აშშ-ის დაზვერვას ომის შემდეგ ჰიტლერის შესაძლო გადარჩენაზე ინფორმაცია ჰქონდა
ადოლფ ჰიტლერი
აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ (CIA), ამერიკის პრეზიდენტის, ჯონ კენედის მკვლელობის საქმის დეტალების გასაჯაროების გარდა, გაავრცელა ინფორმაცია, რომელიც ნაცისტური გერმანიის ლიდერს, ადოლფ ჰიტლერს ეხებოდა. დოკუმენტების მიხედვით, 1955 წელს ჰიტლერი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და თავს სამხრეთ ამერიკას აფარებდა.
გასაჯაროებულ დოკუმენტში ლაპარაკია მონაცემებზე, რომელიც ვინმე CIMELODY-3-მა მიაწოდა სპეცსამსახურებს. დოკუმენტში წერია, რომ მისი მეგობარი ურთიერთობდა რაიხის ყოფილ წევრ ფილიპ სიტროენთან, რომელიც მანამდე შეხვედრია ჰიტლერს, როდესაც ის ვენესუელიდან კოლუმბიაში მიდიოდა. გარდა ამისა, მან განაცხადა, რომ 1 წლის შემდეგ ფიურერი კოლუმბიიდან არგენტინაში გადაიხვეწა.

ფოტო: www.cia.gov
სიტროენმა აჩვენა ფოტოც, რომელზეც, სავარაუდოდ, თვითონ და ადოლფ ჰიტლერია გამოსახული. სადაზვერვო სააგენტოში ფოტო მოხვდა მას შემდეგ, რაც CIMELODY-3-ს მეგობარმა ის სიტროენს მოპარა და მას გადასცა.
ოფიციალური ვერსიით, 1945 წლის 30 აპრილს, როდესაც საბჭოთა ჯარი უკვე რაიხსკანცელარიის მისადგომებთან იყო, ჰიტლერმა თავი მოიკლა. ფიურერისა და მისი ცოლის, ევა ბრაუნის გვამები რაიხსკანცელარიის დაბომბილ ბაღში აიტანეს, სადაც ბომბის მიერ დატოვებულ კრატერში დაწვეს.
27 ოქტომბერს, დონალდ ტრამპის განკარგულებით პრეზიდენტ ჯონ კენედის მკვლელობის საქმის დაახლოებით 3000-მდე დოკუმენტი გასაჯაროვდა. ტრამპმა თავიდანვე განაცხადა, რომ დოკუმენტების ერთი ნაწილი, უსაფრთხოების მიზნით, დარედაქტირებულია. სწორედ ამ ნაწილის შეძენა უნდა WikiLeaks-ს.
მანამდე, 24 ივლისს იგივე ბაზაზე 3 900 დოკუმენტი აიტვირთა. თეთრი სახლის ინფორმაციით, 2018 წლის ბოლომდე საქმიდან კიდევ რამდენიმე ათასი მასალა გასაჯაროვდება.
აშშ-ის 35-ე პრეზიდენტი ჯონ კენედი 1963 წლის 22 ნოემბერს ტეხასის შტატში მოკლეს.
ყველა სიახლე
15 ივნისი 2026, 09:29
მსოფლიო
ჟენევაში „დიდი შვიდეულის“ საწინააღმდეგო დემონსტრაცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა
დემონსტრანტებმა „დიდი შვიდეულის“ სამიტს მდიდრების შეხვედრა უწოდეს, მათი მტკიცებით ლიდერები მშვიდობაზე ზრუნვის ნაცვლად, ხალხზე ფულით და ძალაუფლებით ზეწოლას ახდენენ. აღსანიშნავია რომ „დიდი შვიდეულის“ სამიტის მთავარი თემები, ირანსა და უკრაინაში ომის მოგვარების გზები იქნება.
