imedi /  19 იანვარი 2023, 18:43 / სანდო წყარო

ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანს ბრწყინვალე ურთიერთობა აქვს საქართველოსთან, თურქეთთან, ცენტრალურ აზიასთან, შუა დერეფნის ინიციატივაში მონაწილე ქვეყნები ქმნიან დიდ პროექტს, ეს არის წარმატების წინაპირობა

ილჰამ ალიევი

ილჰამ ალიევი

შუა დერეფნის ერთ-ერთი უპირატესობა გახლავთ ის, რომ ქვეყნები, რომლებიც მონაწილეობენ ამ ინიციატივაში, ქმნიან დიდ პროექტს და მათ ერთმანეთთან ძალიან კარგი ურთიერთობები აქვთ. ეს არის წარმატების წინაპირობა, ნებისმიერი მრავალეროვნული ინიციატივის კონტექსტში. ბუნებრივად ვართ ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, ჩვენ ბოლო წლებში ინფრასტრუქტურაში დიდი კაპიტალდაბანდება გვაქვს გაკეთებული, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში მიმდინარე პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, აზერბაიჯანს ბრწყინვალე ურთიერთობები აქვს მის მეზობლებთან – დასავლეთით საქართველოსთან, თურქეთთან და აღმოსავლეთით ცენტრალურ აზიასთან.

„უნდა თქვას, რომ ყველა საჭირო ინფრასტრუქტურული ობიექტი მზად არის აზერბაიჯანში, რომ მეტი ტვირთბრუნვა მიიღოს და გაატაროს. 15 მილიონი ტონა არის ჩვენი პორტების შესაძლებლობა. ამას გავაფართოებთ და ბიუჯეტში უკვე გავწერეთ თანხები, 25 მილიონი ტონა იქნება ჩვენი სამიზნე და გვინდა, უფრო მეტი საქონლის გატარება მოვახდინოთ იმ მიზნების გამო, რაც ბრძანეთ, რახან აღარ წარმოებს ტრანსპორტირება ტრადიციული მარშრუტებით. უკვე ვნახეთ, რომ დიდი მოცულობით ტვირთი წამოვიდა ჩვენკენ და ეს მხოლოდ ამ პროცესის დასაწყისია. ასევე, მინდა, დავამატო, რომ მიმდინარე წლიდან დავიწყეთ ტრანზიტული გატარება ნავთობისა ყაზახეთიდან, არა მარტო თურქმენეთის მიმართულებით, რომელიც უკვე დიდი ხანია, მიმდინარეობს, მაგრამ ამ დერეფანს ჰიდრონახშირბადის გატარების ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. ამიტომ მიგვაჩნია, რომ უფრო მჭიდრო თანამშრომლობა უნდა გვქონდეს ყველა ქვეყანასთან ცენტრალურ აზიაში, კავკასიასა და ევროპაში, რათა აქტიურად ვიმუშაოთ საბაჟო ადმინისტრირების საკითხებზე, რათა ერთი ფანჯრის პრინციპით ვიმუშაოთ ყველა ქვეყანამ და ტარიფების პოლიტიკაც გვქონდეს შეჯერებული, რადგან ეს არა მარტო მიმზიდველი უნდა იყოს სხვა მარშრუტების ჩახსნის ხარჯზე, არამედ კომერციულადაც უნდა იყოს მიმზიდველი ჩვენთვის. შეხვედრას რომ ვიწყებდით, დავინახე, რომ ზუსტად ისე დავსხედით, როგორც მიდის ჩვენი მილსადენი. ჩემი გეგმა იწყება აზერბაიჯანიდან, ამიტომ ჩემგან ვაკეთებთ ათვლას - საქართველო, თურქეთი და შემდეგ ევროპა, ზუსტად ასე. ჩვენ პირიქით მიმართულებაზეც ვმუშაობთ“, - განაცხადა ილჰამ ალეივმა.

ყველა სიახლე

დავით ქართველიშვილი

12 ივლისი 2026, 18:43

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი ჩერგოლეიშვილზე: რატომ არის ეს ქალბატონი ასეთი დაუნდობელი ევროკავშირის მიმართ - თავის სტატუსში ის ხომ ევროკავშირზე მიუთითებს - სხვის უბედურებაზე ღლიცინი, სადაც ადამიანების მსხვერპლი მოჰყვა „კორუფციითა“ და „ავტოკრატიით“ გამოწვეული „ჟუჟუნა-წვიმათი“ - არაადამიანური და ანტიდასავლური რიტორიკით დაუშვებელია

„ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის ფეისბუქ სტატუსს ეხმიანება, რომელშიც ჩერგოლეიშვილი წერს, „ავტოკრატიის თანამდევი სისტემური შედეგია ის, რომ თიხის ფეხებზე დგას ქვეყანა და ჟუჟუნა წვიმაზეც იტბორება და ნადგურდება, არათუ ძლიერ სტიქიაზე“.

