28 აგვისტო 2026, 10:44 / სანდო წყარო

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ბანაკში 6 ქვეყნის 60-მა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ბანაკი სტუდენტებისთვის წარმატებით დასრულდა. ინფორმაციას ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.

მონაწილეებს სერტიფიკატები სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ გადასცა.

წლევანდელ საერთაშორისო ბანაკში 6 ქვეყნის (საქართველო, უკრაინა, ყირგიზეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები) 60-მა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა.

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო საზაფხულო ბანაკებს 2023 წლიდან მართავს და ამ პერიოდის განმავლობაში 700-მდე ახალგაზრდას უმასპინძლა.

ბანაკებში ისინი არა მხოლოდ ესწრებიან ტრენინგებსა და პრაქტიკულ ვორქშოფებს, არამედ სწავლობენ გუნდურ მუშაობას რეალური პრობლემების გადასაჭრელად.

უცხოელი ახალგაზრდების ჩართულობა ხელს უწყობს მონაწილეებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას და სამომავლო თანამშრომლობის განვითარებას. ყოველი ბანაკის თემა განსხვავებულია.

როგორც ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე აცხადებს, ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ქვეყნების კონკურენტუნარიანობას სულ უფრო მეტად განსაზღვრავს არა მხოლოდ ტექნოლოგიებზე წვდომა, არამედ ის, თუ ვის შეუძლია ამ ტექნოლოგიების შექმნა და რეალურ ეკონომიკაში გამოყენება.

“ჩვენი ამოცანაა, საქართველოში სწორედ ასეთი თაობა გავზარდოთ - ახალგაზრდები, რომლებსაც ერთდროულად ექნებათ ტექნოლოგიური ცოდნა, სამეწარმეო აზროვნება და საერთაშორისო გამოცდილება. ამ ბანაკში 6 ქვეყნის 60 სტუდენტი სწორედ ამ პრინციპით მუშაობდა - AI-ის ტექნოლოგიებიდან და კიბერუსაფრთხოებიდან, მის ბიზნესსა და სხვადასხვა ინდუსტრიაში გამოყენებამდე. საბოლოოდ, ჩვენი მიზანია, ასეთი ცოდნა გადაიქცეს ახალ პროდუქტებად, სტარტაპებად და საქართველოდან შექმნილ ტექნოლოგიურ წარმატების ისტორიებად“ - აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.

საერთაშორისო პროგრამა ინგლისურენოვანი იყო. მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა შესავალი კომპიუტერულ ინჟინერიაში, ხელოვნურ ინტელექტსა და მანქანურ სწავლებაში, აგრეთვე კიბერუსაფრთხოება ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში, AI ანტრეპრენერობა, პრობლემების იდენტიფიცირება და სხვ.

ბანაკის მიზანი იყო სტუდენტებისთვის ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით არსებული საერთაშორისო ტენდენციებისა და პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობების გაცნობა, შესაბამისი ტექნიკური, ანალიტიკური და სამეწარმეო უნარების განვითარება და AI-ზე ორიენტირებულ ტრენინგებსა და პრაქტიკულ ვორქშოფებში ჩართვა.

ყველა სიახლე

ვლადიმერ პუტინი

28 აგვისტო 2026, 11:35

მსოფლიო

The Washington Post: ამერიკული დაზვერვის მონაცემებით, პუტინი ფიქრობს, რომ აშშ ირანთან ომის გამო დასუსტებულია

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის ჯონ რეტკლიფის მოსკოვში მოულოდნელ ვიზიტს წინ უძღოდა აშშ-ის დაზვერვის ახალი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, კრემლი ირანთან ომის გამო შეერთებულ შტატებს დასუსტებულად მიიჩნევს და ფიქრობს, რომ ეს რუსეთს ევროპაში ამერიკის ინტერესებისა და მოკავშირეების წინააღმდეგ მოქმედებების გაძლიერების შესაძლებლობას აძლევს. ინფორმაციას The Washington Post-ი ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

დავით ქართველიშვილი

28 აგვისტო 2026, 11:19

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ვინც განპიროვნებული ძალაუფლების მომხრეა და ზოგადი პრინციპების ერთგულებაში მოიკოჭლებს - თუ რამე არ გესმით, თუ რამეს ვერ ხვდებით, ნუ დაგვაინფიცირებთ უადგილო პანიკებით

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და საზოგადოებაში გავრცელებულ პანიკურ განწყობებს აკრიტიკებს.

არჩილ გორდულაძე

28 აგვისტო 2026, 11:15

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: ადამიანებმა, რომლებმაც აღიარეს თავიანთი ნამოქმედარი, დანაშაული მოინანიეს და მიმართეს პრეზიდენტს შეწყალების მოთხოვნით, პრეზიდენტმა გამოიჩინა ჰუმანურობა მათ მიმართ და, შესაბამისად, გამოყენებულია შეწყალების შესაძლებლობა

ადამიანებმა, რომლებმაც აღიარეს თავიანთი ნამოქმედარი, დანაშაული მოინანიეს და მიმართეს პრეზიდენტს შეწყალების მოთხოვნით, პრეზიდენტმა გამოიჩინა ჰუმანურობა მათ მიმართ და, შესაბამისად, გამოიყენეს შეწყალების შესაძლებლობა, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ.

28 აგვისტო 2026, 11:13

სამართალი

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად, უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს.

