imedi /  05 ნოემბერი 2017, 23:22 / სანდო წყარო

"სამოთხის დოკუმენტები": აშშ-ის ვაჭრობის მინისტრი რუსულ კომპანიაში ინვესტიციებს დებდა

უილბორ როსი

უილბორ როსი

"სამოთხის დოკუმენტები" (Paradise Papers) აშშ-ის ვაჭრობის მინისტრ ვილბურ როსს რუსეთის ნავთობისა და გაზის კორპორაციებთან კავშირში ამხელს. ამის შესახებ BBC ცოტა ხნის წინ გავრცელებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს.

დოკუმენტებში წერია, რომ როსი წარმოადგენს იმ სავაჭრო გადაზიდვების კომპანიის ინტერესებს, რომელიც მილიონობით დოლარს რუსული გაზისა და ნავთობის გადაზიდვით გამოიმუშავებდა ყოველწლიურად. ამ კომპანიის ერთ-ერთი მთავარი აქციონერი კი რუსეთის პრეზიდენტის - ვლადიმერ პუტინის სიძე და კიდევ ორი პირია, რომლებიც აშშ-ის მიერ რუსეთისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციების სიათა ჩამონათვალში არიან მითითებულნი. დოკუმენტების მიხედვით, როსი ამ კომპანიაში ინვესტიციებს დებდა.

Paradise Papers-ი 13.4 მილიონ ფაილს შეიცავს, რომლებიც ხელში ჩაუვარდა გერმანულ გაზეთს Süddeutsche Zeitung-ს. გაზეთმა დოკუმენტები ჟურნალისტური გამოძიების საერთაშორისო კონსორციუმს გაუზიარა, რომელთა პარტნიორებიც არიან The Guardian-ი, BBC და The New York Times-ი. დოკუმენტებში საუბარია ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიებზე, რომლებშიც მსოფლიოს წამყვანი პოლიტიკოსები, კომპანიები და ცნობილი ადამიანები თავიანთ ფინანსებს ინახავდნენ.

ყველა სიახლე

24 სექტემბერი 2026, 09:15

მსოფლიო

ბერლინის აეროპორტმა დრონის გამო მუშაობა დროებით შეაჩერა

არსებული ინფორმაციით, დრონი აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივი დროით 20:00 საათზე შენიშნეს. ამის შემდეგ გერმანიის საჰაერო მოძრაობის მართვის სამსახურმა უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე თავდაპირველად ჩრდილოეთის,მოგვიანებით კი სამხრეთის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი ჩაკეტა. შეზღუდვები 21:05 საათზე მოიხსნა.

24 სექტემბერი 2026, 09:12

საზოგადოება

განათლების სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს დელეგაცია შანხაიში მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებას – საერთაშორისო პროფესიული უნარების კონკურსს „WorldSkills 2026” ესწრება

განათლების სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს დელეგაცია მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებას – საერთაშორისო პროფესიული უნარების კონკურსს “WorldSkills 2026” ესწრება, რომელიც ჩინეთის ქალაქ შანხაიში იმართება.

24 სექტემბერი 2026, 09:08

ეკონომიკა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მოადგილეები: ირაკლი ნადარეიშვილი და გენადი არველაძე ჩინეთის ტექნოლოგიურ კომპანიის JD.com-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებმა ირაკლი ნადარეიშვილმა და გენადი არველაძემ ჩინეთის ერთ-ერთ უმსხვილეს ელექტრონული კომერციისა და მიწოდების ჯაჭვის ტექნოლოგიური კომპანიის JD.com - ის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს.

24 სექტემბერი 2026, 09:06

პოლიტიკა

საქართველო, გაერო-ს წევრი 50-ზე მეტი ქვეყანასა და ევროკავშირითან ერთად, შეუერთდა უკრაინის მხარდამჭერ ერთობლივ განცხადებას, რომელშიც რუსეთს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ

დოკუმენტი გუშინ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის დაწყებამდე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. განცხადების ხელმომწერებმა უკრაინის მიმართ სოლიდარობა გამოხატეს და ღრმა შეშფოთება გამოთქვეს რუსეთის მიერ უკრაინის მასშტაბით მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ მოქმედებების ესკალაციის გამო.

ირაკლი ქადაგიშვილი

24 სექტემბერი 2026, 09:01

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი „კორძის“ კონცერტზე: არ შეიძლება, ევროკავშირი და დანია აფინანსებდნენ ისეთ ფესტივალს, სადაც მთავარი მოქმედი პირი იქნება ადამიანი, რომელიც გამოირჩეოდა იმით, რომ 1 200 000-ზე მეტ ადამიანს აყენებდა ყველაზე უფრო მძიმე ფორმით შეურაცხყოფას - საბოლოო ჯამში მათ თავი აარიდეს უხერხულ მდგომარეობას

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილ მუსიკოს „კორძის“ გაუქმებას გამოეხმაურა.

