დავით ქართველიშვილი: ვინც განპიროვნებული ძალაუფლების მომხრეა და ზოგადი პრინციპების ერთგულებაში მოიკოჭლებს - თუ რამე არ გესმით, თუ რამეს ვერ ხვდებით, ნუ დაგვაინფიცირებთ უადგილო პანიკებით
დავით ქართველიშვილი
ფოტო: ხალხის ძალა
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და საზოგადოებაში გავრცელებულ პანიკურ განწყობებს აკრიტიკებს.
ექსპერტი მოუწოდებს საზოგადოებას, თავი შეიკავონ დაუდასტურებელი ვერსიების გავრცელებისა და მოვლენების შეფასებისას ზედმეტი პანიკის შექმნისგან.
„ვინც ბოლო დღეების მოვლენებზე - პროზექტურაში ცვილის ფიგურების გამოცოცხლების გჯერათ… ვისაც ჰგონია, რომ ცნობადი ყოფილების გარდა - ამ ქვეყანაში უცნობი მოქმედები აღარ არიან… ვინც განპიროვნებული ძალაუფლების მომხრეა და ზოგადი პრინციპების ერთგულებაში მოიკოჭლებს… ვისაც ადამიანებთან გადაღებული სელფები - ნაკურთხი ხატები ჰგონია და აქედან, ვისზე ილოცონ, აღარ იციან… ნუ დაგვღალეთ, შავღონდით თქვენი „გვეშველებარამეთი“.
ცალკე ხომ 3D-ფორმატში ამ წუთისოფლის ამოცნობაში მოიკოჭლებთ, ან X-ღერძის მიმართულებით მოძრაობთ, ან Y-ღერძზე ძვრებით - უკეთეს შემთხვევაში, მათ გადაკვეთაში, „ზეროში“ რომ ჩაცურდეთ, ხოლო Z-ღერძის გავლებას საჭიროდაც არ თვლით: თუ რაღაც არ გესმით - ცოდვა არაა! თეორიული მექანიკა - რა არის, დღემდე არ მესმის! მაგრამ - ამ სოციალურ ქსელებში ნუ გადმოგაქვთ მასიურად: „ვერ ხვდები, რა ხდება და მითხარით!“.
რა მიზნით ინტერესდებით? საკუთარ ორჭოფობაში - გარედან გაძლიერების მიზნით? აქამდე ვერ გაძლიერდით ვერც უფლით, ვერც ღვთისმშობლით, ვერც ლოცვით, ვერც მარხვით, ვერც ქვეყნით, ვერც წინაპრით, ვერც ოჯახით? ვერც იმ ადამიანის მიმართ ჩამოყალიბდით ბოლომდე - რომელსაც ამ ქვეყნისთვის არ უღალატია? რომელმაც საკუთარი სიცოცხლე, ოჯახი, რეპუტაცია, კაპიტალი - ლარნაკზე მიართვა ყველაფრით მუდმივად უკმაყოფილო ამ ერს?
მის მიერ დაშვებულ შეცდომებს უთვლით - და რომელია საბედისწერო? გაქრა ამ ქვეყანაში ადამიანები, რომლებიც არ იღლებიან ყოველდღიური ბრძოლით - რასაც უმეტესობა უსასყიდლოდ აკეთებს? გაქრა ადამიანები - რომლებიც ეკლესიური წესით ცხოვრებით დარწმუნებულები არიან, რომ უფალი ჩვენთან არს?
თქვენი სისუსტეების და პერსონიფიცირებული მედროვეობის საჯარო რეკლამირებით აღარ გადაიღალეთ? აკეთეთ თქვენი საქმე პირნათლად! უფალს არ უღალატოთ, იმ მამულიშვილის წინაშე, რომელიც არ გადაღლილა და საკუთარი გარემოცვის გამო სტრესში არ ვარდება - ეროვნული მადლიერების გრძნობა შეინარჩუნეთ.
და მთავარი - თუ რამე არ გესმით, თუ რამეს ვერ ხვდებით - ნუ დაგვაინფიცირებთ უადგილო პანიკებით. ამის დრო არაა“, - წერს დავით ქართველიშვილი.
