ევროკომისიის პრეზიდენტი: ჩვენი ჰუმანიტარული მხარდაჭერა პალესტინელი ხალხისადმი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას, თუმცა ევროკავშირის დაფინანსება არასოდეს წავა „ჰამასთან“, ან რომელიმე ტერორისტულ ორგანიზაციასთან
ურსულა ფონ დერ ლაიენი
ფოტო: Reuters
ჩვენი ჰუმანიტარული მხარდაჭერა პალესტინელი ხალხისადმი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას. თუმცა მნიშვნელოვანია, ყურადღებით გადავხედოთ ჩვენს ფინანსურ დახმარებას, რაც პალესტინისთვისაა განკუთვნილი. ევროკავშირის დაფინანსება არასოდეს წავა „ჰამასთან“, ან რომელიმე ტერორისტულ ორგანიზაციასთან, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში განაცხადა, სადაც ნატოს მინისტერიალი იმართება.
„შაბათს გამთენიისას მთელმა მსოფლიომ საშინელი ამბით გაიღვიძა. ასობით უდანაშაულო ადამიანი ცივსისხლიანად მოკლეს. „ჰამასის“ ტერორისტები საკუთარ სახლებში ხოცავდნენ ქალებსა და ბავშვებს. ისინი ნადირობდნენ ასობით ახალგაზრდა კაცსა და ქალზე, რომლებიც ზეიმობდნენ ცხოვრებას, სიცოცხლეს და მუსიკას. მათ მძევლად აიყვანეს ასობით უდანაშაულო პირი, რომელთა ბედი დღემდე უცნობია. ეს უდანაშაულო ადამიანები მოკლეს ერთი მიზეზის გამო - ებრაელობისთვის და ისრაელის სახელმწიფოში ცხოვრებისთვის. ეს არის ბოროტება, რომელიც გვახსენებს ყველაზე ბნელ წარსულს და შოკში გვაგდებს ყველას.
ჩვენ მკაფიოდ და ნათლად უნდა ვთქვათ ამგვარ საშინელებაზე ჩვენი სათქმელი და მკაფიო ვიყოთ შეფასებებში. ეს არის ტერორიზმი და ეს არის ომის აქტი. ეს იყო ყველაზე საშინელი თავდასხმა ისრაელზე, ისრაელში სახელმწიფოს შექმნის შემდეგ. ამ საზარელ აქტზე მხოლოდ ერთი პასუხი შეიძლება იყოს - ევროპა ისრაელის გვერდით დგას. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს ისრაელის უფლებას, დაიცვას საკუთარი თავი. მე ველაპარაკე პრეზიდენტს და გადავეცი ჩემი სრული მხარდაჭერა. ევროკომისია განათდა ისრაელის დროშის ფერებში. ეს არის ტრაგედია ისრაელისთვის, ებრაელი ხალხისთვის და ასევე ევროპისთვის.
არ შეიძლება „ჰამასის“ ტერორისტული აქტი გამართლდეს. ამას არანაირი კავშირი არ აქვს პალესტინელი ხალხის ლეგიტიმურ მისწრაფებებთან. საშინელებაა ის, რაც „ჰამასმა“ გააჩაღა, უფრო მეტ ტანჯვას მოუტანს უდანაშაულო პალესტინელებს.
მხოლოდ „ჰამასი“ არის პასუხისმგებელი ამ ქმედებებზე. ჩვენი ჰუმანიტარული მხარდაჭერა პალესტინელი ხალხისადმი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყურადღებით გადავხედოთ ჩვენს ფინანსურ დახმარებას, რაც პალესტინისთვისაა განკუთვნილი. ევროკავშირის დაფინანსება არასოდეს წავა „ჰამასთან“, ან რომელიმე ტერორისტულ ორგანიზაციასთან. არსებული ვითარება დიდ გავლენას მოახდენს რეგიონზე.
