imedi /  17 ოქტომბერი 2017, 15:05 / სანდო წყარო

ნავალნი 2028 წლამდე საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს

ალექსეი ნავალნი

ალექსეი ნავალნი

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 2028 წლამდე საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. განცხადება ამის შესახებ რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გააკეთა.

როგორც ელა პამფილოვამ განმარტა საპროტესტო აქციებით ნავალნი მასზე ზეწოლას ვერ მოახდენს და ის. გამონაკლისის დაშვებით, კანონის დარღვევას არ აპირებს. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.

"ბატონ ნავალნის, რომელიც ახალგაზრდა და პერსპექტიული პოლიტიკოსია, შანსი ყოველთვის აქვს. ჩაივლის  ათწლიანი ვადა და  2028 წლის შემდეგ ის შეძლებს კენჭი იყაროს საპრეზიდენტო არჩევნებზე“, - აღნიშნა პამფილოვამ.

ცესკოს ინფორმაციით, 2018 წელს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე ალექსეი ნავალნი საკუთარ კანდიდატურას ნასამართლეობის გამო ვერ წამოაყენებს.

თავად ნავალნი დარწმუნებულია, რომ რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებში მისი რეგისტრაციის გადაწყვეტილებას პოლიტიკური და არა კანონიერი სარჩული აქვს.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

აქცია

20 ოქტომბერი 2018, 15:24

მსოფლიო

ტაივანში ჩინეთისგან დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმს ითხოვენ

ტაივანის მოქალაქეებს ჩინეთისგან გამოყოფა და დამოუკიდებლობა სურთ. ამ მოთხოვნით, ტაიბეის ცენტრში მრავალ ათასიანი მიტინგი მოეწყო. დემონსტრანტები ოფიციალური დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის გამართვის ინიციატივით გამოვიდნენ.

20 ოქტომბერი 2018, 15:22

ვიდეო

დაკავება ნარკოდანაშაულისთვის

20 ოქტომბერი 2018, 15:16

ვიდეო

წინასაარჩევნო შიდაპარტიული კვლევები

თეთრი სახლი

20 ოქტომბერი 2018, 15:16

მსოფლიო

აშშ შეიძლება საშუალო და ახლო მოქმედების რაკეტების ლიკვიდაციაზე შეთანხმებიდან გავიდეს

ვაშინგტონი მოსკოვს ბირთვულ იარაღზე გაფორმებული ხელშეკრულების დარღვევაში ადანაშაულებს. ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი აცხადებს, რომ რუსეთმა ფრთოსანი რაკეტების გამოცდით, შეთანხმების პირობები დაარღვია.

20 ოქტომბერი 2018, 15:11

ვიდეო

გიორგი დეკანოიძის გატაცების ბრალდებით დაკავებულებს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

20 ოქტომბერი 2018, 15:08

ძალოვნები

ოკუპანტებმა სოფელ ოკამის 2 მკვიდრი გაიტაცეს

33 წლის გიორგი შამანაური და 35 წლის იასონ შუკაკიძე ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ახმაჯის მიმდებარე ტყის მასივში დააკავეს.

ვარჯიში

20 ოქტომბერი 2018, 15:06

ტექნოლოგიები

კვლევა: ვარჯიშის გარეშე ცხოვრება თამბაქოს მოხმარებაზე საშიშია

მჯდომარე ცხოვრების წესი იმაზე მეტად ვნებს ადამიანის ჯანმრთელობას, ვიდრე სიგარეტის მოწევა, - ამის შესახებ კლივლენდის კლინიკის ახალ კვლევაში წერია. „ვარჯიშის გარეშე ცხოვრება უფრო მეტად იწვევს სიკვდილს, ვიდრე ჰიპერტეზია, დიაბეტი ან მოწევა“ - ამბობს კვლევის ავტორი, კარდიოლოგი ვაიელ იაბერი.

კანაფის ფესტივალი

20 ოქტომბერი 2018, 14:42

ძალოვნები

შსს ვახო მეგრელიშვილისა და იაგო ხვიჩიას პოლიციაში გადაყვანის მიზეზს გამარტავს

უწყების განმარტებით, თუ ე.წ. ფესტივალზე ადგილი ექნება რაიმე ტიპის სამართალდარღვევას – ნარკოტიკული საშუალების გასაღებას, ფლობას, მოხმარებას თუ პოპულარიზაციას, პოლიცია ყველა სამართალდამრღვევი პირის მიმართ გაატარებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მკაცრ ზომებს.