28 აგვისტო 2026, 11:11

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

28 აგვისტო 2026, 11:10

საზოგადოება

მარიამობის დღესასწაულზე ღვთისმშობლის მიძინების სიონის საკათედრო ტაძარში განსაკუთრებული ხალხმრავლობაა - წირვას კათოლიკოს-პატრიარქი აღავლენს

მარიამობის დღესასწაულზე ღვთისმშობლის მიძინების სიონის საკათედრო ტაძარში განსაკუთრებული ხალხმრავლობაა, სადაც წირვას კათოლიკოს-პატრიარქი აღავლენს.

28 აგვისტო 2026, 11:08

სამართალი

სამართალდამცველებმა თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, იმერეთის, შიდა ქართლისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 5 პირი დააკავეს.

28 აგვისტო 2026, 11:00

სამართალი

პოლიციამ ბათუმში ქურდობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

28 აგვისტო 2026, 11:00

სამართალი

სამართალდამცველებმა აჭარაში საზღვრის უკანონო კვეთისთვის ძებნილი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთისთვის ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

ჰარალდ V

28 აგვისტო 2026, 10:58

მსოფლიო

ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

28 აგვისტო 2026, 10:56

ეკონომიკა

ირაკლი ნადარეიშვილი ჩინური ტექნოლოგიური ჯგუფის Trip.com Group-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მაია ომიაძესთან ერთად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მსხვილი ტექნოლოგიური ჯგუფის Trip.com Group-ის ვიცე-პრეზიდენტს, ედისონ ჩენს შეხვდა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

28 აგვისტო 2026, 10:41

მსოფლიო

POLITICO: რუსეთის „ჰიბრიდული ომი“ ევროპის წინააღმდეგ სულ უფრო ნაკლებად ემსგავსება ჰიბრიდულს

POLITICO-ს ცნობით, რუსეთის კამპანია ევროპის წინააღმდეგ სულ უფრო თამამ და აგრესიულ ხასიათს იღებს.

თენგიზ შარმანაშვილი

28 აგვისტო 2026, 10:36

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი პრეზიდენტის მიერ ძალადობრივ აქციებზე დაკავებული პირების შეწყალებაზე, რომლებმაც მიხეილ ყაველაშვილს შეწყალების თხოვნით მიმართეს: ვინც სახელმწიფო ინსტიტუტებს ცნობს, სახელმწიფოც გადადგამს მისკენ ნაბიჯს - თუ ასე ვიმოძრავებთ, სიძულვილს ოპონირება ჩაანაცვლებს

ეს არის ძალიან მისასალმებელი. ვინც სახელმწიფო ინსტიტუტებს ცნობს, სახელმწიფოც გადადგამს მისკენ ნაბიჯს,- წერს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი, პრეზიდენტ, მიხეილ ყაველაშვილის მიერ ძალადობრივი აქციების დროს დაკავებულ პირთა შეწყალების საკითხზე, რომლებმაც პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს.

28 აგვისტო 2026, 10:09

მსოფლიო

ტრამპმა აშშ-ის პრეზიდენტების საკუთარი რეიტინგი შექმნა და საკუთარ თავს უდიდებულესი მმართველი უწოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში ამერიკის პრეზიდენტების საკუთარი რეიტინგი გამოაქვეყნა.

28 აგვისტო 2026, 09:46

მსოფლიო

Reuters: ნეპალსა და ჩინეთში მომხდარ მასშტაბურ წყალდიდობას 469 ადამიანი ემსხვერპლა

სააგენტო Reuters-ის ცნობით, ბოლო მონაცემებით, ნეპალსა და ჩინეთში მომხდარ მასშტაბურ წყალდიდობას 496 ადამიანი ემსხვერპლა.

28 აგვისტო 2026, 09:45

მსოფლიო

ბერლინის სიახლოვეს, სკოლაში ორი ადამიანი მოკლეს

ბერლინის სიახლოვეს, ქალაქ გოზენ-ნოი ზიტაუს სკოლაში ორი ადამიანი მოკლეს. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს. მსხვერპლი 18 წლის გოგონაა, რომელიც იმავე სკოლაში სწავლობდა.

28 აგვისტო 2026, 09:40

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს და ხვალ ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს და ხვალ საქართველოს მასშტაბით არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე ხანმოკლე წვიმა და ელჭექი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში 26-დან 31 გრადუსამდე დაფიქსირდება.

28 აგვისტო 2026, 09:36

სპორტი

საქართველოს ჭაბუკ ძალოსანთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 35 მედალი - 14 ოქრო, 14 ვერცხლი და 7 ბრინჯაო მოიპოვა

საქართველოს ჭაბუკ ძალოსანთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 35 მედალი - 14 ოქრო, 14 ვერცხლი, 7 ბრინჯაო მოიპოვა. 15-წლამდელებმა ქულებით გუნდური პირველი ადგილი, 17-წლამდელებმა კი გუნდური მეორე ადგილი დაიკავეს.

28 აგვისტო 2026, 09:33

სპორტი

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს დღეს მონტენეგროს წინააღმდეგ ჩაატარებს

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს მონტენეგროს წინააღმდეგ დღეს ჩაატარებს. ამხანაგურ შეხვედრებში ლიბანისა და ისრაელის დამარცხების შემდეგ,ალექსანდრ ჯიკიჩის გუნდი პრინციპულ მატჩს ოპტიმალური შემადგენლობით ხვდება. ამ დროისთვის საქართველოს ნაკრებს 9 ქულა აქვს და გამსვლელ მესამე ადგილზე მყოფ მონტენეგროს მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება.