07 იანვარი 2023, 13:10 / სანდო წყარო

ნედ პრაისი: საშობაოდ, ცალმხრივად ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით პუტინის განცხადება სხვა არაფერია, თუ არა ცინიზმი

ნედ პრაისი

ნედ პრაისი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებას საშობაოდ, ცალმხრივად ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით ცინიზმი უწოდა.

„ეს არის ცინიზმი, ვინაიდან რამდენიმე დღის წინ, ახალი წლის დღეებში მოსკოვი ბომბავდა უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. ამ ობიექტებს სამიზნეებსაც ვერ დავარქმევ. ნაკლებად გვჯერა, რომ რუსეთის ამ განცხადების უკან შესაბამისი მზადყოფნა დგას. ვფიქრობთ, რომ რუსეთი შეეცდება, ნებისმიერი დროებითი პაუზა გამოიყენოს შესვენებისთვის, ძალების გადაჯგუფებისთვის და მორიგი თავდასხმისთვის. შესაბამისად, ამას ცეცხლის შეწყვეტას ვერ ვუწოდებთ. თუ რუსეთს სერიოზულად აქვს განზრახული მშვიდობის დამყარება და ომის დასრულება, ის გაიყვანდა თავის ჯარებს უკრაინის სუვერენული ტერიტორიიდან. ეს იქნებოდა ომის დასრულება და ამისკენ მოვუწოდებთ რუსეთს როგორც ჩვენ, ასევე უკრაინელები და მსოფლიოს უდიდესი ნაწილი“, - განაცხადა ნედ პრაისმა.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა შობის დღესასწაულთან დაკავშირებით უკრაინაში ერთი დღით ცეცხლის შეწყვეტის განკარგულება გასცა.

ყველა სიახლე

28 აგვისტო 2026, 13:00

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ბარაკონის ღვთისმშობლის ეკლესიაში მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებულ საზეიმო წირვას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან ერთად, ბარაკონის ღვთისმშობლის ეკლესიაში მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებულ საზეიმო წირვას დაესწრო.

ლევან მახაშვილი

28 აგვისტო 2026, 12:44

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი შეწყალების აქტზე: ამით კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ერთ რამეს, რომ ერთი მხრივ სახელმწიფო იქნება შეუწყნარებელი ყველა დანაშაულის მიმართ, რომელიც ეხება სახელმწიფოს წინაშე ჩადენილ დანაშაულებს, მაგრამ მეორე მხრივ, როცა სახეზე იქნება დანაშაულის აღიარება და მონანიება, რა თქმა უნდა, ამ დროს სახელმწიფო იქნება ჰუმანური

ეს გასაკვირი არც იყო, პირიქით ჩვენ ის გაგვიკვირდებოდა თუ მათ [ოპოზიცია] გაუხარდებოდათ ამ ადამიანების თავისუფლება. ეს ბუნებრივიც იყო მარტივი მიზეზის გამო. მათთვის მთელი ეს პროცესი იყო ჩვეულებრივი პოლიტიკური შოუ. ეს ადამიანები გაწირეს კანონთან დაპირისპირების გამო ძალიან კონკრეტული მიზნით, რომ შემდგომ თავიანთ პატრონებთან ჰქონოდათ სავაჭრო, სახვეწარი და დამატებითი მხარდაჭერის იმედი“, - ასე ეხმაურება ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი პრეზიდენტის შეწყალების აქტთან დაკავშირებით ოპოზიციის რეაქციას.

დაურ ბუავა

28 აგვისტო 2026, 12:34

სამართალი

აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში, საცხოვრებელ ბინაში, გარდაცვლილი იპოვეს

აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში, საცხოვრებელ ბინაში, გარდაცვლილი იპოვეს. მიზეზი ამ დროისთვის უცნობია, თუმცა დაურ ბუავა, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის გარდაცვლილი უნდა იყოს.