24 სექტემბერი 2026, 08:54

პოლიტიკა

„კორძის“ კონცერტი 26 სექტემბერს აღარ გაიმართება

საზოგადოების პროტესტის შემდეგ იმ მუსიკოსის კონცერტი, რომელმაც შეურაცხყოფა მილიონზე მეტ ადამიანს მიაყენა, დანიის კულტურის ინსტიტუტმა და ხელოვნების სახლმა ღონისძიება გააუქმა. ამავე მიზეზის შესახებ წერს თავად მუსიკოსიც.

მაკა ბოჭორიშვილი

24 სექტემბერი 2026, 08:45

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო დაინტერესებულია, გახდეს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა 2027 წელს და მზადაა, ითანამშრომლოს ორგანიზაციის წევრ ყველა სახელმწიფოსთან

გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფოების წარმომადგენლებისთვის მიღებას უმასპინძლა, რომელიც 2027 წელს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნად საქართველოს კანდიდატურას მიეძღვნა. ვიცე-პრემიერმა სტუმრებს სიტყვითაც მიმართა.

24 სექტემბერი 2026, 08:31

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 24 სექტემბერს საქართველოში

24 სექტემბერს ქუთაისში წვიმას ელოდებიან, დღისით +25 და ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა იქნება ოზურგეთშიც. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.

24 სექტემბერი 2026, 08:15

სამართალი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დუშეთის მუნიციპალიტეტში დიდი ოდენობით წიაღის უკანონო მოპოვების 3 ფაქტი გამოავლინეს

სამართალდამრღვევმა სპეციალური ტექნიკის გამოყენებით უკანონოდ მოიპოვეს ჯამში დაახლოებით 1100 კუბური მეტრი მოცულობის ქვიშა-ხრეში. სამართალდარღვევების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ჯამური ოდენობა 17 000 ლარამდეა. ერთ-ერთი ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.

ნინო წილოსანი

24 სექტემბერი 2026, 08:11

პოლიტიკა

ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით საქართველოს პარლამენტის დელეგაცია აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვია - დელეგაცია აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს, მილი მეჯლისის კომიტეტების თავმჯდომარეებსა და აზერბაიჯანის მთავრობის წევრებს შეხვდება

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვია. ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს, მილი მეჯლისის კომიტეტების თავმჯდომარეებსა და აზერბაიჯანის მთავრობის წევრებს შეხვდება. განიხილება საქართველოსა და აზერბაიჯანის პარლამენტებს შორის ორმხრივი საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავების, ორი ქვეყნის მეგობრობისა და სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცების, რეგიონული თანამშრომლობისა და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო თანამშრომლობის გაძლიერებას. ამ მიმართულებით დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს აზერბაიჯანის საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმში.

შალვა პაპუაშვილი

24 სექტემბერი 2026, 08:06

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი დღეს ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს დეპუტატთა პალატის სპიკერს შეხვდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით ლუქსემბურგში იმყოფება - შალვა პაპუაშვილი დღეს ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს დეპუტატთა პალატის სპიკერს პირისპირ შეხვდება, რის შემდეგაც დელეგაციასთან ერთად, გაფართოებულ ფორმატში, მუდმივმოქმედი კომიტეტის, საგარეო და ევროპულ საქმეთა, საგარეო დახმარების, იმიგრაციისა და თავშესაფრის საკითხთა კომიტეტის წევრებთან აუდიენციას გამართავს. ლუქსემბურგამდე, შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში იმყოფებოდა, სადაც ბელგიის ორივე პალატის პრეზიდენტებს შეხვდა.

მიხეილ სარჯველაძე

24 სექტემბერი 2026, 08:02

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში პანდემიის პრევენციის, მზადყოფნისა და რეაგირების საკითხებზე გამართულ მაღალი დონის შეხვედრაზე სიტყვით გამოვა

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში პანდემიის პრევენციის, მზადყოფნისა და რეაგირების საკითხებზე გამართულ მაღალი დონის შეხვედრაზე სიტყვით გამოვა - შეხვედრა ამ მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას დაეთმობა.

ირაკლი კობახიძე

24 სექტემბერი 2026, 08:00

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დღეს გაეროს გენერალური ასამბლეის გენერალური დებატების მონაწილეებს სიტყვით მიმართავს

ოკუპაცია, როგორც მთავარი გამოწვევა, ეკონომიკური მდგომარეობა და საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობა - ეს ის მთავარი თემებია, რაზეც მთავრობის მეთაური უმაღლესი ტრიბუნიდან ისაუბრებს. გრძელდება ორმხრივი შეხვედრებიც. ქართული დელეგაცია მაღალი დონის თემატურ დისკუსიებში მონაწილეობს და შეხვედრებს მართავს.

მელანია ტრამპი

24 სექტემბერი 2026, 00:53

მსოფლიო

მელანია ტრამპი: დონალდ ტრამპი შეუჩერებლად მუშაობს, მასზე მეტი ენერგია არავის აქვს - დილიდან საღამომდე, უწყვეტ რეჟიმში შრომობს

აშშ-ის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა FOX & Friends-ისთვის მიცემულ ინტერვიუში დონალდ ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ვადა შეაფასა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტი „აკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია“.

