კათოლიკე ლიდერები ფრანგ ეპისკოპოსებს პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე საიდუმლო სერობის სცენის დაგმობაში უერთდებიან
კათოლიკური საინფორმაციო სააგენტო (CNA) ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის შესახებ სტატიას აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ კათოლიკე ლიდერები პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე საიდუმლო სერობის სცენის დაგმობაში, ფრანგ ეპისკოპოსებს უერთდებიან.
ეპისკოპოსები და გამოჩენილი წინამძღოლები მთელი მსოფლიოდან შეუერთდნენ საფრანგეთის ეპისკოპოსთა კონფერენციის და აშშ-ს ეპისკოპოსების 26 ივლისს გამართული პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალის კრიტიკას საიდუმლო სერობის გამოსახვისთვის და მას ქრისტიანობის ღრმად სამარცხვინო დაცინვა უწოდეს.
შაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში, ფრანგმა ეპისკოპოსებმა ღრმა სინანული გამოხატეს ქრისტიანობის დაცინვის სცენების გამო.
„მადლობას ვუხდით სხვა რელიგიური კონფესიების წევრებს, რომლებმაც სოლიდარობა გამოხატეს“, - ნათქვამია 27 ივლისის განცხადებაში.
„ჩვენ ვფიქრობთ ყველა ქრისტიანზე, ყველა კონტინენტზე, რომლის გარკვეულმა სცენებმა აღაშფოთა და პროვოკაციამ დააზარალა“.
ეპისკოპოსებმა ასევე დაამატეს: „ვიმედოვნებთ, მათ ესმით, რომ ოლიმპიური დღესასწაული ზოგიერთი ხელოვანის იდეოლოგიურ პრეფერენციებს სცილდება“.
სტატიაში მოყვანილია ეპისკოპოსების გამოხმაურებები პარიზის ოლიმპიადაზე.
მალტის არქიეპისკოპოსმა ჩარლზ სციკლუნამ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ მან მესიჯი გაუგზავნა საფრანგეთის ელჩს მალტაში და იმედგაცრუება გამოხატა ქრისტიანების შეურაცხყოფის გამო, პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის დროს, როდესაც დრაგ არტისტების ჯგუფმა საიდუმლო სერობის იმიტაცია მოაწყო.
აშშ-ს საეპისკოპოსო კომიტეტის თავმჯდომარემ, ეპისკოპოსმა ენდრიუ კოზენსმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც კათოლიკეებს მოუწოდებს, პარიზის ინციდენტს ლოცვითა და მარხვით უპასუხონ.
სანტიაგო დე ჩილეს არქიეპისკოპოსმა ფერნანდო ჩომალიმ თქვა, რომ იემდგაცრუებულია მომხდარით. გერმანელმა ეპისკოპოსმა შტეფან ოსტერმა კი პარიზის ცნობილ სცენას „ქვიარის უკანასკნელი ვახშამი“ უწოდა.
ფრეი ნელსონ მედინამ, ცნობილმა კოლუმბიელმა დომინიკელმა მღვდელმა სოციალური მედიის საშუალებით განაცხადა, რომ ოლიმპიური თამაშებიდან არცერთ სცენას არ უყურებს.
მელბურნის არქიეპისკოპოსმა პიტერ კომენსოლიმ, [ავსტრალიიდან], სოციალურ ქსელ X-ზე გამოაქვეყნა „საიდუმლო სერობის“ ფოტო და დაწერა: „მე ორიგინალი მირჩევნია“.
ხავიერ ტებას მედრანომ, ლა ლიგის, ესპანეთის უმაღლესი პროფესიონალური ფეხბურთის დივიზიონის პრეზიდენტმა, მკაცრად დაგმო პარიზული დრაგ ქუინის სცენები სოციალურ მედიაში. მედრანომ გამოაქვეყნა წარმოდგენიდან ფოტო შემდეგი წარწერით:- „მიუღებელი, უპატივცემულო, სამარცხვინო! პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საიდუმლო სერობის გამოსახულების გამოყენება შეურაცხყოფაა მათთვის, ვინც ქრისტიანია. სად არის რელიგიური მრწამსის პატივისცემა?”