28 აგვისტო 2026, 12:33

მსოფლიო

Bloomberg: სპარსეთის ყურიდან ნავთობის ექსპორტი ომამდელ პერიოდთან შედარებით 2/3-ით აღდგა

სპარსეთის ყურიდან ნავთობის ექსპორტმა ომამდელი მოცულობის დაახლოებით 2/3-ს მიაღწია, რაც ირანის ომის გავლენას ნავთობის გლობალურ ფასებზე ამცირებს. ინფორმაციას Bloomberg-ი ორგანიზაცია Goldman Sachs Group-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

28 აგვისტო 2026, 11:55

ეკონომიკა

თელავის აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ თელავის აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა. პროექტის დასრულების შემდეგ აეროპორტი წელიწადში დაახლოებით 50 ათასი მგზავრის მომსახურებას შეძლებს. ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მარკ კარნი

28 აგვისტო 2026, 11:55

მსოფლიო

კანადის პრემიერ-მინისტრი ონტარიოს ტბაზე: ეს სახელწოდება 400 წელზე მეტი ხნისაა და წინ უსწრებს როგორც კანადის კონფედერაციის შექმნას, ისე აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაციას

კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილ განკარგულებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, ონტარიოს ტბის სახელწოდება ამერიკის ტბით უნდა შეიცვალოს.

ნინო ფოჩხუა

28 აგვისტო 2026, 11:53

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც „პოლიტიკურ პატიმრებს“ ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა - იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში

ექსპერტი ნინო ფოჩხუა საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის, მიერ ძალადობრივი აქციების დროს დაკავებული პირების შეწყალების საკითხს, რომლებმაც პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს, სოციალურ ქსელში ეხმიანება.

დავით ქართველიშვილი

28 აგვისტო 2026, 11:52

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: მიხეილ ყაველაშვილის გადაწყვეტილება საპროტესტო აქციების დროს კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში მონაწილეობისთვის მსჯავრდებული რამდენიმე ახალგაზრდის შეწყალების შესახებ, მნიშვნელოვან წერტილს სვამს სამართლებრივ და მორალურ დისკუსიაში. რადიკალური პოლიტიკური ლიდერები და კურატორები მათ ცოცხალ ფარად იყენებდნენ საკუთარი დღის წესრიგის გასატანად

მიხეილ ყაველაშვილის გადაწყვეტილება საპროტესტო აქციების დროს კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში მონაწილეობისთვის მსჯავრდებული რამდენიმე ახალგაზრდის შეწყალების შესახებ, მნიშვნელოვან წერტილს სვამს ხანგრძლივ სამართლებრივ და მორალურ დისკუსიაში. დიდი ხნის განმავლობაში რადიკალური პოლიტიკური ლიდერები და კურატორები ცდილობდნენ, ეს მოქალაქეები დანაშაულის აღიარებისა და შეწყალების თხოვნისგან გადაეფიქრებინათ - ფაქტობრივად, მათ „პოლიტიკურ მძევლებად“ და ცოცხალ ფარად იყენებდნენ საკუთარი დღის წესრიგის გასატანად. თუმცა, საკუთარი გადაცდომის გააზრებამ და მონანიების გულწრფელმა აქტმა, რაც სახელმწიფოს მხრიდან ჰუმანიზმის აქტის სამართლებრივი საფუძველი გახდა, თავად მსჯავრდებულთა სიმწიფე აჩვენა, - წერს „ხალხის ძალის წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში.

დავით ჩიხელიძე

28 აგვისტო 2026, 11:52

პოლიტიკა

ჩიხელიძე: ყაველაშვილის მიერ შეწყალებულმა ადამიანებმა გვაჩვენეს, რომ მნიშვნელოვანია შეცდომის აღიარება - იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ ეს ადამიანები მომავალში აღარ აღმოჩნდებიან სხვისი, განსაკუთრებით კი გარედან მართული ძალების პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტები

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის მიერ შეწყალებულ პატიმრებს შორის არიან 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების მონაწილეები და 2025 წლის 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული დემონსტრანტები. შეწყალება, რა თქმა უნდა, მისასალმებელი აქტია, მაგრამ ამ ყველაფერში შეწყალების ფაქტზე მეტად მნიშვნელოვანი შეწყალებულთა პოზიცია არის, საყურადღებოა, რომ ამ ადამიანებმა აღიარეს დანაშაული, მოინანიეს საკუთარი საქციელი და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს, - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში.

ლადო სადღობელაშვილი

28 აგვისტო 2026, 11:50

პოლიტიკა

სადღობელაშვილი ძალადობრივი აქციების დროს დაკავებულებზე: მიხეილ ყაველაშვილის მიერ მიღებული შეწყალების გადაწყვეტილება ჰუმანური ნაბიჯია, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ამ ადამიანებმა ბოლოს და ბოლოს აღიარეს საკუთარი დანაშაული, მოინანიეს დაშვებული შეცდომები და პრეზიდენტს ოფიციალურად მიმართეს შეწყალების თხოვნით

მიხეილ ყაველაშვილის მიერ მიღებული შეწყალების გადაწყვეტილება ნამდვილად პოზიტიური და ჰუმანური ნაბიჯია, თუმცა ამ ამბავში მთავარი მაინც სხვა რამ არის. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ამ ადამიანებმა ბოლოს და ბოლოს აღიარეს საკუთარი დანაშაული, რეალურად მოინანიეს დაშვებული შეცდომები და პრეზიდენტს ოფიციალურად მიმართეს შეწყალების თხოვნით,- წერს ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი, სოციალურ ქსელში.

