imedi /  26 ივნისი 2023, 12:38 / სანდო წყარო

გაბრიელიუს ლანდსბერგისი: ჩვენ ველოდებოდით პუტინის გარშემო ბზარებს. რუსები გადაწყვეტენ რუსეთის ბედს

გაბრიელიუს ლანდსბერგისი

გაბრიელიუს ლანდსბერგისი

ბოლო ორმა დღემ ძალიან კარგად დაგვანახა, რომ არ უნდა ვეცადოთ რუსეთში რეჟიმის შეცვლას, რადგან რუსებს აქვთ უნარი ეს გააკეთონ. ჩვენ რუსეთში განვითარებულმა მოვლენებმა არ უნდა შეგვანელოს. ის რაც მოხდა რუსეთში შეიძლება ძალიან მარტივად განმეორდეს და ამიტომ ჩვენი ყურადღების კონცენტრაცია უნდა მოხდეს უკრაინაზე და გავაორმაგოთ უკრაინის დახმარება, - ამის შესახებ​ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა. მისი თქმით, ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა ყველაზე მეტად რუსეთის არაპროგნოზირებადი ხასიათი აჩვენა.

„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და ახლაც ვაცხადებთ, რომ რუსეთი საშიში და არაპროგნოზირებადი მეზობელია. შეიძლება ვინმემ თქვას, რომ რუსეთს დრო დასჭირდება ნატოს ტერიტორიაზე ან საზღვართან რამე მოიმოქმედოს და ნახეთ რა მოხდა რუსეთში. ნახევარ დღეში მოხდა ამბოხი და ყველაფერს ადგილი ჰქონდა მოსკოვთან 250 კილომეტრში. წარმოგიდგენიათ, თუ რამდენად სწრაფად შეიძლება მოქმედება, რომ მაგალითად გადაკვეთონ ბელორუსის საზღვარი და აღმოჩნდნენ ლიეტუვას საზღვართან. მოკავშირეებს მოვუწოდებთ ჩვენი სიტუაცია გააანალიზონ და თან უკიდურესად სერიოზულად იქიდან გამომდინარე, რაც რუსეთში ხდება. კონკრეტული გეგმებია საჭირო აღმოსავლეთ ფლანგის გასაძლიერებლად და განსაკუთრებით იმ ქვეყნების დასაცავად, ვისაც საზღვარი აქვს რუსეთთან და ბელორუსთან. სად იქნება პრიგოჟინის არმია- ეს კითხვა ძალიან მნიშვნელოვანია და ეს გადაწყვეტს, თუ რა ხარისხის დამოუკიდებლობით სარგებლობს პრიგოჟინი. თუ ინტეგრირებული იქნება რუსეთის სამხედრო ძალებში, მაშინ ალბათ ეს ერთი თავის დასასრულია. თუ პრიგოჟინის არმია ბელორუსში იქნება, მაშინ ეს დასაწყისია იმ ქმედებების, რასაც 2024-ში ვიხილავთ. ძალიან ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას. ჩვენ ველოდებოდით პუტინის გარშემო ბზარებს. რუსები გადაწყვეტენ რუსეთის ბედს“, - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, მომდევნო წლებში რუსეთში სტაბილური ვითარების დამყარება მოსალოდნელი არ არის.

„მათ ისეთი რამ წამოიწყეს მეზობელი სახელმწიფოს წინააღმდეგ, რაც ფუნდამენტურ ზეგავლენას ახდენს მათ სტაბილურობაზე.ლოგიკურია ველოდოთ რუსეთში არასტაბილურობას. რუსეთის და ბელორუსის მოსაზღვრე ქვეყნებში უსაფრთხოება უნდა გაძლიერდეს, მეტი ინვესტიცია გვჭირდება ამ მიმართულებით. არის თუ არა, რაც მოსკოვში და რუსეთში მოხდა დასასრულის დასაწყისი? ეს არის ბუნებრივი განვითარება მოვლენების იმ ქმედებებია გამო, რასაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ მიმართავს. ყველას უნდა ეფიქრა, რომ ასეთი რამ მოხდებოდა და მოხდება. ეს უდიდესი სიურპრიზი არ ყოფილა“, - აცხადებს ლანდსბერგისი

ყველა სიახლე

25 ივნისი 2024, 09:17

საზოგადოება

პრემიერ-მინისტრი უკრაინელ ბავშვებს შეხვდა, რომლებსაც საქართველოს მთავრობა საზაფხულო ბანაკში მასპინძლობს

მთავრობის მეთაური ბავშვებს გაესაუბრა და მათ ვახშამზე უმასპინძლა. ბანაკი 15 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით უკრაინიდან ჩამოსული მოსწავლეებისა და ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეების შვილების ორ ნაკადს უმასპინძლებს. პირველ ეტაპზე ბანაკის სტუმრები ქალაქ ხარკოვიდან ჩამოსული მოსწავლეები არიან, რომლებმაც საქართველოს პრემიერ-მინისტრს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს და ქართულ და უკრაინულ ენებზე სიმღერები შეასრულეს. უკრაინელი მოსწავლეები ორი კვირის განმავლობაში მრავალფეროვან კულტურულ-შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას. ბანაკის სტუმრებისთვის ასევე მოეწყობა ექსკურსიები თბილისში, ბოდბეში, გრემსა და ნეკრესში.