ასევე, ფრანგი ევროპარლამენტარი მარიონ მარეშალი პარიზის ოლიმპიადის გახსნაზე „დრაგ ქვინების“ მიერ საიდუმლო სერობის პაროდიას აკრიტიკებს. ის სოციალურ ქსელ X-ზე სტატუსს აქვეყნებს და ქრისტიანებს მიმართავს, რომლებმაც თავი შეურაცხყოფილად იგრძნეს. „მსოფლიოს მასშტაბით ყველა ქრისტიანს, ვინც ახლა პარიზის ოლიმპიადის ცერემონიას უყურებს და „დრაგ ქვინების“ მიერ „საიდუმლო სერობის“ პაროდიის გამო თავს შეურაცხყოფილად გრძნობს, იცოდეთ, რომ საფრანგეთი კი არ საუბრობს ინაუგურაციაზე, არამედ მემარცხენე უმცირესობა გესაუბრებათ, რომელიც ნებისმიერი პროვოკაციისთვის მზად არის“, - წერს ევროპარლამენტარი.
ყველა სიახლე
22 სექტემბერი 2026, 23:52
მსოფლიო
გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, მაკრონმა მსოფლიოში „ჯუნგლების კანონის“ შესაძლო დაბრუნების საფრთხეზე ისაუბრა და საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, „მტკიცედ იდგნენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გვერდით“
გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მსოფლიოში „ჯუნგლების კანონის“ შესაძლო დაბრუნების საფრთხეზე ისაუბრა და საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, „მტკიცედ იდგნენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გვერდით“.
22 სექტემბერი 2026, 23:33
მსოფლიო
კაია კალასი: გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, აბას არაღჩის შევხვდი - ჩვენ განვიხილეთ დიპლომატიური პერსპექტივები აშშ-ირანის ომის დასასრულებლად და ჰორმუზის სრუტის სრულად გახსნისთვის
გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, აბას არაღჩის შევხვდი - ჩვენ განვიხილეთ დიპლომატიური პერსპექტივები აშშ-ირანის ომის დასასრულებლად და ჰორმუზის სრუტის სრულად გახსნისთვის, - განაცხადა ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა, აბას არაღჩიმ.
22 სექტემბერი 2026, 23:25
საზოგადოება
თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი: იმ ბაღებში, სადაც დაფიქსირდა ინფიცირების შემთხვევები, ჩატარდა სრული დეზინფექცია, ყველა ბაღს აქვს დეტალური ინფორმაცია, პროტოკოლი, როგორ უნდა იმოქმედოს
იმ ბაღებში, სადაც დაფიქსირდა ინფიცირების შემთხვევები, ჩატარდა სრული დეზინფექცია, - განაცხადა თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორმა გურამ ოქროპირიძემ.
22 სექტემბერი 2026, 23:09
საზოგადოება
გიორგი ტყემალაძე ე.წ. დეზერტირების ბაზარზე: აქტიურად გვექნება ჩართულობა, როგორც კერძო მესაკუთრესთან, ასევე ამ ადამიანებთან, რომლებიც დღეს ამ ტერიტორიაზე აწარმოებენ გარევაჭრობას და აუცილებლად იქნება შეთავაზებული ალტერნატიული ფართები
აუცილებლად იქნება შეთავაზებული ალტერნატიული ფართები, - განაცხადა დედაქალაქის ვიცე-მერმა ე.წ. დეზერტირების ბაზრის ტერიტორიის მოწესრიგების საკითხზე და იქ მომუშავე მოვაჭრეებზე საუბრისას.
22 სექტემბერი 2026, 22:58
საზოგადოება
პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო - რომელი პროფესიის შესწავლა შეუძლიათ მოქალაქეებს უფასოდ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო. სწავლა საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, რომელიც უკვე არის 16 წლის. პროგრამას სრულად სახელმწიფო აფინანსებს. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო სასწავლო პროგრამას შრომის ბაზრის კვლევის საფუძველზე ადგენს. შესაბამისად, ბენეფიციარების დასაქმების მაჩვენებელი 90%-ზე მეტია.
