imedi /  23 ოქტომბერი 2017, 12:44 / სანდო წყარო

ბრიტანეთის მთავრობამ გაეროს ტერმინი "ორსული ქალის" "ორსული ადამიანით" ჩანაცვლება შესთავაზა

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ გაეროს ოფიციალურ დოკუმენტაციაში ტერმინი "ორსული ქალის" "ორსულ ადამიანად" ჩანაცვლება შესთავაზა. The Times-ის ცნობით, ეს ინიციატივა ტრანსგენდერების უფლებების დასაცავად შემოიღეს. 

"გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტს ვთხოვთ, რომ ზუსტად განსაზღვროს უფლებები, რომლებიც ეხება არამხოლოდ ფეხმძიმე ქალებს, არამედ ორსულ ტრანსგენდერებსაც", - აცხადებენ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. 

"ორსული ქალების" ტერმინის გაუქმების წინააღმდეგ ფენიმისტური ორგანიზაციები გამოვიდნენ. გამოცემა The Guardian-ისა და ჟურნალი Cosmopolitan-ის რედაქტორმა სარა დიტმანმა განაცხადა, რომ ეს ინიციატივა არ იცავს ტრანსგენდერებს, არამედ "ავიწროებს ქალებს". 

გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ ოქტომბერში განაცხადა, რომ მთავრობა Gender Recognition Act-ის პროექტზე მუშაობს, რომელიც საშუალებას მისცემს მოქალაქეებს თავად აირჩიონ სქესი, რომელსაც დოკუმენტებში მიუთითებენ.

ყველა სიახლე

დიმიტრი ხუნდაძე

12 მარტი 2026, 15:50

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: გაუქმდა გადაწყვეტილება, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების ქვეყანაში შემოყვანის აკრძალვას გულისხმობდა. სანაცვლოდ მსგავს ავტომანქანებზე განბაჟების თანხა გაიზრდება

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე სოციალური ქსელით გამოეხმაურა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად ქვეყანაში 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანა აღარ აიკრძალება და სანაცვლოდ, ავტომობილის შემოყვანის აქციზი კონკრეტული თანხით, ანუ ერთ კუბზე 4,5 ლარით განისაზღვრება.

12 მარტი 2026, 15:49

პოლიტიკა

თბილისის საკრებულოში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

თბილისის საკრებულოში ქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თინათინ ნიბლოშვილმა და სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, ხათუნა ცერცვაძემ გახსნეს. შეხვედრაში მონაწილეობდნენ როგორც მაჟორიტარები, ასევე კომისიების თავმჯდომარეები და საკრებულოს უმრავლესობის წევრები.

დავით სონღულაშვილი

12 მარტი 2026, 15:45

საზოგადოება

დავით სონღულაშვილი: მნიშვნელოვანი იყო, რომ ერთი მხრივ, მიღწეული ყოფილიყო ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზანი და მეორე მხრივ, გათვალისწინებული ყოფილიყო კერძო სექტორის ინტერესები, ტარიფის ზრდა ძველი მანქანების იმპორტს შეაფერხებს

მნიშვნელოვანი იყო, რომ ერთი მხრივ, მიღწეული ყოფილიყო ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზანი და მეორე მხრივ, გათვალისწინებული ყოფილიყო კერძო სექტორის ინტერესები, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილებზე, შემოყვანის აკრძალვის ნაცვლად, განბაჟების 4.5-ლარიანი ტარიფის დაწესებასთან დაკავშირებით.

ლაშა ხუციშვილი

12 მარტი 2026, 15:42

საზოგადოება

ლაშა ხუციშვილი 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილებზე: გადაწყვეტილება მიიღეს ფართო კონსულტაციების შედეგად, რათა მაქსიმალურად დაცული იყოს ბიზნესის ინტერესები და ამავდროულად, ეკოლოგიური კუთხით იყოს დაცული ქვეყნის მოსახლეობა

6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების რეგისტრაციის შეზღუდვის ნაცვლად, აღნიშნულ ავტომობილებზე დადგინდება განსხვავებული ერთიანი განაკვეთი - ერთ კუბურ მეტრზე 4.5 ლარის ოდენობით, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

12 მარტი 2026, 15:38

პოლიტიკა

კახა კალაძე თურქეთისა და ბრაზილიის ელჩებს შეხვდა

თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოში მოქმედი დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს შეხვდა.

12 მარტი 2026, 15:35

მსოფლიო

ისრაელის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ირანის რაკეტების მწარმოებელ ბირთვულ ობიექტზე იერიში მიიტანეს

ისრაელის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ დარტყმები მიიტანეს ირანის იმ ბირთვულ ობიექტზე, სადაც რაკეტების წარმოება ხდებოდა.