ყველა სიახლე
28 აგვისტო 2026, 11:55
ეკონომიკა
თელავის აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ თელავის აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა. პროექტის დასრულების შემდეგ აეროპორტი წელიწადში დაახლოებით 50 ათასი მგზავრის მომსახურებას შეძლებს. ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
28 აგვისტო 2026, 11:55
მსოფლიო
კანადის პრემიერ-მინისტრი ონტარიოს ტბაზე: ეს სახელწოდება 400 წელზე მეტი ხნისაა და წინ უსწრებს როგორც კანადის კონფედერაციის შექმნას, ისე აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაციას
კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილ განკარგულებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, ონტარიოს ტბის სახელწოდება ამერიკის ტბით უნდა შეიცვალოს.
28 აგვისტო 2026, 11:53
პოლიტიკა
ნინო ფოჩხუა: შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც „პოლიტიკურ პატიმრებს“ ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა - იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში
ექსპერტი ნინო ფოჩხუა საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის, მიერ ძალადობრივი აქციების დროს დაკავებული პირების შეწყალების საკითხს, რომლებმაც პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს, სოციალურ ქსელში ეხმიანება.
28 აგვისტო 2026, 11:52
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: მიხეილ ყაველაშვილის გადაწყვეტილება საპროტესტო აქციების დროს კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში მონაწილეობისთვის მსჯავრდებული რამდენიმე ახალგაზრდის შეწყალების შესახებ, მნიშვნელოვან წერტილს სვამს სამართლებრივ და მორალურ დისკუსიაში. რადიკალური პოლიტიკური ლიდერები და კურატორები მათ ცოცხალ ფარად იყენებდნენ საკუთარი დღის წესრიგის გასატანად
მიხეილ ყაველაშვილის გადაწყვეტილება საპროტესტო აქციების დროს კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში მონაწილეობისთვის მსჯავრდებული რამდენიმე ახალგაზრდის შეწყალების შესახებ, მნიშვნელოვან წერტილს სვამს ხანგრძლივ სამართლებრივ და მორალურ დისკუსიაში. დიდი ხნის განმავლობაში რადიკალური პოლიტიკური ლიდერები და კურატორები ცდილობდნენ, ეს მოქალაქეები დანაშაულის აღიარებისა და შეწყალების თხოვნისგან გადაეფიქრებინათ - ფაქტობრივად, მათ „პოლიტიკურ მძევლებად“ და ცოცხალ ფარად იყენებდნენ საკუთარი დღის წესრიგის გასატანად. თუმცა, საკუთარი გადაცდომის გააზრებამ და მონანიების გულწრფელმა აქტმა, რაც სახელმწიფოს მხრიდან ჰუმანიზმის აქტის სამართლებრივი საფუძველი გახდა, თავად მსჯავრდებულთა სიმწიფე აჩვენა, - წერს „ხალხის ძალის წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში.
28 აგვისტო 2026, 11:52
პოლიტიკა
ჩიხელიძე: ყაველაშვილის მიერ შეწყალებულმა ადამიანებმა გვაჩვენეს, რომ მნიშვნელოვანია შეცდომის აღიარება - იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ ეს ადამიანები მომავალში აღარ აღმოჩნდებიან სხვისი, განსაკუთრებით კი გარედან მართული ძალების პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტები
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის მიერ შეწყალებულ პატიმრებს შორის არიან 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების მონაწილეები და 2025 წლის 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული დემონსტრანტები. შეწყალება, რა თქმა უნდა, მისასალმებელი აქტია, მაგრამ ამ ყველაფერში შეწყალების ფაქტზე მეტად მნიშვნელოვანი შეწყალებულთა პოზიცია არის, საყურადღებოა, რომ ამ ადამიანებმა აღიარეს დანაშაული, მოინანიეს საკუთარი საქციელი და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს, - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში.
28 აგვისტო 2026, 11:50
პოლიტიკა
სადღობელაშვილი ძალადობრივი აქციების დროს დაკავებულებზე: მიხეილ ყაველაშვილის მიერ მიღებული შეწყალების გადაწყვეტილება ჰუმანური ნაბიჯია, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ამ ადამიანებმა ბოლოს და ბოლოს აღიარეს საკუთარი დანაშაული, მოინანიეს დაშვებული შეცდომები და პრეზიდენტს ოფიციალურად მიმართეს შეწყალების თხოვნით
მიხეილ ყაველაშვილის მიერ მიღებული შეწყალების გადაწყვეტილება ნამდვილად პოზიტიური და ჰუმანური ნაბიჯია, თუმცა ამ ამბავში მთავარი მაინც სხვა რამ არის. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ამ ადამიანებმა ბოლოს და ბოლოს აღიარეს საკუთარი დანაშაული, რეალურად მოინანიეს დაშვებული შეცდომები და პრეზიდენტს ოფიციალურად მიმართეს შეწყალების თხოვნით,- წერს ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი, სოციალურ ქსელში.