12 ივლისი 2026, 18:25

რეგიონი

რევაზ სოხაძე, ხელისუფლების სხვა პირებთან ერთად, თელავის აეროპორტის ტერიტორიაზეც იმყოფებოდა, სადაც სტიქიის შედეგად აეროპორტის ასაფრენი ბილიკი და მიმდებარე ტერიტორიაა დაზიანებული

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი რევაზ სოხაძე, რეგიონული განვითარების მინისტრი კახაბერ გულედანი, საქართველოს პარლამენტის წევრები ირაკლი ქადაგიშვილი და გელა სამხარაული, ასევე საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძე, ოპერატიული შტაბის წევრებთან ერთად, თელავის აეროპორტის ტერიტორიაზეც იმყოფებოდნენ.

დავით ჩიხელიძე

12 ივლისი 2026, 18:19

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: სახელმწიფო უწყებების დროული რეაგირება და ევაკუაციის ღონისძიებებია იმის მიზეზი, რომ თელავში ზარალი კიდევ უფრო მასშტაბური არ არის, მაგრამ ჩერგოლეიშვილისთვის მთავარია საკუთარი პოლიტიკური აუდიტორიის გაღიზიანება და „ოცნების“ ლანძღვა, მერე რა, რომ რეალობისა და ლოგიკის სრული იგნორირება ხდება

ჩერგოლეიშვილი განცხადებაში მაღალფარდოვანი ტერმინებითა და პათეტიკური ფრაზებით ცდილობს საკუთარი სიღრმისეული სიბრიყვე, უპასუხისმგებლობა და ტყუილი დაფაროს. მისი სიტყვები „ჟუჟუნა წვიმა“ საერთოდ სასაცილო და შეურაცხმყოფელია თელავისა და მიმდებარე სოფლების მცხოვრებლებისთვის, რომლებმაც რეალურად დაინახეს, უხვი ნალექის გამო როგორ ადიდდა რამდენიმე მდინარე, რამაც სტიქიური უბედურება გამოიწვია, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში.

12 ივლისი 2026, 18:17

სპორტი

სპორტის მინისტრი ოლიმპიური რეზერვების მზადების ცენტრის ტერიტორიაზე განხორციელებულ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

სპორტის მინისტრი ოლიმპიური რეზერვების მზადების ცენტრის ტერიტორიაზე განხორციელებულ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.

12 ივლისი 2026, 18:11

სპორტი

ხვალ საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე რიგით მეოთხე შეხვედრას გამართავს

ხვალ საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე რიგით მეოთხე შეხვედრას გამართავს.

12 ივლისი 2026, 18:10

სპორტი

მალთაყვის ტერიტორიაზე, ოქროს ტბის წყალსათხილამურო ბაზაზე ორი საერთაშორისო ტურნირი ჩატარდება

უდიდეს ინტერესს იწვევს 24-26 ივლისს ევროპისა და აფრიკის ღია ჩემპიონატი, რომელიც სამ დისციპლინაში, სლალომში, ფიგურებსა და ტრამპლინიდან ხტომაში გაიმართება.

რევაზ სოხაძე

12 ივლისი 2026, 17:53

რეგიონი

რევაზ სოხაძე: თელავში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს - ოპერატიულმა შტაბმა სამომავლო პრევენციული ღონისძიებებიც დაგეგმა

საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე თელავში სტიქიის ზონაში იმყოფებოდა, სადაც სალიკვიდაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. მინისტრმა მთავრობის წევრებთან, პარლამენტის წევრებთან, ადგილობრივი ხელისუფლებისა და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან ერთად ოპერატიული შტაბის სხდომაშიც მიიღო მონაწილეობა.

12 ივლისი 2026, 17:45

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: წმინდა მოციქულების პეტრესა და პავლეს ცხოვრება გვახსენებს, რომ რწმენა და თავდადება მარადიული ფასეულობებია. საქართველოსთვის ქრისტიანობა მხოლოდ რელიგიური არჩევანი არ ყოფილა. ის ჩვენი ისტორიის, კულტურისა და სახელმწიფოებრივი განვითარების განუყოფელი ნაწილი გახდა

წმინდა მოციქულების პეტრესა და პავლეს ცხოვრება გვახსენებს, რომ რწმენა და თავდადება მარადიული ფასეულობებია. საქართველოსთვის ქრისტიანობა მხოლოდ რელიგიური არჩევანი არ ყოფილა. ის ჩვენი ისტორიის, კულტურისა და სახელმწიფოებრივი განვითარების განუყოფელი ნაწილი გახდა

12 ივლისი 2026, 17:22

რეგიონი

ძლიერი ნალექის შედეგად, თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში - წინანდალში, კისისხევსა და კურდღელაურში სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დაიტბორა

ძლიერი ნალექის შედეგად, თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში – წინანდალში, კისისხევსა და კურდღელაურში ხევები ადიდდა. დატბორილია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. ადგილობრივების თქმით, სტიქიამ მსხმოიარე ვენახები დააზიანა, რამაც მათ მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა.

