The Washington Post: აშშ-ში თვლიან, რომ უკრაინის კონტრიერიში მხოლოდ „მოკრძალებულ ტერიტორიულ წინსვლას“ მოიტანს
ფოტო: Genya Savilov / AFP / Scanpix / LETA
ამერიკული დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალებში კონცენტრაციასთან დაკავშირებული პრობლემები, საბრძოლო მასალებისა და აღჭურვილობის დეფიციტი გამოიწვევს იმას, რომ უკრაინის ჯარი ვერ გაამართლებს ოფიციალური კიევის მოლოდინებს კონტრიერიშთან დაკავშირებით. ამის შესახებ ინტერნეტში გაჟონილ საიდუმლო დოკუმენტებზე დაყრდნობით The Washington Post-ი წერს.
გამოცემის ცნობით, 2023 წლის თებერვლით დათარიღებულ საიდუმლო დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ, დიდი ალბათობით, უკრაინული კონტრიერიში მხოლოდ „მოკრძალებულ ტერიტორიულ წინსვლას“ მოიტანს.
WP-ს ინფორმაციით, კონტრიერიშის შედეგად უკრაინა გეგმავს, დაიბრუნოს ტერიტორიები ქვეყნის აღმოსავლეთში და ასევე მიაღწიოს გარკვეულ წინსვლას სამხრეთში, რათა რუსულ ჯარს ყირიმთან წვდომა შეუზღუდოს. მიუხედავად ამისა, საიდუმლო დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსული თავდაცვითი პოზიციების სიძლიერისა და უკრაინული ჯარის არასაკმარისი მომზადების გამო, სავარაუდოდ, „პროგრესი შეყოვნდება და გაზრდის უკრაინის დანაკარგებს იერიშის დროს“.
გარდა ამისა, აშშ-ის ოფიციალური პირები გამოცემასთან საუბარში აცხადებენ, რომ ამგვარ პროგნოზებს ეთანხმება დაზვერვის ეროვნული საბჭოც, რომლის შეფასებითაც, ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინამ შეძლოს ისეთივე ტერიტორიის დაბრუნება, რამდენიც საშემოდგომო იერიშის დროს დაიბრუნა.
თავის მხრივ, უკრაინელი მაღალჩინოსნები WP-სთან საუბარში არ უარყოფენ ამერიკული შეფასების რაციონალურობას, თუმცა აღნიშნავენ, რომ კონტრიერიშის შედეგები დიდწილად დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად სწრაფად მიიღებს უკრაინა დასავლურ შეიარაღებას. ერთ-ერთი უკრაინელი მაღალჩინოსანი ასევე აცხადებს, რომ ინტერნეტში გავრცელებული დოკუმენტები ვერ შეუშლის ხელს კონტრიერიშს, ვინაიდან ზუსტი გეგმის შეცვლას სამხედრო მეთაურობა ოპერაციის დაწყებამდე ერთი კვირით ადრეც შეძლებს.
7 აპრილს, პენტაგონის ოფიციალურმა პირმა ტელეკომპანია CNN-ს განუცხადა, რომ პენტაგონი უკრაინის შესახებ აშშ-ისა და ნატოს დაზვერვის სავარაუდო საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვას იძიებს. საზოგადოებრივ საქმეთა საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის, კრის მიგერის განცხადებით, პენტაგონი ჯერ კიდევ მუშაობს საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვის მასშტაბის დასადგენად.
ყველა სიახლე
27 აგვისტო 2026, 10:47
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: აგენტურის წარმომადგენლები მთელი ეს წლები ცდილობდნენ შეექმნათ აღქმა, რომ ჩვენ უკრაინას არ ვეხმარებოდით. არც ერთ მათ წარმომადგენელს ერთხელაც არ უხსენებია, რომ ყველა რეზოლუციასა და საერთაშორისო დოკუმენტს მივუერთდით, შევიფარეთ 30 000-მდე უკრაინელი დევნილი - ჩვენი მასშტაბისა და შესაძლებლობების არცერთ ქვეყანას ამდენი არ გაუკეთებია
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში ოპოზიციას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და აქტივისტებს მიმართავს. ის მათ აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისთანავე აღნიშნულმა ჯგუფებმა „უსამშობლობა, ფაშისტური მიდრეკილებები, უვიცობა, სიყალბე და ფარისევლობა“ გამოავლინეს.