28 აგვისტო 2026, 11:48
პოლიტიკა
გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა - მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია
ანალიტიკოსის განცხადებით, სახელმწიფომ, იმ ადამიანებს, რომლებმაც საკუთარ საქციელზე პასუხისმგებლობა აიღეს, შეცდომის გამოსწორების და ცხოვრების თავიდან დაწყების შესაძლებლობა მისცა. მისივე შეფასებით, „ნაცბაბლის“ ე.წ. სოლიდარობა ძალადობის ჩამდენთა მიმართ ყალბად გამოიყურება.
28 აგვისტო 2026, 11:47
ეკონომიკა
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ მესტიის ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტში ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა. ახალი ტერმინალი წელიწადში დაახლოებით 50 ათასი მგზავრის მომსახურებაზე იქნება გათვლილი. ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
28 აგვისტო 2026, 11:35
მსოფლიო
The Washington Post: ამერიკული დაზვერვის მონაცემებით, პუტინი ფიქრობს, რომ აშშ ირანთან ომის გამო დასუსტებულია
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის ჯონ რეტკლიფის მოსკოვში მოულოდნელ ვიზიტს წინ უძღოდა აშშ-ის დაზვერვის ახალი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, კრემლი ირანთან ომის გამო შეერთებულ შტატებს დასუსტებულად მიიჩნევს და ფიქრობს, რომ ეს რუსეთს ევროპაში ამერიკის ინტერესებისა და მოკავშირეების წინააღმდეგ მოქმედებების გაძლიერების შესაძლებლობას აძლევს. ინფორმაციას The Washington Post-ი ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
28 აგვისტო 2026, 11:15
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: ადამიანებმა, რომლებმაც აღიარეს თავიანთი ნამოქმედარი, დანაშაული მოინანიეს და მიმართეს პრეზიდენტს შეწყალების მოთხოვნით, პრეზიდენტმა გამოიჩინა ჰუმანურობა მათ მიმართ და, შესაბამისად, გამოყენებულია შეწყალების შესაძლებლობა
ადამიანებმა, რომლებმაც აღიარეს თავიანთი ნამოქმედარი, დანაშაული მოინანიეს და მიმართეს პრეზიდენტს შეწყალების მოთხოვნით, პრეზიდენტმა გამოიჩინა ჰუმანურობა მათ მიმართ და, შესაბამისად, გამოიყენეს შეწყალების შესაძლებლობა, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ.
28 აგვისტო 2026, 11:13
სამართალი
პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად, უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს.
28 აგვისტო 2026, 11:11
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.
28 აგვისტო 2026, 11:10
საზოგადოება
მარიამობის დღესასწაულზე ღვთისმშობლის მიძინების სიონის საკათედრო ტაძარში განსაკუთრებული ხალხმრავლობაა - წირვას კათოლიკოს-პატრიარქი აღავლენს
მარიამობის დღესასწაულზე ღვთისმშობლის მიძინების სიონის საკათედრო ტაძარში განსაკუთრებული ხალხმრავლობაა, სადაც წირვას კათოლიკოს-პატრიარქი აღავლენს.
28 აგვისტო 2026, 11:08
სამართალი
სამართალდამცველებმა თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, იმერეთის, შიდა ქართლისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 5 პირი დააკავეს.
28 აგვისტო 2026, 11:00
სამართალი
პოლიციამ ბათუმში ქურდობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.
28 აგვისტო 2026, 11:00
სამართალი
სამართალდამცველებმა აჭარაში საზღვრის უკანონო კვეთისთვის ძებნილი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთისთვის ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
28 აგვისტო 2026, 10:58
მსოფლიო
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
28 აგვისტო 2026, 10:56
ეკონომიკა
ირაკლი ნადარეიშვილი ჩინური ტექნოლოგიური ჯგუფის Trip.com Group-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მაია ომიაძესთან ერთად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მსხვილი ტექნოლოგიური ჯგუფის Trip.com Group-ის ვიცე-პრეზიდენტს, ედისონ ჩენს შეხვდა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
28 აგვისტო 2026, 10:44
საზოგადოება
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ბანაკში 6 ქვეყნის 60-მა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ბანაკი სტუდენტებისთვის წარმატებით დასრულდა. ინფორმაციას ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.


