უკრაინული მედია: სლოვაკეთი და მალტა რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა მე-18 პაკეტს აღარ დაბლოკავენ
ფოტო: Getty Images
სლოვაკეთი და მალტა დღეს გასამართ ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტის რიგგარეშე სხდომაზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა მე-18 პაკეტს აღარ დაბლოკავენ. ინფორმაციას უკრაინული მედია სამ ანონიმურ ევროპელ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ცნობილი გახდა, რომ მალტა ევროკომისიის პირობებით დაკმაყოფილდა, კერძოდ იმით, რომ შემოთავაზებული სანქციები, რომლებიც რუსულ ნავთობზე ფასის ზედა ზღვრის დაწესებას ეხება, საჭიროა და ეფექტური იქნება, რაც რუსეთის ფედერაციის „ჩრდილოვანი ფლოტის“ გაზრდას ხელს არ შეუწყობს“, - წერს მედია.
ზუსტად ამ მიზეზების გათვალისწინებით მალტა მზა არის საკუთარი ვეტო სანქციათა მე-18 პაკეტზე უკან გაიწვიოს.
რაც შეეხება სლოვაკეთს, ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ ვიდეომიმართვის დროს განაცხადა, რომ ბრატისლავა აღარ დაბლოკავს ახალ სანქციებს.
ყველა სიახლე
06 მაისი 2026, 23:40
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: თითქოს ჩვენ პერსპექტივას და შესაძლებლობას ვკარგავთ - ეს უსაფუძვლო და არასერიოზული ნარატივია და ამიტომაც ვერასდროს იყვნენ ამ ნარატივების ავტორები დამაჯერებლები, რადგან თავიანთ პოზიციებს ტყუილზე ამყარებენ
თითქოს ჩვენ პერსპექტივას და შესაძლებლობას ვკარგავთ - ეს ისეთივე უსაფუძვლო და არასერიოზული ნარატივია, როგორიც ამ წლების განმავლობაში ბევრი მოვისმინეთ და ამიტომაც ვერასდროს იყვნენ ამ ნარატივების ავტორები დამაჯერებლები, რადგან თავიანთ პოზიციებს ტყუილზე ამყარებენ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
06 მაისი 2026, 23:32
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი უკრაინელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარზე:ჩვენ შევთანხმდით, რომ ცოტახანში გვექნება შეხვედრა და შევძლებთ ყველაფერზე მსჯელობას
უკრაინული მხარე ნამდვილად გააქტიურდა საქართველოსთან კომუნიკაციაში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის სატელეფონო ზარზე საუბრისას. მისივე თქმით, უკრაინელ კოლეგასთან ერთად შეთანხმდნენ, რომ ურთიერთობა გაგრძელდება.
06 მაისი 2026, 23:14
მსოფლიო
ზელენსკი: რუსეთმა იქამდე იომა, რომ მათი მთავარი აღლუმიც კი უკვე ჩვენზეა დამოკიდებული
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისის აღლუმის დამოკიდებულება უკრაინის შესაძლო ქმედებებზე მეტყველებს იმაზე, რომ რუსეთისთვის ომის შეწყვეტის დრო დიდი ხნის წინ დადგა.
06 მაისი 2026, 23:04
მსოფლიო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უცხო ქვეყნებს მოუწოდა, მოახდინონ დიპლომატების ევაკუაცია კიევიდან
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიპლომატიურ მისიებს დაუგზავნა ნოტა, რომელშიც მოუწოდა კიევიდან ევაკუაციისკენ გამარჯვების დღეს მოსალოდნელი პროვოკაციების შემთხვევაში.
06 მაისი 2026, 22:29
რეგიონი
ზურაბ პატარაძე „მარეთობის“ სახალხო დღესასწაულს დაესწრო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, ცოტნე ანანიძესთან ერთად, შუახევში გამართულ სახალხო ტრადიციულ დღესასწაულს, „მარეთობას” დაესწრო. ღონისძიება შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა, ომარ ტაკიძემ გახსნა და ღონისძიების სტუმრებს სახალხო ზეიმში მონაწილეობისა და ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.
06 მაისი 2026, 22:21
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: 2030 წლისთვის ტვირთბრუნვის გაორმაგებას ველოდებით - ამ მიმართულებით სახელმწიფოს აქვს ძირითადი ინფრასტრუქტურის განვითარების მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი გეგმა
ანაკლიის საზღვაო ნავსადგური, მასთან დამაკავშირებელი გზა და რკინიგზა, ასევე გაძლიერებული "საქართველოს რკინიგზა" - როგორც სავაგონო და სალოკომოტივო პარკით, ისე გაციფრულების და შესაბამისი სისტემებით, უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენ რეგიონში ვიქნებით ძლიერი, სანდო, ეფექტური და სტაბილური პარტნიორი, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა. მან შუა დერეფნის მარშრუტის განვითარების პროცესში ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
06 მაისი 2026, 22:12
მსოფლიო
ტრამპი ირანზე: ჩვენ საქმე გვაქვს ხალხთან, რომლებსაც ძალიან სურთ შეთანხმების დადება
აშშ ირანში არსებულ სიტუაციას სრულად აკონტროლებს, - განაცხადა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.
06 მაისი 2026, 22:04
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა გეგმა-გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა გეგმა-გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი. მისი თქმით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება იმისთვის, რომ დაიწყოს ტალღმტეხის მშენებლობა.
06 მაისი 2026, 21:59
პოლიტიკა
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
რატომ ჰგონიათ ამ რადიკალებს, რომ საზოგადოებას მოკლე მეხსიერება აქვს? ფაქტია და ამას ყველა ძალიან კარგად ვხედავთ, რომ პატრიარქის მოსაყდრეს, მეუფე შიოს, წლებია საჯაროდ, დაუფარავად და ყველაზე ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, - წერს ტელეწამყვანი, ლიზა გეგეჭკორი, სოციალურ ქსელში.