12 მარტი 2026, 15:28

სამართალი

შსს: პარლამენტის წინ გაშლილ კარავში გაჩნდა ხანძარი, ინფორმაციის მიღებისთანავე, ადგილზე გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები. მომხდარ ფაქტზე ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება

შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტის წინ გაშლილ კარავში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

12 მარტი 2026, 14:59

კულტურა

სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სპექტაკლის - „მარიამობისთვე 1924" პრემიერა გაიმართა

კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე სეზონი პრემიერით გაიხსნა. მაყურებელმა ალექსანდრე ქანთარიას პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი - "მარიამობისთვე 1924“ იხილა.

გიორგი ცინცაძე

12 მარტი 2026, 14:58

რეგიონი

ბათუმის მერმა მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალური ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ქალაქში მიმდინარე და უახლოეს პერიოდში დაგეგმილი სამუშაოები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, ქალაქის კეთილმოწყობასა და საზოგადოებრივი სივრცეების განვითარებას.

12 მარტი 2026, 14:48

საზოგადოება

გლდანის რაიონის გამგეობა მუხიანის აგარაკებზე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს რამდენიმე მიმართულებით ახორციელებს

მუხიანის აგარაკებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად გრძელდება, - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

12 მარტი 2026, 14:44

საზოგადოება

საპატრიარქოს UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრისა და მისი მრჩეველი ორგანოების წარმომადგენლები ეწვივნენ

საპატრიარქოს UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრისა და მისი მრჩეველი ორგანოების, ICOMOS-ისა და ICCROM-ის წარმომადგენლები ეწვივნენ.

12 მარტი 2026, 14:43

მსოფლიო

რადიო „თავისუფლება“: ირანმა მალტის დროშის ქვეშ მცურავ ამერიკულ გემს შეუტია, რომლის ეკიპაჟიც საქართველოს მოქალაქეებისგან შედგება. ისინი არ დაშავებულან

ერთ-ერთი ნავთობტანკერის ეკიპაჟი, რომელსაც ირანი ერაყის ტერიტორიულ წყლებში დაესხა თავს, საქართველოს მოქალაქეებისგან შედგება. ამერიკული კომპანია VISHNU OCEAN CARRIERS LTD-ის კუთვნილი ტანკერის Zephyros კაპიტანმა „რადიო თავისუფლების“ ქართულ სამსახურს განუცხადა, რომ ტანკერს ჯერ დისტანციურად მართვადი კატერი დაეჯახა, რომელშიც ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო განთავსებული, შემდეგ კი მას კამიკაძე-დრონებით შეუტიეს.

დავით კუბლაშვილი

12 მარტი 2026, 14:38

რეგიონი

დავით კუბლაშვილი: გადაიკეტა ქუთაისი-ტყიბულის დამაკავშირებელი გზა, ყველა ტიპის ტრანსპორტისთვის არის მოძრაობა აკრძალული და ველოდებით გეოლოგების დასკვნას

გადაიკეტა ქუთაისი-ტყიბულის დამაკავშირებელი გზა, ყველა ტიპის ტრანსპორტისთვის არის მოძრაობა აკრძალული და ველოდებით გეოლოგების დასკვნას, - განაცხადა ტყიბულის მერმა დავით კუბლაშვილმა.

ლევან ზალკალიანი

12 მარტი 2026, 14:35

რეგიონი

იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ლევან ზალკალიანის განცხადებით, სოფელ კურსებში მეწყრის შედეგად მიყენებული ზარალის აღწერა მიმდინარეობს

იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ლევან ზალკალიანის განცხადებით, სოფელ კურსებში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად, დაზარალებულია 38 ოჯახი, 104 მოქალაქე, რომლებიც დროებით ქუთაისსა და ტყიბულში გადაიყვანეს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

12 მარტი 2026, 14:34

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: ხალხი ომით დაიღალა. მათ სურთ მშვიდობა, თუმცა რუსეთთან დათმობებისთვის მზად არ არიან

