imedi /  02 აპრილი 2023, 20:01 / სანდო წყარო

აშშ-ში ტორნადოების შედეგად ათობით ადამიანი გარდაიცვალა

აშშ-ში ბოლო დღეების განმავლობაში ტორნადოებს სულ მცირე 26 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, სტიქია ქვეყნის სამხრეთსა და შუა დასავლეთში მძვინვარებდა. 31 მარტის შემდეგ ამ რეგიონებში 80-ზე მეტი ტორნადო დაფიქსირდა.

დაინგრა სახლები, დაზიანდა ენერგოგადამცემი ხაზები, რის შედეგადაც ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

ყველა სიახლე

19 თებერვალი 2025, 16:31

საზოგადოება

ნინო თანდილაშვილი კლიმატის მწვანე ფონდის მმართველი საბჭოს წევრად მეორე ვადით აირჩიეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი სამხრეთ კორეის რესპუბლიკის ქალაქ სონგდოში გამართულ კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) მმართველი საბჭოს 41-ე სხდომაზე ფონდის მმართველი საბჭოს წევრად აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების შემადგენლობიდან მეორე ვადით აირჩიეს.

19 თებერვალი 2025, 16:13

ეკონომიკა

გენადი არველაძემ ავსტრიის ინდუსტრიების ფედერაციის წევრებს საქართველოს ეკონომიკური ტენდენციები და საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ ავსტრიის ინდუსტრიების ფედერაციის წევრებს შეხვდა და მათ საქართველოს ეკონომიკური ტენდენციები და საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო. ფედერაცია ავსტრიის ინდუსტრიულ სექტორში მოღვაწე მწარმოებლების უმსხვილეს ჯგუფებს აერთიანებს.

მიხაელ როთი

19 თებერვალი 2025, 16:09

მსოფლიო

ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე: ოლაფ შოლცმა მიხაელ როთს არაპატრიოტი პროვინციელი ტრ***კი უწოდა

გერმანიის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მარი-აგნეს შტრაკ-ციმერმანმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ქვეყნის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს და ევროპულ საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელს ანტონ ჰოფრეიტერს არაპატრიოტი პროვინციელი ტრ...კი უწოდა.

19 თებერვალი 2025, 16:08

სამართალი

სარფში მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, კანონდარღვევის ფაქტი აღიკვეთა, - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

კილიან მერფი
ბარი კეოგანი

19 თებერვალი 2025, 16:08

კულტურა

სერიალ „ალესილი კეპების“ ფილმს გადაიღებენ 🎬🎥

ეკრანებზე სერიალ „ალესილი კეპების“ ფილმი გამოვა. როგორც BBC წერს, ინფორმაცია მწერალმა და პროდიუსერმა სტივენ ნაითმა დაადასტურა. მან BBC-თან ინტერვიუში თქვა, რომ ფილმისთვის მოსამზადებელი სამუშაოები ფანტასტიკურად მიმდინარეობს და ეს იქნება „საუკეთესო დასასრული „ალესილი კეპების“ ისტორიისთვის“.

პაატა კვიჟინაძე

19 თებერვალი 2025, 16:00

პოლიტიკა

პაატა კვიჟინაძე: ჩვენ გვინდა, რომ საქართველოს მოსახლეობას რაც სჭირდება, ზუსტად იმ პროგრამებზე ვიმუშაოთ, რა მიმართულებითაც არ უნდა იყოს

ჩვენ გვინდა, რომ საქართველოს, მოსახლეობას რაც სჭირდება, ზუსტად იმ პროგრამებზე ვიმუშაოთ, რა მიმართულებითაც არ უნდა იყოს,- განაცხადა პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ გრანტების შესახებ კანონპროექტზე საუბრისას.