15 ივნისი 2026, 09:24
მსოფლიო
დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრები გამართა
„განვიხილეთ მრავალი საკვანძო თემა. საკმაოდ დიდხანს ვისაუბრეთ ძალიან დეტალურად. პრეზიდენტ ტრამპის დღევანდელი სიტყვები აბსოლუტურად სწორი იყო, განსაკუთრებით ყირიმთან დაკავშირებით, ყველაფერი სწორედ რუსეთის მიერ ყირიმის მიტაცებით დაიწყო და მაშინ რომ ძლიერი ლიდერობა ყოფილიყო, ომი საერთოდ არ იქნებოდა... შევთანხმდით ჩვენს შეხვედრაზე, უახლოეს დღეებში ევროპაში გაიმართება „დიდი შვიდეულის“ ფორმატი, სადაც, რა თქმა უნდა, უკრაინა, ჩვენი თავდაცვა, ჩვენი შესაძლებლობები მშვიდობის მისაღწევად, მთავარ თემებს შორის იქნება“, - განაცხადა ზელენსკიმ.
15 ივნისი 2026, 09:23
რეგიონი
დავით სონღულაშვილმა კახეთში სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულები დააჯილდოვა
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით, 2025-2026 სასწავლო წლის სკოლის წარჩინებით დასრულებისთვის მოსწავლეების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი დაესწრო. მინისტრმა ახალგაზრდებს სკოლის დამთავრება მიულოცა და წარმატებები უსურვა განათლების მიღებისა და პროფესიული განვითარების შემდგომ გზაზე.
15 ივნისი 2026, 09:09
სპორტი
UFC Freedom 250-ის მთავარ ბრძოლაში ილია თოფურია დამარცხდა
UFC Freedom 250-ის მთავარ ბრძოლაში ილია თოფურია დამარცხდა.
15 ივნისი 2026, 09:08
კულტურა
მომღერალი ოლივერ თრი ავიაკატასტროფას ემსხვერპლა
ოლივერ თრი ისეთი ჰიტების ავტორია, როგორებიცაა When Iʼm Down, Life Goes On, Alien Boy და Hurt. სიმღერაზე All You Ever Wanted ვიდეორგოლი მომღერალს საქართველოში, დიდგორის მონუმენტთან ჰქონდა გადაღებული. ის 32 წლის იყო. მომღერალი რიო-დე-ჟანეიროში მსოფლიო ტურნეს ფარგლებში იმყოფებოდა.
15 ივნისი 2026, 08:53
რეგიონი
თელავში, წარჩინებული მოსწავლეები დააჯილდოვეს
თელავში, წარჩინებული მოსწავლეები დააჯილდოვეს. ღონისძიება ყოველწლიურად, სახელმწიფო რწმუნებულის ინიციატივით იმართება. 2025-2026 სასწავლო წლებში რეგიონის მასშტაბით, სკოლა ოქროს და ვერცხლის მედალზე 462 მოსწავლემ დაამთავრა.
15 ივნისი 2026, 08:29
საზოგადოება
თბილისში, მეტეხის ქუჩაზე ხანძარი იყო, დაშავდა ერთი ადამიანი
თბილისში, ავლაბრის მეტროს მიმდებარედ, მეტეხის ქუჩაზე, გვიან ღამით ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის გადახურვასა და მესამე სართულზე ერთ-ერთ ბინას გაუჩნდა. ადგილზე მეხანძრე-მაშველები ოპერატიულად იყვნენ მობილიზებული.
15 ივნისი 2026, 08:18
პოლიტიკა
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დღეს სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი ეწვევა
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დღეს სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი, მეუღლესთან და სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად ეწვევა.
15 ივნისი 2026, 08:06
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
15 ივნისს ქუთაისში მოსალოდნელია მცირე ნალექი. დღისით +27 და ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსი იქნება. ბათუმშიც ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.
15 ივნისი 2026, 04:49
მსოფლიო
ტრამპი ირანთან შეთანხმებაზე: ნეთანიაჰუ ძალიან მადლობელი უნდა იყოს - ირანს ბირთვული იარაღი რომ ჰქონოდა, ისრაელი ორ საათსაც ვერ იარსებებდა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოცემა The New York Times-ს განუცხადა, რომ თუ ირანი ვერ მიაღწევს საბოლოო ბირთვულ შეთანხმებას ამერიკის შეერთებულ შტატებთან, იგი განაახლებს სამხედრო თავდასხმებს თეირანზე ან ამერიკის შეერთებულ შტატებს „ახლო აღმოსავლეთის მფარველად“ აქცევს, რეგიონის შემოსავლების 20%-ის სანაცვლოდ.
