11 თებერვალი 2024, 19:11 / სანდო წყარო

მეფე ჩარლზმა ბრიტანელებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

მეფე ჩარლზ მესამე

მეფე ჩარლზ მესამე

ბუკინგემის სასახლემ მეფე ჩარლზის მიმართვა გამოაქვეყნა, რომელიც ბრიტანელებს მადლობას უხდის. ეს მონარქის პირველი განცხადებაა მას შემდეგ, რაც მას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.

„მინდა გულწრფელი მადლიერება გამოვხატო მხარდაჭერისა და კეთილი სურვილების შემცველი გზავნილებისთვის, რომლებიც ბოლო დღეებში მივიღე. მათ, ვისაც კიბოსთან შეხება ჰქონდათ, იციან, რომ კეთილი სურვილები ყველაზე დიდი ნუგეშია“, - აღნიშნულია 75 წლის მეფის განცხადებაში.

სასახლეში ასევე აღნიშნავენ, რომ მეფე პოზიტიურად არის განწყობილი მკურნალობისადმი და თავისი დიაგნოზის გასაჯაროება დაავადებისდამი ცნობიერების ამაღლებისა და დაავადებულების მხარდაჭერის მიზნით გადაწყვიტა.

დიდი ბრიტანეთის მეფეს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. ინფორმაცია ამის შესახებ 5 თებერვალს გავრცელდა.

ყველა სიახლე

მაია ბითაძე

05 ივნისი 2026, 17:32

პოლიტიკა

მაია ბითაძემ საქართველოში კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის ეროვნული გეგმის (NAP) შემუშავების პროცესის ოფიციალურად გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

გარემოს დაცვის მსოფლიო დღის ფარგლებში, კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის საქართველოს პირველი ეროვნული გეგმის (NAP) შემუშავების პროცესის ოფიციალური წარდგენა გაიმართა, სადაც მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე.

05 ივნისი 2026, 17:28

სამართალი

„ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა ცნო თავი დამნაშავედ წაყენებულ ბრალდებაში და უდავოდ მიიჩნია მტკიცებულებები“ – ადვოკატები 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულების ნაწილის მიერ დანაშაულის აღიარებას ადასტურებენ

ადვოკატები 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულების ნაწილის მიერ დანაშაულის აღიარებას ადასტურებენ. „ქრონიკასთან“ სატელეფონო საუბარში ისინი აღნიშნავენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფებმა თავი დამნაშავედ ცნეს წარდგენილ ბრალდებაში და მტკიცებულებები უდავოდ მიიჩნიეს.

რიკარდ იოზვიაკი

05 ივნისი 2026, 17:26

პოლიტიკა

რიკარდ იოზვიაკი: ევროკავშირი 11 აპრილს საქართველოსთან სავიზო საკითხთან დაკავშირებით დიალოგს გამართავს

„რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ 11 აპრილს ევროკავშირი საქართველოსთან სავიზო საკითხთან დაკავშირებით დიალოგს გამართავს.

05 ივნისი 2026, 17:20

პოლიტიკა

ალექსანდრე ტაბატაძე იტალიის სამართალდამცავი უწყებების უმაღლესი სწავლების უწყებათაშორისი აკადემიის დირექტორს შეხვდა

იტალიის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძე, კომიტეტის წევრებთან - ზვიად შალამბერიძესა და იოსებ ჯორბენაძესთან ერთად, იტალიის სამართალდამცავი უწყებების უმაღლესი სწავლების უწყებათაშორისი აკადემიის (Scuola di Perfezionamento per le Forze di Polizia - SSPF) დირექტორს, საზოგადოებრივი უსაფრთხოების გენერალს, ვინჩენცო მასიმო მოდეოს შეხვდა.

05 ივნისი 2026, 17:15

ეკონომიკა

ლაშა ხუციშვილი საინვესტიციო ბანკ Nomura-ს მმართველ და აღმასრულებელ დირექტორებს შეხვდა

ყურადღება გამახვილდა ფასიანი ქაღალდების ბაზრის შემდგომი განვითარებისა და საერთაშორისო ინვესტორების დაინტერესების მიზნით, საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, ხაზი გაესვა ამ მიმართულებით აზიური კაპიტალის ბაზრის ათვისების შესაძლებლობებს.

05 ივნისი 2026, 17:12

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია ახალგაზრდებთან რიგით მეცხრე შეხვედრას ამბროლაურში მართავს

შეხვედრა, რომელსაც რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ახალგაზრდები ესწრებიან, დისკუსიის ფორმატით წარიმართება.