19 თებერვალი 2025, 15:55

ეკონომიკა

გენადი არველაძემ წამყვანი ავსტრიული ენერგეტიკული კომპანიების ხელმძღვანელებთან საქართველოს ენერგოსექტორში თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილა

„მნიშვნელოვანია, რომ ANDRITZ Hydro 1950 წლიდან მონაწილეობს საქართველოში სხვადასხვა მსხვილ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურულ პროექტებში და ძალიან კარგად იცნობს საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარს. კომპანია დაინტერესებულია მსხვილ ინფრასტრუქტურულ ენერგეტიკულ პროექტებში მონაწილეობით, რომლებიც დაგეგმილი გვაქვს მომავალი ხუთი წლის განმავლობაში - ეს ეხება ნენსკრას, ნამახვანს და მსგავსი ტიპის მსხვილ პროექტებს. მნიშვნელოვანია ასეთ პროექტებში ANDRITZ-ის ტექნოლოგიების, მათი მოწყობილობების და მათ შორის იმ „ჭკვიანი გადაწყვეტილებების“ დანერგვა, რომლებიც ხელს უწყობს ელექტროენერგიის წარმოების ზრდას და მის ეფექტურად გამოყენებას“, - აღნიშნა გენადი არველაძემ.

ვახტანგ ბაჩიაშვილი

19 თებერვალი 2025, 15:51

პოლიტიკა

ვახტანგ ბაჩიაშვილი: მიგვაჩნია, რომ თვითონ კანონპროექტის შექმნილი სამართლებრივი გარემო გააუმჯობესებს იმ გარემოს, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციებს უწევთ საქმიანობა

მიგვაჩნია, რომ თვითონ კანონპროექტის შექმნილი სამართლებრივი გარემო გააუმჯობესებს იმ გარემოს, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციებს უწევთ საქმიანობა,- განაცხადა საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა გრანტების შესახებ კანონპროექტის შესახებ.

19 თებერვალი 2025, 15:50

საზოგადოება

დავით მორგოშია აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებს შეხვდა

შეხვედრის ფარგლებში იმსჯელეს განათლების მიმართულებით არსებულ საჭიროებებზე, მათ შორის მოსწავლეებისა და სტუდენტების სწავლების დაფინანსების, უფასო წრეებით და მოსამზადებელი კურსებით სარგებლობის ხელმისაწვდომობაზე. ყურადღება გამახვილდა ობიექტში განსახლებული დევნილების წინაშე არსებულ სხვა გამოწვევებზე, სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე.

მამუკა მდინარაძე

19 თებერვალი 2025, 15:48

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე აქციებზე: ვითომ კრეატიულობენ და სიკვდილს, კუბოს, დაკრძალვას, ამას ვერ სცდებიან და ამას ასწრებენ ბავშვებს. მართლა სექტანტებივით იქცევიან

ვითომ კრეატიულობენ და სიკვდილს, კუბოს, დაკრძალვას, ამას ვერ სცდებიან და ამას ასწრებენ ბავშვებს. პირობითად მოსახლეობაში ხომ ბევრი გაგიგიათ რომ სექტაა ჩვეულებრივიო, მართლა სექტანტებივით იქცევიან. ბავშვებს ასწრებენ დაკრძალვის რიტუალებს, მეტი რა უნდა გააფუჭონ, მეტი რა უნდა მოუწამლონ ადამიანებს ტვინი. ამაში იხარჯება ათეულობით მილიონი და ეს ითვლება მათში კრეატივად , - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ, აქციებზე მიმდინარე პროცესებზე საუბრისას.

19 თებერვალი 2025, 15:47

რეგიონი

ახალციხე-ნინოწმინდის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

19 თებერვალი 2025, 15:47

პოლიტიკა

ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა - ვახტანგ გომელაურმა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან - ალი ქაან ორბაისთან შეხვედრა გამართა

ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა - ვახტანგ გომელაურმა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან - ალი ქაან ორბაისთან შეხვედრა გამართა.

მამუკა მდინარაძე

19 თებერვალი 2025, 15:46

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ტრენინგის თემაში რაღაცას ლამაზი სიტყვებით ჩაწერენ და შემდეგ რეალურად გვევლინება პოლიციის დაწვა, „არა რუსულ კანონზე“ კივილ-წივილი. ასე ფინანსდება ე.წ. აქტივიზმი, რომელიც სინამდვილეში არის მაიდნის გადამღერებული სცენარი

ლამაზი სიტყვებით იქ [ტრენინგის თემაში] რაღაცას ჩაწერენ და შემდეგ რეალურად გვევლინება პოლიციის დაწვა, თავის გატეხვა, „არა რუსულ კანონზე“ კივილ-წივილი. ასე ფინანსდება ის ე.წ. აქტივიზმი, რომელიც სინამდვილეში არის მაიდნის გადამღერებული სცენარი, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.