27 აგვისტო 2026, 10:44
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე „სტრილინგის ფონდის“ ახლო აღმოსავლეთისა და ევროპის დირექტორს შეხვდა
სამინისტროს ინფორმაციით, უწყების ხელმძღვანელმა ბრიტნი სტირლინგს ჯანდაცვის მიმართულებით, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები გააცნო. საუბარი შეეხო შშმ პირების, ქალთა და ბავშვთა მხარდასაჭერად მიმდინარე სახელმწიფო პროგრამებს.
27 აგვისტო 2026, 10:38
მსოფლიო
Reuters: ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაახლოებით 1 500 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება
ნეპალსა და ჩინეთის ტიბეტის რეგიონში მომხდარი წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად თითქმის 1 500 ადამიანი, მათ შორის დაახლოებით 800 უცხოელი, დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
27 აგვისტო 2026, 10:35
პოლიტიკა
ლევან ჟორჟოლიანი: სტაჟირების პროგრამაში მონაწილე სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს საშუალება ექნებათ, გაიღრმაონ როგორც თეორიული ცოდნა, ასევე მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება, რაც მნიშვნელოვანია მათ შემდგომ პროფესიულ განვითარებაში
სტაჟირების პროგრამაში მონაწილე სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს საშუალება ექნებათ, გაიღრმაონ როგორც თეორიული ცოდნა, ასევე მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება, რაც მნიშვნელოვანია მათ შემდგომ პროფესიულ განვითარებაში, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა.
27 აგვისტო 2026, 10:25
ტაბლოიდი
მედია: ჯორჯინა როდირგესმა კრიშტიანუ რონალდუს უფროსი ბავშვები იშვილა
საუბარია 16 წლის კრიშტიანუ-უმცროსსა და 9 წლის ტყუპებზე - ევასა და მათეოზე, რომლებიც პორტუგალიელ ფეხბურთელს სუროგაციის გზით გაუჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, საბუთების გაფორმების შემდეგ ჯორჯინა იურიდიულად მათ დედად ითვლება. აქამდე სამივე ბავშვზე მშობლის პასუხისმგებლობა ოფიციალურად მხოლოდ რონალდუს ეკისრებოდა.
27 აგვისტო 2026, 10:15
მსოფლიო
სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს რობერტ ქოჩარიანს პატიმრობა შეეფარდა
ერევნის სასამართლომ სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს რობერტ ქოჩარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
27 აგვისტო 2026, 10:14
სპორტი
„იბერია“ ევროპალიგის პლეიოფის საპასუხო მატჩში დღეს „იაგელონიას“ უმასპინძლებს⚽
საქართველოს ჩემპიონი, თბილისის „იბერია“ დღეს „მიხეილ მესხზე“ ევროპალიგის პლეიოფის საპასუხო მატჩს გამართავს. ქართული გუნდი „იაგელონიას“ უმასპინძლებს, რომელთანაც გასვლაზე ანგარიშით 0:4 წააგო.
27 აგვისტო 2026, 10:11
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ორი პირის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულებს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ორი პირის განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
27 აგვისტო 2026, 10:10
საზოგადოება
საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე 27-28 აგვისტოს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი ინტენსივობის, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება
„27-28 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, 27 აგვისტოს დილის საათებიდან აფხაზეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში, 28 აგვისტოს ასევე კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, მათ შორის დედაქალაქში და შემოგარენ ტერიტორიაზე, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
27 აგვისტო 2026, 10:07
რეგიონი
დავით სონღულაშვილი გურჯაანში ატმისა და ვაშლატამას მოსავლის დაბინავების პროცესს გაეცნო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ პლატონ კალმახელიძესთან ერთად, გურჯაანის მუნიციპალიტეტში ატმისა და ვაშლატამას მოსავლის დაბინავების პროცესს გაეცნო და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა, - ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
27 აგვისტო 2026, 10:01
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 27 აგვისტოს საქართველოში
27 აგვისტოს ბათუმში მზეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +24 გრადუსი დაფიქსირდება.