ჩვენ მოგვიწევს მუშაობა რეგიონის დესტაბილიზაციის ნიშნების შესაჩერებლად. ასევე მოგვიწევს ყურადღებით დავაკვირდეთ ირანის პოზიციას „ჰამასისადმი“ გრძელვადიანი მხარდაჭერის გათვალისწინებით. უახლოეს დღეებში ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანნი და კოორდინირებული, მაგრამ ჩემი გზავნილი ნათელია - ევროპა ისრაელის გვერდით დგას. ევროპა დგას ჩვენს მეგობართან და პარტნიორთან“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
ბრიუსელში ნატოს მინისტერიალი იმართება. ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები უკრაინისთვის მხარდაჭერის გაძლიერებასთან ერთად, ისრაელში განვითარებულ მოვლენებს განიხილავენ. ნატო გმობს ტერორისტულ აქტებს.
ყველა სიახლე
27 აგვისტო 2026, 11:11
სამართალი
პოლიციამ კახეთში 50 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება მცენარე „კანაფი“ ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების ბრალდებით 1 პირი დააკავეს.
27 აგვისტო 2026, 11:07
მსოფლიო
ტრამპმა ენერგოსისტემაში არსებული საფრთხეების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომლითაც ქვეყნის ენერგოსიტემაში არსებული საფრთხეების გამო ეროვნულ დონეზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
27 აგვისტო 2026, 11:05
სამართალი
პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის, ასევე, ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
27 აგვისტო 2026, 10:56
სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა მცხეთა-მთიანეთში დიდი ოდენობით ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფანშეთის მიმდებარედ დიდი ოდენობით წიაღის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.
27 აგვისტო 2026, 10:47
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: აგენტურის წარმომადგენლები მთელი ეს წლები ცდილობდნენ შეექმნათ აღქმა, რომ ჩვენ უკრაინას არ ვეხმარებოდით. არც ერთ მათ წარმომადგენელს ერთხელაც არ უხსენებია, რომ ყველა რეზოლუციასა და საერთაშორისო დოკუმენტს მივუერთდით, შევიფარეთ 30 000-მდე უკრაინელი დევნილი - ჩვენი მასშტაბისა და შესაძლებლობების არცერთ ქვეყანას ამდენი არ გაუკეთებია
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში ოპოზიციას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და აქტივისტებს მიმართავს. ის მათ აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისთანავე აღნიშნულმა ჯგუფებმა „უსამშობლობა, ფაშისტური მიდრეკილებები, უვიცობა, სიყალბე და ფარისევლობა“ გამოავლინეს.
27 აგვისტო 2026, 10:44
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე „სტრილინგის ფონდის“ ახლო აღმოსავლეთისა და ევროპის დირექტორს შეხვდა
სამინისტროს ინფორმაციით, უწყების ხელმძღვანელმა ბრიტნი სტირლინგს ჯანდაცვის მიმართულებით, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები გააცნო. საუბარი შეეხო შშმ პირების, ქალთა და ბავშვთა მხარდასაჭერად მიმდინარე სახელმწიფო პროგრამებს.
27 აგვისტო 2026, 10:38
მსოფლიო
Reuters: ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაახლოებით 1 500 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება
ნეპალსა და ჩინეთის ტიბეტის რეგიონში მომხდარი წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად თითქმის 1 500 ადამიანი, მათ შორის დაახლოებით 800 უცხოელი, დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
27 აგვისტო 2026, 10:35
პოლიტიკა
ლევან ჟორჟოლიანი: სტაჟირების პროგრამაში მონაწილე სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს საშუალება ექნებათ, გაიღრმაონ როგორც თეორიული ცოდნა, ასევე მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება, რაც მნიშვნელოვანია მათ შემდგომ პროფესიულ განვითარებაში
სტაჟირების პროგრამაში მონაწილე სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს საშუალება ექნებათ, გაიღრმაონ როგორც თეორიული ცოდნა, ასევე მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება, რაც მნიშვნელოვანია მათ შემდგომ პროფესიულ განვითარებაში, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა.
