშენებელური სახლია განლაგებული და ამჟამად სავსეა ზაფხულის არდადეგებზე მყოფი ტურისტებით, ხანძრის მასშტაბურობასა და სერიოზულობაზე მიუთითებს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მან ტყის ხანძრებთან საბრძოლველად დახმარებისთვის ევროკავშირს მიმართა.

„საფრანგეთმა ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმის ამოქმედება მოითხოვა. მალე შევძლებთ დახმარების მიღებას — ხორვატიიდან ორი Canadair-ის ტიპის თვითმფრინავის, პორტუგალიიდან ორი Air Tractor-ის თვითმფრინავის, ასევე ჩეხეთისა და სლოვაკეთისგან ორი მძიმე Black Hawk-ის ვერტმფრენის სახით“, - დაწერა მაკრონმა სოციალურ ქსელ X-ში.

ხანძარმა ნახევარკუნძულზე უკვე გაანადგურა 8 700 ჰექტარი ტერიტორია და კვლავ მძვინვარებს.

როგორც Reuters-ი იუწყება, ევროპის მასშტაბით მიმდინარე სეზონში ზედიზედ სამმა სიცხის ტალღამ გაამწვავა გვალვა, შეამცირა წყლის მარაგები და მცენარეული საფარი უკიდურესად აალებადი გახადა. შედეგად, მიმდინარე წელს ტყის ხანძრებმა უკვე უფრო დიდი ფართობები გაანადგურა, ვიდრე ეს ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მომხდარა. ძლიერმა სიცხემ ასევე ათასობით ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.

ტყის ხანძრებისგან საფრანგეთი განსაკუთრებით მძიმედ დაზარალდა.

ყველა სიახლე

24 ივლისი 2026, 14:22

კულტურა

ვენეციის კინოფესტივალის სექციაში - Venice Spotlight ქართველი რეჟისორის, ლევან კოღუაშვილის ახალი სრულმეტრაჟიანი ფილმი „გურია“ იქნება წარმოდგენილი

ვენეციის კინოფესტივალის სექციაში - Venice Spotlight ქართველი რეჟისორის, ლევან კოღუაშვილის ახალი სრულმეტრაჟიანი ფილმი „გურია“ იქნება წარმოდგენილი. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

ირაკლი ჭეიშვილი

24 ივლისი 2026, 14:20

პოლიტიკა

ირაკლი ჭეიშვილი: აქ არ არის სპონტანური წამოძახილები, რეპლიკები, ეს არის თავიდან ბოლომდე დაგეგმილი პროცესი, ერთი დიდი ჯაჭვის ნაწილია, რომ ყველაფერი წმინდა, რაც არის საქართველოში, ფეხ ქვეშ გაითელოს

აქ არ არის სპონტანური წამოძახილები, რეპლიკები, ეს არის თავიდან ბოლომდე დაგეგმილი პროცესი, ერთი დიდი ჯაჭვის ნაწილია, რომ ყველაფერი წმინდა, რაც არის საქართველოში, ფეხ ქვეშ გაითელოს, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა.

დავით მათიკაშვილი

24 ივლისი 2026, 14:19

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი ონისე ოქრიაშვილთან დაკავშირებულ ინციდენტზე: ცხადია, რომ ძალადობას გამართლება არ გააჩნია. ამ სიტუაციას აქვს მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი - არსებობს ღირებულებები ჩვენს საზოგადოებაში, რომლის მიმართ საზოგადოება არის ძალიან სენსიტიური,

ონისე ოქრიაშვილთან დაკავშირებულ ინციდენტს საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი ეხმაურება.

24 ივლისი 2026, 14:17

სამართალი

ქუთაისის სასამართლომ სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარებისთვის ორი მოქალაქე დააჯარიმა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე გიორგი ცაგარეიშვილის საქმე განიხილა. სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარისთვის ის მოსამართლემ სამართალდამრღვევად ცნო და 1500 ლარით დააჯარიმა. ცაგარეიშვილი პროცესს დისტანციურად დაესწრო. სასამართლომ ათასი ლარით დააჯარიმა დავით გეგუჩაძე, სამართალდამრღვევი სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა.