ჯულიან ასანჟი

25 ივნისი 2024, 09:13

მსოფლიო

ჯულიან ასანჟი თავისუფალია

ასანჟი ბელმარშის ციხიდან აეროპორტში გადაიყვანეს, საიდანაც ის ავსტრალიაში გაფრინდა. ეს მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ასანჟი აშშ-ის ხელისუფლებასთან შეთანხმებაზე წავიდა.

მაკა ბოჭორიშვილი

25 ივნისი 2024, 09:01

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რაც საჭირო იქნება იმისთვის, რომ როცა ეს დრო დადგება, საქართველო ევროკავშირის წევრობისთვის მზად იყოს

„საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი, იმისთვის რომ საქართველოს ჰქონოდა პროგრესი ასოცირების შეთანხმების ფარგლებში და საქართველო გამხდარიყო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა და გააკეთებს ყველაფერს, რაც საჭირო იქნება იმისთვის, რომ როცა ეს დრო დადგება, საქართველო იყოს მზად ევროკავშირის წევრობისთვის. საინტერესოა ის გადაწყვეტილებები თუ გზავნილები, რომლებიც უკვე ევროკავშირის საბჭოს ფარგლებში გაჟღერდება“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

იური სოდოლი და ვოლოდიმირ ზელენსკი

25 ივნისი 2024, 08:45

მსოფლიო

ზელენსკიმ გაერთიანებული ძალების მეთაურის თანამდებობაზე იური სოდოლი ბრიგადის გენერლით, ანდრეი გნატოვით შეცვალა

„განვიხილეთ საკადრო ცვლილებები. მივიღე გადაწყვეტილება უკრაინის გაერთიანებული ძალების მეთაურის, იური სოდოლის ბრიგადის გენერლით, ანდრეი გნატოვით შეცვლის თაობაზე“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

25 ივნისი 2024, 08:31

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

თბილისში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +35 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +21 გრადუსი იქნება.

25 ივნისი 2024, 08:22

რეგიონი

ვილნიუსის რაიონის მუნიციპალიტეტის მერი და ლიეტუვას ელჩი საქართველოში რუსთავს ესტუმრნენ

შეხვედრაზე, რომელიც რუსთავის მერიის მუნიციპალური სერვისების ცენტრში შედგა, ლაცაბიძემ, ლიეტუველ სტუმრებს, რუსთავში განხორციელებული პროექტები, მუნიციპალური სერვისების განვითარების ის რეფორმები გააცნო, რომელიც რუსთავში ბოლო ორი წელია ხორციელდება და ორ ქალაქს შორის თანამშრომლობის პერსპექტივებზეც ისაუბრა.

ლევან იოსელიანი

25 ივნისი 2024, 08:15

პოლიტიკა

სახალხო დამცველი პარლამენტში წლიური ანგარიშით დღეს წარდგება

ლევან იოსელიანი დეპუტატებს „2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ აპარატის მიერ განხორციელებულ საქმიანობას, არსებულ გამოწვევებსა და პროგრესს გააცნობს.

25 ივნისი 2024, 08:11

სპორტი

„ვამაყობ შენით, გიორგი“ - „ლევანტე“ ქოჩორაშვილის ფოტოს აქვეყნებს

სოციალურ ქსელ Facebook-ზე „ლევანტე“ ქართველი ნახევარმცველის ფოტოს აქვეყნებს და გიორგი ქოჩორაშვილის თამაშთან დაკავშირებით სიამაყეს ქართულ ენაზე გამოხატავს.

25 ივნისი 2024, 08:00

სპორტი

ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩისთვის ემზადება⚽

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩისთვის ემზადება. 24 ივნისს, ჩვენმა გუნდმა ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე სრული შემადგენლობით ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში ჩაერთო ოთარ კიტეიშვილიც, რომელმაც ტრავმის გამო ჯგუფური ეტაპის ორი შეხვედრა გამოტოვა.

მამუკა მდინარაძე

25 ივნისი 2024, 02:31

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე ნატოს ვაშინგტონის სამიტზე საქართველოს მიწვევაზე: მაშინ, როდესაც, თითქოს, საქართველო შორდება ნატოს, ამ დროს ნატო-საქართველოს თანამშრომლობა არის უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულზე, ამას ნიშნავს ეს მოწვევა

მაშინ, როდესაც, თითქოს, საქართველო შორდება ნატოს, ამ დროს ნატო-საქართველოს თანამშრომლობა არის უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულზე, ამას ნიშნავს ეს მოწვევა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ნატოს ვაშინგტონის სამიტზე საქართველოს მიწვევის გადაწყვეტილებაზე.