დავით სონღულაშვილი

12 ივლისი 2026, 17:19

რეგიონი

დავით სონღულაშვილი კახეთში სტიქიაზე: მნიშვნელოვანია პირველ რიგში ის, რომ არსებული ინფრასტრუქტურა, რომელიც დაზიანებულია, დროულად იყოს აღდგენილი, რომ ქალაქმა შეძლოს ჩვეულ რეჟიმში ცხოვრების გაგრძელება

აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოების აღდგენითი ღონისძიებები, - განაცხადა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა კახეთში, სტიქიის შედეგების დათვალიერების შემდეგ.

12 ივლისი 2026, 17:04

რეგიონი

რევაზ სოხაძე თელავში სტიქიის სალიკვიდაციო ოპერატიული შტაბის გაფართოებულ სხდომას დაესწრო

თელავში სტიქიის შედეგად შექმნილი ვითარება, მიმდინარე სალიკვიდაციო სამუშაოები და მომდევნო ეტაპზე გასატარებელი ღონისძიებები განიხილეს სტიქიის სალიკვიდაციო ოპერატიული შტაბის გაფართოებულ სხდომაზე, რომელშიც ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მინისტრები, პარლამენტის წევრები და შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ.

12 ივლისი 2026, 15:48

რეგიონი

რევაზ სოხაძე: ყველანი მობილიზებული ვართ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღმოიფხვრას ის შედეგები, რასაც დღეს თელავში ვხედავთ, და ქალაქი უმოკლეს ვადაში დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს - დეტალურად შევისწავლით მომხდარს და გავატარებთ ყველა აუცილებელ პრევენციულ ღონისძიებას

სერიოზულად არის დაზიანებული ქალაქის ცენტრალური ქუჩა. ამ წუთებში სრულად მობილიზებულია ინფრასტრუქტურის სამინისტრო და ყველა შესაბამისი უწყება. პროცესში ჩართულია ყველა პასუხისმგებელი სამსახური. ყველანი მობილიზებული ვართ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღმოიფხვრას ის შედეგები, რასაც დღეს თელავში ვხედავთ, და ქალაქი უმოკლეს ვადაში დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს. რაც შეეხება მომავალს, დეტალურად შევისწავლით მომხდარს და გავატარებთ ყველა აუცილებელ პრევენციულ ღონისძიებას, რათა მსგავსი სტიქიის განმეორების შემთხვევაში მისი შედეგები მაქსიმალურად იყოს მინიმიზებული,“- განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ კახეთში, სტიქიის შედეგების დათვალიერების შემდეგ.

12 ივლისი 2026, 15:46

მსოფლიო

ბრიტანელი პოლიტიკოსის მკვლელობის ბრალდებით 28 წლის კაცი დააკავეს

„ეჭვმიტანილი დიდი ბრიტანეთის თეთრკანიანი მოქალაქე, ამჟამად პოლიციის პატიმრობაში იმყოფება“, - ხაზგასმით აღნიშნეს უწყებაში.

შეიხი ჰამად ბინ ხალიფა ალ თანი

12 ივლისი 2026, 14:50

მსოფლიო

კატარის ყოფილი ემირი გარდაიცვალა

ჰამად ბინ ხალიფა ალ თანი ხელისუფლებაში 1995 წელს, უსისხლო გადატრიალების შედეგად მოვიდა, როდესაც მამამისი ტახტიდან ჩამოაგდო. 2013 წელს მან ნებაყოფლობით თქვა უარი ტახტზე თავისი ვაჟის, თამიმ ბინ ჰამად ალ თანის სასარგებლოდ, რომელიც ამჟამად ​კატარს მეთაურობს.