„ხალხი ომით დაიღალა, რადგან გადარჩენა უწევს, თუმცა ხალხს არ დაუკარგავს ღირსება და საკუთარი თავი. მათ სურთ მშვიდობა, თუმცა რუსეთთან დათმობებისთვის მზად არ არიან. მე ამერიკელებს ვენდობი, რომ ამ ომის დასრულება სურთ. იმედი მაქვს, დაგვეხმარებიან, თუმცა მათ ზეწოლა რუსეთზე უნდა გაზარდონ და არა ჩემზე. ცხადია, ჩვენ გვჭირდება ფული შიდა წარმოებისთვის. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ევროპისთვის, ამიტომ რეალურად კონფლიქტი არა უკრაინასა და უნგრეთს შორის, არამედ ევროპასა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრს შორისაა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ბლოკავს სანქციების პოლიტიკას, ფულს, იარაღს, ბლოკავს ევროკავშირში ჩვენს შესვლას. ის რუსეთის ლიდერის მხარეს დგას“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ბრანისლავ ონდრუში

12 მარტი 2026, 14:30

პოლიტიკა

ბრანისლავ ონდრუში გრეგოროვას მიერ „იმედის“ ჟურნალისტისადმი ნათქვამზე: ასეთი რამის თქმა ევროპარლამენტის წევრს უნდა ეკრძალებოდეს, მითუმეტეს თუ ჩვენ დემოკრატიის სახლი ვართ

ასეთი რამის თქმა ევროპარლამენტის წევრს უნდა ეკრძალებოდეს, მითუმეტეს თუ ჩვენ დემოკრატიის სახლი ვართ, - განაცხადა ევროპარლამენტარმა ბრანისლავ ონდრუშა მარკეტა გრიგოროვასთან დაკავშირებით, რომელსაც მიაჩნია, რომ „იმედს“ ევროპარლამენტში მუშაობა აკრძალული უნდა ჰქონდეს.

ლევან ზაუტაშვილი

12 მარტი 2026, 14:30

რეგიონი

რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე: სოფელ კურსებში შექმნილია შტაბი, რომელშიც ჩართულია ყველა სახელმწიფო სტრუქტურა. აქტიურ რეჟიმში ვმუშაობთ, რათა გრძელვადიან პერსპექტივაში დავისახოთ სამოქმედო გეგმა

შემუშავდა მოკლევადიანი სამოქმედო გეგმა, რაც ითვალისწინებდა პირველ რიგში ეპიცენტრში მყოფი მოსახლეობის სასწრაფო ევაკუაციას, - განაცხადა რეგიონული განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ლევან ზაუტაშვილმა ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში განვითარებულ მეწყერთან დაკავშირებით ადგილზე მიმდინარე სამუშაოებზე.

ზვიად შალამბერიძე

12 მარტი 2026, 14:28

პოლიტიკა

ზვიად შალამბერიძე რადიკალების გაერთიანებაზე: სინამდვილეში, ეს არანაირი ალიანსი არ არის. ეს არის ისევ ერთი პარტია, რომელსაც ჰქვია „ნაციონალური მოძრაობა“

წლების განმავლობაში ჩვენ ვუყურებთ, რომ თითქოს იშლებიან, შემდეგ ერთიანდებიან არჩევნების წინ, შემდეგ ისევ იშლებიან, - განუცხადა „ქრონიკას“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ რადიკალების გაერთიანებასთან დაკავშირებით.

ირაკლი კობახიძე

12 მარტი 2026, 14:25

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ყურის არაბულ ქვეყნებში დარჩა რამდენიმე ასეული ჩვენი მოქალაქე, 4 ჩარტერი დაორგანიზდა, რის შედეგადაც საქართველოში დაბრუნდა 558 ჩვენი თანამოქალაქე

საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ყურის არაბულ ქვეყნებში დარჩა რამდენიმე ასეული ჩვენი მოქალაქე, 4 ჩარტერი დაორგანიზდა სახელმწიფოს მხრიდან ომანიდან და საუდის არაბეთიდან, ამის შედეგად საქართველოში დაბრუნდა 558 ჩვენი თანამოქალაქე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

ლევან მახაშვილი

12 მარტი 2026, 14:23

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე: ეს იყო ლუსტრაცია სწორედ იმ დამოკიდებულებისა, რაც ამ პოლიტიკურ ძალებს უპირველეს ყოვლისა ქართველ ხალხთან აქვთ

„მისასალმებელია, რომ ევროპარლამენტში არიან ჯანსაღი ძალები, რომლებიც სწორედ ამისკენ მოუწოდებდნენ ამ პოლიტიკურ ორგანიზაციებს, რომ თავი დაენებებინათ იმ მავნე პრაქტიკისთვის, რაც სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევაა და მაქსიმალურად მიეცათ შესაძლებლობა საქართველოსთვის, ქართველი ხალხისთვის, რომ მათი სუვერენული ნება განეხორციელებინათ, მათ შორის არჩევნების გზით“, - განაცხადა მახაშვილმა.