პეტერ მადიარი

05 ივნისი 2026, 17:09

პოლიტიკა

Reuters: უნგრეთმა ფილიპინების, სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის დღეიდან სამუშაო ვიზების გაცემა შეაჩერა

უნგრეთის მთავრობა დღეიდან ფილიპინების, საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას წყვეტს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

05 ივნისი 2026, 17:05

პოლიტიკა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილის თანამდებობის გაუქმებას მხარი დაუჭირა

კანონპროექტის თანახმად, უქმდება საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილის თანამდებობა. საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის, ვახტანგ ბაჩიაშვილის განმარტებით, არსებული მდგომარეობის მიხედვით, მთავრობის საპარლამენტო მდივანს ჰყავს მოადგილე, რომლის ფუნქციებიც არ არის დაკონკრეტებული.

ლაშა ბუღაძე

05 ივნისი 2026, 16:59

პოლიტიკა

ლაშა ბუღაძე: სააკაშვილ-მელიას მამა-შვილურ-ფროიდისტული კინკლაობა - ვინაა ქვეყნის მტერი, იქნებ მოვალეობის მოხდის მიზნით მაინც შეახსენოთ ხოლმე თქვენს ექს-ამომრჩევლებს, ერთმანეთის აუტანლობის მიუხედავად. ამდენი არაზრდასრული კაცი!

ლაშა ბუღაძე, „ოპოზიციის ალიანსში“ არსებულ დაპირისპირებას სოციალურ ქსელში აფასებს და სააკაშვილ-მელიას კამათს „მამა-შვილურ-ფროიდისტულ კინკლაობას“ უწოდებს, ხოლო, დაპირისპირებაში მონაწილეებს - „არაზრდასრულ კაცებს“.

ლაშა ხუციშვილი გაო ჩონგს

05 ივნისი 2026, 16:55

ეკონომიკა

ლაშა ხუციშვილი საინვესტიციო ბანკ ICBC Standard Bank-ის გენერალურ დირექტორს, გაო ჩონგს შეხვდა

გაერთიანებულ სამეფოში, ქ. ლონდონში მიმდინარე სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა ერთ-ერთი უდიდესი საინვესტიციო ბანკის - ICBC Standard Bank-ის გენერალურ დირექტორს, გაო ჩონგსა და გენერალური დირექტორის მოადგილეს, მეთიუ ჟენგს, ასევე, ICBC Standard Bank-ის გლობალური ბაზრების მართვის კომიტეტის წევრს, სტეფენ გარგიულოსა და ICBC Standard Bank-ის პირველადი ბაზრების მიმართულების ხელმძღვანელს, მარკ გისენს.

თინათინ ნიბლოშვილი

05 ივნისი 2026, 16:46

პოლიტიკა

თინათინ ნიბლოშვილი: თბილისს აქვს ამბიცია, აკმაყოფილებდეს ჯანსაღი ქალაქის პრინციპებს, რომელიც საჯარო სიკეთეებზე თანაბარ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს

„ჯანსაღი ქალაქი, სპორტული და მწვანე სარეკრეაციო სივრცეების გავლენა ბავშვის ადრეულ განვითარებაზე და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე“ სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. თინათინ ნიბლოშვილმა თავის გამოსვლაში ქალაქში რეკრეაციული სივრცეების მოწყობის და საუბნო ინფრასტრუქტურის შექმნის მნიშვნელობაზე ისაუბრა. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ხაზი გაუსვა ქალაქის დაგეგმარების პროცესში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, ბავშვებისა და ასაკოვნების ინტერესების გათვალისწინების აუცილებლობას“.

გურამ დუმბაძე

05 ივნისი 2026, 16:37

პოლიტიკა

გურამ დუმბაძე: მზად ვართ, გადავიხადოთ საბაზრო ღირებულება იმ სამუშაოებში, რომელსაც ასრულებს ჩვენი კონტრაქტორი კომპანია, თუმცა ვერ გვექნება კომპრომისი ხარისხზე და სამუშაოების შესრულების ვადაზე

ვერ გვექნება კომპრომისი ხარისხზე და სამუშაოების შესრულების ვადაზე, ეს არის უმთავრესი რამ. სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის ტექნიკურ რეგლამენტშიც სავალდებულო კომპონენტია, რომ ჩვენ ხარისხობრივი კომპონენტებით გამოვაცხადებთ შესყიდვებს და მოვითხოვთ იგივე ხარისხის შესრულებას, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტიანობის დეპარტამენტის უფროსმა, გურამ დუმბაძემ გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“.

გურამ დუმბაძე

05 ივნისი 2026, 16:29

პოლიტიკა

გურამ დუმბაძე: მონიტორინგის მთელი რიგი მექანიზმები გვაქვს სახელმწიფო შესყიდვების ნაწილში, ჩვენი ყველა რეფორმა მიმართულია პრევენციული მექანიზმებისკენ, ჩვენ ნებისმიერ დროს შეიძლება გადავამოწმოთ შესყიდვა, ასე რომ, როგორც შემსყიდველს, ისე ეკონომიკურ ოპერატორს ყოველთვის ექნება განცდა, რომ გარე, დამოუკიდებელი მხარე შეამოწმებს საქონლის მიღების პარამეტრებს, ხარისხსა და ვადებს

მისივე თქმით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ჰყავს კვალიფიციური გუნდი, რომელიც სხვადასხვა სპეციალობების მქონე ადამიანებით არის დაკომპლექტებული და მონიტორინგის პროცესში ჩართულები არიან როგორც სააგენტოს წარმომადგენლები, ისე მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი.

