imedi /  12 სექტემბერი 2017, 14:31 / სანდო წყარო

ევროკავშირმა რუსული პროპაგანდის საპირწონე ვებგვერდი შექმნა

ევროკავშირმა, რუსულ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად, ვებგვერდი შექმნა. euvsdesinfo.eu-მ უკვე გამოავლინა სტატიები, რომლებიც ყალბ და ანტიდასავლურ ინფორმაციას შეიცავდა.

ევროკავშირის მკვლევრებმა 18 ენაზე დაწერილი 3 ათასი პროპაგანდისტული სტატია გამოავლინეს.

2016 წელს ევროკავშირმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთის პროპაგანდასთან ბრძოლას ეხება

“ევროპარლამენტი სერიოზულად შეშფოთებულია ევროპაში კრემლის მიერ ინსპირირებული საქმიანობის სწრაფი გაფართოებით, მათ შორის დეზინფორმაციით და პროპაგანდით, რომელიც მიმართულია რუსეთის შესაძლებლობების გაზრდისკენ, შეასუსტოს ევროკავშირი და შეიტანოს მასში განხეთქილება”, - აღნიშნულია დოკუმენტში.

რუსეთში ამ დოკუმენტის მიღება „დისკრიმინაციად და საერთაშორისო ნორმების დარღვევად“ შეაფასეს.

კომენტარები ()