ზურაბ ქადაგიძე

19 თებერვალი 2025, 15:41

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: იმ დონეზე აქვს ბრიუსელს შეტოპილი, რომ საკუთარი თავის გადასარჩენად, ომის დასრულების პერსპექტივას, კოშმარს უწოდებენ

თუმცა, ნამდვილად კოშმარია სოროსის სინდიკატისთვის არა სამშვიდობო შეთანხმება, არამედ შეთანხმების მეორე დღე, როდესაც ყველას „საგმირო საქმეები“ წარმოჩინდება. დაწყებული ბორის ჯონსონის მიერ ჩაშლილი, სამშვიდობო შეთანხმებიდან, გაგრძელებული სანქციების გვერდის ავლითა და ამორალური ბიზნეს-გარიგებებით დამთავრებული.

ირაკლი მეზურნიშვილი

19 თებერვალი 2025, 15:41

პოლიტიკა

პარლამენტმა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონში ცვლილების პროექტს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონში ცვლილების პროექტს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი.

ვოლოდიმირ ზელენსკი

19 თებერვალი 2025, 15:40

მსოფლიო

ზელენსკი: ტრამპი დეზინფორმაციაში ცხოვრობს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დეზინფორმაციაში ცხოვრობს.

მამუკა მდინარაძე

19 თებერვალი 2025, 15:38

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ნიკა გვარამია ამბობდა კვერცხის სროლა გამოხატვის თავისუფლებააო და დღეს რა შეიცვალა? გვარამიამ და მისნაირებმა აუნთეს მწვანე ასეთ ცუდ დამოკიდებულებას. რაც დათესეს ის მოიმკეს, სამწუხაროდ

ნიკა გვარამია ამბობდა კვერცხის სროლა გამოხატვის თავისუფლებააო და დღეს რა შეიცვალა? გვარამიამ და მისნაირებმა აუნთეს მწვანე ასეთ ცუდ დამოკიდებულებას პოლიტიკოსების და სხვა ადამიანების, საჯარო პირების მიმართ. მათ რაც დათესეს ის მოიმკეს, სამწუხაროდ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძე

19 თებერვალი 2025, 15:32

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: მშვიდობიანი პროტესტისთვის არცერთი ადამიანი არ არის დაკავებული

„ის, ვინც ძალადობაში არ იღებდა მონაწილეობას, არცერთი მათგანი დაკავებული არ არის არანაირი ფორმით. თუ ძალადობაში და ძალადობრივ აქციებში იღებდნენ მონაწილეობას ეს ადამიანები დღემდე დაკავებულები არიან სისხლის სამართლის წესით, ხოლო თუ ადმინისტრაციული გადაცდომას ჩადის ადამიანი, ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს ადმინისტრაციული დაკავება “, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ვოლოდიმირ ზელენსკი

19 თებერვალი 2025, 15:27

მსოფლიო

ზელენსკის განცხადებით, უკაინაში ომის ღირებულება არა 500, არამედ 320 მილიარდი დოლარია

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ქვეყანაში ომზე 320 მილიარდი დოლარი დაიხარჯა, და არა 500 მილიარდი დოლარი, როგორც ამას აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ამბობს.

დიმიტრი სამხარაძე

19 თებერვალი 2025, 15:21

პოლიტიკა

დიმიტრი სამხარაძე: დღეს აქციაზე მყოფების 95% ნაყიდია, მტკიცებულებაც სახეზეა, ეს მხოლოდ დასაწყისია - ხომ ხართ გატრუნულები და პანიკით ელოდებით, რომ თქვენს სახელებს დაასახელებენ, როგორც ომის დამწყებებს და სამშობლოს ინტერესების გამყიდველებს?

ადრე დავწერე, რომ აქციებზე ვინც დადის, ფულს იღებს და საქართველოს 20-50 ლარად ყიდის-თქო. დღეს იქ მყოფების 95% ნაყიდია! მტკიცებულებაც სახეზეა! ეს მხოლოდ დასაწყისია! - წერს "ქართული ოცნების" რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, სოციალურ ქსელში, რითაც ეხმიანება გავრცელებულ კადრებს, სადაც ჩანს, როგორ ანაწილებს რადიკალური აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი, თეონა ბზიშვილი ფულს აქციის დაწყებამდე, ერთ-ერთი კი, ვინც ფულს იღებს „ტვ პირველის" ოპერატორი, ლაშა ჯიოშვილია.