მამუკა მდინარაძე

25 ივნისი 2024, 02:10

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე გამჭვირვალობის კანონზე: საქმიანობის შეზღუდვა არის ჰაერიდან მოტანილი ამბავი, არავის არაფერი არ ეზღუდება ამ კანონით

საქმიანობის შეზღუდვა არის ჰაერიდან მოტანილი ამბავი, არავის არაფერი არ ეზღუდება ამ კანონით, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ გამჭვირვალობის კანონის გამო არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვის შესაძლებლობის შესახებ კითხვაზე პასუხად.

იენს სტოლტენბერგი ემანუელ მაკრონი

25 ივნისი 2024, 02:00

მსოფლიო

სტოლტენბერგი: ვაშინგტონის სამიტზე ჩვენი ყველაზე გადაუდებელი ამოცანა უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერება იქნება

ვაშინგტონის სამიტზე ჩვენი ყველაზე გადაუდებელი ამოცანა უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერება იქნება, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

მამუკა მდინარაძე

25 ივნისი 2024, 01:54

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: პოსტი შეიცავდა ინფორმაციას, რატომ არ იყო ეს კანონი რუსული, ეს დაბლოკა ხოშტარიას და კაპანაძის მითითებით ფეისბუქმა. აბა, ცუკერბერგს მოაფიქრდა, ეს მდინარაძის პოსტი ვერ არის რაღაც ისეთიო?

პოსტი შეიცავდა ინფორმაციას, განმარტებას იმის შესახებ, რატომ არ იყო ეს კანონი რუსული. ეს დაბლოკა ხოშტარიას და კაპანაძის მითითებით ფეისბუქმა. აბა, ცუკერბერგს მოაფიქრდა, ეს მდინარაძის პოსტი ვერ არის რაღაც ისეთიო? - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.

ემანუელ მაკრონი

25 ივნისი 2024, 01:46

მსოფლიო

საფრანგეთის პრეზიდენტი: ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი უცვლელი დარჩება

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა აპირებს უპირობოდ დაეხმაროს უკრაინას გრძელვადიან პერსპექტივაში. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Monde ავრცელებს.

მამუკა მდინარაძე

25 ივნისი 2024, 01:35

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: არავის უთქვამს ჩემთვის და არც მე მომსვლია აზრად, რომ პოლიტიკიდან წავიდე - გენპროკურორად რომ გადახვალ, პოლიტიკიდან მიდიხარ

არავის უთქვამს ჩემთვის და არც მე მომსვლია აზრად, რომ პოლიტიკიდან წავიდე - გენპროკურორად რომ გადახვალ, პოლიტიკიდან მიდიხარ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გენერალური პროკურორის კანდიდატურის თემაზე დასმულ შეკითხვაზე პასუხად.

ანალენა ბერბოკი

25 ივნისი 2024, 01:25

LIVE ისრაელი

ანალენა ბერბოკი: ახლო აღმოსავლეთში სრულმასშტაბური ომის რისკი ყოველდღიურად იზრდება

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ გერმანია უკიდურესად შეშფოთებულია ისრაელსა და ლიბანს შორის საზღვარზე ძალადობისა და სრულმასშტაბური რეგიონული კონფლიქტის მზარდი რისკის გამო.

მამუკა მდინარაძე

25 ივნისი 2024, 01:04

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე აშშ-ის სავიზო შეზღუდვაზე: ჩემთვის ცნობილი არ არის, რომ ვინმეს მეილი მიეღოს, მე პირადად მსგავსი მეილი არ მიმიღია

არც ერთი ადამიანის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს და მე პირადად მსგავსი მეილი არ მიმიღია, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ კითხვაზე, თუ ვინ არის ის 30 ადამიანი, ვისაც შეერთებული შტატების ელჩის განცხადებით, აშშ-ის სავიზო შეზღუდვის ამოქმედების შესახებ ეცნობა.

მამუკა მდინარაძე

25 ივნისი 2024, 00:47

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: აქტივისტები ხვდებიან „ქართული ოცნების“ დეპუტატებს ქუჩაში, დავალება აქვთ პირდაპირ მიღებული, წამახალისებელი ღონისძიებებიც არის, თანხაა ამაზე გამოყოფილი, 500 დოლარი თითო ვიდეოსათვის

აქტივისტები ხვდებიან „ქართული ოცნების“ დეპუტატებს ქუჩაში, დავალება აქვთ პირდაპირ მიღებული, წამახალისებელი ღონისძიებებიც არის, თანხაა ამაზე გამოყოფილი, 500 დოლარი თითო ვიდეოსათვის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

ჟოზეფ ბორელი

25 ივნისი 2024, 00:44

პოლიტიკა

ბორელი: ერთი ქვეყანა მიიჩნევს, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონი საქართველოს ევროპულ გზას საერთოდ არ უქმნის საფრთხეს

ერთი ქვეყანა მიიჩნევს, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონი საქართველოს ევროპულ გზას საერთოდ არ უქმნის საფრთხეს, - განაცხადა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა.

25 ივნისი 2024, 00:14

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა მიმდინარე კვირის სასესიო საკითხებთან დაკავშირებით იმსჯელეს.