გურამ დუმბაძე

05 ივნისი 2026, 16:27

პოლიტიკა

გურამ დუმბაძე: თვისებრივად შეცვალა სახელმწიფოს მიდგომა, როდესაც მზად ვართ, გადავიხადოთ საბაზრო ღირებულება, ჩვენ ამით მცირე, საშუალო და დიდ ბიზნესებსაც განვითარების საშუალებას ვაძლევთ, გვინდა, გვყავდეს ისეთი დიდი კომპანიებიც, რომლებიც მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს შეასრულებენ საქართველოში

ყველა რეფორმა, რომელიც დავაინიცირეთ, შემუშავებულია შესაბამისი დარგის ექსპერტების, მშენებელთა ასოციაციის, ბიზნესასოციაციის ჩართულობით, მათი ჯანსაღი ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტიანობის დეპარტამენტის უფროსმა, გურამ დუმბაძემ გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“.

ნიკა გვარამია

05 ივნისი 2026, 16:21

პოლიტიკა

გვარამია ბოკუჩავას: იმედი მაქვს, ალიანსის საქმიანობაში რამე მონაწილეობას მაინც მიიღებთ, მიტინგზე გამოსასვლელად სცენასთან მოსვლის და სიტყვით გამოსვლის მოთხოვნის გარდა. რამეს, ელემენტარულს მაინც

მიხარია, თუ გესმის და დისფუნქციურ ორგანიზმს რეალურ მოქმედ გუნდად აქცევ, - განაცხადა „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია, „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას მისამართით წერს, რომელმაც მის პარტიასა და მიხეილ სააკაშვილზე გვარამიას მხრიდან თავდასხმას მოულოდნელი უწოდა.

05 ივნისი 2026, 15:56

პოლიტიკა

ევროპარლამენტარი მიხაელ ფონ დერ შულენბურგი: რომ შევხედოთ უკრაინას და ირანს, ჩვენ, დასავლეთი, ორივე ომს ვაგებთ - ამერიკა აგებს ორივე ომს და სადაც ამერიკა აგებს, ევროპის შესაძლებლობებსა და ძალაზე საუბარი საერთოდ ზედმეტია, ამდენი ომი მსოფლიოში არსად არის, რამდენიც ევროპის ტერიტორიაზე

ჩემი გამოცდილება სწორედ იმ ქვეყნებს ეხება, რომლებიც არიან ომში. ევროპა არ იყო ომში, მაგრამ ახლა, თვითონ არის ომში. მინდა არ დაგეთანხმოთ იმასთან დაკავშირებით, რომ პატარა ქვეყნები სუსტ პოზიციაში არიან და რომ გაიჭყლიტებიან - სინამდვილეში, პატარა ქვეყნები დღეს ისეთ ძლიერ პოზიციაში არიან, როგორც არასდროს, - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, მიხაელ ფონ დერ შულენბურგმა, თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

მიხაელ ფონ დერ შულენბურგი

05 ივნისი 2026, 15:55

პოლიტიკა

ევროპარლამენტარი მიხაელ ფონ დერ შულენბურგი: ევროკავშირი მუდმივად უარყოფს არსებულ რეალობას, ევროკავშირი ვეღარ გადარჩება

ევროკავშირი ვეღარ გადარჩება, ევროკავშირი მუდმივად უარყოფს არსებულ რეალობას, რაც აუცილებლად, ყველანაირად გამოიწვევს მის დაჭკნობას, - განაცხადა ევროპარლამენტარმა, მიხაელ ფონ დერ შულენბურგმა, თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

ენდრიუ პაზდერი

05 ივნისი 2026, 15:49

მსოფლიო

აშშ-ის ელჩი ევროკავშირში: ტრამპი გრენლანდიაში შეჭრას არასდროს აპირებდა

ევროკავშირში აშშ-ის ელჩის ენდრიუ პაზდერის განცხადებით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ მიმდინარე წლის დასაწყისში გაკეთებული განცხადებები, რომლებიც გრენლანდიასთან დაკავშირებით სამხედრო ჩარევის შესაძლებლობას ეხებოდა, არასწორად იქნა გაგებული.

ბექა ძამაშვილი

05 ივნისი 2026, 15:46

სამართალი

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტების მიერ საქართველოს მიმართ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ 2025 წლის ანგარიში მოისმინეს

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ერთობლივ სხდომაზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტების მიერ საქართველოს მიმართ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ იუსტიციის სამინისტროს 2025 წლის ანგარიში მოისმინეს.

05 ივნისი 2026, 15:37

საზოგადოება

გიორგი ჯინჭარაძე სამგორის რაიონში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, სამგორის რაიონში, კუპრაძის ქუჩაზე მდებარე კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას შეხვდა. ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.