22 სექტემბერი 2026, 22:52
სამართალი
საჯარო სივრცეში შეურაცხყოფა დასჯადია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საჯარო სივრცეში შეურაცხყოფა დასჯადია. სასამართლოებში სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები განიხილეს.
22 სექტემბერი 2026, 22:48
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: ოპოზიციის ფრუსტრირების პროცესი მიდის დასასრულისკენ - ეს არის ის პროცესი, რომელიც, დიდი იმედია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით საბოლოოდ მათი განულებით დასრულდება და ისინი გაქრებიან პოლიტიკური ველიდან
„მათ მთლიანად ჩამოიხსნეს ნიღაბი და წარმოაჩინეს ანტიქართული, ანტიეროვნული, უსამშობლოო სახე, რაც სინამდვილეში საზოგადოებამ უკვე ძალიან კარგად იცის. ეს არის ის პროცესი, რომელიც დიდი იმედია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებით საბოლოოდ დასრულდება მათი განულებით და ისინი გაქრებიან პოლიტიკური ველიდან“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
22 სექტემბერი 2026, 22:45
მსოფლიო
ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ვოლოდიმირ ზელენსკი და დონალდ ტრამპი ერთმანეთს შეხვდნენ
ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ვოლოდიმირ ზელენსკი და დონალდ ტრამპი ერთმანეთს შეხვდნენ. მოლაპარაკებების დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას, აშშ-ის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ზელენსკისთან უკრაინაში Patriot-ის სისტემის რაკეტების წარმოების შესაძლებლობას განიხილავს.
22 სექტემბერი 2026, 22:08
მსოფლიო
ტრამპი: პუტინი მზადაა შეხვედრისთვის - მას სურს, რომ ეს ომი დასრულდეს
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვლადიმირ პუტინი უკრაინაში ომის დასრულების თემაზე „შეხვედრისთვის მზადყოფნას გამოთქვამს“.
22 სექტემბერი 2026, 22:02
მსოფლიო
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: უსმანოვისა და ფრიდმანის სასანქციო სიიდან ამოღების გადაწყვეტილება სამარცხვინო და გაუმართლებელია - მოსკოვი ზეიმობს, რადგან მიიღო ის, რაც სურდა, დაუსჯელობის შეგრძნება, ევროკავშირის დამცირება და ევროპელებს შორის განხეთქილება
უსმანოვისა და ფრიდმანის სასანქციო სიიდან ამოღების გადაწყვეტილება სამარცხვინო და გაუმართლებელია, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ.
22 სექტემბერი 2026, 21:58
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი ახვლედიანის ორგანიზებულ სემინარზე: აღმაშფოთებელია, რომ ასე ფარულად, მალულად და როგორც ჩანს კანონის დარღვევით ხდება საქართველოს კანონმდებლობის გვერდის ავლა
აღმაშფოთებელია, რომ ასე ფარულად, მალულად და როგორც ჩანს კანონის დარღვევით ხდება საქართველოს კანონმდებლობის გვერდის ავლა, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა, რომელმაც კომენტარი გააკეთა ბახმაროში გამართული შეხვედრის შესახებ, რომელიც ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, არმაზ ახვლედიანის ორგანიზებით გაიმართა.
22 სექტემბერი 2026, 21:43
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე ბელგიაში ვიზიტზე: გვქონდა საუბარი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე და მკაფიოდ გავუსვით ხაზი იმას, რომ დღევანდელი არსებული მდგომარეობა არ არის არც ჩვენს ინტერესში და არც ევროკავშირის ინტერესში
გვქონდა საუბარი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე და მკაფიოდ გავუსვით ხაზი იმას, რომ დღევანდელი არსებული მდგომარეობა არ არის არც ჩვენს ინტერესში და არც ევროკავშირის ინტერესში, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ საპარლამენტო დელეგაციის ბელგიაში ვიზიტთან დაკავშირებით.