06 მაისი 2026, 21:39
პოლიტიკა
ირაკლი მეზურნიშვილი: ჩვენ ვართ PABSEC-ში თავმჯდომარე ქვეყანა და წარმოდგენილი ვართ ამ სტატუსით ბუდვაში. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ სულ მალე გაიმართება PABSEC-ის შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის გენერალური ასამბლეა საქართველოში
მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვართ PABSEC-ში თავმჯდომარე ქვეყანა და წარმოდგენილი ვართ ამ სტატუსით ბუდვაში, - განუცხადა ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილმა მონტენეგროში ქართველ ჟურნალისტებს.
06 მაისი 2026, 21:10
საზოგადოება
დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი: მეუფე ზენონის განცხადებები შეიცავს შეურაცხყოფასა და დაუსაბუთებელ ბრალდებებს ილია II-ის, ასევე სინოდის წევრების მიმართ - მსგავსი ბრალდებების გავრცელება არის ეკლესიური დისციპლინის უხეში დარღვევა
მეუფე ზენონის მიერ გაკეთებული განცხადებები შეიცავს პირდაპირ შეურაცხყოფასა და დაუსაბუთებელ ბრალდებებს უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის, ასევე წმინდა სინოდის წევრების, მათ შორის მეუფე შიოს (მუჯირი) მიმართ, - წერს თბილისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი სოციალურ ქსელში.
06 მაისი 2026, 21:07
პოლიტიკა
საგარეო საქმეთა სამინისტრო: ევროპის საბჭო და ორგანიზაციის წევრი 46 ქვეყანა კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში
6 მაისს, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, დღის წესრიგის საკითხის - „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ ფარგლებში, მეცამეტე გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
06 მაისი 2026, 21:07
მსოფლიო
ტრამპი: ვფიქრობ, ომის დასრულების ძალიან კარგი შანსი არსებობს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა PBS News-თან სატელეფონო საუბარში ირანთან შეთანხმების მიღწევის თაობაზე ოპტიმიზმი გამოთქვა.
06 მაისი 2026, 20:55
რეგიონი
სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი ქვეყნის ეკონომიკისთვის - სახელმწიფომ ანაკლიის პორტის მშენებლობა დაიწყო. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ანაკლიის პორტის მშენებლობა დაიწყო. ღრმაწყლოვან ნავსადგურში საზღვაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს. უახლოეს პერიოდში პორტთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზისა და 18-კმ სარკინიგზო ხაზის მშენებლობაც დაიწყება.
06 მაისი 2026, 20:49
სამართალი
ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული დავით და გიორგი მიქაძეები, ასევე გიორგი ჯოხაძე სასამართლომ დამნაშავეებად ცნო. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული დავით და გიორგი მიქაძეები, ასევე გიორგი ჯოხაძე სასამართლომ დამნაშავეებად ცნო. მოსამართლის გადაწყვეტილებით, როგორც დაკავებულ გიორგი მიქაძეს, ასევე ძებნაში მყოფ დავით მიქაძესა და გიორგი ჯოხაძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
06 მაისი 2026, 20:44
პოლიტიკა
საქართველოს დელეგაციის ვიზიტი პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით. „ქრონიკა“ მონტენეგროდან
საქართველოს დელეგაცია შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით მონტენეგროშია და მონაწილეობას მიიღებს ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების რიგით პირველ სამიტში. დაგეგმილია სიტყვით მიმართვა და ორმხრივი შეხვედრები.
06 მაისი 2026, 20:39
პოლიტიკა
საქართველოს, როგორც შუა დერეფნის უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოს როლი და ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოება - აზერბაიჯანული გაზი საქართველოს გავლით ევროპაში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ახლო აღმოსავლეთის კრიზისის და ჰორმუზის სრუტეში არსებული ვითარების ფონზე, ალტერნატიული და უსაფრთხო ენერგეტიკული დერეფნების ძიება, პრიორიტეტული გახდა, მათ შორის ევროპისთვის. სწორედ ამ მიზნით აზერბაიჯანში ბოლო 13 წლის განმავლობაში, პირველად ჩავიდა იტალიის პრემიერი. აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტი კი საქართველოს როლს ზრდის.
06 მაისი 2026, 20:35
საზოგადოება
დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი: როგორ ლანძღავდნენ ჩვენ პატრიარქს და როგორ ითმენდა. როგორ შეურაცხყოფას აყენებენ მეუფე შიოს, სასულიერო პირებიც კი გამოდიან და გაუგებარ რაღაცებს ლაპარაკობენ, რომ შფოთი შემოიტანონ ეკლესიაში
როგორ ლანძღავდნენ და აკნინებდნენ ჩვენ პატრიარქს და როგორ ითმენდა ყველაფერს, ერთი პასუხი არ გასცა არავის. როგორ შეურაცხყოფას აყენებენ მეუფე შიოს, - განაცხადა თბილისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელმსახურმა, დეკანოზმა გიორგი გოგიჩაიშვილმა ქადაგებისას.
06 მაისი 2026, 20:30
სამართალი
სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის ბრალდებულებს დავით და გიორგი მიქაძეებს, გიორგი ჯოხაძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის ბრალდებულებს დავით და გიორგი მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
06 მაისი 2026, 20:23
სამართალი
სუს-ის მიერ გამოვლენილი ჯაშუშობის კიდევ ერთი საქმე - ბრალდებული დუმილის უფლებით სარგებლობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოვლენილი ჯაშუშობის კიდევ ერთი საქმე.