27 აგვისტო 2026, 10:25
ტაბლოიდი
მედია: ჯორჯინა როდირგესმა კრიშტიანუ რონალდუს უფროსი ბავშვები იშვილა
საუბარია 16 წლის კრიშტიანუ-უმცროსსა და 9 წლის ტყუპებზე - ევასა და მათეოზე, რომლებიც პორტუგალიელ ფეხბურთელს სუროგაციის გზით გაუჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, საბუთების გაფორმების შემდეგ ჯორჯინა იურიდიულად მათ დედად ითვლება. აქამდე სამივე ბავშვზე მშობლის პასუხისმგებლობა ოფიციალურად მხოლოდ რონალდუს ეკისრებოდა.
27 აგვისტო 2026, 10:15
მსოფლიო
სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს რობერტ ქოჩარიანს პატიმრობა შეეფარდა
ერევნის სასამართლომ სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს რობერტ ქოჩარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
27 აგვისტო 2026, 10:14
სპორტი
„იბერია“ ევროპალიგის პლეიოფის საპასუხო მატჩში დღეს „იაგელონიას“ უმასპინძლებს⚽
საქართველოს ჩემპიონი, თბილისის „იბერია“ დღეს „მიხეილ მესხზე“ ევროპალიგის პლეიოფის საპასუხო მატჩს გამართავს. ქართული გუნდი „იაგელონიას“ უმასპინძლებს, რომელთანაც გასვლაზე ანგარიშით 0:4 წააგო.
27 აგვისტო 2026, 10:11
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ორი პირის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულებს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ორი პირის განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
27 აგვისტო 2026, 10:10
საზოგადოება
საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე 27-28 აგვისტოს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი ინტენსივობის, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება
„27-28 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, 27 აგვისტოს დილის საათებიდან აფხაზეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში, 28 აგვისტოს ასევე კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, მათ შორის დედაქალაქში და შემოგარენ ტერიტორიაზე, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
27 აგვისტო 2026, 10:07
რეგიონი
დავით სონღულაშვილი გურჯაანში ატმისა და ვაშლატამას მოსავლის დაბინავების პროცესს გაეცნო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ პლატონ კალმახელიძესთან ერთად, გურჯაანის მუნიციპალიტეტში ატმისა და ვაშლატამას მოსავლის დაბინავების პროცესს გაეცნო და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა, - ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
27 აგვისტო 2026, 10:01
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 27 აგვისტოს საქართველოში
27 აგვისტოს ბათუმში მზეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +24 გრადუსი დაფიქსირდება.
27 აგვისტო 2026, 09:46
საზოგადოება
ახალციხეში რეკრეაციული სივრცეების მოწყობა გრძელდება
ქალაქ ახალციხეში რეკრეაციული სივრცეების მოწყობა გრძელდება.
27 აგვისტო 2026, 09:37
რეგიონი
რუსთავში, შიდასაუბნო საზოგადოებრივი და სპორტული სივრცეების მოწყობა რამდენიმე ქუჩაზე ერთდროულად მიმდინარეობს
რუსთავში, შიდასაუბნო საზოგადოებრივი და სპორტული სივრცეების მოწყობა რამდენიმე ქუჩაზე ერთდროულად მიმდინარეობს.
27 აგვისტო 2026, 09:31
საზოგადოება
დიღმის მასივის მე-2 კვარტალის N8 კორპუსთან სპორტული მოედნის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს
დიღმის მასივის მე-2 კვარტალის N8 კორპუსთან სპორტული მოედნის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
27 აგვისტო 2026, 09:19
საზოგადოება
„საქართველოს მელიორაციამ“ ინსპექტირების სამსახურის განახლებული შესაძლებლობებისა და თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობის პრეზენტაცია გამართა
„საქართველოს მელიორაციამ“ ინსპექტირების სამსახურის განახლებული შესაძლებლობებისა და თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობის პრეზენტაცია გამართა.
27 აგვისტო 2026, 09:16
პოლიტიკა
„ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ“ მცხეთაში რეგიონული წარმომადგენლობა გახსნა
„ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ“ რეგიონული წარმომადგენლობების გახსნის კამპანიის დასკვნით ღონისძიება მცხეთაში გამართა.