22 სექტემბერი 2026, 21:37
მსოფლიო
POLITICO: რუსეთის ორ ყველაზე მდიდარ ადამიანს, შესაძლოა, მალე კვლავ მიეცეს ევროკავშირში თავისუფლად ოპერირების უფლება
რუსეთის ორ ყველაზე მდიდარ ადამიანს, შესაძლოა, მალე კვლავ მიეცეს ევროკავშირში თავისუფლად ოპერირების უფლება, - წერს გამოცემა POLITICO.
22 სექტემბერი 2026, 21:16
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძემ მონაწილეობა მიიღო სერბეთში გამართულ საერთაშორისო ფორუმში „ახალი ერა“
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ მონაწილეობა მიიღო სვეტოზარ მილეტიჩის ფონდის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ფორუმში - „ახალი ერა“, რომელიც სერბეთში გაიმართა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
22 სექტემბერი 2026, 21:14
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: შვეიცარიის ვიცე-პრეზიდენტ, საგარეო საქმეთა მინისტრსა და ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარე იგნასიო კასისთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და შვეიცარიას შორის ორმხრივი ურთიერთობები და ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები
შვეიცარიის ვიცე-პრეზიდენტ, საგარეო საქმეთა მინისტრსა და ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარე იგნასიო კასისთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და შვეიცარიას შორის ორმხრივი ურთიერთობები და ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში.
22 სექტემბერი 2026, 21:09
მსოფლიო
რუბიო: ტრამპი ირანის პრეზიდენტთან შეხვედრისთვის ღიაა
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ზოგადად ღიაა „ყველასთან“ შეხვედრისთვის, მათ შორის ირანის პრეზიდენტთან, მასუდ პეზეშკიანთან. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ტელეკომპანია NBC News-ის ეთერში განაცხადა.
22 სექტემბერი 2026, 21:05
ეკონომიკა
ყურძნის კონდიციურობის მიხედვით ახალი ფასები განისაზღვრა - სახელმწიფოს პოზიციაა, რომ ქვეყანაში არცერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობასთან და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან კონსულტაციების შედეგად მიიღეს. ცვლილებები შევიდა დაბალკონდიციური ყურძნის ფასებშიც. სახელმწიფოს პოზიციაა, რომ ქვეყანაში არცერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება.
22 სექტემბერი 2026, 21:03
პოლიტიკა
ევროკავშირის ელჩმა „კორძის“ კონცერტის შესახებ „ქრონიკის“ კითხვას არ უპასუხა და გადაწყვეტილებას არ გაემიჯნა
ევროკავშირის ელჩი „ქრონიკის“ კითხვას არ პასუხობს. პაველ ჰერჩინსკი საუდის არაბეთის სამეფოს ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე იმყოფებოდა. იზიარებს თუ არა ევროკავშირი პასუხისმგებლობას მილიონზე მეტი ქართველის შეურაცხყოფაზე - კითხვა, რომელიც „კორძის“ კონცერტს და ევროკავშირის მხარდაჭერას უკავშირდებოდა, ელჩმა უპასუხოდ დატოვა. ის ამ გადაწყვეტილებას არ ემიჯნება.
22 სექტემბერი 2026, 21:03
საზოგადოება
ბავშვების თემით სპეკულირება კატეგორიულად მიუღებელია - დედაქალაქის მერი საბავშვო ბაღებთან დაკავშირებით გახმიანებულ ცილისწამებას პასუხობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სურსათის ეროვნული სააგენტო ბაღების შემოწმებას განაგრძობს. ინსპექტირების ჯგუფები ამოწმებენ საკვებ პროდუქტებს და ბაღებისთვის სურსათის მიმწოდებელი კომპანიების პროდუქციას.
22 სექტემბერი 2026, 20:58
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შვეიცარიის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს, ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარე იგნასიო კასისს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შვეიცარიის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა მინისტრს, ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარე იგნასიო კასისს შეხვდა, - ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.


