imedi /  13 სექტემბერი 2017, 15:01 / სანდო წყარო

უკრაინა სააკაშვილის ექსტრადირების საკითხს ქართული სასამართლოს განაჩენის მიხედვით გადაწყვეტს

უკრაინა სააკაშვილს ბედს ქართული სასამართლოს განაჩენის მიხედვით გადაწყვეტს. ამის შესახებ განცხადება უკრაინული ტელეკომპანია 112-ის ეთერში უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გააკეთა.

"უკრაინაში ჯერ კიდევ არაფერი მომხდარა, გარდა იმისა, რომ სააკაშვილმა საზღვარი გადაკვეთა. იმ დოკუმენტებში, რომლებიც იუსტიციის სამინისტრომ და გენერალურმა პროკურატურამ მიიღო სააკაშვილთან დაკავშირებით, ნათქვამია, რომ საქართველოში მასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე განიხილება. ეს ჯერ კიდევ არ არის ექსტრადიციის ჩატარების მორიგი ეტაპი და ამ ეტაპზე იუსტიციის სამინისტრო არ მონაწილეობს მასში“, - განაცხადა ჩერნიშევმა. 

მისი თქმით, საქართველოში სააკაშვილისთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანამდე ექსტრადიციის საკითხი იუსტიციის სამინისტროს პრეროგატივა ვერ იქნება. 

ჩერნიშევის განცხადებით, 18 სექტემბერს უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის დარღვევის ფაქტზე სასამართლო პროცესია ჩანიშნული.

კომენტარები ()