28 აგვისტო 2026, 11:48

პოლიტიკა

გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა - მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია

ანალიტიკოსის განცხადებით, სახელმწიფომ, იმ ადამიანებს, რომლებმაც საკუთარ საქციელზე პასუხისმგებლობა აიღეს, შეცდომის გამოსწორების და ცხოვრების თავიდან დაწყების შესაძლებლობა მისცა. მისივე შეფასებით, „ნაცბაბლის“ ე.წ. სოლიდარობა ძალადობის ჩამდენთა მიმართ ყალბად გამოიყურება.

28 აგვისტო 2026, 11:47

ეკონომიკა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ მესტიის ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტში ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა. ახალი ტერმინალი წელიწადში დაახლოებით 50 ათასი მგზავრის მომსახურებაზე იქნება გათვლილი. ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

ვლადიმერ პუტინი

28 აგვისტო 2026, 11:35

მსოფლიო

The Washington Post: ამერიკული დაზვერვის მონაცემებით, პუტინი ფიქრობს, რომ აშშ ირანთან ომის გამო დასუსტებულია

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის ჯონ რეტკლიფის მოსკოვში მოულოდნელ ვიზიტს წინ უძღოდა აშშ-ის დაზვერვის ახალი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, კრემლი ირანთან ომის გამო შეერთებულ შტატებს დასუსტებულად მიიჩნევს და ფიქრობს, რომ ეს რუსეთს ევროპაში ამერიკის ინტერესებისა და მოკავშირეების წინააღმდეგ მოქმედებების გაძლიერების შესაძლებლობას აძლევს. ინფორმაციას The Washington Post-ი ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

დავით ქართველიშვილი

28 აგვისტო 2026, 11:19

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ვინც განპიროვნებული ძალაუფლების მომხრეა და ზოგადი პრინციპების ერთგულებაში მოიკოჭლებს - თუ რამე არ გესმით, თუ რამეს ვერ ხვდებით, ნუ დაგვაინფიცირებთ უადგილო პანიკებით

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და საზოგადოებაში გავრცელებულ პანიკურ განწყობებს აკრიტიკებს.

არჩილ გორდულაძე

28 აგვისტო 2026, 11:15

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: ადამიანებმა, რომლებმაც აღიარეს თავიანთი ნამოქმედარი, დანაშაული მოინანიეს და მიმართეს პრეზიდენტს შეწყალების მოთხოვნით, პრეზიდენტმა გამოიჩინა ჰუმანურობა მათ მიმართ და, შესაბამისად, გამოყენებულია შეწყალების შესაძლებლობა

ადამიანებმა, რომლებმაც აღიარეს თავიანთი ნამოქმედარი, დანაშაული მოინანიეს და მიმართეს პრეზიდენტს შეწყალების მოთხოვნით, პრეზიდენტმა გამოიჩინა ჰუმანურობა მათ მიმართ და, შესაბამისად, გამოიყენეს შეწყალების შესაძლებლობა, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ.

28 აგვისტო 2026, 11:13

სამართალი

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად, უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს.

28 აგვისტო 2026, 11:11

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

28 აგვისტო 2026, 11:10

საზოგადოება

მარიამობის დღესასწაულზე ღვთისმშობლის მიძინების სიონის საკათედრო ტაძარში განსაკუთრებული ხალხმრავლობაა - წირვას კათოლიკოს-პატრიარქი აღავლენს

მარიამობის დღესასწაულზე ღვთისმშობლის მიძინების სიონის საკათედრო ტაძარში განსაკუთრებული ხალხმრავლობაა, სადაც წირვას კათოლიკოს-პატრიარქი აღავლენს.

28 აგვისტო 2026, 11:08

სამართალი

სამართალდამცველებმა თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, იმერეთის, შიდა ქართლისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 5 პირი დააკავეს.

28 აგვისტო 2026, 11:00

სამართალი

პოლიციამ ბათუმში ქურდობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.