15 ივნისი 2026, 04:34
მსოფლიო
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კიევზე მასირებული იერიში მიიტანეს უპილოტო საფრენი აპარატებისა და ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით - დაბომბვის დროს კიევ-პეჩერის ლავრის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა
15 ივნისის ღამეს, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კიევზე მასირებული იერიში მიიტანეს უპილოტო საფრენი აპარატებისა და ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით. დაბომბვის დროს კიევ-პეჩერის ლავრის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.
15 ივნისი 2026, 04:17
მსოფლიო
The New York Times: ტრამპმა შეაქო ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტები ირანთან კონფლიქტის მოგვარებაში შეტანილი წვლილისთვის
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაზეთ The New York Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანთან მიღწეული შეთანხმება საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს ჰორმუზის სრუტის გადასახადების გარეშე გახსნას.
15 ივნისი 2026, 04:04
მსოფლიო
საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და გაერთიანებული სამეფოს ლიდერები მზად არიან გააუქმონ შესაბამისი სანქციები, ირანის მიერ საკუთარ ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით გადადგმული მკაფიო და გადამოწმებადი ნაბიჯების საპასუხოდ
საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და გაერთიანებული სამეფოს ლიდერებმა ერთობლივ განცხადებაში „ჰორმუზის სრუტის სასწრაფოდ გახსნა და ნაოსნობის უპირობო და შეუზღუდავი თავისუფლების უზრუნველყოფა“ მოითხოვეს.
15 ივნისი 2026, 03:56
მსოფლიო
ჯეი დი ვენსი ირანთან შეთანხმებას დადებითად აფასებს, თუმცა აღნიშნავს, რომ სამუშაო კიდევ ბევრია
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა კვირას ირანთან მიღწეულ შეთანხმებას „ამერიკის შეერთებული შტატებისთვის დიდი მომენტი“ უწოდა, თუმცა აღნიშნა, რომ სამუშაო კიდევ ბევრია.
15 ივნისი 2026, 03:49
მსოფლიო
ტრამპი: ჰორმუზის სრუტე პარასკევს, აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ გაიხსნება
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე პარასკევს, აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ გაიხსნება.
15 ივნისი 2026, 03:40
მსოფლიო
კატარის პრემიერი: მივესალმებით აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმებას
კატარის პრემიერ-მინისტრმა, მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ბინ ჯასიმ ალ-თანიმ კვირას განაცხადა, რომ მისი ქვეყანა „მიესალმება“ აშშ-სა და ირანს შორის მიღწეულ შეთანხმებას.
15 ივნისი 2026, 03:34
მსოფლიო
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე: აშშ-თან ურთიერთგაგების მემორანდუმის ტექსტი შეთანხმებულია და მას ხელი ოფიციალურად პარასკევს, შვეიცარიაში მოეწერება
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ აშშ-თან ურთიერთგაგების მემორანდუმის ტექსტი შეთანხმებულია და მას ხელი ოფიციალურად პარასკევს, შვეიცარიაში მოეწერება.
15 ივნისი 2026, 03:23
მსოფლიო
ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ ირანთან მემორანდუმის ხელმოწერას დაესწრება, თუმცა შესაძლოა მას ტრამპიც შეუერთდეს
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა კვირას საღამოს განაცხადა, რომ იგი აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთგაგების ოფიციალური მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიალზე დასწრებას გეგმავს, თუმცა შესაძლოა ღონისძიებას თავად პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც დაესწროს.
15 ივნისი 2026, 03:12
მსოფლიო
ტრამპი: ირანთან შეთანხმება მიღწეულია, აშშ საზღვაო ბლოკადას მოხსნის
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კვირას გამოაცხადა, რომ ირანთან შეთანხმება მიღწეულია და აშშ დაასრულებს ქვეყნის საზღვაო ბლოკადას, რაც თვეების განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებებში ყველაზე მნიშვნელოვან წინსვლას წარმოადგენს.
15 ივნისი 2026, 00:00
საზოგადოება
პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დღეს, 09:00 საათიდან დაიწყება
პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 2026 წლის 15 ივნისის 09:00 საათიდან დაიწყება და 3 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება, - აღნიშნულია განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