კუნძული პაქსოსი, საბერძნეთი

20 ოქტომბერი 2018, 14:37

მსოფლიო

საბერძნეთი ქვეყნის ტერიტორიულ წყლებს აფართოებს

საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის ტერიტორიული წყლების 12 მილით (დაახლოებით 20 კმ) გაფართოების შესახებ პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულებების პროექტი შეადგინა. პროექტის განხორციელება დასავლეთის კუნძულებით დაიწყება. ამის შესახებ საგარეო უწყების ყოფილი ხელმძღვანელმა ნიკოს კიძიასმა განაცხადა.

ელინ ერსონი

20 ოქტომბერი 2018, 14:26

მსოფლიო

შვედ სტუდენტს ავღანელი კაცის დეპორტაციის ჩაშლისთვის გაასამართლებენ

შვედეთის ქალაქ გეტებორგის უნივერსიტეტის სტუდენტს, ელინ ერსონს, რომელმაც სამი თვის წინ თვითმფრინავში ავღანელი კაცის დეპორტაციის შეჩერება შეძლო, სასამართლოს წინაშე წარდგენა მოუწევს.

ჯაბა კანკავა

20 ოქტომბერი 2018, 14:18

სპორტი

ჯაბა კანკავას გოლი ერთა ლიგის საუკეთესო გოლებს შორის მოხვდა

UEFA-ს მიერ დასახელებულ ერთა ლიგის 5 საუკეთესო გოლს შორის საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტნის მიერ ლატვიის კარში გატანილი გოლიც მოხვდა. კანკავამ ერთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩში ლატვიის კარი შორეული დარტყმით მე-8 წუთზე აიღო.

20 ოქტომბერი 2018, 13:58

ძალოვნები

ბიზნესმენის შვილის გატაცების საქმეზე დაკავებული კიდევ 2 პირი გაათავისუფლეს

ბიზნესმენ ამირან დეკანოიძის შვილის გიორგი დეკანოიძის გატაცების საქმეზე დაკავებული 10 პირიდან კიდევ 2 გაათავისუფლეს. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამი პირი მტკიცებულებების არ არსებობის გამო გაათავისუფლეს.

ვახო მეგრელიშვილი და
იაგო ხვიჩია

20 ოქტომბერი 2018, 13:43

ძალოვნები

გირჩის განცხადებით, ვახო მეგრელიშვილი და იაგო ხვიჩია პოლიციაში წაიყვანეს

მოძრაობა გირჩის განცხადებით სამართალდამცველებმა მისი ორი წევრი - ვახტანგ მეგრელიშვილი და იაგო ხვიჩია პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს. დედა ენის ბაღში შექმნილი მდგომარეობის შესახებ ვიდეოგანცხადებას გირჩის ლიდერი ვიდეომიმართვას ავრცელებს. მისი თქმით, ბაღი სამართალდამცველებით სავსეა.

20 ოქტომბერი 2018, 13:40

ვიდეო

„გირჩი“ „კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალს“ გამართავს

20 ოქტომბერი 2018, 13:36

ვიდეო

„ჩემი სირიელი თარჯიმანი მაჰმუდი“

ეგრისობა

20 ოქტომბერი 2018, 13:35

კულტურა

სენაკში ეგრისობის სახალხო დღესასწაული იმართება

სენაკში სახალხო დღესასწაულს ეგრისობას აღნიშნავენ. დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობები, - შეჯიბრება არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაში შესულ სახეობებში - ისინდი, ცხენბურთი და მარულა.

სამხედროები

20 ოქტომბერი 2018, 13:33

მსოფლიო

ნორვეგიაში ნატოს სამხედრო სწავლება იწყება

წვრთნებში ალიანსის 30 წევრი ქვეყნის სამხედროები იღებენ მონაწილეობას. სწავლება 25 ოქტომბერს დაიწყება და 23 ნოემბერს დასრულდება. ნატოს წვრთნებში, საერთო ჯამში ჩართული იქნება 40 ათასი ჯარისკაცი, ასევე 70 საბრძოლო გემი და 150 სამხედრო თვითმფრინავი.

20 ოქტომბერი 2018, 13:32

ვიდეო

ინდოეთში სამგზავრო მატარებელი ხალხს დაეჯახა

20 ოქტომბერი 2018, 13:29

ვიდეო

აფეთქება სანკტ-პეტერბურგში

20 ოქტომბერი 2018, 13:25

ვიდეო

მაკედონიის პარლამენტის გადაწყვეტილება