12 ივლისი 2026, 14:46

სპორტი

ნიკოლოზ კურტანიძე მსოფლიოს 17-წლამდე ძალოსანთა ჩემპიონატის გამარჯვებულია

ნიკოლოზ კურტანიძე კოლუმბიაში გამართული მსოფლიოს 17-წლამდე ძალოსანთა ჩემპიონატის გამარჯვებულია. ქართველმა სპორტსმენმა, რომელიც მძიმე წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, აკვრაში - 187, ორჭიდის ჯამში კი 338 კილოგრამი დაძლია და ორი ოქროს მედალი მოიპოვა. ამავე წონით კატეგორიაში ხვიჩა კიწმარიძემ ატაცში - ოქროს, აკვრასა და ორჭიდის ჯამში კი ვერცხლის მედლები მოიგო.

12 ივლისი 2026, 14:43

სპორტი

ფოთში პროფესიონალური კრივის მსოფლიო სარეიტინგო ორთაბრძოლები გაიმართა

რინგზე წარმატებით იასპარეზეს ფოთელმა მოკრივეებმა. ბექა ჭუბაბრიამ საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ხოლო ირაკლი ალანიძემ მსოფლიო სარეიტინგო ორთაბრძოლაში დამაჯერებელი გამარჯვება.

12 ივლისი 2026, 14:39

მსოფლიო

ტყის ხანძარს ესპანეთში მსხვერპლი მოჰყვა

სტიქია ძლიერი ქარისა და ცხელი ამინდის გამო სწრაფად ვრცელდება, ხანძარმა 12 ადამიანის სიცოცხლე უკვე შეიწირა. განადგურებულია 6 ათასი ჰექტარი მიწის ფართობი.

12 ივლისი 2026, 14:35

მსოფლიო

საფრანგეთში ტყის ხანძრებთან დაკავშირებით ათობით ადამიანი დააკავეს

ოფიციალური მონაცემებით, 2026 წელს საფრანგეთში ტყის ხანძრებმა, სულ მცირე, 25 ათასი ჰექტარი ფართობი გაანადგურა. ამასთან საფრანგეთის მთავრობამ ჰაერის მაღალი ტემპერატურის ფონზე საგანგებო გეგმა გაააქტიურა იმ დეპარტამენტებში, სადაც მეტეოროლოგიის „წითელი“ განგაშია გამოცხადებული. ასეთი 24 დეპარტამენტია, კიდევ 59 დეპარტამენტში კი განგაშის „ნარინჯისფერი“ ნიშნულია გამოცხადებული. ივნისში სიცხემ 2 ათასზე მეტი ადამიანი შეიწირა.

დონალდ ტრამპი

12 ივლისი 2026, 14:31

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: არჩევნები დღეს ხელახლა თუ ჩატარდება, მე კიდევ უფრო მეტით გავიმარჯვებ

„არჩევნებში სრული უპირატესობით გავიმარჯვე მთელი დემოკრატიული პარტიის წინააღმდეგ და თითქმის 100%-ით ნეგატიური ამბების ფონზე, ამერიკის ოლქების 86% მოვიგე. წარუმატებელი New York Times-ი, უმეცარი CNN-ი, სამივე ყალბი ქსელი - ABC, CBS-ი და NBC - მათი მკითხველების, რეიტინგებისა და მაყურებლების რაოდენობა ეცემა, რადგან საზოგადოება ხვდება, რომ ისინი, როგორც თავიდანვე ვთქვი, ყალბი ამბებია მათ არანაირი სანდოობა არ აქვთ, თორემ შეუძლებელი იქნებოდა ჩემთვის მხოლოდ ცუდი ამბების ფონზე გამარჯვება. არჩევნები დღეს ხელახლა თუ ჩატარდება, მე კიდევ უფრო მეტით გავიმარჯვებ - სინამდვილეში, გაცილებით მეტით! დემოკრატებს არ აქვთ ის, რაც საჭიროა. მათი პოლიტიკა არასწორია და ისინი, ზოგადად სულელები არიან. ისინი კომუნისტები არიან, ისინი სასოწარკვეთილად ჩაძირული გემი არიან და ამის გამო ვერაფერს იზამენ. არაზუსტი, ცრუ სტატიების წერის ნაცვლად, უნდა იყოს დრო, რომ თქვან: „ჩვენ ვნებდებით, ჩვენ ვერ დავამარცხებთ მას, როგორც ჩანს ვერაფერს ვიზამთ“. არის დრო, რომ თქვან: „ტრამპი ყველა დროის საუკეთესო სპორტსმენია“, - წერს ტრამპი.

12 ივლისი 2026, 14:19

საზოგადოება

მთაწმინდის პარკში ნაყინის ფესტივალი მიმდინარეობს

მთაწმინდის პარკი ნაყინის ფესტივალს მასპინძლობს. 17 კომპანია სტუმრებს მრავალფეროვან გემოსა და ახალ პროდუქციას სთავაზობს. წარმოდგენილია როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ბრენდების პროდუქცია.