კახა აბულაძე

24 სექტემბერი 2026, 00:43

საზოგადოება

კახა აბულაძე: თბილისის საჯარო ბაგა-ბაღები ერთ-ერთი წარმატებული ინსტიტუტია დედაქალაქში და ხშირად ხდება პოლიტიკური სპეკულაციების საგანი

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში ყველა საერთაშორისო სტანდარტი დანერგილია. ეს არის ერთ-ერთი წარმატებული ინსტიტუტი დედაქალაქში და ხშირად ხდება ხოლმე დარტყმებისა და პოლიტიკური სპეკულაციების საგანი, - ამის თაობაზე დედაქალაქის მერის მოადგილემ კახა აბულაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რამდენიმე ბაგა-ბაღში ნოროვირუსით გამოწვეული გასტროენტერიტის შემთხვევებთან დაკავშირებით გავრცელებულ არაერთ დეზინფორმაციაზე მსჯელობისას.

მარკო რუბიო

24 სექტემბერი 2026, 00:42

მსოფლიო

რუბიო: აშშ სერბეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის გაძლიერებას გეგმავს

აშშ სერბეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის გაძლიერებას გეგმავს, - განაცხადა ოთხშაბათს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ნიუ-იორკში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ.

კახა აბულაძე

24 სექტემბერი 2026, 00:37

საზოგადოება

კახა აბულაძე ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების დროებით ამოღებაზე: დავეყრდენით სპეციალისტების რეკომენდაციებს, რომლის მიხედვითაც, დაავადების მიმდინარეობისას მნიშვნელოვანია, რომ არ მიიღონ რძის პროდუქტი

თბილისის მერის მოადგილის კახა აბულაძის განმარტებით, დედაქალაქის საბავშვო ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების დროებით ამოღება დაკავშირებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებთან, რომლის თანახმად, მნიშვნელოვანია, რომ დაავადების მიმდინარეობისას არ მიიღონ რძის პროდუქტი და სხვა ცხიმიანი საკვები.

სოსო მანჯავიძე

24 სექტემბერი 2026, 00:33

პოლიტიკა

სოსო მანჯავიძე ისლანდიის რეფერენდუმის შედეგებზე: მათ არ აქვთ არავითარი პრობლემა, ერთ სულ მოსახლეზე მშპ უზარმაზარი აქვთ და რატომ უნდა გადასცენ სუვერენიტეტის ნაწილი იმ გაერთიანებას, რომელსაც ბუნდოვანი მომავალი აქვს?

მათ არ აქვთ არავითარი პრობლემა, ერთ სულ მოსახლეზე მშპ უზარმაზარი აქვთ და რატომ უნდა გადასცენ სუვერენიტეტის ნაწილი იმ გაერთიანებას, რომელსაც ბუნდოვანი მომავალი აქვს? - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პოლიტოლოგმა სოსო მანჯავიძემ ისლანდიის რეფერენდუმის შედეგებზე მსჯელობისას.

ალიშერ უსმანოვი

24 სექტემბერი 2026, 00:24

მსოფლიო

Reuters: ევროკავშირი მზარდი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა ორი რუსი მილიარდერისთვის სანქციების მოხსნის გამო - გაერთიანების ზოგიერთი წევრის განცხადებით, ეს ნაბიჯი ძირს უთხრის უკრაინის საომარი ძალისხმევის მხარდაჭერის ფუნდამენტურ პრინციპს და სიგნალია იმისა, რომ ბლოკი დაშანტაჟებას დაემორჩილება

ევროკავშირი მზარდი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა ორი რუსი მილიარდერისთვის სანქციების მოხსნის გამო - გაერთიანების ზოგიერთი წევრის განცხადებით, ეს ნაბიჯი ძირს უთხრის უკრაინის საომარი ძალისხმევის მხარდაჭერის ფუნდამენტურ პრინციპს და სიგნალია იმისა, რომ ბლოკი დაშანტაჟებას დაემორჩილება, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.

სოსო მანჯავიძე

24 სექტემბერი 2026, 00:18

პოლიტიკა

სოსო მანჯავიძე: მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ რადიკალური მემარჯვენე ნაწილის გაძლიერება შეიძლება გამოვიდეს დღევანდელი ევროპის მმართველი ელიტის კონტროლის ზონიდან

მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ რადიკალური მემარჯვენე ნაწილის გაძლიერება შეიძლება გამოვიდეს დღევანდელი ევროპის მმართველი ელიტის, რომელსაც დიფ სტეიტს ეძახიან, კონტროლის ზონიდან, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პოლიტოლოგმა სოსო მანჯავიძემ ევროპის ქვეყნებში დაგეგმილ არჩევნებთან დაკავშირებით. მანჯავიძემ ევროკავშირზე საუბრისას, გაერთიანებასთან დაკავშირებით, ბუკოვსკის ცნობილი სიტყვებიც გაიხსენა.