27 აგვისტო 2026, 09:46
საზოგადოება
ახალციხეში რეკრეაციული სივრცეების მოწყობა გრძელდება
ქალაქ ახალციხეში რეკრეაციული სივრცეების მოწყობა გრძელდება.
27 აგვისტო 2026, 09:37
რეგიონი
რუსთავში, შიდასაუბნო საზოგადოებრივი და სპორტული სივრცეების მოწყობა რამდენიმე ქუჩაზე ერთდროულად მიმდინარეობს
რუსთავში, შიდასაუბნო საზოგადოებრივი და სპორტული სივრცეების მოწყობა რამდენიმე ქუჩაზე ერთდროულად მიმდინარეობს.
27 აგვისტო 2026, 09:31
საზოგადოება
დიღმის მასივის მე-2 კვარტალის N8 კორპუსთან სპორტული მოედნის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს
დიღმის მასივის მე-2 კვარტალის N8 კორპუსთან სპორტული მოედნის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
27 აგვისტო 2026, 09:19
საზოგადოება
„საქართველოს მელიორაციამ“ ინსპექტირების სამსახურის განახლებული შესაძლებლობებისა და თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობის პრეზენტაცია გამართა
„საქართველოს მელიორაციამ“ ინსპექტირების სამსახურის განახლებული შესაძლებლობებისა და თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობის პრეზენტაცია გამართა.
27 აგვისტო 2026, 09:16
პოლიტიკა
„ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ“ მცხეთაში რეგიონული წარმომადგენლობა გახსნა
„ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ“ რეგიონული წარმომადგენლობების გახსნის კამპანიის დასკვნით ღონისძიება მცხეთაში გამართა.
27 აგვისტო 2026, 09:08
პოლიტიკა
გერმანიის ახლად დანიშნულმა ელჩმა რწმუნებათა სიგელების ასლები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დირექტორატის დირექტორს გადასცა
საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ახლად დანიშნულმა ელჩმა ბარბარა ფოსმა რწმუნებათა სიგელების ასლები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დირექტორატის დირექტორს ზურაბ დარჩიაშვილს გადასცა.
27 აგვისტო 2026, 09:00
სამართალი
სასამართლომ ზურაბ გირჩი ჯაფარიძის შეურაცხყოფისთვის მოქალაქე 1 500 ლარით დააჯარიმა
საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი სიტყვების გამოყენებისთვის სასამართლომ ლევან დავითულიანი სამართალდამრღვევად ცნო, რომელმაც ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს შეურაცხყოფა მიაყენა.
27 აგვისტო 2026, 02:46
მსოფლიო
The Wall Street Journal: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოულოდნელი ვიზიტი მოსკოვში მიზნად ისახავდა რუსეთის გაფრთხილებას, არ დაესხას თავს ნატოს წევრ ქვეყნებს
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოულოდნელი ვიზიტი მოსკოვში მიზნად ისახავდა რუსეთის გაფრთხილებას, არ დაესხას თავს ნატოს წევრ ქვეყნებს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 23:13
მსოფლიო
ირანმა გაეროს აშშ-ის სანქციების ჰუმანიტარული შედეგების შესწავლა მოსთხოვა
ირანმა გაეროს მოუწოდა, შეისწავლოს აშშ-ის სანქციების ჰუმანიტარული შედეგები. თეირანის განცხადებით, ვაშინგტონის ზეწოლის კამპანია რიგით ირანელებს აზარალებს და საერთაშორისო სამართალს არღვევს.