24 ივლისი 2026, 14:06

პოლიტიკა

საგარეო უწყება: საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს წუხილს ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით - ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანას არავითარი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არა აქვს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს წუხილს ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, - ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

24 ივლისი 2026, 14:03

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ბრალდებულებს 11-11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ორ პირი დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

ბექა ჩხაიძე

24 ივლისი 2026, 14:03

პოლიტიკა

ბექა ჩხაიძე: ნოდარ დუმბაძის შეგინება იქნება, ეკლესიის თუ ჩვენი მეფეების ლანძღვა - ეს დაფინანსებული და მიზანმიმართული პროპაგანდაა, რასაც არ შევეგუებით საქართველოს მოსახლეობის 90 პროცენტი. ყველა ვუდგავართ გვერდში ნიკო ხურცილავას, ის არ უნდა იქნას დაჭერილი, რასაც თითოეული ჩვენგანი გავაკეთებდით, იგივე გააკეთა

რაც შეეხება გუშინწინდელ ამბავს და ამ პროპაგანდას, რაც დაფინანსებულია და რასაც ასრულებენ ეს ფარჩაკები - ნოდარ დუმბაძის შეგინება იქნება, ეკლესიის შეგინება იქნება, ჩვენი მეფეების ლანძღვა იქნება - ეს არის ყველაფერი დაფინანსებული და მიზანმიმართული პროპაგანდა, რასაც არ შევეგუებით საქართველოს მოსახლეობის 90 პროცენტი, საუბედუროდ, ის 10 პროცენტი მოღალატეები, დაფინანსებით ამას აკეთებენ, მაგრამ ამას არანაირი მომავალი არ აქვს და არ ესმის ამ ხალხს. მათ ურჩევნიათ, ის დაფინანსებები მიიღონ, მერე ვიღაცა თავზე ხელს წამოარტყამს და მიშველეს კივიან, - განაცხადა მომღერალმა ბექა ჩხაიძემ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში.

24 ივლისი 2026, 13:41

მსოფლიო

რუსეთმა სომხეთიდან რძის პროდუქციის იმპორტი აკრძალა

რუსეთის „როსსელხოზნადზორმა“ სომხეთიდან რძის ნაწარმის შემოტანა აკრძალა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

24 ივლისი 2026, 13:35

სამართალი

თბილისის აეროპორტის მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტზე „თბილისის აეროპორტი“, დიდი ოდენობით ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის 3 ფაქტი აღიკვეთა.

ნიკუშორ დანი

24 ივლისი 2026, 13:21

მსოფლიო

რუმინეთის პრეზიდენტი დრონის ჩამოგდების შესახებ იუწყება

რუმინეთის პრეზიდენტმა ნიკუშორ დანმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ დღეს დილით ერთ-ერთმა დრონმა ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია.

მიხეილ ყაველაშვილი

24 ივლისი 2026, 13:03

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: რა იუმორისტული გადაცემა უნდა გააკეთო და გაამართლო ის, რომ ვიღაცამ ჩვენთვის ღირსეული, ღვაწლმოსილი, ადამიანი შეურაცხყო და ამაზე რა გაგებით უნდა მესაუბრონ, რომ ეს დასაშვებია? შეუძლებელია საქართველოში ამის დაშვება!

რა იუმორისტული გადაცემა უნდა გააკეთო და გაამართლო ის, რომ ვიღაცამ ჩემთვის, თქვენთვის, ჩვენთვის - ღირსეული, ღვაწლმოსილი ადამიანი შეურაცხყო და ამაზე რა გაგებით უნდა მესაუბრონ, ან რა უნდა ამიხსნან, რომ ეს დასაშვებია? შეუძლებელია საქართველოში ამის დაშვება! - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, სიძულვილის ენასთან დაკავშირებით საუბრისას.

24 ივლისი 2026, 12:59

რეგიონი

დაბა კაზრეთში წყალუზრუნველყოფა 100 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება

შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვემო ქართლში, დაბა კაზრეთში მაგისტრალურ სარწყავ არხზე გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს, რის შედეგადაც 100 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყალუზრუნველყოფა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

24 ივლისი 2026, 12:45

საზოგადოება

ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის მეგობარი: ნიკოს თავი არ აურიდებია, გამოცხადდა პოლიციაში და მზად არის, თუ საჭირო იქნება, თავისი ქვეყნისთვის ციხეშიც ჩაჯდეს - ყველამ კარგად ვიცით, თუ რა უძღოდა წინ ამ ფაქტს, ე.წ. იუმორისტი, ამ კონკრეტულ სიტუაციაში, არა მარტო კონკრეტულ ადამიანს და ჩვენი ქვეყნის ისტორიას შეეხო, არამედ, უფრო დიდი დანაშაული ჩაიდინა

ნიკო არის ყველაზე უკონფლიქტო ადამიანი, ვისაც კი ვიცნობ, არავისთან ჰქონია კონფლიქტი, ძალიან ტრადიციულ ოჯახშია აღზრდილი. ნიკო არის ისეთი ადამიანი, რომელსაც უყვარს თავისი ქვეყანა, - განაცხადა ონისე ოქრიაშვილის ცემის ფაქტზე დაკავებული ნიკო ხურცილავას მეგობარმა, გიორგი ქართველიშვილმა.

ჯინ შაჰინი

24 ივლისი 2026, 12:22

მსოფლიო

AXIOS: აშშ-ის სენატი მომავალ კვირას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტზე კენჭისყრისთვის ემზადება

აშშ-ის სენატი შესაძლოა უკვე მომავალ კვირას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტზე კენჭისყრას შეუდგეს. ინფორმაციას AXIOS-ი ავრცელებს.

24 ივლისი 2026, 12:21

სამართალი

პროკურატურამ მკვლელობის მცდელობის, ჯანმრთელობის დაზიანების და ძალადობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ მეუღლის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მცდელობის, დედის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანებისა და ძალადობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

დიმიტრი სამხარაძე

24 ივლისი 2026, 11:58

პოლიტიკა

დიმიტრი სამხარაძე: მინდა, ჩემი დეპუტატის მანდატი გამოვიყენო და, თუ ნიკო ხურცილავას სურვილი იქნება, თავდებში დავუდგე, რათა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლონ!

ნიკო ხურცილავას წერილი წავიკითხე, რომელიც მისმა ადვოკატმა გამოაქვეყნა. პატრიოტი და ნამდვილი ქართველი კაცია! - წერს „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, სოციალურ ქსელში.

აბას არაღჩი

24 ივლისი 2026, 11:45

მსოფლიო

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ტრამპის გადაწყვეტილება გემებისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება გაყინული ირანული აქტივების ხარჯზე, ქაოსს გამოიწვევს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადება ზარალის ირანული გაყინული აქტივებით ანაზღაურების შესახებ გააკრიტიკა.

24 ივლისი 2026, 11:22

საზოგადოება

ცესკოს თავმჯდომარე ყვარლის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო), ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით, ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრებს აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ცესკოს ინფორმაციით, 2026 წლის საზაფხულო ბანაკების ფარგლებში შეხვედრა ამჯერად ყვარლის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებთან გაიმართა.

ალი ალ-ზაიდი დონალდ ტრამპი

24 ივლისი 2026, 11:21

მსოფლიო

The New York Times: ირანმა ერაყის შუამავლობით წარდგენილი აშშ-ის ცეცხლის შეწყვეტის წინადადება უარყო

ირანმა უარყო აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ შეთავაზებული ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივა, რომელიც თეირანში ერაყის პრემიერ-მინისტრმა ალი ალ-ზაიდიმ ჩაიტანა. ინფორმაციას The New York Times-ი ირანელ და ერაყელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.